კათოლიკური ნათლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კათოლიკური ნათლობა |
noralu |
May 19 2010, 12:12 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,856 |
მოგესალმებით და წინასწარ მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის.
ჩემი მეუღლე გერმანელი კათოლიკეა, ძალიან რელიგიური და ტრადიციული ოჯახიდან. რამოდენიმე თვის წინ შეგვეძინა ქალიშვილი. მე ძალიან მინდოდა რომ საქართველოში მოგვენათლა მართლმადიდებლად, მაგრამ ამით ძალიან დიდი განხეთქილება მოხდებოდა ჩემს ქმარეულებთან და ამიტომ დავთანხმდი კათოლიკურ ნათლობას. გარკვეულად იმ იმედითაც რომ როცა გაიზრდება თავად გადაწყვეტს კათოლიკედ დარჩება თუ მართლმადიდებლად მოინათლება. ჩემს ქართველ მეგობარს ვთხოვე ნათლიობა, რომელიც იმედი მქონდა ბავშვს საქართველოსთან და მართლმადიდებლობასთან უფრო დააკავშირებდა. და დღეს მწერს ჩემი მეგობარი რომ მისმა მოძღვარმა აუკრძლა. ძალიან გთხოვთ იქნება ამიხსნათ, რატომაა ამ პატარა არსების გაქრისტიანებაში მონაწილეობის მიღება აკრძალული? რა დააშავა ჩემმა შვილმა რომ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა და ნუთუ ამის გამო უნდა გავირიყოთ? სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. ნუთუ მარტო ჩვენ ვადგავართ ჭეშმარიტ გზას და დანარჩენი საქრისტიანო ცდება? დედისთვის ძალიან მძიმეა ასეთი უარყოფა და არა მგონია ამითი რაღაცა კარგი ხდებოდეს ვინმესთვის. და არა მგონია ან მოძღვარი ან ჩემი მეგობარი მიმხვდარიყვნენ რამდენად მტკივნეულია ეს საქართველოდან შორს მყოფი ადამიანისთვის რომელიც ცდილობს ქართული სული და ტრადიციები გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნოს. |
afxazi |
May 22 2010, 12:54 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Believer აბა მაშ პაპის უცდომელობის დოგმატიღა დარჩა და ეგაა ისე სხვათაშორის ინტერესის გამო კათოლიკურ ეკლესიაში გაკრულ მრწამსს გავეცანი და იქ გარკვევით წერია, რომ სულიწმინდის შესახებ: "რომელი მამისაგან და ძისაგან გამოვალს", რაც ცხადია მხოლოდ ტერმინოლოგიურ გაურკვევლობად ვერ გაიგება. ქრისტეანი ციტატა უკაცრავად, "აქ" და პიროვნულად ვინმეს შეურაცხყოფა არც მიფიქრია, მაგრამ მართლმადიდებელს რომ კათოლიკესთან ლოცვას აუკრძალავ - ეგ სიყვარულის გამოხატულებაა? ანუ რას ამბობს ის მღვდელი, ვინც კრძალავს, მაგით? ამბობს რომ კათოლიკე არის ურწმუნო, არ არის ქრისტიანი და მასთან ლოცვით საკუთარ სულს მიაყენებ ზიანს! ქრისტიანს მეტი რა შეურაცხყოფა უნდა მიაყენო. ფიზიკურად შეიძლება სცემო და სულიერად, მორწმუნე ქრისტიანდ რომ ეტყვი - არათუ რაღაც საკითხებზე განსხვავებული აზრი მაქვს, იმდენად ურჯულოდ მიგიჩნევ - შენთან ვერც კი ვილოცებო - ამაზე მეტი რა უნდა ქნა? smile.gif მეგბარო ჩვენ ვსაუბრობთ ეკლესიის დამოკიდებულებაზე და არა კონკრეტული ადამიანის შეხედულებაზე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 03:49 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი