კათოლიკური ნათლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კათოლიკური ნათლობა |
noralu |
May 19 2010, 12:12 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,856 |
მოგესალმებით და წინასწარ მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის.
ჩემი მეუღლე გერმანელი კათოლიკეა, ძალიან რელიგიური და ტრადიციული ოჯახიდან. რამოდენიმე თვის წინ შეგვეძინა ქალიშვილი. მე ძალიან მინდოდა რომ საქართველოში მოგვენათლა მართლმადიდებლად, მაგრამ ამით ძალიან დიდი განხეთქილება მოხდებოდა ჩემს ქმარეულებთან და ამიტომ დავთანხმდი კათოლიკურ ნათლობას. გარკვეულად იმ იმედითაც რომ როცა გაიზრდება თავად გადაწყვეტს კათოლიკედ დარჩება თუ მართლმადიდებლად მოინათლება. ჩემს ქართველ მეგობარს ვთხოვე ნათლიობა, რომელიც იმედი მქონდა ბავშვს საქართველოსთან და მართლმადიდებლობასთან უფრო დააკავშირებდა. და დღეს მწერს ჩემი მეგობარი რომ მისმა მოძღვარმა აუკრძლა. ძალიან გთხოვთ იქნება ამიხსნათ, რატომაა ამ პატარა არსების გაქრისტიანებაში მონაწილეობის მიღება აკრძალული? რა დააშავა ჩემმა შვილმა რომ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა და ნუთუ ამის გამო უნდა გავირიყოთ? სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. ნუთუ მარტო ჩვენ ვადგავართ ჭეშმარიტ გზას და დანარჩენი საქრისტიანო ცდება? დედისთვის ძალიან მძიმეა ასეთი უარყოფა და არა მგონია ამითი რაღაცა კარგი ხდებოდეს ვინმესთვის. და არა მგონია ან მოძღვარი ან ჩემი მეგობარი მიმხვდარიყვნენ რამდენად მტკივნეულია ეს საქართველოდან შორს მყოფი ადამიანისთვის რომელიც ცდილობს ქართული სული და ტრადიციები გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნოს. |
afxazi |
May 22 2010, 01:07 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ციტატა მე მინდა 1 მილიარდი კათოლიკე იყოს ჩემი სულიერი ძმა და და, და ვილოცო მათთან ერთად. თქვენ არ გინდათ? თუ ეს შენი სურვილია კი ბატონო, როგორც გინდა. მაგრამ ეს ვერ გახდება ნორმა, იქამდე სანამ სრულყოფილი თანხმბა არ იქნება მიღწეული. მომიტევეთ მაგრამ მე მაინც ვერ მივიღებ კატოლიკური ეკლესიის მხრიდან ასე იოლად დათმობას იგივე ფილიოკვესთან დაკავშირებით და ტქმას იმისას, რომ თურმე ეს მხოლოდ ტერმინოლოგიური გაურკვევლობა ყოფილა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საკუთარი თვალით მინახავს კათოლიკურ ეკლესიაში გაკრული მრწამსი, სადაც ნათქვამია: "რომელი (სულიწმინდა) მამისაგან და ძისაგან გამოვალს". ეს არ არის ტერმინოლოგიური გაურკვევლობა და გთხოვთ ამას ნუ ქადაგებთ. ციტატა კი ბატონო, მაგრამ ნათლობა და ლოცვას კონკრეტულ ადამიანს უშლიან მერე. მოდი მაშ განმიმარტე ლოცვისა და ნათლობის არსი. უფრო ნათლობის. რა ხდება ნათლისღების ჟამს, რას ეზიარება ადამიანი? Believer ციტატა არსად სწერია საქართველოს პატრიარქზე ილია მეორეზე უცდომელობა, მაგრამ ყველა აღიარებს რომ ის არ ცდება!!! მაინც არ ეშვებით ამ პრიმიტიულ მაგალითებს. მომიტანეთ მართლმადიდებლური ეკლესიის დადგენილება იმაზე, რომ რომელიმე კონკრეტული ადამიანი ამა თუ იმ სიტუაციაში უცთომელია? მე არ ვაღიარებ მის უწმინდესობას, როგორც უცთომელს და ეს ეკლესიური სწავლებაა. ეს აზრი ბოლო მოვლენებმაც გამიმყარა. ციტატა იგულისხმება "ძისა მიერ" როგორ იგულისხმება როცა აშკარად წერია. მე მგონი რომ ზედმეტადი გულუბრყვილობაა, ან თვალის დაბრმავება. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ქრისტეანი |
May 22 2010, 01:31 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 20 რეგისტრ.: 22-May 10 წევრი № 8,879 |
მოდი მაშ განმიმარტე ლოცვისა და ნათლობის არსი. უფრო ნათლობის. რა ხდება ნათლისღების ჟამს, რას ეზიარება ადამიანი? კი ბატონო, ოღონდ წინასწარ ბოდიშს ვიხდი - მე თეოლოგი არ ვარ და თეოლოგიურად გამართულ პასუხს ვერ მოგახსენებთ. ჩემთვის ნათლობა არის ქრისტესმიერი ცხოვრების დასაწყისი. ადამიანი აღიარებს ქრისტეს როგორც მხსნელს, სამებას როგორც ერთადერთ ღმერთს და ნათლიების ხელშეწყობით იწყებს ქრისტესმიერი წესით ცხოვრებას. რას ნიშნავს "ქრისტესმიერი" დეტალებში - ძალიან რთული საკითხია და არ ჩავუღრმავდები იმიტომ რომ ნახსენები იქნება ისევ "მრწამსი" და მერე "კათოლიკეებს სხვა მრწამსი აქვთ" და შევალთ ისევ ჩიხში. ჩემი პოზიცია ასეთია: არის ძალიან დიდი და ფუნდამენტური ნაწილი ქრისტიანობის რომელზეც კათოლიკეებს და მართლმადიდებლებს განსხვავებული აზრი არ აქვთ. ის დაიცვას ადამიანმა და არც სულის პრობლემა ექნება, არც არაფრის. მომიტევეთ მაგრამ "სულიწმინდის" ცნება, "გადმოდინება" რას ნიშნავს და ვისგან გადმოდინდება, ხოლო ვისგან გამოდის - ეს რიგითი მორწმუნის გასარჩევი საერთოდ არ მგონია და თავს უფლებას მივცემ ვიტყვი - ძალიან მეეჭვება აქ ვინმეს ესმოდეს დეტალებში. მარტივ შედარებებს მოგიყვანთ, თუ ნებას მომცემთ - რელატივისტურ კვანტურ მექანიკაში არის სადაო საკითხები მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის კლასიკური ფიზიკის ელემენტარული კანონები გვესმოდეს და ველოსიპედის ტარებას, მანქანის მართვას ან სიარულს ვახერხებდეთ. ასევე - ბიოლოგია/მედიცინაში არის უამრავი სადაო საკითხი, მაგრამ ეს ხელს არ უშლის უბრალო მოკვდავს იყიდოს წამალი და დამოუკიდებლად მოირჩინოს უბრალო გაციება. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ იმის გამო რომ ორი ფარმაცევტული კომპანიის მეცნიერები რაღაც რთულ ბიოლოგიურ საკითხე ვერ თანხმდებიან, მე რომ ერთ-ერთის რაიმე ტრივიალური პრეპარატი არ ვიყიდო - მაგალითად ასპირინი. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 09:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი