კათოლიკური ნათლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კათოლიკური ნათლობა |
noralu |
May 19 2010, 12:12 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,856 |
მოგესალმებით და წინასწარ მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის.
ჩემი მეუღლე გერმანელი კათოლიკეა, ძალიან რელიგიური და ტრადიციული ოჯახიდან. რამოდენიმე თვის წინ შეგვეძინა ქალიშვილი. მე ძალიან მინდოდა რომ საქართველოში მოგვენათლა მართლმადიდებლად, მაგრამ ამით ძალიან დიდი განხეთქილება მოხდებოდა ჩემს ქმარეულებთან და ამიტომ დავთანხმდი კათოლიკურ ნათლობას. გარკვეულად იმ იმედითაც რომ როცა გაიზრდება თავად გადაწყვეტს კათოლიკედ დარჩება თუ მართლმადიდებლად მოინათლება. ჩემს ქართველ მეგობარს ვთხოვე ნათლიობა, რომელიც იმედი მქონდა ბავშვს საქართველოსთან და მართლმადიდებლობასთან უფრო დააკავშირებდა. და დღეს მწერს ჩემი მეგობარი რომ მისმა მოძღვარმა აუკრძლა. ძალიან გთხოვთ იქნება ამიხსნათ, რატომაა ამ პატარა არსების გაქრისტიანებაში მონაწილეობის მიღება აკრძალული? რა დააშავა ჩემმა შვილმა რომ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა და ნუთუ ამის გამო უნდა გავირიყოთ? სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. ნუთუ მარტო ჩვენ ვადგავართ ჭეშმარიტ გზას და დანარჩენი საქრისტიანო ცდება? დედისთვის ძალიან მძიმეა ასეთი უარყოფა და არა მგონია ამითი რაღაცა კარგი ხდებოდეს ვინმესთვის. და არა მგონია ან მოძღვარი ან ჩემი მეგობარი მიმხვდარიყვნენ რამდენად მტკივნეულია ეს საქართველოდან შორს მყოფი ადამიანისთვის რომელიც ცდილობს ქართული სული და ტრადიციები გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნოს. |
afxazi |
May 22 2010, 01:39 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ქრისტეანი
ციტატა მომიტევეთ მაგრამ "სულიწმინდის" ცნება, "გადმოდინება" რას ნიშნავს და ვისგან გადმოდინდება, ხოლო ვისგან გამოდის - ეს რიგითი მორწმუნის გასარჩევი საერთოდ არ მგონია. ამ ფრაზასთან ეს მაგალითები: ციტატა მარტივ შედარებებს მოგიყვანთ, თუ ნებას მომცემთ - რელატივისტურ კვანტურ მექანიკაში არის სადაო საკითხები მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის კლასიკური ფიზიკის ელემენტარული კანონები გვესმოდეს და ველოსიპედის ტარებას, მანქანის მართვას ან სიარულს ვახერხებდეთ. ასევე - ბიოლოგია/მედიცინაში არის უამრავი სადაო საკითხი, მაგრამ ეს ხელს არ უშლის უბრალო მოკვდავს იყიდოს წამალი და დამოუკიდებლად მოირჩინოს უბრალო გაციება. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ იმის გამო რომ ორი ფარმაცევტული კომპანიის მეცნიერები რაღაც რთულ ბიოლოგიურ საკითხე ვერ თანხმდებიან, მე რომ ერთ-ერთის რაიმე ტრივიალური პრეპარატი არ ვიყიდო - მაგალითად ასპირინი. იმდენად შეუსაბამოა, რომ არ ვიცი რა კომენტარი გავუკეთო. თურმე ათანასე ალექსანდრიელს ტყუილად უწვალია და ტყილად დაპირისპირებია თითქმის გაარიანელებულ ეკლესიას იმის გამო, რომ დაფალი ფენებისათვის მიუხვედრელ საკითხებზე მსჯელობდა მათთან და ამით დაპირისპირება გამოიწვია მთელი IV საუკუნის განმავლობაში. იგივეს ვიტყვი კირილე ალექსანდრიელზე, მაქსიმე აღმსარებელზე, სფრონ იერუსალიმელზე... როგორც ფიქრობ ადამიანმა არ უნდა იცოდეს რა სწამს? მაქსიმე აღმსარებლის დროს თითქმის მთელი ეკლესია მონოთელიტობის აღმსარებელი გახდა, ანუ ერთნებიანი. მაშინაც გაისმოდა მის მიმართ ბრალდებანი, რომ როგორ ხდება რომ შენ მხოლოდ ერთი ხარ ამრთალი და სხვა ყველა მტყუანი. მაშინ არ იყო დაპირისპირებულ მხარეთა შორის იმდენი გასხნავება, რამდენიც ეხლაა კათოლიკურ და ამრთლმადიდებლურ ეკლესიას შორის. საკითხი მხოლოდ ერთ დოგმატურ სწავლებას ეხებოდა, მაგრამ მაქსიმემ ამის გამოც არ ინება მათთან თანაზიარება. და შენ მეუბნები რომ ეს ჩვენი გასარჩევი არაა. თურმე ტყუილად შეუწირვათ თავი მამებს დოგმატთა დაცვისათვის, მტავარი ხომ სიყვარული ყოფილა. დაუკვირდით მაინც რას ამბობთ. და ამის მერე პრეტენზია გვაქვს მართლმადიდებლობაზე? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ქრისტეანი |
May 22 2010, 01:57 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 20 რეგისტრ.: 22-May 10 წევრი № 8,879 |
და შენ მეუბნები რომ ეს ჩვენი გასარჩევი არაა. თურმე ტყუილად შეუწირვათ თავი მამებს დოგმატთა დაცვისათვის, მტავარი ხომ სიყვარული ყოფილა. დაუკვირდით მაინც რას ამბობთ. და ამის მერე პრეტენზია გვაქვს მართლმადიდებლობაზე? ვუკვირდები კი, ნამდვილად მასეა - მთავარი სიყვარულია, რადგან თავად ღმერთიც სიყვარულია. სიყვარული, სათნოება და თანაგრძნობა გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე ნებისმიერი დოგმა. დოგმები სჭირდებათ ადამიანებს, რათა უკეთ გაიაზრონ ის რაც ამქვეყნიური ბუნების კანონებს სცილდება - ანუ რელიგია, ღმერთს დოგმა არაფერში სჭირდება. ღმერთს უნდა რომ ვიყოთ სიყვარულით სავსენი და ერთმანეთს არ ვჭამდეთ. უბრალო მოკვდავს და წმინდა მამებს შორის დიდი სხვაობაა. მასე არც მეცნიერებისთვისაა სულ ერთი დეენემის აგებულების დეტალები, მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ კალატოზმა აუცილებლად უნდა იცოდეს ნეირო-ბიოლოგიის დეტალები ან მაგის გამო სხვა კალატოზს უთხრას შენთან არ ვიმუშავებო. ჩემ რწმენას რაც შეეხება: ჩემთვის "მართლმადიდებლობა" რელიგია არაა. ეკლესიაა ქრისტიანულ რელიგიაში. მე ვარ პირველ რიგში - ქრისტიანი, ანუ ჩემს სულიერი ხსნის გზად ვაღიარებ ქრისტეს და ერთადერთ ღმერთად - სამებას. ეკლესიური კუთვნილებით ვეკუთვნი ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, იმიტომ რომ დავიბადე საქართველოში, ჩემი წინაპრები ქართველი მართლმადიდებლები იყვნენ და მოვინათლე ქართულ ეკლესიაში. რომ დავბადებულიყავი გერმანიაში ვიქნებოდი კათოლიკე და არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, რაგდან ისეთივე ქრისტიანებად მიმაჩნიან როგორც მართლმადიდებლები, ზოგი შეიძლება უკეთესიც იყოს, პიროვნებას გააჩნია. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 12:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი