კათოლიკური ნათლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კათოლიკური ნათლობა |
noralu |
May 19 2010, 12:12 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,856 |
მოგესალმებით და წინასწარ მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის.
ჩემი მეუღლე გერმანელი კათოლიკეა, ძალიან რელიგიური და ტრადიციული ოჯახიდან. რამოდენიმე თვის წინ შეგვეძინა ქალიშვილი. მე ძალიან მინდოდა რომ საქართველოში მოგვენათლა მართლმადიდებლად, მაგრამ ამით ძალიან დიდი განხეთქილება მოხდებოდა ჩემს ქმარეულებთან და ამიტომ დავთანხმდი კათოლიკურ ნათლობას. გარკვეულად იმ იმედითაც რომ როცა გაიზრდება თავად გადაწყვეტს კათოლიკედ დარჩება თუ მართლმადიდებლად მოინათლება. ჩემს ქართველ მეგობარს ვთხოვე ნათლიობა, რომელიც იმედი მქონდა ბავშვს საქართველოსთან და მართლმადიდებლობასთან უფრო დააკავშირებდა. და დღეს მწერს ჩემი მეგობარი რომ მისმა მოძღვარმა აუკრძლა. ძალიან გთხოვთ იქნება ამიხსნათ, რატომაა ამ პატარა არსების გაქრისტიანებაში მონაწილეობის მიღება აკრძალული? რა დააშავა ჩემმა შვილმა რომ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა და ნუთუ ამის გამო უნდა გავირიყოთ? სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. ნუთუ მარტო ჩვენ ვადგავართ ჭეშმარიტ გზას და დანარჩენი საქრისტიანო ცდება? დედისთვის ძალიან მძიმეა ასეთი უარყოფა და არა მგონია ამითი რაღაცა კარგი ხდებოდეს ვინმესთვის. და არა მგონია ან მოძღვარი ან ჩემი მეგობარი მიმხვდარიყვნენ რამდენად მტკივნეულია ეს საქართველოდან შორს მყოფი ადამიანისთვის რომელიც ცდილობს ქართული სული და ტრადიციები გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნოს. |
afxazi |
May 22 2010, 02:03 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ქრისტეანი
ციტატა ვუკვირდები smile.gif კი, ნამდვილად მასეა - მთავარი სიყვარულია, რადგან თავად ღმერთიც სიყვარულია. სიყვარული, სათნოება და თანაგრძნობა გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე ნებისმიერი დოგმა. დოგმები სჭირდებათ ადამიანებს, რათა უკეთ გაიაზრონ ის რაც ამქვეყნიური ბუნების კანონებს სცილდება - ანუ რელიგია, ღმერთს დოგმა არაფერში სჭირდება. ნუ არ ვიცი, მკითხველმა განსაჯოს. სიყვარული, რომელიც კომპრომისს აკეთებს იმ ფონდამენტურ საკითხებზე, რომელსაც თავის შესწირა მრავალმა საეკლესიო მამამ, ვფიქრობ მოჩვენებითია და არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ სიყვარულთან. სამწუხაროა, რომ დოგმატიკა მიგაჩნია მშრალ და გაქვავებულ რარაც მოვლენად, რომელსაც ყურადრება არ უნდა მივაქციოთ. შესაბამისად ქრისტიანობა გაგვყავს პრიმიტიულ აზროვნებაზე, სადა მთავარი "სიყვარულია" (სინამდვილეში ქრისტიანობა მართლაც სიყვარულია, მაგრამ ბრჭყალების გარეშე). ციტატა ვაღიარებ ქრისტეს და ერთადერთ ღმერთად - სამებას და ვინ არის ქრისტე და რა არის სამება? გაცნობიერებული გაქვს? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ქრისტეანი |
May 22 2010, 02:14 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 20 რეგისტრ.: 22-May 10 წევრი № 8,879 |
ქრისტეანი ნუ არ ვიცი, მკითხველმა განსაჯოს. სიყვარული, რომელიც კომპრომისს აკეთებს იმ ფონდამენტურ საკითხებზე, რომელსაც თავის შესწირა მრავალმა საეკლესიო მამამ, ვფიქრობ მოჩვენებითია და არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ სიყვარულთან. სამწუხაროა, რომ დოგმატიკა მიგაჩნია მშრალ და გაქვავებულ რარაც მოვლენად, რომელსაც ყურადრება არ უნდა მივაქციოთ. შესაბამისად ქრისტიანობა გაგვყავს პრიმიტიულ აზროვნებაზე, სადა მთავარი "სიყვარულია" (სინამდვილეში ქრისტიანობა მართლაც სიყვარულია, მაგრამ ბრჭყალების გარეშე). მე მიმაჩნია, რომ ადამიანს ამ ქვეყნად არ ძალუძს ბოლომდე გაიაზროს რწმენის ძალიან ბევრი ასპექტი. ამიტომაც ყველაფერზე ერთი აზრი არასოდეს იქნება. ვაფასებ და უდიდეს პატივს ვცემ თეოლოგთა ღვაწლს რომლებიც ცდილობენ იარონ უკეთ შემეცნების გზაზე, მაგრამ მიმაჩნია რომ მოციქულთა დაარსებულ ეკლესიებში არ შეიძლება მადლი არ იყოს შემონახული და თეოლოგიური განსხვავებები ვერ იქნება იმდენად მნიშვნელოვანი რომ მე ჩემს ძმა ქრისტიანთან ლოცვა ამიკრძალოს ვინმემ ან კათოლიკეს ხელი ვკრა და ვუთხრა ქრისტიანი არ ხარო. იმიტომ რომ დოგმა კაია და რწმენის გამტკიცებისთვის საჭირო, მაგრამ ქრისტესმიერი სიყვარული კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. და ვინ არის ქრისტე და რა არის სამება? გაცნობიერებული გაქვს? ძალიან გთხოვთ უპატივცემულობაში არ ჩამომართვათ (პირიქით ამ მოკლე ხანში დიდი პატივისცემით განვიმსჭვალე თქვენს მიმართ და ვხედავ რომ ფრიად განათლებული ბრძანდებით), მაგრამ ვერაფრით დამარწმუნებთ რომ ზედმიწევნით გესმით რა არის სამება ან თუნდაც სული წმინდა. ელემენტარულ დონეზე, რა თქმა უნდა მესმის - სამება არის მამა, ძე და სული წმინდა - სამი და ამავე დროს ერთი ღმერთი. ერთი საწყისის სამი სახე. მამისგან გამოედინება სული წმინდა და ჩვენ ვეზიარებით მას ქრისტეს შემწეობით. ეს არ ნიშნავს რომ მე მესმის თუნდაც სული წმინდის არსი. იმიტომ რომ ამის გაგება ჩვენი სამყაროს კანონებით და ჩვენი ადამიანური აზროვნებით უბრალოდ შეუძლებელია. ეგ არც მე მესმის, არც თქვენ და არც რომის პაპს ან რომელიმე პატრიარქს. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 10:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი