კათოლიკური ნათლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კათოლიკური ნათლობა |
noralu |
May 19 2010, 12:12 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,856 |
მოგესალმებით და წინასწარ მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის.
ჩემი მეუღლე გერმანელი კათოლიკეა, ძალიან რელიგიური და ტრადიციული ოჯახიდან. რამოდენიმე თვის წინ შეგვეძინა ქალიშვილი. მე ძალიან მინდოდა რომ საქართველოში მოგვენათლა მართლმადიდებლად, მაგრამ ამით ძალიან დიდი განხეთქილება მოხდებოდა ჩემს ქმარეულებთან და ამიტომ დავთანხმდი კათოლიკურ ნათლობას. გარკვეულად იმ იმედითაც რომ როცა გაიზრდება თავად გადაწყვეტს კათოლიკედ დარჩება თუ მართლმადიდებლად მოინათლება. ჩემს ქართველ მეგობარს ვთხოვე ნათლიობა, რომელიც იმედი მქონდა ბავშვს საქართველოსთან და მართლმადიდებლობასთან უფრო დააკავშირებდა. და დღეს მწერს ჩემი მეგობარი რომ მისმა მოძღვარმა აუკრძლა. ძალიან გთხოვთ იქნება ამიხსნათ, რატომაა ამ პატარა არსების გაქრისტიანებაში მონაწილეობის მიღება აკრძალული? რა დააშავა ჩემმა შვილმა რომ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა და ნუთუ ამის გამო უნდა გავირიყოთ? სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. ნუთუ მარტო ჩვენ ვადგავართ ჭეშმარიტ გზას და დანარჩენი საქრისტიანო ცდება? დედისთვის ძალიან მძიმეა ასეთი უარყოფა და არა მგონია ამითი რაღაცა კარგი ხდებოდეს ვინმესთვის. და არა მგონია ან მოძღვარი ან ჩემი მეგობარი მიმხვდარიყვნენ რამდენად მტკივნეულია ეს საქართველოდან შორს მყოფი ადამიანისთვის რომელიც ცდილობს ქართული სული და ტრადიციები გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნოს. |
afxazi |
May 22 2010, 02:42 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ქრისტეანი
ციტატა იმიტომ რომ დოგმა კაია და რწმენის გამტკიცებისთვის საჭირო, მაგრამ ქრისტესმიერი სიყვარული კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ქრისტიანობა არ ყოფს ამ ორ ცნებას. იმიტომ ვამბობ, რომ სამწუხაროა, როცა დოგმატი მხოლოდ გაქვავებულ, მხოლოდ ტერმინთა გროვად გვეჩვენება. სინამვილეში სიტყვა "დოგმატი" გაცილებით ბევრის და მნიშვნელოვანის დამტევია. როგორ შეიძლება ჩვენ ვამბობდეთ რომ ავაშენებთ სახლს და სახურავიდან ვიწყებდეთ შენებას. სახლი ხომ საძირკველზე უნდა დამყარდეს და მხოლოდ შემდეგ დაიწყოს მისი შენება. თუკი სახლს საძირკველი არა აქვს ის მალევე ჩამოიშლება. ზუსტად ასევე თუკი ჩვენს სიყვარულს საძირკველი არ გააჩნია, ეს სიყვარული მალევე ჩამოიშლება. როცა გვიყვარს უნდა ვიოდეთ კიდეც რატომ გვიყვარს. ქრისტიანობა სწორედ იმიტომაა სიყვარულის რელიგია, რომ ყველა ადამიანის სიყვარულს ქადაგებს, მათ შორის მტრის სიყვარულსაც. ქრისტიანობა არ არის ფილოსოფია (ანტიკური გაგებით), ანდა სხვა რაიმე ამქვეყნიური საზროვნო სისტებმა. მას ვერც უბრალოდ სიტყვა რელიგიაში (რაც უბრალოდ კავშირს ნიშნავს) მოვათავსებთ. იგი გამოცხადებითი სწავლებაა და ამით ყველაფერია ნათქვამი. არავის არ შეუქმნია ამქვეყნად ისეთი, რასაც ქრისტიანობა აღიარებს, და თუ ვინმე ცდილობს რომ მასში ამქვეყნიური შეიტანოს, იგი ამით ქრისტიანობას ამატერიალებს. შესაბამისად ის დგმატური სწავლებანი, რაც მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს სწორედ ამ გამცხადებით მიღებული სწავლებანია და არა უბრალოდ კრებებზე ჩამოყალიბებული მშრალი ტერმინები. როგორ ვთქვათ ამ ყოველივეზე ის, რომ იგი აუცილებელი არაა. განა წმინდა წერილის ის სწავლებანი, რაზეც ეს დოგმატებია დამყარებული მის ზნეობრივ მხარესთან ერთად თანაბრად მნიშვნელოვანი, თუ უფრო მეტად არა, არ არის? როგორც შეიძლება გავყოთ ერთი მეორისგან. დოგმატი სწორედ ის საძირკველია, ის კალაპოტია, სადაც ქრისტიანი თავის სულიერ ცხოვრებას ამყარებს. როდესაც ადამიანი ინათლება ის მთელი შეგნებით შედის იმ ეკლესიაში (ყოველშემთხვევაში უნდა შედიოდეს), რომელსაც მიეცა ეს გამოცხადებითი სწავლება. იგი აღიარებს ამ სწავლებას და დებს პირობას, რომ შეურყვნელად დაიცავს ამ ყოველივეს. არა მშრალად და არა იმ გაგებით, რომ თითქოს მას რაღაც ჩააბარეს, არამედ იმ გაგებით, რომ მას გაცნობიერებული აქვს ქრისტიანული სწავლების სიმაღლე, მისი განსაკუთრებულობა და სწორედ აქედან გამომდინარე ის ბუნებრივად ცდილობს შეურყვნეად დაიცვას განხორციელებული ძე ღვთისას მიერ დედამიწაზე მოტანილი სწავლება. ამ დროს თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ სიყვარული გვამოძრავებს და ამ სწავების განსხვავებულად აღმქმელ ადამიანთან ლოცვა და თანაზიარება პრობლემა არაა, როგორ ვთქვათ, რომ შეურყვნელად ვიცავთ გამოცხადებით მიღებულ ჭეშმარიტებას. ქრისტემ ხომ პირველ რიგში სწორედ მისი სიყვარული გვასწავლა და შემდეგ ადამიანის. ჩვენ ვერ ვიტყვით ცხადია, რომ გვიყვარს ღმერთი და არ გვიყვარს ადმაიანი და ვერც პირიქით, მაგრამ უნდა გვესმოდეს რას ნიშნავს ღვთის სიყვარული, ისევე როგორც ადამიანის სიყვარული, და საერთოდ რა არის სიყვარული. ციტატა ერთი საწყისის სამი სახე ზემოთ შეკითხვა არ დამისვია მიზანმიმართულად, უბრალოდ მაინტერესებდა როგორ გესმდა ფუნდამენტური საკითხები. აღმოჩნდა რომ ცუდად გესმის. ეს გამონათქვამი ის სწავლებაა, რომელიც IV ს-ის დასაწყისში საბელიანიზმის სახელით იყო ცნობილია და მაშინვე უარყოფილი ეკლესიის მამათაგან. ხომ გესმის რას ვამბობ არა. თუ ადამიანი საძირკველს არ გაუფრთხილდა, მისი სახლი როგორი ლამაზიც არ უნდა იყოს, მალევე ჩამოიშლება. ჩვენ რა თქმა უნდა გვიყვარს ყველა, მაგრამ ამ სიყვარულის საძირკველს ვუფრთხილდებით. Believer ციტატა კეთილმორწმუნე რა მაინტერესებს იცი. მე დარწმუნებული ვარ, რომ მაგრად არ გაინტერესებს გაერთიანდება თუ არა დასავლური და აღმოსავლური ეკლესიები, ხოდა რა გინდა, რომ ამ ამოგლეჯილი ციტატებით თქვა? მაგარი რომ ხარ? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 01:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი