კათოლიკური ნათლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კათოლიკური ნათლობა |
noralu |
May 19 2010, 12:12 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,856 |
მოგესალმებით და წინასწარ მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის.
ჩემი მეუღლე გერმანელი კათოლიკეა, ძალიან რელიგიური და ტრადიციული ოჯახიდან. რამოდენიმე თვის წინ შეგვეძინა ქალიშვილი. მე ძალიან მინდოდა რომ საქართველოში მოგვენათლა მართლმადიდებლად, მაგრამ ამით ძალიან დიდი განხეთქილება მოხდებოდა ჩემს ქმარეულებთან და ამიტომ დავთანხმდი კათოლიკურ ნათლობას. გარკვეულად იმ იმედითაც რომ როცა გაიზრდება თავად გადაწყვეტს კათოლიკედ დარჩება თუ მართლმადიდებლად მოინათლება. ჩემს ქართველ მეგობარს ვთხოვე ნათლიობა, რომელიც იმედი მქონდა ბავშვს საქართველოსთან და მართლმადიდებლობასთან უფრო დააკავშირებდა. და დღეს მწერს ჩემი მეგობარი რომ მისმა მოძღვარმა აუკრძლა. ძალიან გთხოვთ იქნება ამიხსნათ, რატომაა ამ პატარა არსების გაქრისტიანებაში მონაწილეობის მიღება აკრძალული? რა დააშავა ჩემმა შვილმა რომ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა და ნუთუ ამის გამო უნდა გავირიყოთ? სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. ნუთუ მარტო ჩვენ ვადგავართ ჭეშმარიტ გზას და დანარჩენი საქრისტიანო ცდება? დედისთვის ძალიან მძიმეა ასეთი უარყოფა და არა მგონია ამითი რაღაცა კარგი ხდებოდეს ვინმესთვის. და არა მგონია ან მოძღვარი ან ჩემი მეგობარი მიმხვდარიყვნენ რამდენად მტკივნეულია ეს საქართველოდან შორს მყოფი ადამიანისთვის რომელიც ცდილობს ქართული სული და ტრადიციები გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნოს. |
ქრისტეანი |
May 22 2010, 06:53 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 20 რეგისტრ.: 22-May 10 წევრი № 8,879 |
ძვირფასო ნორალუ,
წავიკითხე თქვენი ისტორია და ძალიან დავღონდი რადგან უზარმაზარი სევდა და შეშფოთება დავინახე თქვენს ნაწერში. არაფერი დაგიშავებიათ საიმისო რომ ასე დაღონებული იყოთ. აღმოსავლური და დასავლური ეკლესიები (ანუ: კათოლიკური და მართლმადიდებლური) ერთი დიდი ქრისტიანული ეკლესიის განუყოფელი ნაწილია ორივე. უაზრობაა იმაზე საუბარი, რომ კათოლიკურ ეკლესიაში "მადლი არაა" თურმე და მადლია ბევრად გვიან აღმოცენებულ, ახლა უკვე ნახევრად წარმართულ იდეებზე მოქმედ რუსულ ეკლესიაში (ცალკეულ ღრმად პატივცემულ სასულიერო პირებს არავინ ეხება, მარგამ რუსული ეკლესია როგორც ორგანიზაცია - საკმაოდ დიდი საშინელებაა). ეს ყველაფერი არის ბინძური რუსული პოლიტიკის (და მანამდე პოლიტიკურად ანგაჟირებული - ბიზანტიურის) ნაწილი. სამწუხაროდ, ბევრი ქართველი მღვდელი, რუსულ ეკლესიასთან 200 წლიანი "ჩახუტების გამო" ამ პროპაგანდის ქვეშაა და გულწრფელად ცდება. მაგის გამო გულს ნუ გაიტეხ. იყავი კარგი ქრისტიანი, გიყვარდეს შენი ოჯახი, შენი მეუღლე, შენ პატარა ანგელოზი და გაზარდე იგი კარგ ქრისტიანად. არაფერი ისეთი კატასტროფული განსხვავება არაა კათოლიციზსა და მართლმადიდებლობაში, თეოლოგიურ დონეზე, რომ მაგაზე იდარდო. კათოლიკური ეკლესია ვიღაც ჯო სმიტის ეკლესია არაა, უზარმაზარი ისტორიის და მადლის ეკლესიაა. ეს მღვდლები სიტყვებზე დაობენ და ისტორიული კინკლაობა ვერ მოუგვარებიათ. თუ ძალიან გაწუხებს, უამრავი კარგი წიგნია (ისტორიული) ამაზე და გაეცანი, მაგრამ მაგის გამო ნუ იდარდებ. ის ადამიანი კი, ვისაც ნათლიობა სთხოვე დიდ შეცდომაში შეიყვანეს - ქრისტიანად ბავშვის მონათვლის მადლზე უარი არ უნდა ეთქვა. მოძღვარი ღმერთი არაა, შეიძლება ისიც შეცდეს და ღმერთი პირველ რიგში სიყვარულია და არა რაღაც კანონთა მშრალი კრებული. ოდემსე მიხვდება ალბათ ამას, თვითონაც. მაგაზე გულს ნუ გაიტეხ. დიდი ქრისტიანული სიყვარულით, მართლმადიდებელი ქართველი და შენი მოყვაასი. |
noralu |
May 22 2010, 05:17 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,856 |
ციტატა იყავი კარგი ქრისტიანი, გიყვარდეს შენი ოჯახი, შენი მეუღლე, შენ პატარა ანგელოზი და გაზარდე იგი კარგ ქრისტიანად. არაფერი ისეთი კატასტროფული განსხვავება არაა კათოლიციზსა და მართლმადიდებლობაში, თეოლოგიურ დონეზე, რომ მაგაზე იდარდო. კათოლიკური ეკლესია ვიღაც ჯო სმიტის ეკლესია არაა, უზარმაზარი ისტორიის და მადლის ეკლესიაა. ეს მღვდლები სიტყვებზე დაობენ და ისტორიული კინკლაობა ვერ მოუგვარებიათ. თუ ძალიან გაწუხებს, უამრავი კარგი წიგნია (ისტორიული) ამაზე და გაეცანი, მაგრამ მაგის გამო ნუ იდარდებ. ის ადამიანი კი, ვისაც ნათლიობა სთხოვე დიდ შეცდომაში შეიყვანეს - ქრისტიანად ბავშვის მონათვლის მადლზე უარი არ უნდა ეთქვა. მოძღვარი ღმერთი არაა, შეიძლება ისიც შეცდეს და ღმერთი პირველ რიგში სიყვარულია და არა რაღაც კანონთა მშრალი კრებული. ოდემსე მიხვდება ალბათ ამას, თვითონაც. მაგაზე გულს ნუ გაიტეხ. ასე მგონია ჩემს გულში იჯექით, ძალიან მიხრია რომ თქვენც ასე ფიქრობთ დიდი მადლიერებით და პატივისცემით გვანცა და პატარა ელენე |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი