კათოლიკური ნათლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კათოლიკური ნათლობა |
noralu |
May 19 2010, 12:12 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,856 |
მოგესალმებით და წინასწარ მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის.
ჩემი მეუღლე გერმანელი კათოლიკეა, ძალიან რელიგიური და ტრადიციული ოჯახიდან. რამოდენიმე თვის წინ შეგვეძინა ქალიშვილი. მე ძალიან მინდოდა რომ საქართველოში მოგვენათლა მართლმადიდებლად, მაგრამ ამით ძალიან დიდი განხეთქილება მოხდებოდა ჩემს ქმარეულებთან და ამიტომ დავთანხმდი კათოლიკურ ნათლობას. გარკვეულად იმ იმედითაც რომ როცა გაიზრდება თავად გადაწყვეტს კათოლიკედ დარჩება თუ მართლმადიდებლად მოინათლება. ჩემს ქართველ მეგობარს ვთხოვე ნათლიობა, რომელიც იმედი მქონდა ბავშვს საქართველოსთან და მართლმადიდებლობასთან უფრო დააკავშირებდა. და დღეს მწერს ჩემი მეგობარი რომ მისმა მოძღვარმა აუკრძლა. ძალიან გთხოვთ იქნება ამიხსნათ, რატომაა ამ პატარა არსების გაქრისტიანებაში მონაწილეობის მიღება აკრძალული? რა დააშავა ჩემმა შვილმა რომ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა და ნუთუ ამის გამო უნდა გავირიყოთ? სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. ნუთუ მარტო ჩვენ ვადგავართ ჭეშმარიტ გზას და დანარჩენი საქრისტიანო ცდება? დედისთვის ძალიან მძიმეა ასეთი უარყოფა და არა მგონია ამითი რაღაცა კარგი ხდებოდეს ვინმესთვის. და არა მგონია ან მოძღვარი ან ჩემი მეგობარი მიმხვდარიყვნენ რამდენად მტკივნეულია ეს საქართველოდან შორს მყოფი ადამიანისთვის რომელიც ცდილობს ქართული სული და ტრადიციები გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნოს. |
მხევალი ნინო |
May 22 2010, 09:13 AM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ქრისტეანი
ციტატა აღმოსავლური და დასავლური ეკლესიები (ანუ: კათოლიკური და მართლმადიდებლური) ერთი დიდი ქრისტიანული ეკლესიის განუყოფელი ნაწილია ორივე. უაზრობაა იმაზე საუბარი, რომ კათოლიკურ ეკლესიაში "მადლი არაა" თურმე და მადლია ბევრად გვიან აღმოცენებულ, გასაგებია .... ციტატა არაფერი ისეთი კატასტროფული განსხვავება მდააააააა ... გააჩნია რაშია განსხვავება არა? მაინც და მიანც კატასტროფული უნდა იყოს განსხვავება, სხვა მხირვ ცდომილებებს რა უჭირს ? რუსული ეკლესია რატომაა გვიან აღმოცნებული, ერთი ჩვეულებრივი მართლმადიდებლური ეკლესიაა (ბოჟე რუსებს ვიცავ). ახალი მოდაა რუსების ლანძღვით კათოლიკურის შემოპარება? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ქრისტეანი |
May 22 2010, 12:05 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 20 რეგისტრ.: 22-May 10 წევრი № 8,879 |
მაინც და მიანც კატასტროფული უნდა იყოს განსხვავება, სხვა მხირვ ცდომილებებს რა უჭირს ? რუსული ეკლესია რატომაა გვიან აღმოცნებული, ერთი ჩვეულებრივი მართლმადიდებლური ეკლესიაა (ბოჟე რუსებს ვიცავ). ახალი მოდაა რუსების ლანძღვით კათოლიკურის შემოპარება? "კატასტროფული" არის განსხვავება პროტესტანტებთან, სადაც ზოგ კონფესიაში ღიად ჰომოსექსუალები ჰყავთ ეპისკოპოსებად (!) და მრწამსი როგორც მოეგუნათ და აწყობდათ ისე გადააკეთეს, ყველანაირი თეოლოგიური საფუძვლის გარეშე. კათოლიკეებს შეიძლება რამე ეშლებათ, ჩემო ნინო, მაგრამ მეეჭვება თქვენ, ერთმა რიგითმა მორწმუნემ მეტი იცოდეთ ვიდრე იმათ ეშლებათ. შეცდომებისგან არც მართლმადიდებელია დაზღვეული ისე, და სიამპარტავნე და ფარისევლობა საკმაოდ დიდი ცოდვებია, სხვა რომ არაფერი. ახალი მოდაა რუსების ლანძღვით კათოლიკურის შემოპარება? არავინ არაფერს გაპარებთ. თქვენზე ადრე ვიყავი მე მართლმადიდებელი (ეჭვი მაქვს თქვენზე უფროსი ვარ) და ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე. ეს არ ნიშნავს კათოლიკეებს ვაგინო. და რუსების გარდა ბიზანტიაზეც ეწერა იქ. ნინო, ათოს, არ გეწყინოთ, მაგრამ ამდენი აგრესია და სიძულვილ-ბოღმით აღსავსე, "მე მაქვს სიტყვა ჭეშმარიტი" ქადაგებები ბევრად უფრო არაქრისტიანულია ვიდრე რასაც თქვენ ედავებით, თუ გგონიათ რომ ედავებით, კათოლიკეებს. არ არსებობს ღმერთი სიყვარულის გარეშე. არათუ კათოლიკე, უკანასკნელი ცოდვილიც არ უნდა გძულდეთ. გძულდეთ ცოდვა და არა ცოდვის ჩამდენი - ლამის ყველა მეორე ქადაგებაში ამას იმეორეს პატრიარქი და მას მაინც მოუსმინეთ. თქვენი ირონიით და ქედმაღლური ტონით მე ვერაფერს დამაკლებთ, მე თქვენ მაინც მეყვარებით, როგორც მოყვასი, მაგრამ საკუთარ სულს დაინგრევთ. სიძულვილზე დიდი მტერი სულს არ ჰყავს. |
noralu |
May 22 2010, 05:53 PM
პოსტი
#4
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,856 |
" არ გეწყინოთ, მაგრამ ამდენი აგრესია და სიძულვილ-ბოღმით აღსავსე, "მე მაქვს სიტყვა ჭეშმარიტი" ქადაგებები ბევრად უფრო არაქრისტიანულია ვიდრე რასაც თქვენ ედავებით, თუ გგონიათ რომ ედავებით, კათოლიკეებს. არ არსებობს ღმერთი სიყვარულის გარეშე. არათუ კათოლიკე, უკანასკნელი ცოდვილიც არ უნდა გძულდეთ. გძულდეთ ცოდვა და არა ცოდვის ჩამდენი - ლამის ყველა მეორე ქადაგებაში ამას იმეორეს პატრიარქი და მას მაინც მოუსმინეთ. თქვენი ირონიით და ქედმაღლური ტონით მე ვერაფერს დამაკლებთ, მე თქვენ მაინც მეყვარებით, როგორც მოყვასი, მაგრამ საკუთარ სულს დაინგრევთ. სიძულვილზე დიდი მტერი სულს არ ჰყავს. გეთანხმებით ყველანაირად... ძალიან დიდი სითბო და სიმშვიდე მოდის თქვენგან და მისაბაძია ნამდვილად |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი