კათოლიკური ნათლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კათოლიკური ნათლობა |
noralu |
May 19 2010, 12:12 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,856 |
მოგესალმებით და წინასწარ მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის.
ჩემი მეუღლე გერმანელი კათოლიკეა, ძალიან რელიგიური და ტრადიციული ოჯახიდან. რამოდენიმე თვის წინ შეგვეძინა ქალიშვილი. მე ძალიან მინდოდა რომ საქართველოში მოგვენათლა მართლმადიდებლად, მაგრამ ამით ძალიან დიდი განხეთქილება მოხდებოდა ჩემს ქმარეულებთან და ამიტომ დავთანხმდი კათოლიკურ ნათლობას. გარკვეულად იმ იმედითაც რომ როცა გაიზრდება თავად გადაწყვეტს კათოლიკედ დარჩება თუ მართლმადიდებლად მოინათლება. ჩემს ქართველ მეგობარს ვთხოვე ნათლიობა, რომელიც იმედი მქონდა ბავშვს საქართველოსთან და მართლმადიდებლობასთან უფრო დააკავშირებდა. და დღეს მწერს ჩემი მეგობარი რომ მისმა მოძღვარმა აუკრძლა. ძალიან გთხოვთ იქნება ამიხსნათ, რატომაა ამ პატარა არსების გაქრისტიანებაში მონაწილეობის მიღება აკრძალული? რა დააშავა ჩემმა შვილმა რომ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა და ნუთუ ამის გამო უნდა გავირიყოთ? სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. ნუთუ მარტო ჩვენ ვადგავართ ჭეშმარიტ გზას და დანარჩენი საქრისტიანო ცდება? დედისთვის ძალიან მძიმეა ასეთი უარყოფა და არა მგონია ამითი რაღაცა კარგი ხდებოდეს ვინმესთვის. და არა მგონია ან მოძღვარი ან ჩემი მეგობარი მიმხვდარიყვნენ რამდენად მტკივნეულია ეს საქართველოდან შორს მყოფი ადამიანისთვის რომელიც ცდილობს ქართული სული და ტრადიციები გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნოს. |
afxazi |
May 22 2010, 06:06 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
noralu
თუ შეიძლება მეც დავამატებ ერთ რამეს, არასწორი ინტერპრეტაცია რომ არ მიეცეს ჩვენ საუბარს. არც მე და არც სხვა, რომელიც ამ საუბარში ოპონენტს წარმოადგენდა, არ არის განწყობილი ვიღაცისადმი სიძულვილით, ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან. უფალმა მტრების სიყვარული გვასწავლა და ვის აქვს უფლება ქრისტიანად თვლიდეს თავს და ამ დროს ღვთის ხატად და მასგავსად შექმნილი ადამიანი სძულდეს. აქ საუბარია იმ რთულად გადასაჭრელ პრობლემაზე, რომელიც აგერ უკვე 10 საუკუნეა თანდათანობით უფრო ღრმავდება (თუმცა ვფიქრობ ბოლო მოვლენები სასიკეთოდ შეიცვალა). IV საუკუნეში და უფრო ადრეც ეკლესიაში მკაფიოდ დაისვა საკითხი სხვა სარწმუნოებიდან მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაბრუნებული ადამიანის მიღების ფორმასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე არაერთი აზრი არსებობდა და არაერთხელ წარმოებულა კამათი, მათ შორის ორ სახელოვან მოღვაწეს შორის, რომის პაპ სტეფანესა და კვიპრიანე აკრთაგენელს შორის. პირველი მათგანი მიიჩნევდა, რომ ყველა მათგანი (სხვა რელიგიიდან მოსული) არ უნდა მოგვენათლა ახლიდან, კვიპრიანე კი ამგვარ დაყოფას არ უჭერდა მხარს და ყველას ნათლობას აღიარებდა. საბოლოოდ მსოფლიო კრებამ (თუ სწორად მახსოვს მეორემ) დაადგინა, რომ სხვადასხვა სარწმუნოებიდან მოსული ადამიანი, რომელიც იმ სარწმუნოებაში მონათლული იყო, მართლმადიდებელ ეკლესიაში მოსული ზოგი ახლიდან ინათლებოდა, ზოგს მხოლდ მირონი ეხებოდა და ზოგი საერთოდ არ ინათლებოდა, მხოლოდ წერილობით ადასტურებდა მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმსარებლობას. თუმცა ეს იყო ადრეულ საუკუნეებში, როცა სხვადასხვა სარწმუნოებანი ჯერ კიდევ არ იყო მკვეთრად დაშორებული ერთმანეთს. რაც შეეხება კათოლიკურ და მართლმადიდებლურ სარწმუნოებებს. მე მომისმენია და წამიკითხავს ორი განსხვავებული შეხედულება მართლმადიდებელთა მხრიდან. ზოგი ამბობს, რომ კათოლიკე მოუნათლავად უნდა მივიღოთ მართლმადიდებელ ეკლესიაში, ზოგი ამას ეწინააღმდეგება იმ მოტივით, რომ ეს ორი ეკლესია ძალიან დაშორდა ერთმანეთს და უამრავი განსხვავებაა მათ შორის. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მსოფლიო კრების მიერაა გადასაწყვეტი, რომელიც იმედი მაქვს რომ მალე შედგება. ამიტომ ნუ უსაყვედურებ ნურც სხვას და ნურც ჩვენ, თუკი ამ საკითხში ვერაა გარკვეული და ვერ დგავს მკვეთრ ნაბიჯებს. ეს ძალიან ფაქიზი თემაა და ასე იოლად ვერ გადაწყდება. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი