კათოლიკური ნათლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კათოლიკური ნათლობა |
noralu |
May 19 2010, 12:12 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,856 |
მოგესალმებით და წინასწარ მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის.
ჩემი მეუღლე გერმანელი კათოლიკეა, ძალიან რელიგიური და ტრადიციული ოჯახიდან. რამოდენიმე თვის წინ შეგვეძინა ქალიშვილი. მე ძალიან მინდოდა რომ საქართველოში მოგვენათლა მართლმადიდებლად, მაგრამ ამით ძალიან დიდი განხეთქილება მოხდებოდა ჩემს ქმარეულებთან და ამიტომ დავთანხმდი კათოლიკურ ნათლობას. გარკვეულად იმ იმედითაც რომ როცა გაიზრდება თავად გადაწყვეტს კათოლიკედ დარჩება თუ მართლმადიდებლად მოინათლება. ჩემს ქართველ მეგობარს ვთხოვე ნათლიობა, რომელიც იმედი მქონდა ბავშვს საქართველოსთან და მართლმადიდებლობასთან უფრო დააკავშირებდა. და დღეს მწერს ჩემი მეგობარი რომ მისმა მოძღვარმა აუკრძლა. ძალიან გთხოვთ იქნება ამიხსნათ, რატომაა ამ პატარა არსების გაქრისტიანებაში მონაწილეობის მიღება აკრძალული? რა დააშავა ჩემმა შვილმა რომ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა და ნუთუ ამის გამო უნდა გავირიყოთ? სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. ნუთუ მარტო ჩვენ ვადგავართ ჭეშმარიტ გზას და დანარჩენი საქრისტიანო ცდება? დედისთვის ძალიან მძიმეა ასეთი უარყოფა და არა მგონია ამითი რაღაცა კარგი ხდებოდეს ვინმესთვის. და არა მგონია ან მოძღვარი ან ჩემი მეგობარი მიმხვდარიყვნენ რამდენად მტკივნეულია ეს საქართველოდან შორს მყოფი ადამიანისთვის რომელიც ცდილობს ქართული სული და ტრადიციები გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნოს. |
athos |
May 22 2010, 09:17 PM
პოსტი
#2
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ქრისტეანი
ციტატა ნინო, ათოს,არ გეწყინოთ, მაგრამ ამდენი აგრესია და სიძულვილ-ბოღმით აღსავსე, "მე მაქვს სიტყვა ჭეშმარიტი" ქადაგებები ბევრად უფრო არაქრისტიანულია ვიდრე რასაც თქვენ ედავებით, თუ გგონიათ რომ ედავებით, კათოლიკეებს. არ არსებობს ღმერთი სიყვარულის გარეშე. არათუ კათოლიკე, უკანასკნელი ცოდვილიც არ უნდა გძულდეთ. გძულდეთ ცოდვა და არა ცოდვის ჩამდენი - ლამის ყველა მეორე ქადაგებაში ამას იმეორეს პატრიარქი და მას მაინც მოუსმინეთ.თქვენი ირონიით და ქედმაღლური ტონით მე ვერაფერს დამაკლებთ, მე თქვენ მაინც მეყვარებით, როგორც მოყვასი, მაგრამ საკუთარ სულს დაინგრევთ. სიძულვილზე დიდი მტერი სულს არ ჰყავს. ძვირფასო "ქრისტეანო", დოსტოევსკის აქვს ერთი ცნობილი გამონათქვამი, მისი ერთ-ერთი გმირი ამბობს, რომ რაც უფრო უყვარდა მთელი კაცობრიობა, მით უფრო ვერ იტანდა მის გვერდით მყოფ კონკრეტულ ადამიანებს, და იმედი მაქვს თქვენც მის ბედს არ გაიზიარებთ სიყვარულზე ბრტყელ-ბრტელი ლაპარაკით, რომელსაც ლაპარაკი კი არა, საქმით დამტკიცება სჭირდება. საქმით კი ჯერ თქვენგან ცილისწამების მეტი ვერაფერი დავინახე -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:30 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი