ქრისტიანობის საფუძვლები, დეკ. თეოდორე გიგნაძე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქრისტიანობის საფუძვლები, დეკ. თეოდორე გიგნაძე |
აბე |
Mar 7 2010, 12:18 PM
პოსტი
#321
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
მოკლედ ამ კურსის ავტორის შესახებ:
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე დაიბადა 1960 წელს. სკოლა დაამთავრა 1978 წელს. 1983 წელს დაამთავრა პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის სპეციალობით. 1989 წლიდან შეუდგა ეკლესიურ ცხოვრებას წმიდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში (წინამძღვარი: დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი). 1990-1994 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში. მღვდლად ეკურთხა 1998 წელს. 2003 წლიდან ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარია. მამა თეოდორეს ქადაგებები ძალიან ცნობილია. იგი მხურვალედ ქადაგებს არა მარტო ტაძარში, არამედ ზრუნავს ღვთის სიტყვის უფრო ფართოდ მოფენაზე. "ქრისტიანობის საფუძვლები" წარმოადგენს მის მიერ შექმნილ კურსს, რომელსაც "კითხულობს" დარბაზში უამრავი მსმენელისათვის. ეს დარბაზი როგორც წესი არის ხოლმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII კორპუსის სააქტო დარბაზი. "ლექციები" ტარდება თვეში ერთხელ და თითოეული "ლექცია" გარკვეულწილად წარმოადგენს წინა "ლექციის" გაგრძელებას. მამა თეოდორე ადრეც ატარებდა ხალხთან დარბაზში შეხვედრას, მაგრამ ყოველი თემა დამოუკიდებელი იყო ერთი-მეორისაგან. ამიტომ მან გადაწყვიტა ამისთვის მიეცა სისტემატიზებული სახე და ასე შეიქმნა კურსი "ქრისტიანობის საფუძვლები". ხოლო იმას, თუ რატომ ჩავსვი ბრჭყალებში სიტყვები "ლექცია" და "ლექციების კურსს კითხულობს", ამას თავად მამა თეოდორე განმარტავს, რომელსაც აუდიო ჩანაწერებში მოისმენთ. მოკლედ კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შეხვედრები არ წარმოადგენს ლექციას მისი პირდაპირი მნიშვნელობით. ამ თემაში გამოქვეყნდება თითოეული შეხვედრის თარიღი, საათი და მისამართი. დასწრება, რა საკვირველია უფასოა და შეუძლია ნებისმიერ მსურველს! ასევე აქ დაიდება შეხვედრის აუდიო ჩანაწერები პირველივე პოსტში (ანუ ამ პოსტში). მე განვაახლებ ხოლმე ამ პოსტს ახალი ინფორმაციით (შეხვედრის დროითა და კორდინატებით და აუდიო ჩანაწერების ლინკებით). შეხვედრების აუდიო ჩანაწერები, რომლებიც განთავსებულია მმაოს ოფიციალურ ვებ გვერდზე. შეგიძლიათ გადმოწეროთ ან ინტერნეტშივე მოუსმინოთ ქადაგებებს' http://teodore.ge/?site-id=5&cat=10 ....................................................................................................... მისამართი: თსუ VIII კორპუსი, ჭავჭავაძის 13. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
izi-bartki |
May 19 2010, 11:55 PM
პოსტი
#322
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
მე პირადად კმაყოფილი ვარ თან ძალიან
-------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
აბე |
May 20 2010, 10:32 AM
პოსტი
#323
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
მე პირადად კმაყოფილი ვარ თან ძალიან იზი მაპატიე, დაგინახე შორიდან, მაგრამ ვერ მოვედი, პირადად რომ არ გიცნობდი შემრცხვა პ.ს. ისე, არცერთი ფორუმელი არ მინახავს ამჯერზე, სა იყავით? -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
izi-bartki |
May 21 2010, 07:34 PM
პოსტი
#324
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
იზი მაპატიე, დაგინახე შორიდან, მაგრამ ვერ მოვედი, პირადად რომ არ გიცნობდი შემრცხვა პ.ს. ისე, არცერთი ფორუმელი არ მინახავს ამჯერზე, სა იყავით? აბა შენა ხარ რა? რის შეგრცხვა ბიჭო არ გრცხვენია მართლა?? მე კიდევ ვიძახდი ვნახავთქო.ეეჰ მეორედ ეგეთი შეცდომა აღარ გაიმეორო არაფერია კიდევ შევიკრიბებით და მოდი ნუ გეშინია კარგი ბარტყი ვარ არ ვიკბინები terra არაფერია მერე შენც წამოხვალ აუცილებლად არ მოიწყინო ა ნ უ კ ა გამიხარდა რომ გნახე .zakaria. ჩემი სიხარუულიიი -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
აბე |
May 21 2010, 09:50 PM
პოსტი
#325
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
აბა შენა ხარ რა? რის შეგრცხვა ბიჭო არ გრცხვენია მართლა?? მე კიდევ ვიძახდი ვნახავთქო.ეეჰ მეორედ ეგეთი შეცდომა აღარ გაიმეორო არაფერია კიდევ შევიკრიბებით და მოდი ნუ გეშინია კარგი ბარტყი ვარ არ ვიკბინები არა კბენა რა შუაშია... ვიცი რომ კარგი ბარტყი ხარ ასე საჯაროდ იმიტომ ვთქვი აღსარება, რომ აღარ გამიჭირდეს სხვა დროს... მაქვს მე ასეთი ნაკლულევანებანი და ნელ-ნელა ვებრძვი... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
.zakaria. |
May 22 2010, 09:53 PM
პოსტი
#326
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 |
არა კბენა რა შუაშია... ვიცი რომ კარგი ბარტყი ხარ ბარტყი არა კიდე... დათვია ეგ დათვი, იზი -დათვი მარა ძაან მაგარი დათვია. -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th June 2024 - 09:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი