კათოლიკური ნათლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კათოლიკური ნათლობა |
noralu |
May 19 2010, 12:12 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,856 |
მოგესალმებით და წინასწარ მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის.
ჩემი მეუღლე გერმანელი კათოლიკეა, ძალიან რელიგიური და ტრადიციული ოჯახიდან. რამოდენიმე თვის წინ შეგვეძინა ქალიშვილი. მე ძალიან მინდოდა რომ საქართველოში მოგვენათლა მართლმადიდებლად, მაგრამ ამით ძალიან დიდი განხეთქილება მოხდებოდა ჩემს ქმარეულებთან და ამიტომ დავთანხმდი კათოლიკურ ნათლობას. გარკვეულად იმ იმედითაც რომ როცა გაიზრდება თავად გადაწყვეტს კათოლიკედ დარჩება თუ მართლმადიდებლად მოინათლება. ჩემს ქართველ მეგობარს ვთხოვე ნათლიობა, რომელიც იმედი მქონდა ბავშვს საქართველოსთან და მართლმადიდებლობასთან უფრო დააკავშირებდა. და დღეს მწერს ჩემი მეგობარი რომ მისმა მოძღვარმა აუკრძლა. ძალიან გთხოვთ იქნება ამიხსნათ, რატომაა ამ პატარა არსების გაქრისტიანებაში მონაწილეობის მიღება აკრძალული? რა დააშავა ჩემმა შვილმა რომ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა და ნუთუ ამის გამო უნდა გავირიყოთ? სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. ნუთუ მარტო ჩვენ ვადგავართ ჭეშმარიტ გზას და დანარჩენი საქრისტიანო ცდება? დედისთვის ძალიან მძიმეა ასეთი უარყოფა და არა მგონია ამითი რაღაცა კარგი ხდებოდეს ვინმესთვის. და არა მგონია ან მოძღვარი ან ჩემი მეგობარი მიმხვდარიყვნენ რამდენად მტკივნეულია ეს საქართველოდან შორს მყოფი ადამიანისთვის რომელიც ცდილობს ქართული სული და ტრადიციები გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნოს. |
afxazi |
May 22 2010, 12:54 PM
პოსტი
#2
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Believer აბა მაშ პაპის უცდომელობის დოგმატიღა დარჩა და ეგაა ისე სხვათაშორის ინტერესის გამო კათოლიკურ ეკლესიაში გაკრულ მრწამსს გავეცანი და იქ გარკვევით წერია, რომ სულიწმინდის შესახებ: "რომელი მამისაგან და ძისაგან გამოვალს", რაც ცხადია მხოლოდ ტერმინოლოგიურ გაურკვევლობად ვერ გაიგება. ქრისტეანი ციტატა უკაცრავად, "აქ" და პიროვნულად ვინმეს შეურაცხყოფა არც მიფიქრია, მაგრამ მართლმადიდებელს რომ კათოლიკესთან ლოცვას აუკრძალავ - ეგ სიყვარულის გამოხატულებაა? ანუ რას ამბობს ის მღვდელი, ვინც კრძალავს, მაგით? ამბობს რომ კათოლიკე არის ურწმუნო, არ არის ქრისტიანი და მასთან ლოცვით საკუთარ სულს მიაყენებ ზიანს! ქრისტიანს მეტი რა შეურაცხყოფა უნდა მიაყენო. ფიზიკურად შეიძლება სცემო და სულიერად, მორწმუნე ქრისტიანდ რომ ეტყვი - არათუ რაღაც საკითხებზე განსხვავებული აზრი მაქვს, იმდენად ურჯულოდ მიგიჩნევ - შენთან ვერც კი ვილოცებო - ამაზე მეტი რა უნდა ქნა? smile.gif მეგბარო ჩვენ ვსაუბრობთ ეკლესიის დამოკიდებულებაზე და არა კონკრეტული ადამიანის შეხედულებაზე. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
ქრისტეანი |
May 22 2010, 01:00 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 20 რეგისტრ.: 22-May 10 წევრი № 8,879 |
ქრისტეანი მეგბარო ჩვენ ვსაუბრობთ ეკლესიის დამოკიდებულებაზე და არა კონკრეტული ადამიანის შეხედულებაზე. კი ბატონო, მაგრამ ნათლობა და ლოცვას კონკრეტულ ადამიანს უშლიან მერე. მე მინდა 1 მილიარდი კათოლიკე იყოს ჩემი სულიერი ძმა და და, და ვილოცო მათთან ერთად. თქვენ არ გინდათ? |
newbie |
May 22 2010, 07:13 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 577 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,908 |
იმიტომ, ჩემო კეთილო დაო, რომ ბერძნულში და ლათინურში თარგმანი სხვადასხვანაირად მოხდა, ბიზანტიელებმა ეს ხელზე დაიხვიეს და რომის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენეს. რომსაც თავის მიზნები ჰქონდა - თანასწორთა შორის ერთი არ უნდოდა ყოფილიყო და მოხდა პოლიტიკურად ანგაჟირებული განხეთქილება. რომის დღევანდელმა პაპმა, ძალიან ცალსახად განმარტა რომ გაუგებრობა თარგმანმა გამოიწვია და კათოლიკური ეკლესიაც ზუსტად ისევე აღიარებს სულიწმინდის გადმოდინების ერთადერთ წყაროდ მამას, როგორც მართლმადიდებლური.ეს ახლა გავაგრძელოთ ისევ დავა თუ ჩავიხუტოთ ჩვენი ქრისტიანი ძმები და ვიყოთ ერთად და კეთილად? ვის მოვეფერო და ჩავეხუტო კატოლიკეებს? არა მადლობთ მანდ ვინ ვის ეფერება კაცი ვერ გაიგებს ეს დღევანდელი პაპი მიხვდა მარტო, აქამდე ვერავინ? მაშინ პოლიტიკური მოტივები იყო განხეთქილების და დღეს რის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ რომ კამკამა წყალივით სუფთაა და უანგაროა ერთობის სურვილი? როცა დღესაც ეკლესია კათოლიკური ძალიან ბევრ რამეს იღებს თავის თავზე ოფიციალური გადასახადები დაწესებით და ასე ეხუტებიან პაპის დოგმატს ციტატა არ გეწყინოთ, მაგრამ ამდენი აგრესია და სიძულვილ-ბოღმით აღსავსე, "მე მაქვს სიტყვა ჭეშმარიტი" ქადაგებები ბევრად უფრო არაქრისტიანულია ვიდრე რასაც თქვენ ედავებით, თუ გგონიათ რომ ედავებით, კათოლიკეებს. სიყვარული-სიძულვილი-ბოღმა ემოციების გამოხატვა ამ თემაში არ ყოფილა არავის მიერ აქ ლაპარაკაია კათოლიკეების დოგმატურ ცდომილებებზე, და მათ მიღება-არმიღებაზე.. შენ ფიქრობ მოციქულებს არ ქონდათ სიყვარული ან წმ მამებს ვინმესი, თუნდაც ერეტიკოსების, მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“. რომლებიც ლოცვით ზიარებას კრძალავენ, მართლმადიდებლების ამ ერთობაზე უარის თქმის მიზეზი ისევ ქრისტეს სიყვარულია და მისი სწავლების ერთგულება, რომელიც მოყვასის სიყვარულზე მაღლა დგას და სიყვარული მარტო ჩახუტებით არ გამოიხატება, ესე მკვლელიც შეიძლება გიყვარდეს უხეში მაგალითისთვის , მაგრამ მასთან ერთად მოკლავ, ეზიარები მის საქმეებს და მოეფერები, ასეთია სიყვარული? ციტატა თქვენ რა გგონიათ, მართლმადიდებლობაში ყველაფერი 100%-იანია და ქვაში ჩაჭედილი? ან თუნდაც ყველაფერი დაზუსტებულ-გარკვეული? და ვიღაც მოძღვარმა რაც თქვა ეგაა და მორჩა? პაპის შეუცდომელობას აპროტესტებთ, კეთილო და რიგითი მართლმადიდებელი მოძღვარი ყოფილა შეუმცდარი? მათ აქვთ დოგმატის სახით სწავლება, და მართლმადიდებლობაში მოძღვრის შეუმცდარობაზე მსგავსი სწავლება იდეაშიც არ არის, ადამიანის მორალური საქმეა მხოლოდ ჭეშმარიტების დასტური ვატიკანიდან 1995 წლის 20 სექტემბერს “ქრისტიანთა ერთობის ხელშემწყობმა პონტიფიკალურმა საბჭომ” გამოსცა დოკუმენტი-გამოკვლევა სათაურით _ “ბერძნული და ლათინური ტრადიცია სულიწმინდის გამომავლობის შესახებ”.1 ამ დოკუმენტში საკმაოდ კომპეტენტურად და ამომწურავადაა გამოკვლეული აღნიშნული საკითხი; პირველწყაროებზე დაყრდნობით არის დასაბუთებული თვალსაზრისი ამას ამბობს “ქრისტიანთა ერთობის ხელშემწყობი პონტიფიკალური საბჭოს” დოკუმენტი-გამოკვლევა , რომელსაც გამოკვლევის სახე აქვს და ლაპარაკია რომ თურმე ეს ორი ეკლესია ერთ სწავლებას აღიარებს ამდენი წელი, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ დღევანდელ პოზიციას რაც შეეხება სულ მესამე პირი ლაპარაკობს, თვითონ კათოლიკეების მზადყოფნის განაცხადი სად არის, და მრწამსი? ზიანი დიდი ხანია მიაყენეს, ამის გამო სქიზმაში გასული და ეკლესიიდან უმისამართოდ გაქცეული ბევრი მინახავს, მაგრამ კათოლიკესთან ერთად მლოცველი დაღუპული მართლმადიდებელი არსად უკაცრავად ვინ დაიღუპა და ცხონდა სიზუსტით ფლობ ინფორმაციას? ციტატა ფანატიკოსები სასაცილოები ხდებიან და უხერხულ სიტუაციებში იგდებენ თავს ხშირად : ))) |
ქრისტეანი |
May 23 2010, 04:24 AM
პოსტი
#5
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 20 რეგისტრ.: 22-May 10 წევრი № 8,879 |
მოციქულთა 45-ე კანონი: „თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთან ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდლობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს“. მწვალებლებს ვის ვუწოდებთ, ცოტა უნდა დავფიქრდეთ. რომის ეკლესია ვისი დაარსებულია თქვენი აზრით? ქრისტესი გჯერა, მოციქულების სიტყვებს დოგმებად იღებ და იმდენი რწმენა არ გაქვს რომ დაიჯერო - პეტრეს და პავლეს მიერ დაარსებული ეკლესიას, 1 მილიარდი ქრისტიანის ეკლესიას, მადლის გარეშე არ დატოვებს ღმერთი? კათოლიკეებთან ულოცია და (თუ არ ვცდები) ზიარებაც მიუცია ილია მეორეს, და არ იცოდა რას აკეთებდა თუ რის დამტკიცებას ცდილობთ, არ მესმის? რომც ცდებოდნენ რამეში (თუმცა რაში ედავებით მაგაზე გამართული, დაწყნარებული და აზრიანი პასუხი მხოლოდ ბატონი აფხაზისგან მოვისმინე აქ, უმეტესობა უბრალოდ დაუოკებელ ზიზღს გამოხატავს) რომის ეკლესია იმხელა მნიშვნელობისაა ქრისტიანულ სამყაროში - უნდა ვცდილობდეთ დისკუსიით გავარკვიოთ და არა ლანძღვა-გინებით. ძმას ან დას რომ არ ეთანხმებოდეთ რამეში - ხელს კრავთ? ეგეთებიც მომხდარა საქართველოში სამწუხაროდ, ზვიადისტობა-ანტიზვიადისტობის გამო ძმები ხმას არ სცემდნენ ერთმანეთს და ბიძაშვილები ტყვიას ესროდნენ ბარიკადებიდან. არ არის ეგ ნორმალური. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 08:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი