მეცნიერული სიახლეები -, აღმოჩენები და მიღწევები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მეცნიერული სიახლეები -, აღმოჩენები და მიღწევები |
KAIROS |
Feb 2 2009, 08:59 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ძალიან საჭიროა ვიცოდეთ რა ხდება მეცნიერულ სამყაროში, გვქონდეს ახალი აღმოჩნების შესახებ ინფორმაცია და მიღწევებსაც ვეცნობოდეთ, ჩვენს რიგებში არიან უკვე ჩამოყალიბებული მეცნიერები, სხვადასხვა დარგში , ფიზიკა, ბიოლოგია და ა.შ. ბევრი საკმაოდ კარგადაა ჩახედული ამ საქმეებში და ნამდვილად წაგვადგება ერთმანეთისათვის ამ სიახლეების მიწოდება და მათზე საუბარი.
ახლა პირველს თავადვე დავწერ, იმდენად უცნაურად მომხვდა ყურში, რომ ლამის ალოგიკურადაც ჟღერდა ქრისტიანისათვის, ნუ ახლა თეოლოგიას შევეშვათ და მეცნიერულად ასეა, რომ აღმოაჩინეს... მედუზა , რომელიც ფაქტობრივად არ კვდება, ანუ უკვდავი მედუზა ახლა ამ უკვდავებას სულის უკვდავების რანგში ნუ გავიგებთ, ამას ქვია "ბიოლოგიური უკდავება", ანუ მეცნიერები ამბობენ, რომ ამ 4-5 მილიმეტრიან დიამეტრის მედუზას Turritopsis nutricula ახასიათებს მითიური გაახალგაზრდავების თვისება, Smithsonian ინსტიტუტის და ლეჩეს მეცნიერულ-საკვლევი უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით ეს გაახალგაზრდავება ხდება ბიოლოგიური ციკლის უკუცვალებადობის ხარჯზე... Cheating deth: the immortal life cycle of Turritopsis http://8e.devbio.com/preview_article.php?ch=2&id=6 რას გვეტყვიან საქმეში ჩახედული ხალხი იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ikanosi |
May 23 2010, 12:18 AM
პოსტი
#2
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
კანუდოსელი
რატომ? -------------------- ფარით ან ფარზე
|
კანუდოსელი |
May 23 2010, 11:13 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
რატომ? ეს ხდება იმიტომ, რომ მთვარე დედამიწის ოკეანეებზე მოქმედებისას თავისთან ახლოს მდებარე ნაწილს მისკენ მიიზიდავს მიზიდულობის გამო, და შედეგად ისეთი სურათია (იხ. ანიმაცია) რომ მთვარის მხარეს მდებარე ოკეანე მთვარისკენაა წაწეული, ხოლო საპირირპირო მხარე უფრო შორაა, რადგან იქ მიზიდულობა მთვარისა ნაკლებია. მაგრამ მთვარე ბრუნავს დედამიწის გარშემოც, ამიტომ ოკეანე გლობალურად ცდილობს ყოველთვის დაედევნოს მთვარეს და შედეგად გამოდის, რომ ოკეანე დედამიწის მიმართ იწყებს ბრუნვას. ამ ბრუნვას მოჰყვება ოკეანური წყლის ხახუნი დედამიწის ფსკერთან, რაც ანელებს დედამიწის საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვის ტემპს, ანუ ამბობენ რომ დედამიწა კარგავს ბრუნვის მომენტს. ამ დანაკარგის ნაწილი გადაეცემა მთვარეს ნამატის სახით რის შედეგადაც მთვარე უფრო სწრაფად იწყებს ბრუნვას დედამიწის გარშემო და შედეგად უფრო დიდ სიჩქარეს იძენს და ამიტომაც ნელნელა შორდება მას -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 05:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი