IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ანტიკათოლიკური ემოციები
Believer
პოსტი May 23 2010, 08:33 PM
პოსტი #1


კეთილმორწმუნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 364
რეგისტრ.: 17-March 10
წევრი № 8,415



ქართულ ინტერნეტ სივრცეში- ფორუმებსა თუ საიტებზე, საზოგადოებაშიც, ანტიკათოლიკური და ზოგადად, ანტიდასავლური განწყობილებები საქართველოში დღესაც ეროვნული ინტერესების და მართლმადიდებლობის დაცვის იარლიყით ინერგება.
კათოლიკეთა მიმართ უარყოფითი ემოციები და ქმედებები ჩვენს წარსულშიც არაერთგზის გამოვლენილა, მაგრამ როგორი ტენდენციითაც ანტიკათოლიკური პროპაგანდა დღესდღეობით მიმდინარეობს, ასეთი ვითარება მგონი ისტორიას არ ახსოვს.
მე ვფიქრობ რომ ანტიკათოლიკური იდეოლოგიის განვითარებაში რუსეთს და რუსეთისგან შემოსულ ემიგრანტული ეკლესიის პრესას და ქადაგებებს მიუძღვის დიდი წვლილი.
გავიხსენოთ ის მოვლენები როცა ასეთი იდეოლოგიური კლიმატის ფონზე წარიმართა პაპ იოანე-პავლე II-ის
ვიზიტი თბილისში 1999 წლის 8-9 ნოემბერს. იმის მიუხედავად, რომ იგი საქართველოს პატრიარქმა ილია II-მაც მოიწვია, ზოგიერთი სასულიერო პირის (საკმაოდ დიდმა ნაწილმა) და მათი სულიერი შვილების შესამჩნევმა
ნაწილმა სტუმრის წინააღმდეგ დიდი საპროტესტო ტალღა ააგორა. მოეწყო აქციები, რომ არ შემდგარიყო წირვა იქ, სადაც დაგეგმილი იყო, ანუ- რიყეზე (ეს ასი ათასი მოწამის სისხლით გაპატიოსნებული მიწააო) და ერთობლივი ლოცვა. ამ მოთხოვნებს პატრიარქიც დაეთანხმა. (თუმცა საყოველთაოდაა ცნობილი, კათოლიკეებთან ერთად პატრიაქს არაერთგზის ულოცია) იმის გამო რომ სქიზმატებს, და სამღვდელოების ერთ ნაწილს და მათ მრევლს მორიგი ბუნტი და შფოთი არ აეტეხათ ეკლესიაში.
რომის პაპის ვიზიტის პერიოდში ინტერნეტის მეშვეობით ასეთი “შეხსენება” და “გაფრთხილება” გაავრცელეს: კათოლიკეთა წირვაზე მისვლა ცოდვაა! ამის მიუხედავად სპორტის სასახლეში, სადაც წირვა შედგა, კაცი ადგილს ვერ იპოვიდა.
როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობა ორმხრივ დიალოგებში აქტიურად მონაწილეობს კათოლიკურ ეკლესიასთან, ურთიერთდაახლოებისკენ სწრაფვა და ერთობლივი ლოცვების დამყარება, მართლმადიდებელი ეკლესიები უშვებენ "შერეულ ჯვრისწერას", კათოლიკეს ხელახალი ნათლობის გარეშე იღებენ მართლმადიდებელ ეკლესიაში... ამის გამო ქართველი მართლმადიდებლები ვაკრიტიკებთ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიებს და იერარქებს, ხოლო საქართველოში მართლმადიდებლების უმეტესობა კათოლიკეებს ქრისტიანებადაც არ თვლიან...

რა დაგვიშავეს ასეთი კათოლიკეებმა მართლმადიდებელ ქართველებს? sad.gif


--------------------
მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
terra
პოსტი May 24 2010, 12:27 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(Believer @ May 23 2010, 08:33 PM) *

რა დაგვიშავეს ასეთი კათოლიკეებმა მართლმადიდებელ ქართველებს? sad.gif


ჩვენ რა დავუშავეთ მათ ასეთი, ის უფრო მაინტერესებს.


ლეონ სუთიძე





თუ თქვენ ახალგაზრდა ყმაწვილი ბრძანდებით და საკურთხეველში მსახურების ჟინმა მოსვენება დაგიკარგათ ან უკვე აისრულეთ ოცნება და ვერცხლის ქუჩაზე მდებარე საეკლესიო სამკერვალო თქვენ ჩაცმულობაზე მოწყალედ ზრუნავს - აუცილებლად ჩაიკითხეთ ბოლომდე. ამ წერილში სტიქაროსნები საკურთხევლის სუბკულტურის მიხედვით ხარისხდებიან. მხედველობაში მიიღეთ ისიც, რომ პოლიტიკოს სტიქაროსნებს ჩვენს კლასიფიკაციაში ვერ შეხვდებით - პოლიტიკური სპეკულაციებისთვის სხვა სახის თხრობაა საჭირო. მაშ ასე, მე გამნაწილებელი ქუდი გახლავართ! თქვენ მოხვდით ჰოგვორტსში, ოღონდ წესები შეიცვალა - არსებობს 12 კლუბი და 12 სახე თქვენი ინდივიდუალიზმის გამოსავლენად, შევეცდები დაგიხასიათოთ სათითაოდ:

1. სტიქაროსანი ძველი ბიჭი – ქუჩაში სასტავი აეშალა და გადაწყვიტა რწმენის გზაზე დამდგარიყო. უფალი სპრავედლივია! ამიტომ "მამაოზე" არაფერი უნდა თქვა, თორემ დაიჭრები! საკურთხეველში თავჩაღუნული დგას, ძირითადად არაფერს აკეთებს, მხოლოდ ნაცნობ სასულიერო პირთან მსახურებს და დიდი კმევისას წინ მიუძღვის. დამახასიათებელია ხის ჯვარი, ზაფზე ასხმული ხის მძივებით. კისერზე ყავისფერი ლაკი თუ არ გამოჩნდა, რაა მამული?
2. სტიქაროსანი “ცოლი მინდა” – ამ კატეგორიის ბიჭები და კაცები, ძირითადად გოგოების თვალიერებით არიან გართულნი. მოსავთ საკმაოდ მაღალ ფასში ნაყიდი წითელი ან თეთრი სტიქარი. ყურადღებას მაშინვე იქცევენ, რადგან სეფისკვერის დარიგებისას ერთი-ორით ზედმეტს უკუჭავენ ხელში თავშალიან "ნიმფებს", რაზეც მართალია დეიდა ჟუჟუნა ბრაზდება, მაგრამ რას არ იზავს კაცი მორწმუნე მეუღლისთვის! თანდათანობით მდედრობითი სქესი საკუთარ წილ ლიტურღიას აკლდება და გაფაციცებით ამორიგევებს მზერას საკურთხევლის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კარებისკენ, იქნებ “გიორგის” ან “ვანიჩკას” მოკრას თვალი. ცხადია ასეთ დროს მედავითნის ხმა ოცნებებს აორმაგებს. ანგელოსთა მსახურების თანამოზიარენიც არ უფუჭებენ მოსვლის მიზეზს, ცდილობენ ხელიდან არ გაუშვან მთავარი სანთელი და პირველივე მოსწრებაზე გავარდნენ სახარებაზე. თუ გოგონამ აქტიური მსახურებისას დაგაფიქსირა, შენი ფასიც იწევს. ხოლო როცა სინდისი თავს წამოყოფს ან ვინმე უტაქტობაში დაგადანაშაულებს, მაშინვე თავდაცვის მექანიზმი ირთვება: “არ განიკითხო”, “თუ შენ ლოცვას უსმენ, ჩემს ქცევას როგორღა აკვირდები?!” და ა.შ ... წმინდა გიორგის ხატთან მდგარი სატრფო შერჩეულია, საქმეში მოძღვარი ერთვება! გოგოს წინააღმდეგობის გაწევა აღარ სურს, რადგან მშობლებს უკვე გაესაუბრა ზეცისა და ქვეყნის შემაკავშირებელი სუბიექტი, შავი ანაფორითა და გრძელი წვერით – რის შემდეგაც ერთი კვირა ჩასჩიჩინებენ: “ნარკომანი არ შეგხვდეს, აგერ მშვენიერი ღვთისმოსავი ბიჭია, მერე რა რომ სვამს, განა ღვინო არ ახარებს გულსა კაციასასა?!” ისაიას გალობაც მალე დაიგუგუნებს, სტიქარს სამ თვეში გაიხდის, რადგან მეოთხე თვეს ცოლს სხვა ქალთან უღალატებს და თავს უღირსად ჩათვლის.
3. სტიქაროსანი ბავშვი – ბებიას ლოცვაზე ხელში ჭერა აღარ შეუძლია! იმის მიუხედავად რომ უკვე 10 წლისაა, მაინც გამალებით მოითხოვს დასვან ამბიონის კიბეზე. რასაც წინ მდგარი ქალბატონი გულნაზი აპროტესტებს... მამასაც გამუდმებით აწუხებს, საჭიროა მოინახოს ნაცნობი მღვდელი (რომელმაც ან სახლი გიკურთხა, ან ვინმე მოგინათლა) პოვნის შემდეგ მშობლები აღარ წუხდებიან, ბავშვი საიმედო ხელშია, ძირითადად უფროს სტიქაროსნებს უჭამს ნერვებს, მაგრამ განა სასუფეველში შესულა ბავშვის საკურთხევლიდან გამომშვები?! განა წესრიგზე უკეთესი არ არის ლიტურღიამ ცოტა ხნით დაიგვიანოს?! მოძღვარი ბავშვს იმდენ ხანს დატოვებს საკურთხეველში, რამდენ ხანსაც მისი მშობლების პატივისცემა ეხსომება. სამაგიეროდ სკოლაში მასწავლებლები იშვიათად აიმაღლებენ ხმას ეკლესიური ბავშვის წინაშე.
4. სტიქაროსანი საცეცხლურა – მშვიდი ახალგაზრდა, რომელიც ეკლესიაში რელიგიის მასწავლებლის წაქეზებით მოვიდა და ვინაიდან ძალიან უყვარდა საკმეველი, გამუდმებით დაჰკანკალებს ზინზილაკებიან საცეცხლურს. მისი გატაცება ერთობ არასასიამოვნო ხდება, როცა ვიღაც იწყებს მის კომპეტენციაში ჩარევას და ასეთ პრაქტიკულ რჩევებს აძლევს "რამდენი ბოლია, ალა პუგაჩოვას კონცერტია თუ წირვა?"
5. სტიქაროსანი “ზარები ჩქარა" – აფანატებს ზარის ხმაზე. დიდად განაპირობა სამრეკლოსთან მისი მეგობრების სიმრავლემ, რომლებიც ევქარისტიულ ლოცვას გარეთ გამოდგმულ დინამიკებსა და მეგაფონებში უსმენენ, მიუხედავად იმისა რომ ტაძარში საკმარისი ადგილია. ასეთ მომენტებში დრო გრჩება ცოტა გვიან დაბრუნდე ტაძარში და თავი აარიდო დამთრგუნველ მსახურებას, რომელიც უკვე მოგბეზრდა, მაგრამ იმიჯის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნო.
6. სტიქაროსანი “როზეტას ფავორიტი” – სტიქაროსნების კატეგორია, რომელიც ძირითადად წინ მდგარი საშუალო ასაკს გადაცილებული ქალბატონების მაამებლობითაა დაკავებული, აქტიურად იმეტებს კვეთის მერე მორჩენილ ანტიდორსა და დიდ სეფისკვერებს, აღდგომის შემდეგ რამდენიმე ნაწილ არტოსსაც გულუხვად გასცემს, რითაც ქალბატონები ნასიამოვნები რჩებიან. შობის მარხვის შემდეგ კანფეტებიც არ აყოვნებს.
7. სტიქაროსანი “პატრიარქის სერაფიმი” – აუცილებელია ჩაჟამებული სახე მრევლის დასანახად. მიუწვდომელი ზევსის ზმანება, პირში "ჟუაჩკა" და დიდაქტიკური ტონი. საკურთხეველში შეგიძლია სიცილით გაიხა და დანარჩენი სტიქაროსნები დატუქსო, იყო მორალისტი, რაც ცუდად გამოგდის, რადგან უბრალოდ უვიცი ხარ და ასეთ "ელიტარულ პონტში" იმიტომ მოხვდი, რომ შენც მოხევე ბრძანდები ან რაღაცით ენათესავები ამ კუთხეს. საქმიანი გამომეტყველება აუცილებელი პირობაა დაბალი რანგის სტიქაროსნების დასაშოსმინებლად, სხვაგვარად ეს სირები ხომ დაკარგავენ შენს პატივისცემას?! უნდა აჩვენო რაოდენ უფრო მაღლა დგახარ მათზე, შენ თვით რადიატორისგან იღებ მადლს! საპატრიარქო კვერთხს ეხები! ვინც არ დაგემორჩილება მკრეხელია! როცა ეპისკოპოსს თმები აეშლება ან ომოფორი ჩამოეწელება, უნდა მივარდე და სასწრაფოდ, მთელი მასის წინ გაუსწორო. ასე მის სიახლოვეს დაფიქსირდები და მომავალ კარიერაში დიდ წარმატებას მიაღწევ, თუმც ჯარიდან უკვე დაგიხსნა სერაფიმობამ, ალბათ ანაფორასაც მალე შეგმოსავს. ვინ იცის, იქნებ შენს საარჩევნო კლიპშიც გამოჩნდეს ბავშვობის გამოცდილება? ხო, მართალია! ამის დრო არ გაქვს, უნდა დაანაწილო ვინ დაიჭიროს რიპიდი და ვინ სანთელი, ზარები უკვე რეკენ, ის მოდის...!
8. სტიქაროსანი “სალტო მეტანია” – ძირითადად დგანან შემოსასვლელთან და ყოველი ეპისკოპოსის დანახვისას აკრობატიკას ათამაშებენ. რის შედეგადაც გცნობს მთელი სინოდი, მათ უკვე შეუძლიათ დორბლითაც გიცნონ, რადგან მთხვევის სპეციფიური მანერა გაქვს. სასურველია ამობრუნებული პანაღიის გასწორებაც, დიდის მოწიწებით.
9. სტიქაროსანი “მოურავი” – რომელიმე მღვდლის პირადი სტიქაროსანი. ევალება მოძღვრის სამოსის შენახვა და დალაგება. სახარებაზე მიტრის ჩატანაც, რადგან ფურცლებიანი აღსარებიდან დაბრუნებულ მღვდელს არ დაასწროს შემოსვა რომელიმე სხვა "მამაომ" და შემდეგ მასაც და მის დამხმარე მოურავსაც ერთად არ აგინოს. უნდა იყო მაქსიმალურად უტაქტო და თუ შემთხვევით რომელიმე სხვა, შენსავით მოურავმა თავისი მოძღვრისთვის, შენი უნეტარესი მამის ოლარს ხელი წაავლო, უნდა ხელიდან გამოგლიჯო! დაგჭირდება თვითშთაგონება, რომ დიდ საქმეს აკეთებ. ენდეთ მღვდელს, როცა ის გეუბნებათ ”ისე დაალაგე შესამოსელი, რომ დავეჯახო - შევიმოსო!”
10. სტიქაროსანი “ფეშენა” – უყვარს სუნამოს შხაპის შემდეგ ტაძარში მოსვლა. გიჟდება როცა მეგობარი დაუმესიჯებს “წმინდა ნიკოლოზის კუთხეში ვდგავარო” რის შემდეგაც ისიც საკურთხეველს ტოვებს, თავის სამგზის დაუთავებულ სტიქარს ნელა მიაფრიალებს. უყვარს როდესაც მისი მკლავები დამშვენებულია ათასგვარი ფსალმუნითა და სკვნილით, განსაკუთრებით "ბოდბის მონასტრიდან" ან იერუსალიმის ჯვრის მონასტრიდან. მერე რა რომ როზარიოა? მართლმადიდებელმა აჩუქა! იცვამს ღია ფერის პერანგს, ეპრანჭება როგორც გოგოებს ასევე ბიჭებს.
11. სტიქაროსანი “რამე გამაკეთებინეთ” – ნაკლებპოპულარული მამაოს შემოსილი, ოცნებობს დააჭერინონ რიპიდი, მაგრამ გამუდმებით ფსალმუნის საკითხავად აგზავნიან შუა ტაძარში. ვერ ფიქსირდება ეპისკოპოსებთან და ჯიუტად იმეორებს სახარების მუხლს “უკანასკნელი პირველი გახდებაო”, ასეთების საკურთხევლიდან მოსაცილებლად არსებობს ტაქტიკა - სამჯერ შემოუარონ ტაძარს 50-ე ფსალმუნის კითხვით, რომელსაც ისინი არ წაიკითხავენ.
12. სტიქაროსანი სტიქაროსანი – მოწესრიგებული, ლიტურღია მცოდნე, ზომიერი ღიმილით დამშვენებული პირი. ხედავს რომ საკურთხეველში ძირითადად კულისებია, ხოლო ამბიონი უკვე "პაკაზისთვისღა" თუ გამოდგება, წუხს ამაზე და ფიქრობსბ რომ ყველაფერი უფლის ნებაა. იცვამს გრძელ სტიქარს, ან თუ მშრომელია - მოკლეს. აკეთებს ყველაფერს ჩუმად, საკუთარი ინიციატივით ასწორებს კანდელს, უყვარს ხატებს წმენდა, გამუდმებით რაღაცას აწესრიგებს, ასეთი მხოლოდ 1 %-ია მაგრამ ფონს მაინც ქმნის, ჩრდილშია.. როგორც წესი დანარჩენები დასცინიან "არ ამაღლდე" ან მსგავსი ხუმრობებით.
მაშ ასე, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ კლუბი და გაწევრიანდეთ. მოგიწევთ 50-ე ფსალმუნის დაზეპირებაც, რადგან საკურთხეველში დაცემული შესვლა არ შეიძლება.



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Believer   ანტიკათოლიკური ემოციები   May 23 2010, 08:33 PM
ნონა   რა დაგვიშავეს ასე...   May 23 2010, 08:37 PM
ქევანა   საინტერესო კითხვა...   May 23 2010, 08:39 PM
ნონა   რატომ სძულს ბელივ...   May 23 2010, 08:43 PM
kinoteli   ქართულ ინტერნეტ ს...   May 23 2010, 08:41 PM
Believer   ქევანა მართლმადი...   May 23 2010, 08:44 PM
ნონა   ძალიან მიყვარს მა...   May 23 2010, 08:49 PM
kinoteli   ქევანა მართლმადი...   May 23 2010, 08:50 PM
მხევალი ნინო   Believer შენ რა დაგიშავ...   May 23 2010, 08:49 PM
Believer   თხოვნით მივმართავ ...   May 23 2010, 08:49 PM
MONTY   Believer მართლმადიდებლ...   May 23 2010, 08:50 PM
მხევალი ნინო   Believer ეს უკანაკსნელ...   May 23 2010, 08:51 PM
Believer   მხევალი ნინო ბევ...   May 23 2010, 08:53 PM
ქევანა   ნონა მაგას რა სჯობ...   May 23 2010, 08:54 PM
MONTY   მე კათოლიკეების ...   May 23 2010, 08:59 PM
ნონა   ნონა მე კათოლიკეე...   May 23 2010, 09:05 PM
newbie   ნონა მაგას რა სჯობ...   May 23 2010, 10:45 PM
ნონა   :lol: თეას კადრების შ...   May 23 2010, 10:53 PM
MONTY   newbie რატო ? შენ საიდან...   May 23 2010, 11:00 PM
მხევალი ნინო   Believer ვაიმე!' არ...   May 23 2010, 08:54 PM
Believer   მხევალი ნინო დაგ...   May 23 2010, 08:57 PM
ნონა   ნონა დაგაძალა ვინ...   May 23 2010, 09:09 PM
ქევანა   ჩემი ფორუმი ჩემი ს...   May 23 2010, 08:59 PM
MONTY   ქევანა :კი: :კი: :კი: ...   May 23 2010, 09:03 PM
მხევალი ნინო   Believer 4 წელია შენი გვ...   May 23 2010, 09:01 PM
Believer   მხევალი ნინო კათო...   May 23 2010, 09:05 PM
kinoteli   მხევალი ნინო კათო...   May 23 2010, 09:07 PM
მხევალი ნინო   Believer მასე ჩვენთან ა...   May 23 2010, 09:07 PM
მხევალი ნინო   ნონა ამის იმედი მ...   May 23 2010, 09:07 PM
ქევანა   ნონა საკმარისი ინ...   May 23 2010, 09:09 PM
ნონა   ნონა საკმარისი ინ...   May 23 2010, 09:11 PM
Believer   kinoteli http://www.youtube.com/watch?v=TjEIP3...   May 23 2010, 09:11 PM
kinoteli   [b]kinoteli http://www.youtube.com/watch?v=TjEIP...   May 24 2010, 10:39 AM
ქევანა   ნონა ხო, ეგ მართალი...   May 23 2010, 09:13 PM
ნონა   ნონა ხოდა, მაშ ნუთუ...   May 23 2010, 09:21 PM
MONTY   Believer ვის თვლი კათოლი...   May 23 2010, 09:16 PM
bekas   Believer შენ ანტიკათოლი...   May 23 2010, 09:18 PM
Believer   bekas სავალდებულო იყ...   May 23 2010, 09:21 PM
A.v.B   Believer თქვი 1 მიზეზი რი...   May 23 2010, 09:23 PM
Believer   A.v.B რომის კათოლიკუ...   May 23 2010, 09:34 PM
A.v.B   Believer კარგი ეხლა... გე...   May 23 2010, 09:40 PM
bekas   Believer აბა მასე პაპს მ...   May 23 2010, 09:44 PM
Believer   bekas პეტრე მოციქული ...   May 23 2010, 09:54 PM
MONTY   Believer როგორ გეტყობა ...   May 23 2010, 10:09 PM
Believer   ეს ვიდეო ნახეთ? სწ...   May 23 2010, 11:17 PM
MONTY   ეს ვიდეო ნახეთ? სწ...   May 23 2010, 11:37 PM
ქევანა   ვაიმე შვილო, დამეწ...   May 23 2010, 11:25 PM
Believer   ღია წერილი მართლმა...   May 23 2010, 11:38 PM
MONTY   Believer ამის ოფიციალურ...   May 23 2010, 11:43 PM
ქევანა   ვაიმე გოგი დამღალე...   May 23 2010, 11:43 PM
MONTY   ვაიმე გოგი დამღალ...   May 23 2010, 11:51 PM
Funkenstein   ბილივერ რა გინდა, ხ...   May 23 2010, 11:44 PM
ქევანა   Funkenstein დაახლოებით, ხო...   May 23 2010, 11:50 PM
ქევანა   MONTY მე ამ განყოფილებ...   May 23 2010, 11:53 PM
MONTY   MONTY მე ამ განყოფილე...   May 24 2010, 12:02 AM
ქევანა   MONTY არადასამახსოვრ...   May 24 2010, 12:07 AM
MONTY   არადასამახსოვრე...   May 24 2010, 12:10 AM
ქევანა   MONTY ალალად ბლატის გა...   May 24 2010, 12:12 AM
MONTY   ქევანა მეც არ ვარ ნ...   May 24 2010, 12:19 AM
Believer   Funkenstein არაა ეგ ჩემი ...   May 24 2010, 12:13 AM
Funkenstein   Funkenstein არაა ეგ ჩემი მ...   May 24 2010, 12:39 AM
ქევანა   პაპის პრიმატი სად ...   May 24 2010, 12:14 AM
ქევანა   MONTY ეგ როგორ? ნუ მე ჩ...   May 24 2010, 12:22 AM
terra   რა დაგვიშავეს ასე...   May 24 2010, 12:27 AM
MONTY   ქევანა დადე აბა შე...   May 24 2010, 12:28 AM
terra   აშკარად წარმატებუ...   May 24 2010, 12:29 AM
ქევანა   terra :D :) MONTY დევს ფორუმე...   May 24 2010, 12:29 AM
Believer   ქევანა ძალიან ამა...   May 24 2010, 12:29 AM
MONTY   Believer ვერ ვხვდები და ...   May 24 2010, 12:40 AM
ქევანა   ოჰოჰო :D კიდეც რომ ა...   May 24 2010, 12:35 AM
Believer   MONTY "ჯვარი ვაზისა...   May 24 2010, 12:44 AM
MONTY   "ჯვარი ვაზისა" ...   May 24 2010, 12:57 AM
newbie   რა არის ამამზრზენ...   May 24 2010, 12:49 AM
ქევანა   newbie დაანებე :მპუა: მ...   May 24 2010, 12:52 AM
Believer   MONTY არ ვიცი :) "ჯვ...   May 24 2010, 01:11 AM
MONTY   Believer სად მოვიძიო 1988 ...   May 24 2010, 03:41 PM
terra   MONTY ნუ უყურებ ასე ს...   May 24 2010, 01:13 AM
bekas   Believer პეტრეს მოციქულ...   May 24 2010, 01:17 AM
Believer   terra პატრიარქის გარ...   May 24 2010, 01:21 AM
terra   terra პატრიარქის გარ...   May 24 2010, 01:33 AM
bekas   Believer ჩემთვის ერთია ...   May 24 2010, 01:43 AM
terra   ინდულგენციაში გაუ...   May 24 2010, 02:04 AM
მხევალი ნინო   Believer და??? კათოლიკობ...   May 24 2010, 08:06 AM
athos   მხევალი ნინო ეს პა...   May 24 2010, 08:21 AM
მხევალი ნინო   athos სხვათა შორის, რ...   May 24 2010, 08:29 AM
athos   მხევალი ნინო მეცო...   May 24 2010, 08:54 AM
მხევალი ნინო   athos :user:   May 24 2010, 09:29 AM
athos   მხევალი ნინო თემი...   May 24 2010, 09:31 AM
მხევალი ნინო   athos ეს იმიტომ, რომ ს...   May 24 2010, 09:54 AM
kinoteli   1260-1281 წლებში კათოლიკ...   May 24 2010, 02:55 PM
terra   1260-1281 წლებში კათოლი...   May 24 2010, 04:37 PM
kinoteli   .....................................................   May 24 2010, 03:10 PM
კანონისტი   "მოუსვით აქედან ...   May 24 2010, 03:26 PM
kinoteli   "მოუსვით აქედან ...   May 24 2010, 03:33 PM
აზნაური   ძივრფასო ფორუმელე...   Jun 4 2010, 11:13 PM
კანუდოსელი   აზნაური ჭრაჭუნობ, ...   Jun 4 2010, 11:27 PM
A.v.B   აზნაური რაიოოო ?? :b...   Jun 4 2010, 11:47 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 8th June 2024 - 03:33 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი