დაუნის სინდრომი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დაუნის სინდრომი |
athos |
Jan 29 2010, 09:47 PM
პოსტი
#1
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ეს არის ქრომოსომული პათოლოგია (21-ე ქრომოსომის ტრისომია)
საკმაოდ ხშირია 800-1000 ახალშობილში ერთი იბადება ამ სინდრომით. ამ თემაში თვითონ ამ სინდრომზე ნაკლებად, უფრო საზოგადოების მისადმი დამოკიდებულებაზე მინდა გავაკეთო აქცენტი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი მშობელი ამ სინდრომის მქონე ბავშვებს სამშობიაროშივე ტოვებს და შემდგომ საერთოდ არ აკითხავს მათ. არასრულფასოვანი მოვლისა და კვების შედეგად კი ეს ბავშვები (რომლებსაც ისედაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ) ხშირად ერთი წლის ასაკსაც ვერ აღწევენ. ვფიქრობ პრობლემა საზოგადოებაშია. ჩვენი საზოგადოება ფსევდოქრისტიანულია, საოცრად გულგრილი და არატოლერანტული. სწორედ ამ საზოგადოებრივი წნეხის გამოა, რომ დედას უჭირს ბავშვის თავისთან დატოვება (რას იტყვიან სხვები, მეზობლები... და ა.შ). არადა ეს ბავშვები ძალიან მოსიყვარულეები იზრდებიან... -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
k@the |
May 25 2010, 04:48 PM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
kri100
ცხადია თუ აჩენ უნდა გააჩინო და მოუარო ისეთს, როგორიც გყავს. თუმცა ასაკი მართლაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს, განსაკუთრებით როცა პირველი შვილია, ნაყოფის ჩამოყალიბების პროცესი უფრო რთულად მიმდინარეობს და თეორიული შესაძლებლობა რაიმე დეფექტისა მეტია. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
kri100 |
May 25 2010, 11:19 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 24 რეგისტრ.: 22-May 10 წევრი № 8,876 |
[quote name='k@the' date='May 25 2010, 04:48 PM' post='613319']
ვიცი რომ ძირითადად 30 წელს ზემოთ უჩნდებათ დაუნის სინდრომიანი ბავშვები, მაგრამ უფრო დაბალ ასაკიანებს ჰყავთ დსეთი ბავშვები ბიდრე პირიქით, არც პირველ მეორე ბავშვზეა დამოკიდებული. თუ მართლა მასეა როგორც სჰენ ამბობ მაშინ მე განსაკუთრებული ვყოფილვარ (რაშიც ეჭვი მეპარება) რადგან 19 წლის ვიყავი მეორე შვილი რომ გამიჩნდა და თანაც დაუნის სინდრომით, მიუხედავად პატარა ასაკისა ერთი წუთითაც არ მიფიქრია ბავშვის დატოვება, ჩემზე უკეთ სხვა ვინ მიხედავდა? მართალია ბევრი ტკივილიც შემხვდა, გარშემომყოფებიდან, მაგრამ ყოველშემტხვევაში უპასუხისმგებლო არ ვარ ჩემი შვილის წინაშე. შეიძლება დამძრახოს ვინმემ ამას რომ ვწერ, მაგრამ ის ყველას და ყველაფერს მირჩევნია, შვილებშიც. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:14 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი