მნიშვნელოვანი ინიციატივები და ფორუმი, მივიღოთ მონაწილეობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მნიშვნელოვანი ინიციატივები და ფორუმი, მივიღოთ მონაწილეობა |
KAIROS |
Oct 11 2009, 01:38 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ერთერთ წინა თემაში "ფორუმის განვითარებისათვის" ვსაუბრობდით, იმის შესახებ თუ როგორ უნდა გავიდეთ ფორუმის გარეთ სხვადასხვა აქციებით, მათ შორის უმნიშვნელოვანესია ფორუმი "ჩორჩ.გე" იღებდეს მონაწილეობას სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვან ინიციატივებში, რომლებიც აერთიანებენ სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებს, მსგავსი ინიციატივა იყო ხელმოწერების შეგროვება სხვადასხვა მიზნით, მათ შორის ძალიან კარგი ინიციატივა წამოვიდა საზღვარგარეთმყოფი ქართული სათვისტომოებიდან და კარგი იქნება თუკი ჩვენც შევუერთდებით!
ამით დავიწყოთ და შემდეგ თუკი რაიმე კარგი ინიციატივა იქნება, აქ დავდოთ, განვიხილოთ და შემდეგ ან ერთიანად (თუ შესაძლებელი იქნება, ამით ჩორჩ.გე-ც ისახელებს) ან ცალცალკე შევუერთდეთ ან პირიქით, არჩევანის საქმეა. ვდებ ამ ინიციატივის ტექსტს, რომელიც ელ. ფოსტით გავრცელდა: თქვენი ხელმოწერით შეიძლება ქართული ისტორიული ძეგლი გადარჩენა გთხოვთ, სულ ორიოდე წუთი დაუთმოთ პეტიციაზე ხელმოწერას, რომელიც განკუთვნილია ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლის გადასარჩენად. ეს არის ”ოშკის” ეკლესია http://en.wikipedia.org/wiki/File:Oshki4.jpg . რომელიც აგებულია მეათე საუკუნეში და ამჟამად მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე. სულ საჭიროა 5000 ათასი ხელმოწერა. ქართულ სათვისტომოებს ვთხოვ გაავრცელოთ. ხელი მოაწერეთ: http://www.thepetitionsite.com/1/Tao-Klarjeti -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
May 27 2010, 02:49 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
გასაგებია ამხელა მოდერატორ და კო-მოდერატორ და დიდი გავლენიანი ქალბატონები რომ ხართ ძვირფასებო, გააქტიურეთ ფორუმი, დანიშნეთ კულტურული კვირიაკე (ან რომელიმე დღე, სხვებსაც რომ ეცალოს) ყოველთვე (1 ან 2 ან 3 ან 4-ე კვირადღე), და დავიწყოთ (ან დაიწყეთ, როცა მე არ ვიქნები), მოვლა როგორც ცნობილი ისტორიული და კულტურული ადგილების:
მთაწმიდა, საგურამო, წინანდალი... ასევე უცნობი ადგილების: მაგალითად: ვაშლოვანის 8-ში ერთოთახიანში ცხოვრობდა კგბ-სგან შევიწროვებული წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი თაყაიშვილი. ხოლო კასპის რაიონში სოფელ სასირეთში დაიბადა უძლიერესი პიროვნება და სტრატეგი, გენერალი მაზნიაშვილი და სხვანი და სხვანი... დააწესეთ კულტურის კვირადღე. მე ისე კი ავალ ამ დღეებში მთაწმიდაზე... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 07:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი