ახალი აღთქმის წმინდა წერილის, კანონის ისტორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ახალი აღთქმის წმინდა წერილის, კანონის ისტორია |
დათიკო |
Mar 4 2007, 10:37 PM
პოსტი
#1
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ჩემი აზრით სანამ თავად წმინდა წერილის შესწავლას დავიწყებდეთ, უნდა შევისწავლოთ მისი დაწერის ისტორიაც. მიმოვიხილოთ პერიოდი როდესაც იწერებოდა წმინდა წერილი. ძალიან საინტერტესოა ამის ცოდნა.
ახალი აღქმის წმინდა წერილის წიგნები, რომელთა საერთო რაოდენობა 27-ია, შეიქმნა I საუკუნეში. წიგნები იწერებოდა 41-42 წლებიდან საუკუნის ბოლომდე. მაგრამ ქრისტეს ეკლესიაში 27-ვე წიგნის კანონიკურად ანუ სავალდებულოდ ცნობა მხოლოდ მე-4 საუკუნისთვის გახდა შესაძლებელი. სწორედ პირველ 4 საუკუნეს ეძღვნება ახალი აღთქმის წმინდა წერილის კანონის ჩამოყალიბების პერიოდი, რომელიც თავის მხრივ 4 ქვეპერიოდად განიყოფა. I პერიოდს ეწოდება მოციქულთა ხანა, რომელიც I საუკუნეს მოიცავს, მეორე პერიოდია მოციქულებრივ მამათა პერიოდი. მოიცავს I საუკუნის ბოლო, II საუკუნის შუა წლებამდე. III პერიოდი მოიცავს II საუკუნის II ნახენახევარს და IV პერიოდი გახლავთ III, IV საუკუნეები. I პერიოდში, მოციქულთა ხანაში თვითონ მოციუქლები ამოწმებდნენ ახალი აღთქმის წმინდა წერილის შესახებ. მაგ: მოციქული პავლე თავის ეპისტოლეებში მათ უწოდებს "საღმრთონი წიგნნი". (ტიმ II 3.15-16) ასე რომ, პავლე მოციქული მათ უწოდებს "ღმრთივსულიერ" წიგნებს (კვლავ ტიმ. II 3.11) ასევე უწოდებს წმინდა წიგნებს (რომალეთა მიმართ 1.2) პეტრე მოციქული მათ უბრალოდ წიგნებად იხსენიებს და იგი ამას გვაუწყებს თავის კათოლიკე ეპისტოლეს II წიგნის I თავში. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოციქულთა სიტყვას ქრისტიანული თემები იმჟამად იღებდნენ როგორც თვით ქრისტეს მიერ ნაუწყებ სიტყვას (გალატელთა მიმართ 4.14-15) ასევე ცნობილია, რომ ქრისტიანული თემები ძველ ეპისტოლეებს უმატებდნენ ახალს და დგებოდა მოციქულთა წერილების კრებულები. მოციქული პავლე მიმართვას ქრისტიანებს, რომ ეპისტოლეები ერთმანეთს შორის გაცვალონ (კოლ. 4.16) ასევე ცნობილია, რომ იოანე მახარებელმა მე-4 სახარება დაწერა საუკუნის ბოლოს ეფესელ ქრისტიანთა თხოვნით. II პერიოდს რაც შეეხება მოციქულებრივ მამათა თხზულებებში ხშირად გვხვდება ციტირებები ახალის აღთქმის წმინდა წერილის წიგნებიდან , ისე რომ არ არის დასახელებული არც ავტორი და არც წიგნი, რადგანაც თვითონ მოციქულებრივი მამებიც და ის ხალხიც, ვისთვისაც იწერებოდა მათი თხზულებები კარგად იცნობდნენ ახალი აღთქმის ყველა წიგნს. მოციქულებრივ მამებად სახელდებიან კლიმენტი რომაელი, ასევე წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი (ანტიოქიელი) მას ჰქონდა ეპისტოლეები სხვადასხვა ეკლესიებისადმი, სადაც ის ციტირებას ახდენს ახალი აღთქმის წიგნებიდან. ასევე ათორმეტ მოციქულთა მოძღვრება -დიდაქე, რომელიც დაახლოებით I საუკუნის ბოლოს, II საუკუნის 20 - იან წლებშია დაწერილი და იგი ითვლებოდა პირველ ქრისტიანტათვის კატეხიზატორულ წიგნად. ასევე ერმის ”მოძღვარი” (მწყემსი) 135,140 წლებში დაიწერა. ასევე პოლიკარპე სმირნელის ჩვენამდე მოღწეულ ერთადერთ ეპისტოლეში - ფილიპელთა მიმართ, რომელიც დაიწერა ეგნატე ღმერთშემოსილის სიკვდილისთანავე 107,108 წლებში. ასევე იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე პაპიუს ჰიერაპოლელი თავის თხზულებაში ”უფლის სიტყვათა განმარტებაში” იშველიებს ახალი აღთქმის წმ. წერილის სიტყვებს. ცნობილი საეკლესიო მოღვაწის ევსევი კესარიელის უწყებით ეს თხზულება II საუკუნის I ნახევარში არის დაწერილი. მე - 3 და მე-4 პერიოდებს მოგვიანებით დავწერ. ასევე დავწერ წმინდა წერილის თავებად და მუხლებად დაყოფის ისტორიასაც. |
KAIROS |
Mar 9 2007, 08:52 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა იაკობის სახარება. რამდენად სარწმუნოა? იაკობის სახარება, ანუ იაკობის პირველ სახარება, ეგ არაა არაკანონიკური, მოდით ჯერ უმჯობესია გავარჩიოთ არაკანონიკური აპოკრიფულიდან, ახალ აღთქმაში არ არსებობს არაკანონიკური წიგნები, რამოდენიმეა ძველ აღთქმაში, ახალ გამოცემა ახალ ქართულ ბიბლიაში ისინი * -ით არი აღნიშნული, პროტესტანტულ გამოცემებში კი საერთოდ არაა, საქმე იმაშია, რომ ესენია დამრიგებლური წიგნები, და ასევე დაკარგულია მათი დედანი, ანუ მხოლოდ თარგმანია შემორჩენილი, აპოკრიფები კი არის ნაყალბები, ანუ ავტორგაყალბებული წიგნები, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს რაიმე სწორ ინფორმაციასაც, მაგ: "იაკობის" პირველსახარება ( დაბეჭდილი იყო ქართულ ენაზე, 1988 წლის ( ან მოგვიანებით ზუსტად არ მახსოვს) ჟურნალ "საღვთისმეტყველო კრებულში" ), სინამდვილეში არ არის დაწერილი წმ. იაკობის მიერ, მაგრამ მან შემოინახა ის სწორი გარდამოცემა ღვთისმშობლის ჩასახვის და შობის შესახებ, რომელსაც ეკლესია იღებს. ციტატა მხოლოდ იმას, რომ მათი ორიგინალები ცნობილი არაა და მხოლოდ ასლები შემორჩა, თუ ცდომილებებს შეიცავს და არ უნდა ვენდოთ? ანუ პირველი ნაწილი "ორიგინალები ცნობილი არაა და მხოლოდ ასლები შემორჩა" არია არაკანონიკური წიგნები და ისინი მხოლოდ ძველ აღთქმაშია და მეორე ნაწილი "ცდომილებებს შეიცავს და არ უნდა ვენდოთ" აპოკრიფებია და ბიბლიაში არ არის შესული, თუ გნებავთ შემოგთავაზებთ რამოდენიმე ნაშრომს ამ საკითხთან დაკავშირებით! დამატების სახით. ამ საკითხთან დაკავშირებით, გირჩევთ დიდი დაკვირვებით წაიკითხოთ ლოპუხინის ის ორი შესავალი, რომელიც წმ. წერილის ბიბლიოთეკაში დავდე. იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 05:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი