სპორტის სახეობები, ყველა საჭირო რჩევით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სპორტის სახეობები, ყველა საჭირო რჩევით |
კანუდოსელი |
May 29 2010, 12:52 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ამ თემის გახსნის იდეა გამიჩნდა მოზარდების ძალადობის თემასთან კავშირში. მოკლედ, მე ვთვლი, რომ ძალადობას უნდა ვებრძოლოთ ორი ძირითადი მიმართულებით - სკოლაში სასწავლო დისციპლინების დონის აწევით და შეჯიბრების-კონკურენციის გაზრდით და აგრეთვე სპორტისადმი ინტერესის გაღვივებით
მე ვხსნი ძალოსნობის მიმართულებით თემას. მოკლედ თუ ვინმეს უნდა რომ ფიზიკურად იყოს ჯანმრთელი არსებობს რამდენიმე უმთავრესი ვარჯიში, რომელსაც თავისი სისტემა გააჩნია. ვინაიდან დიდ დრო არ მაქვს, ნაწილობრივ დავდებ თითოეული კუნთის განვითარების ვარჯიშებისთვის სისტემას. მკერდის კუნთის განვითარებისთვის უმთავრესია ე.ი. წოლჭიმის ვარჯიში (იხ. სურათი) წვები ჰორიზონტალურ სკამზე, იღებ შტანგას სადგამიდან, ხელებს ჰკიდებ ოდნავ უფრო განივად ვიდრე მხრების ზომაა და მკერდამდე ჩამოტანით და აზიდვით იმეორებ 15-ჯერ პირველი მისვლა არის კუნთებისთვის გასახურებელი, ამიტომ წონა უნდა შეარჩიო ისე, რომ 15 აზიდვა შეძლო თავისუფლად მეორე მისვლაზე ირჩევ წონას ისე, რომ განახორციელო უკვე 8 აზიდვა და მერვე იყოს რთულად მიღწევადი. შეიძლება რომ დაიხმაროთ მეწყვილე, რომ ბოლო აზიდვაში ოდნავ დაგეხმაროთ იგივეს იმეორებთ მეორედ, ოღონდ უკვე 6 აზიდვით. აქაც მეექვსე უნდა იყოს რთულად მიღწევადი - შესაბამისად წონას ზრდით იგივეს იმეორებთ მესამედ... დამწყებთათვის სამი მისვლა საკმარისია (გახურება ძირითად მისვლაში არ ითვლება), თუმცა შეიძლება აგრეთვე მეოთხედ მისვლა და უკვე ან ისევ 6 აზიდვას განახორციელებთ, ან წონას მოუმატებთ და 4 აზიდვას შეასრულებთ - ისე, რომ მეოთხე იყოს რთულად ასაწევი ანუ სისტემა ასეთია: 15, 8, 6, 6 (6, ან 4) შეიძლება ასეც: 15, 8, 8, 6, (6 ან 4) ან ასე: 15, 10, 8, 6, (6 ან 4) ზოგადად იდეოლოგია ასეთია: პირველი სამი მისვლა არის იმ წონებზე გავარჯიშება, რისი აწევაც ასე თუ ისე შეგიძლია და ერთგვარად კუნთების იმ წონებზე შეჩვევაა (რაც გამოიხატება კუნთის მოცულობის ზრდაში)...ბოლო მეოთხე მისვლა არის ისეთი წონის არჩევა, რაც გარკვეულ წილად ახალია, ანუ ყველაზე დიდია და კუნთის ამტანობაზე მუშაობას გულისხმობს გაგრძელება იქნება -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
terra |
May 29 2010, 02:10 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
კანუდოსელი
ციტატა სხვათა შორის კრივი - ასევე ერთერთი ალტერნტივაა სხეულის გარკვეული კუნთების განვითარებისთვის მერე მცნება როგორღა აღვასრულოთ : ,,რომელმან გცეს შენ ყვრიმალსა შენსა მარჯვენესა, მიუპყარ მას ერთკერძოიცა“ ხო გაგვხიეს ცემით ისე, მე, ცურვის და სირბილის კომბინაციას ვამჯობინებ. სირბილის დროს მუშავდება სხეულის აბსოლუტურად ყველა კუნთი, სახის მიმიკური კუნთების ჩათვლით, ასევე, ხდება ყველა შინაგანი ორგანოს ბუნებრივი მასირება, რაც ძალიან პოზიტიურად აისახება მათ მუშაობასა და ცხოველმყოფელობაზე. აქ, ხელების დაბლა დაშვებისას, წინამხარს, 90 გრადუსის მაგივრად თუ 130-140 გრადუსით მოვხრით, მაშინ, ჩვენი მკერდის კუნთები სიგანეშიც გაიზრდება. ანუ, გვექნება ე.წ. ფართო მკერდი. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
კანუდოსელი |
May 29 2010, 02:19 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
აქ, ხელების დაბლა დაშვებისას, წინამხარს, 90 გრადუსის მაგივრად თუ 130-140 გრადუსით მოვხრით, მაშინ, ჩვენი მკერდის კუნთები სიგანეშიც გაიზრდება. ანუ, გვექნება ე.წ. ფართო მკერდი. მართალია, თანაც თუ უკვე კარგად შეგვიძლია ამის შესრულება, შეიძლება ე.წ. სუპერსეტი განვახორციელოთ ანუ: მანდ ნაჩვენები განტელებით მოძრაობა-აზიდვას ვახორციელებთ, ოღონდ მხოლოდ 6-ჯერ და უცებ ხელები შემოვატრიალოთ ისე, როგორც ნაჩვენებია ახალ სურათზე და ასევე 6 აზიდვა განვახორციელოთ ვისვენებთ 1-1.5 წუთი და ისევ ვიმეორებთ კიდევ 2-ჯერ (შეიძლება სამჯერაც) -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th September 2024 - 03:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი