სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| gabrieli. |
May 29 2010, 03:47 PM
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 298 რეგისტრ.: 25-December 09 მდებარ.: გორი წევრი № 7,861 |
ედიშერ ჭელიძის ნაშრომები
ედიშერ ჭელიძე - პეტრე იბერის თაობაზე 2010 ედიშერ ჭელიძე - ცხონების აღმოცისკრება |
![]() ![]() |
| afxazi |
May 29 2010, 10:06 PM
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ქევანა
ციტატა სხვა, ტექსტის სახით არ დაიდება? რამდენიმეს წაგაკითხებთ სათაური პირობითია გრიგოლ ნეოკესარიელის შრომა “გამოსათხოვარი სიტყვა”. მადლიერების შესახებ ჩვენ განვიხილავდით წმ. გრიგოლ ნეოკესარიელის მოძღვრებას და ვეხებოდით საკითხს იმის შესახებ, თუ რა ახსნა უნდა მიეცეს გრიგოლ ნეოკესარიელისგან ორიგენეს განსაკუთრებულ ქებას, როგორც პედაგოგისას. დასკვნას წინარე საუბრისას შეგახსენებთ, რომ ეკლესიური სწავლებით ყოველთვის შემფასებლობითი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ამა თუ იმ პიროვნების მოღვაწეობასთან და მოძღვრებასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ ის უნდა დავგმოთ და იმაში არ უნდა გავუხდეთ მას თანაზიარი რაც ცდომილებაა, იქნება ეს სამოღვაწეო თუ სამოძღვრო ცდომილება, მაგრამ რაც ღირსეულია და რაც ეკლესიისგან მიღებული და შეწყნარებულია, რაშიც ეკლესიას ხსენებული პირებისადმი საყვედური არ უთქვამთ, ჩვენ არ შეგვიძლია, რომ დღეს რევიზია მოვახდინოთ ეკლესიური დამოკიდებულებისა და ხსენებულ პირებს არც იმ ნაწილში აღარ ვენდოთ თითქოს, რაშიც ეკლესია ძველთაგანვე მათ გარკვეულ ღირსებას მიაგებდა. ეს, კვლავ ავღნიშნავთ, ეხება არა მხოლოდ მოძღვრებას, სადაც აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს ცდომილი, ერეტიკული, გაუკუღმართებული სწავლებანი, მეორე მხრივ კი ღირსეული და დღესაც გამოსაყენებელი და მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან თანმხვედრი ნაწილები, არამედ მოღვაწეობასაც, რომ რაც კი ღირსეულია, რაც კი მართლმადიდებლური მოძღვრების განმტკიცებას ხელს უწყობს ეს მხარეები, ეს თვისებები მოღვაწეობისა, ჩვენ სავსებით უშიშრად შეგვიძლია მივიღოთ და ამის გამო პატივი განვუკუთვნოთ ამგვარ თვისებათა და ამგვარ მოქმედებათა აღმსრულებელ პიროვნებას საკუთარ მოღვაწეობაში, ხოლო რაც მიუღებელია და რაც არათანახმიერია მართლმადიდებლური ცხოვრების წესთან, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განიშორება ჩვენგან. ორიგენეს მოღვაწეობაშიც ძველთაგანვე, როგორც ავღნიშნავდით, მისი პედაგოგიური ღვაწლი გამორჩეულად დაფასებული იყო და სწორედ ორიგენეს პედაგოგიური ღვაწლის განსაკუთრებულმა მნიშვნელობამ მოგვცა ჩვენ და განაპირობა ის, რომ ალექსანდრიაში კატეხიზმური სკოლა, რომელიც მართალია ორიგენეს არ დაუფუძნებია მაგრამ რომლის წინამძღვარიც ის იყო გარკვეულ პერიოდში, აი ამ სასწავლებელმა თავის მწვერვალს მიაღწია სწორედ ორიგენეს პედაგოგიური ღვაწლით. ისევე როგორც ამავე ღვაწლის შედეგი იყო ის, რომ ალექსანდრიის ტიპის ქრისტიანული კატეხიზმური სკოლა გაიხსნა პალესტინის კესარიაში. ამასთან ორიგენეს პედაგოგიური ღვაწლი მართლაც ღირსეულადაა დაფასებული იმ ღირსეული მოღვაწეების მხრივაც, რომლებიც ორიგენემ ჩვენ დაგვიტოვა. ეს ღირსეული მოწაფეები გახლავთ ჩვენს მიერ წინა ლექციებზე განხილული დიონისე დიდი ალექსანდრიელი, ამჟამად განსახილველი წმ. გრიგოლ ნეოკესარიელი, წმ. პამფილი კესარიელი და სხვები. რამდენადაც ეს ხალხი კანონიზებული წმინდანები არიან და რამდენადაც მათი აღმზრდელი სწორედ ორიგენე იყო და ამას ისინი ხაზგასმით მიუთითებენ და აღნიშნავენ, ვფიქრობთ უეჭველი დასკვნა გამომდინარეობს, რომ ორიგენეს პედაგოგიურ მოღვაწეობას ძალიან ბევრი ღირსება ჰქონდა, ბევრი დადებითი მხარე ჰქონდა. შესაბამისად უკვე ადვილი ასახსნელია და ადვილად პასუხგასაცემია ის კითხვა, რაც თავში დავსვით, რომ შექება ორიგენესი, როგორც პედაგოგისა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, იმიტომ, რომ რაშიცაა ანათემირებული ორიგენე ჩვენც იმაში უნდა მოვიკვეთოთ იგი, მაგრამ რაშიც არ არის ეს ანათემა ყველაფერზე განვავრცოთ. ეს აბსოლუტურად დაუშვებელია და ეს უკვე თვით ჩვენივე თავის დაგმობა და განშორებაა ეკლესიური მოძღვრებისგან. ასე რომ რადგანაც ეკლესიას ორიგენეს პედაგგიური ღვაწლი არათუ არ დაუგმია, პირუკუ ღირსება განუკუთვნა მას და მისი მოწაფეები ხმამაღლა ღაღადებენ ამ ღირსებას, ჩვენც ორიგენეს ზოგადად ცხოვრებასა და მოღვაწეობაში მისი ეს პედაგოგიური საქმიანობა, როგორც ერთი ღირსეული ნაწილი ამ პიროვნებისა, ამგვარად უნდა გამოვყოთ. ამითვე უნდა ავხსნათ ისიც, რომ გრიგოლ ნეოკესარიელი ასეთ ქება-დიდებას განუკუთვნებს მას. ასე რომ გრიგოლ ნეოკესარიელი აქებს ორიგენეს თავისი მოღვაწეობისა და მოძღვრების მხოლოდ თირსეულ ნაწილში, იმ ღირსეულ ნაწილში, რაც ეკლესიამ მთლიანობაში მიიღო და გაიზიარა, და რა თქმა უნდა, მოიკვეთს და არანაირად არ იღებს ორიგენეს მოღვაწეობისა და მოძღვრების უღირს ნაწილს. ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ გრიგოლ ნეოკესარიელი, რომელიც ძალიან აქებს ორიგენეს, როგორც პედაგოგს, მისი მოძღვრების გამზიარებელიც უნდა ყოფილიყო და ორიგენისტული სწავლებანი თავჩენილი იქნებოდა გრიგოლ ნეოკესარიელის შრომებში, მაგრამ მსგავსი რამ, რა თქმა უნდა, ჯერ წარმოუდგენელიცაა თავისთავად, იმიტომ, რომ ჯერ კანონიზებული წმინდანია გრიგოლ ნეოკესარიელი და ისედაც, ფაქტობრივადაც, მისი შრომები ნათლად ადასტურებენ იმ უწმინდეს მართლმადიდებლურ სწავლებას, რაც გრიგოლ ნეოკესარიელის შრომებში არის მთლიანობაში გამჟღავნებული, ყოველგვარი ორიგენისტული ჩრდილისგან ყოვლითურთ განშორებული და მკვეთრად დამადასტურებელი იმისა, რომ აქებს რა გრიგოლ ნეოკესარიელი ორიგენეს მხოლოდ თავისი მოღვაწეობისა და მოძღვრების ღირსეულ, შეუმცდარ ნაწილში აქებს მას, მაგრამ ამავე დროს განიშორებს მის ყოველგვარ ცდომილებას და ეს განშორებაც თვალსაჩინოა, რადგანაც მის შრომებში ორიგენისტულ ცდმილებათა ნიშან-წყალიც კი არსად არ გამოკრთება. ეს ერთი მხარე, რის გამოც გრიგოლ ნეოკესარიელისგან აღვლენილი ქება ორიგენესადმი, როგორც პედაგოგისადმი, ჩვენ შეგვიძლია ავხსნათ, და მეორე მხარე: არ აქვს მნიშვნელობა იმას აუცილებლად ორიგენე იქნება ანათემირებული პიროვნება თუ ვთქვათ თუნდაც ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი პიროვნება, როდესაც ვინმეს, როგორც პედაგოგს, როგორც მოძღვარს ვაქებთ, უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ ამ ქებას მხოლოდ იმ ყოფით სინამდვილეს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მხოლოდ ჩვენს თაობას არ განვუკუთვნებთ. ნებისმიერი ძეგლი, ეკლესიის წიაღში შექმნილი, მუდმივი სარგებლობის დანიშნულებისაა. ე.ი. მომავალი თაობებისთვისაც ის აუცილებლად სასარგებლო უნდა იყოს. ასეთ დროს რაღაც მოვლენის, ამ შემთხვევაში დავუშვათ პედაგოგიური ღვაწლის, წარმოჩენისას და ამ პედაგოგიური ღვაწლს მოცემულ კონკრეტულ შემტხვევაში, რა თქმა უნდა, კონკრეტული პიროვნება ჰყავს ადრესატად, მაინც რამდენადაც ეს წარმოჩენა სამომავლო თაობებისთვისაც არის მიმართული, ნებისმიერი აღმწერი, ნებისმიერი ამ მოვლენის რაობის გამომკვეთი და ჩამომყალიბებელი, ცდილობს, რომ აიღოს პრაქტიკული სინამდვილიდან კონკრეტული მასალა, მაგრამ იდეალურამდე აამაღლოს იგი, იდეალური ნიმუში მოგვცეს, რომ მომავალ თაობებს მარადიულ წინამძღვრად სანიშნედ მათი მოღვაწეობისა, გაუხდეს ის ნიმუში, რასაც ის წარმოადგენს. ე.ი. როცა ჩვენ გვინდა ნიმუში მივცეთ შთამომავლობას, აი ამ ნიმუშის მიცემისას პიროვნების ყველაზე უფრო ღირსეული თვისებები, ღირსეული შტრიხები იწევს წინა პლანზე, მათი აღნიშვნა ხდება. შესაბამისად პრაქტიკასთანაც და კონკრეტულ შემთხვევასთანაც თანხვედრაა, რომ ყოფითი რეალობიდანაა აღებული ეს ნიმუში, მაგრამ ამღლებულია მაინც ყოფით რეალობაზე გაცილებით მეტად, რომ მომავალ თაობებს ერთი კონკრეტული პიროვნება კი არ მიეცეს ნიმუშად, არამედ ამ კონკრეტული პიროვნებიდან გამომდინარე, განზოგადებული, ყველაზე უფრო ღირსეული თვისებებით წარმოდგენილი მყარი მაგალითი განეკუთვნოს, განეკუთვნოს მათი მოღვაწეობის უმყარეს სანიშნედ. ამგვარადვე ორიგენეს, როგორც პედაგოგის, დახასიათებისას აშკარად ჩანს, რომ გრიგოლ ნეოკესარიელი ცდილობს მარადიული და იდეალური მოძღვრის ნიმუში მისცეს შთამომავლობას, რომ ყველა სწორედ ამ ნიმუშის მიხედვით მოღვაწეობდეს და იმ სიმაღლემდე ასვლას ცდილობდეს, რა სიმაღლესაც ეს ნიმუში თავის თავში გულისხმობს. ეს ორი ძირითადი მხარე გახლავთ იმის საფუძველი, რომ გრიგოლ ნეოკესარიელი ასეთი განსაკუთრებული ქება-დიდებით ამკობს ორიგენეს, როგორც პედაგოგს. მაგრამ ჩვენ ავღნიშნავდით, რომ ნებისმიერი წინადადება, ნებისმიერი მუხლი ამ ძეგლისა, რაც არ უნდა კონკრეტულ ფაქტს ეხებოდეს და კონკრეტულ ფაქტს აღნიშნავდეს და ინფორმატიული ხასიათისა და დანიშნულებისა იყოს, ამავე დროს აუცილებლად საღვთისმეტყველო ღირებულების შემცველიცაა, იმიტომ, რომ ამ ძეგლს სწერს არა მხოლოდ ინფორმატორი და უბრალოდ აღმწერი, არამედ უდიდესი ღვთისმეტყველი. ავღნიშნავდით, რომ თვით შესავალიც ამ ნაშრომისა დადასტურებაა იმისა, რაც ეხლა ვთქვით. კერძოდ რა კუთხით გახლავთ დადასტურება? გრიგოლ ნეოკესარიელი იწყებს და განიზრახავს რა აი ამგვარი საქმის აღსრულებას, რომ ჩვენს წინაშე წარმოაჩინოს ის სასწავლებელი, სადაც ის სწავლობდა და ის პედაგოგი, რომელიც მის სწავლებას უწინამძღვრებდა, ვისგანაც უდიდესი სარგებელი მიიღო, ამგვარი აღწერილობის დატოვება შთამომავლობისათვის, თვით აღწერის წარმოება და შესრულება იმდენად აღმატებულ და მისთვის შეუძლებელ საქმედ ესახება, რომ მისივე სიტყვებით იგი ყოვლითურთ შეეცდებოდა ეს ღვაწლი თავიდან აეცილებინა. ასეთ სიმბოლოსაც გვთავაზობს გრიგოლ ნეოკესარიელი, რომ ის მხატვარი ვინც ფერთა ხელოვნება იცის და ამ ფერების შესაბამისი მასალაც ხელთ აქვს, რა თქმა უნდა, კეთილსახოვნად გამოსახავს და დახატავს იმას, რისი დახატვაც მას განზრახული აქვს. მაგრამ რა ჰქნას იმან, ვისაც მხოლოდ ნახშირი აქვს ხელთ, როგორ დახატოს, გამოხატოს და აჩვენოს ის ათასგვარი ფერადოვნება, რაც ამ ბუნებაში არსებობს. აი ამგვარი მხატვრის მდგომარეობაში ვარ მეო, ამბობს გრიგოლ ნეოკესარიელი, რადგან არანაირი სიტყვა-ხელოვნებითი განსწავლა არ მიმიღია, სიტყვიერად რაიმე მოვლენის აღწერა, გადმოცემა, მსმენელთათვის უწყება, მე არ შემიძლია და ეს ყოველივე ჩემთვის უაღრესად რთულია და ჩემს შესაძლებლობებეზე ბევრად აღმატებული. მხოლოდ ჩემს ხელთ არსებული ნახშირით თუ შემიძლია შორეული კონტური მოვხაზო იმისა, რის აღწერასაც მე შევეცდებიო. ე.ი. ჩემგან შეუძლებელია ეს საქმეო, - ამბობს გრიგოლ ნეოკესარიელი, მაგრამ მიუხედავად ამისა ის მაინც იწყებს თავისი დასახული მიზნის განხორციელებას, იწყებს და გულმოდგინეობს იმას, რომ აღგვიწეროს ერთი მხრივ სწავლებითი პროცესი ხსენებულ სასწავლებელში და მეორე მხრივ თავისი პედაგოგის ღირსებანი. როგორც ავღნიშნეთ ხაზგასმით ამბობს, რომ მისთვის ეს შეუძლებელია და მის შესაძლებლობებზე ბევრად აღმატებული. მეორე მხრივ კი როგორც ვნახეთ მაინც შუდგა ის ამ საქმეს და შეასრულა კდიეც. გრიგოლი თვითონვე განგვიმარტავს, თუ რატომ ხდება, რომ იგი ამგვარ, მის შესაძლებლობებეზე ბევრად აღმატებულ საქმეს, შეეჭიდება და შეუდგება ამ საქმის განსრულებას. გრიგოლ ნეოკესარიელი ამბობს: “მართალია ეს საქმე ჩემთვის უაღრესად რთულია, ჩემს შესაძლებლობებზე ბევრად აღმატებული, მაგრამ იმდენი სიკეთე მივიღე ამ სასწავლებლისგან და ხსენებული სასწავლებლის წინამძღვრისგან, იმდენად მადლიერი ვარ მათი (ერთი მხრივ სასწავლებლისა და მეორე მხრივ პედაგოგისა), რომ ამ მადლიერების არ გამოხატვა უფრო დიდი და უფრო მძიმე შეცოდება და ცდომილება მგონია, ვიდრე ის, რომ საკუთარ შესაძლებლობებეზე ბევრად აღმატებული საქმის განხორციელებას ვეცადო. ისიც არ არის მართებული, რომ რაც ჩვენ არ შეგვიძლია იმის აღსრულებას შევეჭიდოთ, მაგრამ გაცილებით დიდი ცოდვა და დიდი ცდომილებაა, რომ მადლიერება, რაც ჩვენ გვაქვს ამა თუ იმ პიროვნებისადმი, აი ეს მადლიერება არ გამოვხატოთ, სხვა თუ არაფერი მადლიერების აღმნიშვნელი სიტყვა არ მივაწოდოთ იმ პიროვნებას, რომელმაც ესოდენი ღვაწლი გასწია ჩვენდამი და ამით უმადურები გამოვჩნდეთ. საშინელი რამ მგონია უმადურობა, საშინელი და ყოვლად საშინელი”. რა თქმა უნდა, ასეთი მკვეთრი ხაზგასმა ისეთი პიროვნებისგან, როგორიც გრიგოლ ნეოკესარიელია, თავის უაღრესად ღრმა საღვთისმეტყველო საფუძვლებს გულისხმობს. ქევანა ციტატა პ.ს. აფხაზ, სად გააქრე ის პოსტი? laugh.gif დევიდ კოპერფილდი? ეს ფორუმი ვერაა ცოტა. ამ დებულებაში ბევრი რამ გამოძახილია, გამოძახილია პირველ რიგში საკუთრივ ადამიანის დაცემისა, რაც სწორედ უმადურობის საფუძველზე მოხდა. მართლაც ადამიანის პირველდაცემა, პირველქმნილი ცოდვა, სწორედ უმადურობას ეფუძნება, რადგანაც ყოვლითურთი სიკეთე მიეგო ადამიანს, რაშიც მას არავითარი დამსახურება არ ჰქონდა. შექმნა რა ადამი და ევა ღმერთმა, ყველანაირი სიკეთით გამსჭვალა ისინი, პირველქმნილი ადამიანი ღვთის ხატებით იქნა დაჯილდოებული და მსგავსებით ღვთისა უკლებლივ ყველა სათნოებით შემკობილი, ღვთის ძეობილობა მას მიემადლა დასაბამშივე, დამკვიდრდა შვების ადგილას (სამოთხესა შინა შვებისასა), სადაც ყოვლითურთ განიშვებდა და განიხარებდა, კვლავ ავღნიშნავთ, არანაირი დამსახურების გამო. მიუხედავად ამისა ადამიანმა საკუთარი ნებით ამ უზენაეს, ყოვლისმცოდნე და ყოვლის მამა-შვილურად მსწავლელ მოძღვარს, თვითნებურად ზურგი აქცია და სხვა მოძღვარს დაუგდო ყური. აქ არაა საუბარი იმაზე ყური რომ დაუგდო, მთავარია ამის შემდეგ როგორ მოიქცა იგი. ადამიანს შეეძლო არ დაეჯერებინა გველის სიტყვები და არ ემოქმედა გველის სიტყვების შესაბამისად, მაგრამ ის უკვე მაინც დიდ ცდომილებაში იქნებოდა, იმიტომ, რომ ყური დაუგდო სხვა მოძღვარს, სხვა პიროვნებას, მისთვის სრულიად უცხოს, მისდამი არანაირი სიკეთის არ მბოძებელს, მაშინ როცა ყოვლადი სიკეთის მომნიჭებელს ზურგი აქცია და აქცია თვითნებურად, დაუკითხავად. აი ესაა განსაკუთრებული უმადურობა როდესაც ჩვენ ვინმე ყველანაირ სიკეთეს მოგვაგებს, აბსოლუტურად უშურველად და უსასყიდლოდ, მხოლოდ ჩვენი სიკეთის მოსურნეობით და ამ დროს მას ზურგს შევაქცევთ ურიდად, კადნიერად, ამპარტავნულად და ვიღაც სხვას მივაპყრობთ ჩვენს ყურთასმენას, სულიერსა თუ ხორციელს. ესაა მკვეთრი გამოხატულება უმადურობისა და ადამიანის დაცემა სწორედ უმადურობამ, მადლიერების დაშრეტამ, განაპირობა. ასევე ისმის, რა თქმა უნდა, გამოაძახილი კიდევ უფრო არქაული მოვლენისა, როდესაც ზეცით ანგელოზი დაეცა. ესეც მკვეთრი გამოახატულებაა უმადურობისა, რადგანაც შემოქმედისგან ყველა სიკეთე მიღებული ანგელოზი, დაწინაურებული, ყოვლად ბრწყინვალე, რომელსაც სინათლის მატარებელი ეწოდებოდა, ანუ ლუციფერი (ეს სახელი, რომელიც მას საკუთარ სახელად მაინც შერჩა და ეშმაკის აღმნიშვნელია, თავისი თავდაპირველი მნიშვნელობით სინათლის მატარებელს გულისხმობდა, დაცემული ანგელოზის პირველადი მდგომარეობის ამსახველია იყო, ისევე როგორც მისი ბერძნული შესატყვისი ეოსფოროსი, ანდა ფოსფოროსი, ან ძველი ქართული მთიები),Yყველა იმ სიკეთის, იმ განსაკუთრებული სიუხვით მადლის მონიჭების შესაბამისად, მადლიერების გამოხატვის ნაცვლად აუმხედრდა თავის მწყალობელს, განიკუთვნა რა თავისი თავისადმი ყველა ეს სიკეთე, განიკუთვნა იმგვარად, რომ თითქოს თავისეული იყო ეს ყოველივე და არა სხვისგან ბოძებული, არა ღვთისგან ბოძებული. მან არათუ მადლიერება გამოხატა ესოდენ სიკეთეთა გამო, მისდამი, ყოვლად კეთილისადმი და ერთადერთი კეთილისადმი (რადგანაც არავინაა კეთილი ღვთის გარდა), არამედ იამპარტავნა, იუკადრისა, რომ სხვისგან ქონოდა ბოძებული ეს ყოველივე. საკუთარი თავი წარმოაჩინა ღირსად ამ ყოველივესი და ამ ყოველივეს პატრონად, მეუნჯედ, რითაც ყოვლითურთ განიშორა მადლიერება, დაიშრიტა ანუ ჩაქრა მაში მადლიერება და სრული უმადურობა ანუ უმადურობითი სიბნელე დამკვიდრდა მასში, რაც არის იგივე მისი დაცემა. ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაშიც, როდესაც პირადი დაცემულობანი ხდება, უეჭველად ყველგან, ყველა შემთხვევაში სახეზეა უმადურობა, უმადურობა ღვთისადმი, უმადურობა ჩვენი კეთილის მყოფელებისადმი ამ ქვეყნად, უმადურობა თუნდაც საკუთარი თავის, ჩვენი პიროვნების, ღვთვბოძებული უბიწოებისადმი და შეურყვნელობისადმი, რაც ბავშვობიდან ღვთისგან გვაქვს მონიჭებული (როგორც ეს ეკლესიისგან დოგმატად არის აღიარებული, რომ ჩვილები არიან პიროვნულად ყოვლითურთ უზაკველნი, ყოვლითურთ შეურყვნელნი), რომ ჩვენ ამ საბოძვარსაც უმადურნი ვუხდებით, იმიტომ, რომ როგორც წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: გავიზრდებით რა (ძველ ქართულად “შეგვეძინება რა სიორძილე გუამისაი”) ჩვენზეა უკვე დამოკიდებული ბავშვურ უმანკოებას შევინარჩუნებთ თუ არა. უმრავლესობა, რა თქმა უნდა, შეგნებულად, თითქოს ერცხვინებოდეს, ამ უმანკოებას განერიდება, განეკრძალვის და ამჯობინებს, რომ უკეთურობაში იყოს ყოვლითურთ განფრდილი, ვიდრე იმ საბოძვარის კეთილად დამცველი და კეთილად დამმარხველი თავის თავში, რაც ბავშვურ, აბსოლუტურ უმანკოებას გულისხმობს, გარდა პირველ ცოდვისა. ე.ი. ყველაფრისადმი უმადურნი ვხდებით, როდესაც ვცოდავთ. აი ეს ყველაფერი ხმიანებს გრიგოლის ზემოთ მოტანილ სიტყვებში, რა სიტყვებიც მას პირველ რიგში საკუთარი თავისადმი აქვს ნათქვამი, რომ რაიმეთი ცოდვილი არ აღმოჩნდეს. უმადურობა გრიგოლს უფრო მძიმედ აღუჩნდება, ვიდრე მის შესაძლებლობებეზე ბევრად აღმატებული საქმის დაწყება და ამ საქმის განსრულება. ამიტომ ხდება, რომ იგი თუნდაც ამ სულიერი ნახშირით აღჭურვილი და სხვა არანაირი გამომსახველობითი შესაძლებლობების მქონე, არანაირი ფერთა ნაირგვარობის მფლობელი, მაინც იწყებს მისთვის უაღრესად რთულად აღსასრულებელი საქმის შესრულებას, რადგანაც აი ეს მეორე მხარე აშინებს, ესაა ის რაც ნესტარივით განეწონება მას და წინისკენ აქეზებს, კეთილი საქმის აღსრულებისკენ აქეზებს, რომ უმადური არ გამოჩნდეს, რადგანაც უმადურობა ყოვლად საშინელია. ასე რომ, რამდენადაც ძალუძს ადამიანს, თუნდაც რომ შეუსაბამო იყოს იმ სიკეთისადმი, რაც მას მიეგო, მაინც რამდენადაც ძალუძს აუცილებლად მადლიერება უნდა გამოხატოს და ესაა დადასტურება მისი კეთილშობილებისა, მის კვლავ ღვთის შვილობისა, რაც გრიგოლ ნეოკესარიელის ცხოვრებაში, არა მხოლოდ ამ მუხლით, არამედ მთელი მისი მოღვაწებით სრულიად ცხადად და აშკარად გამოვლენილა. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
gabrieli. ედიშერ ჭელიძე May 29 2010, 03:47 PM
მმკ
მამა რაფაელმა ამხ... May 29 2010, 04:21 PM
kinoteli
მამა რაფაელმა ამხ... May 29 2010, 04:54 PM
ikanosi
მისი 273 ლექცია მაქვ... May 29 2010, 04:23 PM
თამარი_ცქნაფო
მისი 273 ლექცია მაქვ... May 29 2010, 04:34 PM
მმკ ikanosi
არა, ყველა არ ა... May 29 2010, 04:29 PM
ikanosi თამარი_ცქნაფო
ინებ... May 29 2010, 04:36 PM
თამარი_ცქნაფო
თამარი_ცქნაფო
ინე... May 29 2010, 04:39 PM
gabrieli.
კიდევ თუ გაქვს სხ... May 29 2010, 06:35 PM
ikanosi თამარი_ცქნაფო
:( აუდ... May 29 2010, 04:43 PM
თამარი_ცქნაფო
თამარი_ცქნაფო
:( აუ... May 29 2010, 04:46 PM
ikanosi თამარი_ცქნაფო
:დია... May 29 2010, 04:48 PM
afxazi ikanosi
მე 377 მაქვს, თან ... May 29 2010, 04:50 PM
თამარი_ცქნაფო
ikanosi
მე 377 მაქვს, თან ... May 29 2010, 04:51 PM
ikanosi afxazi
ხოდა არ ხარ შენ ზ... May 29 2010, 04:51 PM
afxazi მმკ
:lol: :lol: :lol:
არ ვი... May 29 2010, 04:58 PM
თამარი_ცქნაფო
მმკ
:lol: :lol: :lol:
არ ვიც... May 29 2010, 04:59 PM
afxazi თამარი_ცქნაფო
ისე... May 29 2010, 04:59 PM
თამარი_ცქნაფო afxazi
კარგია :) May 29 2010, 05:00 PM
ikanosi
რა სერიოზულობით მ... May 29 2010, 05:01 PM
afxazi თამარი_ცქნაფო
კი ... May 29 2010, 05:02 PM
კანუდოსელი ჭელიძე რად გინდათ?..... May 29 2010, 07:38 PM
gabrieli. :D
ედიშერ ჭელიძე - სა... May 29 2010, 07:47 PM
ქევანა კანუდოსელი
მოთხოვ... May 29 2010, 09:22 PM
ikanosi ქევანა
თემატურად ა... May 29 2010, 09:24 PM
ქევანა ikanosi
აუჰ, მაშ ერთიანა... May 29 2010, 09:24 PM
ikanosi ქევანა
ტექსტის რა ... May 29 2010, 09:26 PM
gabrieli. ედიშერ ჭელიძე - შენ... May 29 2010, 09:38 PM
მარიამი შეიცოდეთ ჩემი ისედ... May 29 2010, 09:50 PM
ქევანა მადლობ აფხაზ, წავი... May 29 2010, 10:00 PM
მმკ afxazi
...მაგალითისათვ... May 29 2010, 11:15 PM
agmsarebeli ისეთი შთაბეჭდილებ... May 30 2010, 12:58 AM
მმკ agmsarebeli
სწავლება ძვე... May 30 2010, 12:29 PM
კანუდოსელი ისე, კარელინისტ-აბ... May 30 2010, 12:40 PM
afxazi მმკ
არაფერი წაგიკ... May 30 2010, 12:47 PM
კანუდოსელი
მე არა მგონია ნადმ... May 30 2010, 12:52 PM
მმკ afxazi
წამიკითხავს, მ... May 30 2010, 01:19 PM
agmsarebeli შე დალოცვილო მე თვ... May 30 2010, 04:17 PM
მმკ
ეხლა შენი ნათქვამ... May 30 2010, 05:14 PM
agmsarebeli რა ცუდი პარალელია. ... May 30 2010, 05:19 PM
მხევალი ნინო afxazi
აუფ და ჩვენტან ... May 30 2010, 05:32 PM
მმკ agmsarebeli
სამწუხაროდ ა... May 30 2010, 05:47 PM
agmsarebeli დავუშვათ, წაიკითხე... May 30 2010, 05:56 PM
afxazi მმკ
http://church.ge/index.php?s=... May 30 2010, 06:00 PM
gabrieli. ედიშერ ჭელიძე - შენ... May 31 2010, 03:42 PM
Giorgius gabrieli.
ზედა ლექციები ... Jun 3 2010, 04:03 PM
gabrieli. არა აუდიო ლექციებშ... Jun 7 2010, 04:07 PM
gabrieli. ედიშერ ჭელიძე. აუდ... Oct 8 2010, 06:04 PM
gabrieli. ედიშერ ჭელიძე - შენ... Oct 8 2010, 06:34 PM
gabrieli. ედიშერ ჭელიძის ვიდ... Nov 19 2010, 08:38 PM
gabrieli. ედიშერ ჭელიძე-75 ტელ... Mar 12 2011, 12:13 PM
ბადრი gabrieli.
ძველი ლინკები ... Mar 12 2011, 08:19 PM
gabrieli. განვაახლებ Mar 12 2011, 08:52 PM
gabrieli. ედიშერ ჭელიძე - შენ... Mar 12 2011, 11:26 PM
Giorgius gabrieli.
გაბრიელ მშვიდ... Apr 8 2011, 12:18 AM
ALIUS მადლობა განახლები... Apr 8 2011, 01:45 PM
gabrieli. ედიშერ ჭელიძე. აუდ... Apr 8 2011, 05:07 PM
benediqt gabrieli.
გაბრიელ, იქნე... Apr 19 2011, 02:30 PM
gabrieli. ედიშერ ჭელიძე - მარ... Apr 20 2011, 01:09 PM
gabrieli. ედიშერ ჭელიძის აუდ... Jul 3 2011, 12:24 PM
A.V.M გაბრიელ ეს ყველაფე... Jul 3 2011, 12:58 PM
gabrieli. კი რამოდენიმე არის Jul 3 2011, 09:40 PM
gabrieli. ედიშერ ჭელიძე-ღმერ... Jul 3 2011, 09:53 PM
A.V.M gabrieli.
მადლობა. Jul 4 2011, 12:08 AM
georgios ხომ არ იცით, ჭელიძი... Aug 17 2011, 07:33 PM
archmikael რომელი ნაშრომი გნე... Aug 19 2011, 11:10 PM
georgios archmikael
უფრო ლექციები... Aug 19 2011, 11:16 PM
A.V.M ადრეც ვსაუბრობდით ... Sep 2 2011, 12:06 PM
afxazi A.V.M
ეს წიგნი წარმოა... Sep 2 2011, 02:25 PM
A.V.M ეგ რაფაელი კარელინ... Sep 3 2011, 03:37 AM
afxazi A.V.M
კი ეგ არის. Sep 3 2011, 03:14 PM
GIORGI LELUASHVILI
:blink: :blink: :blink:
ეს მე წი... Sep 3 2011, 03:19 PM
afxazi GIORGI LELUASHVILI
რაო? Sep 3 2011, 03:27 PM
GIORGI LELUASHVILI afxazi
გამიკვირდა და დ... Sep 3 2011, 03:28 PM
afxazi GIORGI LELUASHVILI
გასაკვირი ... Sep 3 2011, 03:29 PM
GIORGI LELUASHVILI afxazi
ანუ მამა რაფაელ... Sep 3 2011, 08:55 PM
afxazi GIORGI LELUASHVILI
არც მე უარ... Sep 3 2011, 09:00 PM
GIORGI LELUASHVILI afxazi
მართლაც ძალიან ... Sep 3 2011, 09:12 PM
afxazi GIORGI LELUASHVILI
საკითხი იმ... Sep 3 2011, 09:18 PM
A.V.M ... Sep 3 2011, 09:26 PM
afxazi A.V.M
მამა რაფაელს და... Sep 3 2011, 09:33 PM
GIORGI LELUASHVILI afxazi
ფაქტია მამა რაფ... Sep 3 2011, 09:44 PM
A.V.M რჩეულნიც კი ცდუნდე... Sep 3 2011, 10:00 PM
GIORGI LELUASHVILI A.V.M
ხო, ზუსტად, ეს აღ... Sep 3 2011, 11:35 PM
A.V.M ... Sep 3 2011, 11:39 PM
GIORGI LELUASHVILI A.V.M
ნუ, რაც არის არის.... Sep 3 2011, 11:48 PM
A.V.M ყველაფერი რაც აქ ა... Sep 4 2011, 12:03 AM
GIORGI LELUASHVILI A.V.M
ბრავო!
ექსპრომ... Sep 4 2011, 12:09 AM
A.V.M შენს პოსტს მოვაყოლ... Sep 4 2011, 12:09 AM
afxazi GIORGI LELUASHVILI
ეს ადამიან... Sep 4 2011, 01:01 PM
GIORGI LELUASHVILI afxazi
მამა იაკობ ჩიჩი... Sep 4 2011, 11:02 PM
sibrdzne.ge ბატონი ედიშერი დიდ... Sep 5 2011, 04:29 PM
georgios sibrdzne.ge
ვინ ამბობს მე... Sep 5 2011, 04:34 PM
GIORGI LELUASHVILI
:არვიცი: Sep 5 2011, 06:16 PM
A.V.M ეს მწვალებლობა სა... Sep 5 2011, 06:47 PM
georgios A.V.M
რა ვიცი, გაიჟღერ... Sep 5 2011, 06:48 PM
A.V.M გასაგებია გაიჟღერ... Sep 5 2011, 06:56 PM
georgios A.V.M
პატრიარქ ბართო... Sep 5 2011, 06:57 PM
A.V.M ენას ძვალი არ აქვს ... Sep 5 2011, 07:05 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 30th January 2026 - 12:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი