სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ika-bebo |
May 31 2010, 08:35 PM
პოსტი
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 35 რეგისტრ.: 29-August 09 მდებარ.: *ტაო-კლარჯეთი* წევრი № 7,430 |
პირველ რიგში მოგესალმებით,
ერთ ჩემ ნაცნობთან კამათი მომივიდა იმასთან დაკავშირებით რომ ის ამტკიცებს რომ: შიომღვიმელის საფლას ზევიდან ვარსკვლავები რომ დაჰყურებს ეს რუსული ეკლესიიდან არის გადმოღებულიო, მთავარ ეკლესიაში წმინდანების გვერძე არის ცხოველები დახატული და ასევე შუბიანი ხალხი რაც ქარისტიანულ ეკლესიაში არ შეიძლებაო, გასაკვირი არ არისო იმიტომ რომ იმ დროისთვის კერპებს ცემდნენ თაყავნსო, თან წმ. შიომღვიემლსი აშენებულიაო და ერთ ხატზე მგელთან ერთად არის გამოსახულიო ხელში სარკმლითო და რანაირი წმინდანია აწიო, ამაზე მაინტერესებს თქვენი აზრი? ეს ფრესკე შემდეგნაირად გამიშიფრა, მაინტერესებს თქვენი აზრიც. ![]() "12 ზოდიაქოს ნიშანი, ანუ 12 ქრისტეს მოწაფე, მზე ანუ იესო არიან ადამიანები რომლებიც ამტკიცებენ რომ ღმერთი არ არსებობს და ჩვენი ღმერთი დამახინჯებული ფორმაა მზის, მზე არის სიცოცხლის სიმბოლო, მზე რომ არა ჩვენ არ ვიარსებებდით ანუ მზე არის ერთგვარი ღმერთი ამ ფრესკაზეე ესაა ნაგულისხმევი...." |
![]() ![]() |
| აბე |
May 31 2010, 11:06 PM
პოსტი
#2
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ika-bebo
ფრესკების შესახებ ბევრს ვერაფერს გეტყვი, ამ საკითხში სხვა კომპეტენტური ადამიანი იქნება ფორუმზე და დაწერს. მე ზოგადად გეტყვი რაც შემიძლია: ცხოველების გამოსახვაში პრობლემას პირადად მე ვერ ვხედავ, რადგანაც ისინი გამოსახულია არა მათი გაკერპების მიზნით, რომელთა წინაშეც უნდა ილოცონ ადამიანებმა, არამედ სულ სხვა მიზნით. გავიხსენოთ, როგორ დაწერა წმ. დავით მეფსალმუნემ სიტყვები "ყოველი სული აქებდით უფალსა": ციტატა დავით მეფე დაჯდა წერად ფსალმუნისა. სულიწმინდის შთაგონებით. მადლით ღვთისა. დავით მეფე ბრძენთაბრძენი. ამ დროს თურმე ახლომახლო ბაყაყს ჰქონდა სამოსახლო. და ბაყაყი აყიყინდა. შეცბა მეფე. არ ესმოდა რას ბრძანებდა სულიწმინდა. უმალ ბრძანა - გააგდეთო საზიზღარი და ვეზირმაც მოყიყინე გააბრძანა. დავით მეფე დაჯდა წერად ფსალმუნისა: სულიწმინდის შთაგონებით. მადლით ღვთისა. უცებ ხედავს სტუმარია. ის ბაყაყი მოყიყინე კვლავ ესტუმრა ნებით ღვთისა და ნაწერზე დაუსკუპდა: „დიდო მეფევ, რად მიკრძალავ ქებას ღვთისა? თუ ასეა, მეც გიკრძალავ შენ გალობას ფსალმუნისა.” მოკლედ, ასე განმეორდა რამდენჯერმე. და არც მეფეს ის სიმშვიდე არ ეღირსა. არ ეღირსა შთაგონება სულიწმინდის, მადლი ღვთისა. მიხვდა მეფე, მიხვდა მაშინ ყოველივეს. დაჯდა წერად დავით ისევ ფსალმუნისა: „ყოველი სული აქებდით უფალსა. ყოველი სული...” ასე, რომ სრულიად შესაძლებელია ცხოველები გამოსახული იყოს ამ დატვირთვითაც - იმის გამოსახატავად, რომ ყოველი დაბადებული უფალ ღმერთს ადიდებს. გავიხსენოთ, როგორ არის ნათქვამი წმ. ბასილი დიდის ლოცვაში, რომელსაც დილაობით ვკითხულობთ "რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტი ნათელი, რომელი განანათლებ და წმიდა-ჰყოფ ყოველთა კაცთა და შენ გაქებს ყოველი დაბადებული უკუნითი უკუნისამდე. ემინ."რა საკვირველია, ცხოველებს სული არ გააჩნიათ, ისინი მშვინვიერი არსებები არიან, მაგრამ სიმბოლურად მათ მიერ უფლის დიდება ჩვენთვის იმის მიმანიშნებელია, რომ მხოლოდ ჩვენი უფალი არს ჭემარიტად სახიერი, საყუარელი და წყარო ყოვლისა სათნოებისა, რომელსა შუენის დიდება, პატივი და თაყუანის-ცემაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ! ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ლუკას სახარებიდან ერთი ასეთი ადგილიც: ციტატა 37. და ვითარცა მიიწია იგი შთასავალსა მას მთისა ზეთისხილთაჲსა, იწყო ყოველმან სიმრავლემან მოწაფეთამან სიხარულით ქებად ღმრთისა ჴმითა დიდითა ყოველთა მათთჳს, რომელნი იხილნეს ძალნი, 38. და იტყოდეს: კურთხეულ არს მომავალი მეუფე სახელითა უფლისაჲთა! მშვდობაჲ ცათა ზედა და დიდებაჲ მაღალთა შინა! 39. და ფარისეველნი ვინმე ერისა მისგანნი ეტყოდეს მას და ჰრქუეს: მოძღუარ, შეჰრისხენ მოწაფეთა შენთა! 40. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: გეტყჳ თქუენ: დაღათუ ესენი დუმნენ, ქვანი ღაღადებდენვე. (ლუკა, 19, 37-40) როგორც ვხედავთ, უფლის დიდება არათუ ცხოველებს, ქვებსაც კი შეუძლიათ და საჭიროების შემთხვევაში მოხდება კიდეც ასე, როგორც თავად მაცხოვარი ბრძანებს სახარების მოცემულ ნაწყვეტში: "ესენი რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს."ასე, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია საფუძველი იმისათვის, რომ ვიფიქროთ, თითქოს ეკლესია ზოდიაქოს იწყნარებს. როგორც მამა თეოდორე გიგნაძე (ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი) განგვიმარტავს, ადამიანი არის თავისუფალი არსება და ეს ნიშნავს იმას, რომ მას შეუძლია თავისი პიროვნული არჩევანისაებრ განსაზღვროს თავისი მომავალი - მის კონკრეტულ არჩევანს, შესაბამისი შედეგი მოჰყვება. კოსმოსში კი ყოველივე დეტერმინირებულია და მისი შემადგენელი ელემენტები საათის მექანიზმის ელემენტების მსგავსად ერთმანეთთან შეხამებულად, ჰარმონიულად მოქმედებენ. ადამიანი არ არის ამ მექანიზმის ნაწილი, იგი თავისუფალია. მისი მომავალი არ არის დამოკიდებული ციურ სხეულებზე, როგორც საათის მექანიზმში რომელიღაცა ბზრიალას მოძრაობა დამოკიდებულია სხვა ბზრიალების მოძრაობაზე. არამედ ადამიანი ამ სამყაროს მექანიზმისაგან თავისუფალია, არ არის ჩაკირული მასში. თვით პავლე მოციქული გვასწავლის, რომ არა ვართ ამ სამყაროს მოქალაქენი, არამედ სასუფევლის მოქალაქენი: "ხოლო ჩუენი მოქალაქობაჲ ცათა შინა არს (ფილიპ. 3, 20)". რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს, მაშინ როდესაც ჩვენ უკვე ვიცით, რომ ციური სხეულების მოძრაობაზეც კი არ არის დამოკიდებული ადამიანის ბედი, მივხვდებით, რომ მითუმეტეს არ ვიქნებით დამოკიდებულნი რაღაც ცხოველებზე, სასწორებზე და ა.შ. ხოლო რაც შეეხება მზეს... ღმერთის მზის დამახინჯებულ ფორმად მიჩნევა ფაქტიურად არის შემდეგის თქმა: ღმერთი არ არსებობს, იგი არის ადამიანის მიერ გამოგონილი არსება, რომელ გამომგონებლობასაც ადამიანებმა საფუძვლად დაუდეს ისეთი საგანი, რომელიც არის სიცოცხლის სიმბოლო. ეს უდიდესი სიცრუეა, რაზეც მეტყველებს უამრავი არგუმენტი. გავეცნოთ რამოდენიმე მათგანს. თუმცა წინასწარ მინდა აღვნიშნო, რომ თეორიულად ღმერთის არსებობის მტკიცება არ არის საკმარისი, საჭიროა იცხოვრო რელიგიურად და ღმერთი შენი ცხოვრებისეული გამოცდილების ნაწილი გახდეს, რათა საბოლოოდ დარწმუნდე მის არსებობაში. თუმცა ამ მოტივით ქრისტიანობის დაწყება არ ვიცი რამდენად სწორია, ეკლესიურობა ალბათ სხვა მოტივით უნდა დაიწყოს ადამიანმა, თუმცა ერთი კი ცხადია. ვინც ჭეშმარიტად ქრისტიანია და არა ნომინალურად ეკლესიური, მას ღმერთი უნახავს, (რა საკვირველია არა ხორციელი თვალით), მათ დარწმუნებით იციან, რომ ღმერთი არსებობს. მაშ ასე, რა არგუმენტები გვაქვს ღმერთის არსებობის შესახებ: ღმერთის დანახვა ღმერთის არარსებობის დასამტკიცებლად ხშირად მოუხმობენ არგუმენტს, რომ იგი არ ჩანს, ამბობენ, მე არსად ღმერთი არ მიხილავსო. მაგრამ ეს არგუმენტი უსუსურია, რადგანაც ეს იმას ჰგავს მიხვიდე ოკეანესთან, კათხით ამოიღო წყალი, ჩახედო და თქვა „აკი ამბობენ, რომ ოკეანეში ვეშაპები არიანო“. იმისათვის, რომ ღმერთის არარსებობის ეს არგუმენტი აბსურდული არ იყოს, საჭიროა, რომ შენი ინტელექტით სრულად ამოწურო მატერია (რომელიც ამოუწურავია).და მაინც, თუ გაგვიჩნდება ღმერთის ხილვის სურვილი მის არსებობაში დასარწმუნებლად, ჩვენს თავს დავუსვათ კითხვა „კი მაგრამ როგორ უნდა დავინახო? ან რას ნიშნავს ღმერთის დანახვა? ან საერთოდ, რამდენად მაქვს იმისი ადექვატური აღქმა, რასაც ვხედავ?“. ადამიანური თვალებით ისიც კი ჩანს, რომ რაღაც საგნები მაგარია, მაგრამ მაგარი სხეული არ არსებობს, რასაც თანამედროვე მეცნიერება ამტკიცებს. ასევე ჩვენს თვალებს შეიძლება ეგონოს, რომ მზე და მთვარე თითქმის ერთნაირი ზომისაა, მაგრამ მათ შორის კატასტროფული სხვაობაა ზომებში. ასევე, ადამიანური თვალებით არ ჩანს მაგალითად ჭიქა წყალში შაქარი არის გახსნილი, თუ არა. თუ მინდა ამ წყალში შაქრის დანახვა, ენით უნდა დავინახო, შეგრძნებით უნდა დავინახო. ანუ დანახვაში მხოლოდ ხორციელი თვალით დანახვა არ იგულისხმება და შესაბამისად ღვთის არარსებობის ზემოთხსენებული არგუმენტი საკმაოდ უსუსურია, რომელიც ბევრ განსჯას არც კი საჭიროებს, რადგანაც ჩვენ რასაც ვერ ვხედავთ, ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ის არ არსებობს. თუმცა ისიც უნდა აღნინიშნოს, რომ დიდი წმინდანების მიერ ღმერთ იხილვებოდა ვითარცა სინათლე, არა ელექტრონული სინათლე, არა მზის სინათლე, არა ინტელექტუალური სინათლე, არამედ ხელთუქმნელი სინათლე, რომელიც მატერია არ არის. უსამართლობის არსებობა ხშირად ადამიანებს ღმერთის არსებობაში იმიტომ ეპარებათ ეჭვი, რომ ამ სამყაროში არსებობს უსამართლობა, ტანჯვა. მაგრამ ქრისტიანებს ეს არავისგან არ ესწავლებათ, რომ ტანჯვა და უსამართლობა არსებობს. იმ ჯვრის სახით, რომელიც გულზე ჰკიდია, ქრისტიანი ჯვარცმულ სიმართლეს, ჯვარცმულ სიყვარულს, ჯვარცმულ სიკეთეს ატარებს. ამ სოფელში თუ ღმერთი მოკლეს (მისი ადამიანური ბუნება და არა პიროვნულად ღმერთი), ადამიანს მოერიდებიან?!საინტერესოა აინშტაინის ეს ცნობილი დიალოგი ერთ-ერთ პროფესორთან: - სანამ კონკრეტულად განსახილველ საკითხზე გადავიდოდეთ, მსურს ცოტა გავისაუბროთ - დოინჯგაკეთებულმა პროფესორმა აუდიტორიაში სიარული დაიწყო. - ვის გწამთ ღმერთის არსებობის? - მ ე - უპასუხა ერთმა ოდნავ გასაგონი ხმით. - ძალიან კარგი - ამჯერად უკვე მომღიმარემ გააგრძელა - მაშინ მიპასუხე, ყველაფერი რაც არსებობს ღმერთის შექმნილია? - დიახ. - ღმერთმა შექმნა ყველაფერი? - გაიმეორა იგივე კითხვა უკვე გაცილებით კონკრეტულად და შედარებით მაღალი ტონით. - დიახ ბატონო. - თუ ღმერთმა შექმნა ყველაფერი გამოდის, რომ მანვე შექმნა ბოროტება, რადგან ასეთი რამ არსებობს. ხოლო თუ გავითვალისწინებთ არსებულ პრინციპს, რომ ჩვენი საქმენი განგვსაზღვრავენ პირადად ჩვენ, გამოდის - ღმერთი ბოროტიცაა. ასეთი პასუხის გამგონე სტუდენტი დადუმდა. პროფესორი აშკარად კმაყოფილი იყო მიღწეული შედეგით, ამაყად დარბაზს გადახედა, თითქოს თვალებით ანიშნა: ''ალბათ მიხვდით რისი თქმაც მსურდა'' და განსახილველ საკითხზე გადასასვლელად მოემზადა. - შეიძლება ბატონო შეკითხვა თქვენც დაგისვათ? - გაისმა აუდიტორიაში - რა თქმა უნდა. - ბატონო პროფესორო სიცივე არსებობს? - რა შეკითხვაა? რა თქმა უნდა არსებობს. შენ რა არასდროს შეგცივნია? სტუდენტებს გაეცინათ და ირონიულად შეხედეს კითხვის დამსმელს. - სინამდვილეში კი ბატონო, სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონების თანახმად, რასაც ჩვენ სიცივედ ვთვლით, სხვა არაფერია თუ არა სითბოს არ არსებობა. ადამიანის ან საგნის შესწავლა შესაძლებელია იმის მიხედვით გააჩნია თუ არა მას ან გადასცემს თუ არა ის ენერგიას. ''აბსოლიტური ნოლი'' - 273 გრადუსი ცელსიუსი წარმოადგენს სითბოს სრულ არ არსებობას. სიცივე არ არსებობს. ჩვენ შევქმენით ეს სიტყვა, რათა აღვწეროღ ის, რასაც სითბოს არ არსებობისას ვგრძნობთ და მას მოყვება. ამჯერად დარბაზში სიჩუმე იდგა. - ბატონო პროფესორო სიბნელე არსებობს? - რა თქმა უნდა არსებობს - სერიოზულად მიუგო პროფესორმა. - თქვენ ისევ ცდებით. სიბნელეც არ არსებობს. სინამდვილეში სიბნელე წარმოადგენს სინათლის არ არსებობას. ჩვენ უნარი შეგვწევს სინათლის შესწავლის, მაგრამ არა - სიბნელის. ჩვენ შეგვიძლია დავშალოთ დღის შუქი მრავალ სხვადასხვა ფრად და შევისწავლოთ ყოველი ფერის განსხვავებული ტალღათა სიგრძე. თქვენ ვერ შესძლებთ სიბნელის გაზომვას. უბრალო სინათლის სხივს ყოველთვის შესწევს უნარი შეიჭრას სიბნელის სამყაროში და გაანათოს იგი. როგორ შესძლებთ იმის გაგებას, თუ რამდენად ბნელია რომელიმე სივრცე? თქვენ გაზომავთ რა რაოდენობის სინათლეა იქ წარმოდგენილი. განა ასე არ არის?! სიბნელე ეს მცნებაა, რომელსაც ადამიანი იყენებს იმის აღსაწერად, თუ რა ხდება სინათლის არ არსებობისას. სტუდენტმა პაუზა გააკეთა. სურდა ბოლომდე დასულიყო ადრესატამდე ნათქვამი, რაც ალბათ შესაბამის რეაქვიას გამოიწვევდა, თუმცა დარბაზში კვლავ სიჩუმეა გაბატონებული. - და ბოლოს... ბოროტება თუ არსებობს? ამჯერად პროფესორმა უკვე გაუბედავად უპასუხა: - არსებობს, რაც უკვე ავღნიშნე. ჩვენ ვხედავთ მას ყოველ დღე. სისასტიკე ადამიანთა შორის, უამრავი დანაშაული და ძალადობის ფაქტები მთელ მსოფლიოში... ეს მაგალითები სხვა არაფერია, თუ არა ბოროტების გამოვლინება. - ბოროტება არ არსებობს პროფესორო, ყოველ შემთხვევაში ის არ არსებობს როგორც ასეთი, პირადად მისთვის. ბოროტება ეს უბრალოდ ღმერთის არ არსებობაა. ის გავს სიცივესა და სიბნელეს - სიტყვა, ადამიანის მიერ შექმნილი, რომ აღწეროს ღმერთის არ არსებობა. ღმერთს არ შეუქმნია ბოროტება. ბოროტება ეს არაა რწმენა ან სიყვარული რომლებიც არსებობენ სითბოსა და სინათლის მსგავსად. ბოროტება ესაა ადამიანის გულში ღვთაებრივი სიყვარულის არ არსებობის შედეგი, რომელიც დგება როდესაც არ არის სითბო... ან სიბნელის მსგავსად რომელიც დგება სინათლის არ არსებობით. ღმერთის არსებობის კოსმოლოგიური არგუმენტი ღმერთის არსებობის კოსმოლოგიური არგუმენტი გულისხმობს იმას, რომ ამ მოწესრიგებულ, ჰარმონიულ, მშვენიერ სამყაროს აუცილებლად ჰყავს ის არქიტექტორი, რომელმაც ასე შექმნა იგი. ფაქტიურად დღეს უკვე აღარც განიხილავენ სამყაროს შექმნის აფეთქების თეორიას, რადგანაც მეცნიერები კარგად ხვდებიან, შეუძლებელია ნგრევისა და ქაოსის მომტან მოვლენას შენება და მოწესრიგება მოეტანა ვიღაცის ან რაღაცის ჩარევის გარეშე. საინტერესოა მსჯელობა ყოფიერებისა და ყოფიერების დასაბამის შესახებ, რომელიც ამბობს, რომ თუ არსებობს ყოფიერება, მაშინ უნდა არსებობდეს ზეყოფიერებაც, რომელიც არის წყარო ყოფიერებისა. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება მაგალითი მდინარის შესახებ. თუ არსებობს მდინარე, ესე იგი მას აუცილებლად აქვს სათავე. ასევე, თუ არსებობს ყოფიერება, აუცილებლად არსებობს მისი შემოქმედი. აქვე შეიძლება თეოლოგიური არგუმენტის განხილვაც, რადგან იგი ფაქტიურად კოსმოლოგიური არგუმენტის გაგრძელებაა. იგი ასე ჟღერს: თუ სამყაროში არსებობს კანონზომიერებები, მათი დამწესებელიც (შემოქმედიც) უნდა არსებობდეს. ღმერთის არსებობის ონტოლოგიური არგუმენტი ეს არგუმენტი ამბობს, რომ რადგანაც ჩვენ გვაქვს წარმოადგენა სრულყოფილ არსებაზე, ე.ი. იგი არსებობს. ეს არგუმენტიც, ზოგისთვის მისაღებია, ზოგისთვის -არა.ღმერთის არსებობის ფსიქოლოგიური არგუმენტი ყველა ადამიანში არის იდეა ღმერთის არსებობის შესახებ. ღმერთის არსებობა, რომ მხოლოდ ლოგიკური განსჯის ნაყოფი ყოფილიყო, ეს იდეა ადრე თუ გვიან ჩაქრებოდა, მაგრამ სამყაროს არსებობის მანძილზე ღმერთის არსებობას ადამიანი შინაგანად ატარებს. ღმერთის არსებობის ისტორიული არგუმენტი არ არსებობს ერი, არ არსებობს ტომი (თუნდაც კაციჭამია ტომები), რომელსაც რელიგია არა აქვს. ამ არგუმენტს ათეისტები უპირისპირდებოდნენ იმით, რომ ამბობდნენ „მათ იმიტომ ჰქონდათ რელიგია, რომ ისინი განუვითარებლები იყვნენო“. ამის საპირისპიროდ, არსებობს ფაქტი იმისა, რომ კაცობრიობის წიაღში ყველაზე მეტად განვითარებული ადამიანების, ანუ დიდი მეცნიერების 99%-ს ყოველთვის სწამდათ ღმერთის არსებობა. ღმერთის არსებობის ზნეობრივი არგუმენტი ზნეობრივი კანონი თითოეულ ადამიანშია. იგი არ არის კეთილშობილი ინსტიქტები, რომლებიც ადამიანს შეუძლია განახორციელოს ან არ განახორციელოს. არამედ ზნეობრივი კანონი არის ის, რომელიც ადამიანს უბრძანებს, თუ რომელი ინსტიქტი განახორციელოს და რომელი - არა. მაგალითად, პიანინოზე არ არსებობს არასწორი კლავიში, მაგრამ გააჩნია რა დროს რომელს უნდა დააჭიროს პიანისტმა, იმისდა მიხედვით, თუ რა ნაწარმოების ნოტები უდევს მას წინ. როდესაც გაჭირვებული კაცი ქუჩაში ხედავს, რომ მის წინ მილიონერს ძირს უვარდება საფულე და თვითონ სახლში მშიერი ბავშვები ელოდება, ამ დროს ორი ინსტიქტი ამუშავდება მასში: ან დაუბრუნოს, ან თავის ნახევრად მშიერ ავადმყოფ ბავშვს წამალი უყიდოს. ორივე ინსტიქტი ლოგიკურად გამართლებულია („ორივე კლავიში სწორია“). ან მაგალითად, როდესაც ადამიანი ქუჩაში ხედავს, რომ ქალს შეურაცხყოფენ, სცემენ, რომელიც შველას ითხოვს, ამ დროსაც ორი ინსტიქტი ამუშავდება მასში: ან მიეხმაროს მას, ან გაიაროს, რადგანაც შეიძლება ჩხუბში მოკლან და ცოლ-შვილი უპატრონოდ დარჩეს. აქაც „ორივე კლავიში სწორია“. არ არსებობს ადამიანში ცუდი და კარგი ინსტიქტი (ყველა ინსტიქტი კარგია), არსებობს ცუდი და კარგი არჩევანი. და ის რაღაც კანონი, რომელიც ადამიანში ზის (ზნეობრივი კანონი) ავალდებულებს მას სწორი არჩევანის გაკეთებაში. ხშირად ზნეობრივი კანონის არსებობას მიაწერენ ადამიანის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგანაც ეს კანონი ძალიან ხშირად იმის გაკეთებას უბიძგებს ადამიანს, რაც მას საერთოდ არ აწყობს და საერთოდ არ სიამოვნებს. ასევე ცდილობენ ზნეობრივი კანონის წყაროს სოციუმისადმი მიწერას და ამბობენ, რომ საზოგადოება „შეთანხმდა“, რომ „ეს“ უნდა იყოს ზნეობა (და არა „ის“), მაგრამ ეს არასწორია რადგანაც ხშირად ზნეობრივი ნორმები ამ „შეთანხმების“ წინააღმდეგ მიდის, გაცილებით ფართო და დიადია ისინი. „აბა საზოგადოების გარეშე ადამიანი უზნეო იქნებოდაო“ იტყვის ადამიანი და სწორიც იქნება, მაგრამ იმის თქმა მაინც არ შეიძლება, რომ საზოგადოებაა ზნეობრივი კანონის წყარო. საზოგადოება მხოლოდ ხელს უწყობს ადამიანის შიგნით არსებული ზნეობრივი კანონის განვითარებას, ისევე როგორც იგი (საზოგადოება) ხელს უწყობს ადამიანის შიგნით არსებული მეტყველების უნარის განვითარებას, მაგრამ თავად ამ უნარს არ აძლევს. ეს რომ ასე იყოს (საზოგადოება რომ აძლევდეს მეტყველების უნარს), მაშინ საზოგადოებაში დაბადებულ-გაზრდილი მაიმუნიც ისწავლიდა მეტყველებას. მაშასადამე ადამიანი არის ზნეობრივი არსება. კანტი ამბობდა, რომ რადგან ადამიანი ზნეობრივი გონიერი და თავისუფალი არსებაა, ის აუცილებლად უნდა მიისწრაფოდეს უმაღლესი სიკეთისკენ - ჭეშმარიტების შემეცნებისკენ, სათნოებებში სრულყოფილებისაკენ და ბედნიერებისაკენ, რაც ამ ცხოვრებაში მიუღწეველია. თუმცა ადამიანს ეს „შია და სწყურია“, ადამიანი ამისთვის არის დაბადებული და ეს მისწრაფება, კანტის აზრით, ლოგიკურს ხდის იმას, რომ არსებობს ღმერთი და არსებობს სულის უკვდავება. ადამიანის თავისუფლება - ღმერთის არსებობის დამადასტურებელი კანტი ღმერთის არსებობას ხსნიდა ადამიანის თავისუფლებითაც. იგი ამბობდა, რომ თუ ოდესღაც ერთხელ მაინც უარსებია ისეთ ადამიანს, რომელიც თავისი სიცოცხლის მანძილზე ერთი წამით მაინც ყოფილა აბსოლუტურად თავისუფალი, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ამ სამყაროს შვილი არ არის. ამ სამყაროში ყველაფერი დეტერმინირებულია, ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვით არის მოცემული და ადამიანი რომ ამ სამყაროს შვილი იყოს, მაშინ ისიც ამ ჯაჭვში იქნება, რასაც ამტკიცებენ ასტროლოგები და ა.შ. თავისუფლება არის ნიშანი იმისა, რომ ადამიანი ამ სამყაროს მოქალაქე არ არის, ადამიანი მარადისობაში გადადის და არსებობს ღმერთი. ღმერთის არსებობის რელიგიური არგუმენტი ეს არგუმენტი მიუთითებს პრაქტიკულ რელიგიურ ცხოვრებაზე. როცა ადამიანი ცხოვრობს ისე, როგორც უფალმა თქვა და როცა ადამიანს სურს ღმერთი იხილოს. ეს არის ყველაზე სწორი გზა და დადასტურება იმისა, რომ ღმერთი არის. ამის გარეშე ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტი უბრალოდ უსუსური იქნება და არაფრის მომცემი. როცა ადამიანი რელიგიური ცხოვრებით ცხოვრობს, ის თითქოს მეცნიერი ხდება სულიერ ცხოვრებაში. მას აქვს თეორია, იგი იწყებს ცდების ჩატარებას საკუთარ თავზე და ემპირიულად ხვდება, რომ ღმერთი არის. და შემდგომ უკვე, როცა მის გულს ერთხელ მაინც ღმერთი შეეხება ნამდვილად და ის ღირსეულ ცხოვრებას დაიწყებს, მერე უკვე არ არსებობს ძალა რომელიც მასსა და ღმერთს შორის ჩადგება. ისეთი ძალა ამ სამყაროში არ არსებობს, რომელიც ადამიანის გულს ღმერთს მოწყვეტს, იმ გულს, რომელიც ღმერთის სიყვარულით არის ანთებული. ალბათ ზედმეტი იქნება იმ უდიდესი სასწაულების მოხმობა, რასაც დღეს ვხედავთ. თუმცა ურიგო არ იქნება გავიხსენოთ ის მოწამეები, რომლებიც თავის სიცოცხლეს არ იშურებდნენ ღვთისათვის. შეუძლებელია გამოგონილ იდეალს შესწირო თავი, თუ არა ცოცხალ, რეალურად არსებულ ღმერთს. შეგიძლიათ ნახოთ ინტერნეტში დოკუმენტური ფილმი აღდგომის შესახებ: http://www.myvideo.ge/?video_id=289312 . ამ ფილმში ნათქვამია, რომ მრავალი არაქრისტიანი ადასტურებს ქრისტეს აღდგომას, თვით პილატეც კი, რომელმაც ჯვარს აცვა იგი, აღიარებს, რომ ქრისტე აღსდგა და იგი ჭეშმარიტად ღმერთია, რადგანაც აღდგომა მხოლოდ ღმერთს შეეძლო. ქრისტე რომ არ აღმდგარიყო და მისი ცხედარი მოეპარათ, მაშინ ვისთვის კვდებოდნენ წმ. მოწამენი?! თავიანთი მოგონილი ღმერთისთვის?! ვფიქრობ საკმარისია რაც დავწერე. ღმერთის არსებობის არგუმენტები ამოწერილია დეკ. თეოდორე გიგნაძის ლექციიდან: http://church.ge/index.php?showtopic=7620 (ამ ლინკზე მოცემულია 8 ლექცია, ჩემს მიერ ამოწერილი არგუმენტები I ლექციაშია). -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
ika-bebo შიომღვიმის ეკლესის ფრესკები May 31 2010, 08:35 PM
აკაკი მართმადიდებლობა ზ... May 31 2010, 10:56 PM
აბე აკაკი
მე როდესაც ა... May 31 2010, 11:29 PM
მარიამი http://www.orthodoxy.ge/skhva/zodiako/zodiakos_rka... Jun 1 2010, 11:01 AM
tamuna m ika-bebo
რას პანიკობ? :D
ა... Jun 1 2010, 03:20 PM
ქევანა ერთი დამანახეთ ის ... Jun 1 2010, 04:07 PM
tamara ზოდიაქო არ ნიშნავს... Jun 1 2010, 05:58 PM
kinoteli მთავარია ასტრონომ... Jun 1 2010, 08:16 PM
tamara
ძველად ეს ცნებები ... Jun 1 2010, 10:30 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th March 2026 - 10:16 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი