![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
lutecia |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 29 რეგისტრ.: 19-May 10 წევრი № 8,861 ![]() |
გთხოვთ, დაწეროთ ყველამ თქვენი აზრი ამ თემის შესახებ ძალიან მაინტერესებს და ჭეშმარიტება ახსნას ვერ მივაგენი.
ბიბლიაში ვერსად ვერ ვნახე რომ ომში კაცის კვლა ცოდვა არ არის.ჩემი აზრით ცოდვაა და არ აქვს მნიშვნელობა რატომ მოკლავ ადამიანს.უფლის მიერ მინიჭებული სიცოცხლის წართმევის უფლება არ გვაქვს..მითუმეტეს თუ ჩვენთვის არაფერი დაუშავებია და მაინც ვკლავთ.იეღოველებსაც ასე წამთ. გთხოვთ, მჭირდება ბიბლიური არგუმენტაცია ამ ცოდვის გასამართლებლად. |
![]() ![]() |
kinoteli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() SHEFICULI ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 ![]() |
ციტატა თამრო ვაშლოვანელი ვინღა იყო?)))))) თამროს დედა მალე მოუკვდა. მამაც რომ გამოესალმა ამ წუთისოფელს, ბატონმა თამრო ვიღაც გადამთიელს მიჰყიდა, მაგრამ თამრომ თვითონვე დაიხსნა თავი. მამის ოჯახში რომ ბრუნდებოდა, გამოიარა ერთ ტყეში, სადაც დათვი დახვდა წინ და დაეჭიდა, მაგრამ უშიშარმა გმირმა ქალმა მოკლა დათვი და დაიხსნა თავი მეორე განსაცდელისაგან. თამრო ცხოვრობდა სოფელ ვაშლოვანში. ყოფილა სასტიკი და გაუტეხელი, მეხი დედაკაცი, რის გამოც მისი სახელი განთქმულა საქართველოში. სოფელში უიმისოდ არა კეთდებოდა რა. ერთხელ ვაშლოვანს თათრები დასცემიან, აუკლიათ სოფელი, დაუნგრევიათ ეკლესიები და მცხოვრებნი ტყვედ წაუყვანიათ. თამრო გამოსდგომია თათრებს, დასწევია თავისი რაზმით და საკვირველი გმირობა გამოუჩენია. მტერი დაუმარცხებია და გაუთავისუფლებია ქართველი ტყვეები. ეს ამბავი ერეკლე მეფეს რომ შეუტყვია, ძლიერ დიდის მადლობით უთქვამს თამროსათვის: - ოჰ, შვილო! შენ გენაცვალოს ჩემი მოხუცი თავი, რომ შენის მაგალითით კაცებიც გამხნევდნენო. მეფეს მიუცია მისთვის და მისი ამხანაგებისატვის ტყვია-წამალი და ერთ ზარბაზანსაც დაჰპირებია. თამროს თავის რაზმში ბევრი მეომარი ქალიც ჰყოლია. თამროს და მის რაზმს ბევრჯერ გადაურჩენია ვაშლოვანის მცხოვრებნი ლეკებისა და თათრების თარეშისაგან. ერთ ავ აზნაურს მისი დიდება და ქება შეშურებია და ქვეყნის ღალატი დაუბრალებია. მეფეს პირზე დაუყენებია მაბეზღარი თამროსათვის. თამროს დაუმტკიცებია თავისი ერთგულება სამშობლო ქვეყნისა და მტრობა და ღალატი თვით იმ მაბეზღარი აზნაურისა. მაშინ მეფეს უთქვამს თამროსათვის: - წადი შვილო თამრო, ეცადე შენი მაგალითით მამაკაცებიც გაუერთგულო სამშობლოსო. ამ დროს მეფესთან ყოფილან თავადები და რადგან მოსწონებიათ თამროს ახოვანება, უთხოვიათ, აი იმ ფალავანს დაეჭიდეო, თამროს უარი არ უთქვამს, დასჭიდებია და დაუმარცხებია ეს ფალავანი. ფალავნობამ თამროს ბევრი მტერი გაუჩინა. ამიტომ დამალულა და არავის ეჩვენებოდა. იგი იცავდა გლეხების ოჯახებს ბოროტმოქმედი ბატონებისაგან, რის გამოც ბატონები გადაემტერენ. ერთ დღეს დაუჭერიათ და მდინარე მტკვარში გადაუგდიათ. თამროს ბევრი უწვალია და ერთ ბურჯზე ასულა, მაგრამ იქიდან სისუსტის გამო ვეღარ ჩამოსულა და მშიერ-მწყურვალს სული განუტევებია. მისი გვამი დიდი პატივით დაუსაფლავებიათ თრიალეთის ეკლესიაში. -------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 05:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი