![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
lutecia |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 29 რეგისტრ.: 19-May 10 წევრი № 8,861 ![]() |
გთხოვთ, დაწეროთ ყველამ თქვენი აზრი ამ თემის შესახებ ძალიან მაინტერესებს და ჭეშმარიტება ახსნას ვერ მივაგენი.
ბიბლიაში ვერსად ვერ ვნახე რომ ომში კაცის კვლა ცოდვა არ არის.ჩემი აზრით ცოდვაა და არ აქვს მნიშვნელობა რატომ მოკლავ ადამიანს.უფლის მიერ მინიჭებული სიცოცხლის წართმევის უფლება არ გვაქვს..მითუმეტეს თუ ჩვენთვის არაფერი დაუშავებია და მაინც ვკლავთ.იეღოველებსაც ასე წამთ. გთხოვთ, მჭირდება ბიბლიური არგუმენტაცია ამ ცოდვის გასამართლებლად. |
![]() ![]() |
კანუდოსელი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 ![]() |
პაციფიზმის უკუგდება იმ მოტივით,რომ ყველა რომ პაციფისტი ყოფილიყოო...-არ გამოდგება. პაციფიზმი თავის ადგილს იკავებს და სრულიად დამსახურებულად - არის ხალხი, ვისაც მოეთხოვება იყოს პაციფისტი - ბერები. თუნდაც ეს მაგალითი მოწმობს იმას, რომ ადამიანს პაციფიზმი არ უნდა დაუძრახო. და ისიც ცხადია რომ ყველა ვერ იქნება პაციფისტი.
თან გავრცელებული შეცდომაა, რომ გიყვარდეს მტერი შენი, მხოლოს შენს პირად მტერს ეხებაო. ახალი აღთქმა უკვე ნიშნავს რომ მესია დაიბადა, ანუ ის ძველი საშიშროება არღარ გვაქვს, ამის გამო იესო ქრისტე აძლევს კაცობრიობას ახალ მცნებას: "გიყვარდეთ მტრები", კრიტიკას ვერ უძლებს ის გარემოება, როდესაც ამბობენ, რომ პირად მტერზე უნდა თქვა ეგ და არა ზოგადადო...მაგრამ ჯერ ერტი იქ არ წერია არაფერი კონკრეტიკაზე, არამედ წერია "მტერი" და მორჩა და მეორეც, ძველ აღთქმაში: თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ არის ის ადგილი, რომლის განვრცობასაც გვთავაზობს იესო ქრისტე ახალი მცნებით: "გიყვარდეთ მტრები", ამიტომ მისი ამ მცნების გასაგებად, საინტერესოა ჯერ გავიგოთ ის ადგილი ძველი აღთქმიდან, რომელზეც იესო მიუთითებს. ჩვენ პროტსტანტები არ ვართ, რომ ზედაპრუად განვიხილოთ საკითხი, ამიტომ მოდი ვნახოთ რა იყო მოტივი იმ ცოდვისა და რა იგულისხმებოდა იქ. მოკლედ აი რა წერია ძველ აღთქმაში: Третья Книга Моисеева. Левит Синодальный перевод Глава 24 11. хулил сын Израильтянки имя [Господне] и злословил. И привели его к Моисею [имя же матери его Саломиф, дочь Давриина, из племени Данова]; და ამის შემდეგ მოსე აძლევს ხალხს მცნებას "კბილი კბილისა წილ". გავარჩიოთ: ვინ მოიყვანეს? მოიყვანეს მტერი უფალის, ანუ ის ადამიანი, რომელიც მკრეხელობდა ღმერთის სახელის წინააღმდეგ. ე.ი. ძველი კანონი: კბილი კბილისა წილ ხალხს მიეცა არა მარტო პირადი მტრის წინააღმდეგ, არამედ ღმერთის მტრებზეც. მაშინ, როდესაც იესო ამბობს: ახალ მცნებას გაძლევთ, და პარალელი მოყავს მაგ ძველ კანონთან, და ახალს წარმოგვიდგენს მის სრულყოფილ სახედ, ცხადია, რომ პარალელი გულისხმობს იგივე სიტუაციის მიხედვით მცნების სრულყოფილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმოუდგენელია იესოს სიტყვები: გსმენიათ: კბილი კბილისა წილ ამ კონტექსტში,მაგრამ ახალი მცნება რადგან იგივე სიტუაციის მიხედვით უნდა გავიგოთ, ე.ი. მცნება გიყვარდეთ მტრები მარტო პირად მტერს არ გულისხმობს. ამის მერე გასაგებია იესოს დამოკიდებულებაც პეტრე მოციქულის მიმართ, როდესაც ის უკრძალავს იარაღის გამოყენებას მოციქულს იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ნამდვილად მტერია თავად ქრისტესი - ეს კი თავის მხრივ იმ "მოტივს", რომ მტრის მოკვლა არაა ცოდვა,არამედ შესაქები საქმე - აბსურდია იესო ქრისტეს სიტყვების კონტექსტში. უბრალდ სწორი აქცენტებია საჭირო - ომში მოკვლა ცოდვაა, მაგრამ არმოკვლა, ვაი რომ უფრო დიდი ცოდვა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 04:55 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი