აბორტის კანონით აკრძალვა გამოსავალია? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აბორტის კანონით აკრძალვა გამოსავალია? |
lutecia |
Jun 2 2010, 12:02 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 29 რეგისტრ.: 19-May 10 წევრი № 8,861 |
გამარჯობათ, ალბათ ყველამ იცით რომ აბორტი უმძიმესი ციდვაა რომ აგარაფერი ვთქვათ მის მორალურად მძიმე მხარეზე... აბორტი (აბორტუს) ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას. იგი მსოფლიოს 193 ქვეყნიდან 119 ქვეყანაშია ლეგალიზებული. მათ შორის აშშ-ი, კანადაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჩინეთში, რუსეთსა და ასევე საქართველოშიც. აბორტის ლეგალიზაცია გულისხმობს, რომ იგი ნებადართულია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. (საქართველოში ეს შემთხვევები დადგენილია ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონით).ამ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია მხოლოდ ორსული ქალის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და სამართლებრივი დაცვის მიღმა რჩება ჩანასახის სიცოცხლე...
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 136-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს შვილების რაოდენობა და დაბადების დრო. სახელმწიფოს პრიორიტეტული ამოცანაა ქალის ჯანმრთელობის დაცვა აბორტების შემცირების გზით (მ139.პ.1). ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებული ექიმის მიერ, თუ ა) ორსულობის ხანგძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას და ბ) ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან გასულია 3 დღის მოსაფიქრებელი ვადა. ამასთან გასაუბრების დროს ექიმი ვალდებულია უპირატესობა მიანიჭოს ნაყოფის სიცოცხლის დაცვას და ყველანაირად შეეცადოს დაარწმუნოს ქალი ნაყოფის შენარჩუნების აუცილებლობაში. თუმცა ყველა შემთხვევაში “არჩევანი დედის პრეროგატივაა.” ბიბლიაში სიტყვა „აბორტი“ ან მისი სინონიმი არ გვხვდება, მაგრამ ამ დამღუპველ მოვლენასთან დაკავშირებით ჩვენ სრულიად ნათელი დასკვნების გამოტანა შეგვიძლია,ქვემოთ მოცემული ბიბლიური ციტატებიდან. ბიბლიაში სრულიად ცხადად და არაორაზროვნად განცხადებულია, რომ ადამიანის სიცოცხლე იწყება არა დაბადების წამიდან, არამედ მისი ჩასახვიდან: „ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი და დედის საშოში შენი გამომსახველი, რომელიც შეგეწევა შენ“ (ესაია 44, 2). „რამეთუ შენ დაჰბადენ თირკუმელნი ჩემნი და შემიწყნარე მე დედის მუცლით ჩემითგან. აღგიარო შენ, რამეთუ საშინელად საკვირველ იქმენ; საკვირველ არიან საქმენი შენნი, და სულმანცა ჩემმან უწყის ფრიად“ (ფსალმ. 138, 13-14). „ვიდრე მუცელში გამოგსახავდი, გამოგარჩიე; ვიდრე საშოდან გამოხვიდოდი წმიდა გყავი, ხალხების ქადაგად დაგადგინე“ (იერემია 1, 5). „...უფალმა მუცლიდან მომიწოდა, დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი... ახლა ამბობს უფალი, მუცლიდანვე ჩემი გამომსახველი თავის მორჩილად...“ (ისაია 49, 1-5). მოციქული პავლე ამბობს: „...ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა“ (გალატ. 1, 15). „განა ვინც მე შემქმნა მუცელში, მანვე არ შექმნა იგი? განა ერთმა არ გამოგვსახა საშოში?“ (იობი 31, 15). მიუხედავად იმასა,რომ აბორტი დიდი ცოდვაა იგი არა არის დასჯადი კანონით გარკვეული გარემოებების არსებობისას. თქვენი აზრით, შეამცირებს თუ არა ამ დიდ ცოდვას კანონის გამკაცრება. რას დაუმატებდით ან რას შეცვლიდით დღეს მოქმედ კანონში.ან საერთოდ თუ მიიჩნევთ აბორტს ცოდვად? მიმაგრებული სურათ(ებ)ი |
lingvo |
Jun 2 2010, 06:58 PM
პოსტი
#2
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
.zakaria.
მკვლელობა რატომ იკრძალება მაგ ლოგიკით თუ მივყვებით? აბორტი იგივე მკვლელობაა. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
.zakaria. |
Jun 2 2010, 07:01 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 |
.zakaria. მკვლელობა რატომ იკრძალება მაგ ლოგიკით თუ მივყვებით? აბორტი იგივე მკვლელობაა. ძამიკო რატომ არგინდა გაიგო რომ ამქვეყანასი სადაც ასეთი გაჭირვებაა და სადაც მამაკაცები ორსულ ქალებს ტოვებენ,იქ არშეიძლება კანონით აიკრძალოს აბორტი, აი დაგიორსულდა შენ ქალი ხდება ყველაფერი და არუნდა იმ ქალს რომ შენი შვილის დედა იყოს ,რა არააქ უფლება აბორტის? -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
terra |
Jun 2 2010, 08:19 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
რა არააქ უფლება აბორტის? დანიელი ბუდისტი ოლე ნიუდალი ამბობს: „ჩვენ არ უნდა გვეცოდებოდეს პატარა გოგონა, რომელიც საკუთარმა ბიძამ გააუპატიურა, რადგან წინა ცხოვრებაში თვით იგიც (გოგონა) ანალოგიურად მოიქცაო“. რაღაც ამგვარზე დაყრდნობით, ხო? -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
terra |
Jun 2 2010, 11:40 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
დანიელი ბუდისტი ოლე ნიუდალი ამბობს: „ჩვენ არ უნდა გვეცოდებოდეს პატარა გოგონა, რომელიც საკუთარმა ბიძამ გააუპატიურა, რადგან წინა ცხოვრებაში თვით იგიც (გოგონა) ანალოგიურად მოიქცაო“. რაღაც ამგვარზე დაყრდნობით, ხო? ზაქარია, გიმეორებ შეკითხვას. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი