დაუნის სინდრომი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დაუნის სინდრომი |
athos |
Jan 29 2010, 09:47 PM
პოსტი
#1
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ეს არის ქრომოსომული პათოლოგია (21-ე ქრომოსომის ტრისომია)
საკმაოდ ხშირია 800-1000 ახალშობილში ერთი იბადება ამ სინდრომით. ამ თემაში თვითონ ამ სინდრომზე ნაკლებად, უფრო საზოგადოების მისადმი დამოკიდებულებაზე მინდა გავაკეთო აქცენტი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი მშობელი ამ სინდრომის მქონე ბავშვებს სამშობიაროშივე ტოვებს და შემდგომ საერთოდ არ აკითხავს მათ. არასრულფასოვანი მოვლისა და კვების შედეგად კი ეს ბავშვები (რომლებსაც ისედაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ) ხშირად ერთი წლის ასაკსაც ვერ აღწევენ. ვფიქრობ პრობლემა საზოგადოებაშია. ჩვენი საზოგადოება ფსევდოქრისტიანულია, საოცრად გულგრილი და არატოლერანტული. სწორედ ამ საზოგადოებრივი წნეხის გამოა, რომ დედას უჭირს ბავშვის თავისთან დატოვება (რას იტყვიან სხვები, მეზობლები... და ა.შ). არადა ეს ბავშვები ძალიან მოსიყვარულეები იზრდებიან... -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
titina |
May 31 2010, 07:53 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 98 რეგისტრ.: 26-May 10 წევრი № 8,911 |
ნახეთ ფილმი- მერვე დღე..http://www.kinopoisk.ru/level/1/film/102740/
ძალიან კარგი ფილმია, თემის შესაბამისი.. ჩემი ახლობელი მუშაობდა დაუნის სინდრომიან ბავშვებტან, მისმა მოძღვარმა ერთხელ ასეთი რამ ტქვა..ეს ბავშვები ცოდვის შვილები არიან და მათი განებივრება არ შეიძლებაო, არც მათი შვილად აყვანაა კარგიო..არ ვიცი დავიბენი..თუმცა იმდენი უაზრობები მსმენია, რასაც სახარებას და ბიობლიას მიაწერენ, სინამდვილეში კი ვირაცის ახირებების დაკანონების მცდელობაა ან ქვეყნის ისტორიული მძიმე წარსულის გავლენა.. -------------------- ..ум, ищущий Будду вовне - глупость в самой сердцевине глупости..
|
kri100 |
Jun 3 2010, 10:50 AM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 24 რეგისტრ.: 22-May 10 წევრი № 8,876 |
მისმა მოძღვარმა ერთხელ ასეთი რამ ტქვა..ეს ბავშვები ცოდვის შვილები არიან და მათი განებივრება არ შეიძლებაო, არც მათი შვილად აყვანაა კარგიო. რა სისულელეა, ან ეგეთი რამ მღვდელმა როგორ უნდა თქვას! პირიქითასეთ ბავშვებს ღმერთის საჩუქარს ეძახიან, ასეთIბავშვის განებივრება არ შეიძლებაო, იმ მამაომ იცის ვინ როგორი ადამიანი გაიზრდება? ბავშვებს ყველა ანებივრებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ისისნი უცოდველები გაიზრდებიან და მთელი ცხობრება წმინდად იცხოვრებენ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი