დაუნის სინდრომი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დაუნის სინდრომი |
athos |
Jan 29 2010, 09:47 PM
პოსტი
#1
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ეს არის ქრომოსომული პათოლოგია (21-ე ქრომოსომის ტრისომია)
საკმაოდ ხშირია 800-1000 ახალშობილში ერთი იბადება ამ სინდრომით. ამ თემაში თვითონ ამ სინდრომზე ნაკლებად, უფრო საზოგადოების მისადმი დამოკიდებულებაზე მინდა გავაკეთო აქცენტი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი მშობელი ამ სინდრომის მქონე ბავშვებს სამშობიაროშივე ტოვებს და შემდგომ საერთოდ არ აკითხავს მათ. არასრულფასოვანი მოვლისა და კვების შედეგად კი ეს ბავშვები (რომლებსაც ისედაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ) ხშირად ერთი წლის ასაკსაც ვერ აღწევენ. ვფიქრობ პრობლემა საზოგადოებაშია. ჩვენი საზოგადოება ფსევდოქრისტიანულია, საოცრად გულგრილი და არატოლერანტული. სწორედ ამ საზოგადოებრივი წნეხის გამოა, რომ დედას უჭირს ბავშვის თავისთან დატოვება (რას იტყვიან სხვები, მეზობლები... და ა.შ). არადა ეს ბავშვები ძალიან მოსიყვარულეები იზრდებიან... -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
titina |
Jun 4 2010, 11:02 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 98 რეგისტრ.: 26-May 10 წევრი № 8,911 |
kinoteli
არა სახელს რა მნისვნელობა აქვს? და ჭორაობა რა შუაშია? ჩემთვის არ უთქვამს თორე ვკითხავდი რატომ თქო? საერთოდ დამოკიდებულებაზე ვამბობ.. ჩემი უფროსი ბიჭი როდესაც ბაღში მივიყვანე 2 ბიჭი მოვიდა, ბიზაშვილები იყვნენ, ერთი ცოტა ჩამორჩენილი იყო განვიტარებით თავის ასაკს.. ექიმს უთქვამს ჯობია ჩვეულებრივ ბავსვებთან მიიყვანო და შეიძლება დაძლიოსო თავისითო ეს პრობლემაო..უსაყვარლესი და უკეთიოლშიობილესი ბავშვი იყო. აბსოლუტურად არააგრესიული, მიუხედავად იმისა, რომ 2-3 წლის ბავსვებში ხშირია გაუაზრებელი აგრესია.. სულ იცინოდა,ბავშვებს ეგრევე შეაყვარა თავი, მაგრამ ერთ დღეს მშობლების დიდმა ნაწილმა პროტესტი გამოტქვა, ჩვენი შვილები დაუნებთან რატომ უნდა იზრდებოდნენო და აიძულეს ეს ბავშვი წაეყვანათ.. მე კი გავჯორე მაშინ იმ მშობლების ნაწილი, წარმომიდგენია როგორ შვილებს აღზრდით მეთიასეთი აზროვნებით და დამოკიდებულებით თქო,მაგრამ პრობლემა მთელი საზოგადოების მიდგომაშია ამ საკითხისადმი. მე პირადად მივესალმები იმ აზრს რომ დაუნის სინდრომით ან სხვა ნაკლოვანებების ბავშვები იზრდებოდნენ ჩვეულებრივ გარემოში, ჩვეულებრივ და არა სპეც სკოლებში, ამ ინტეგრირებით ჩვენი ბავშვებიც უფრო კეთილშობილები გახდებიან და ის ბავშვებიც ბევრად უფრო მარტივად გადალახავენ თავიანთ პრობლემებს და გახდებიან საზოგადოების სრულუიფლებიანი წევრები! მე ასე ვფიქრობ... -------------------- ..ум, ищущий Будду вовне - глупость в самой сердцевине глупости..
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 05:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი