წმიდა მამათა გამონათქვამები მარხვის შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმიდა მამათა გამონათქვამები მარხვის შესახებ |
temomachi |
May 31 2010, 11:41 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 8 რეგისტრ.: 15-May 10 წევრი № 8,835 |
წმიდა მამათა გამონათქვამები მარხვის შესახებ. ბრძანებს უფალი პირითა ისაია წინასწარმეტყველისათა:
,,წმიდა ჰყავ მარხვა, ჰქადაგეთ მსახურება” ცხადად სჩანს, რომ უფლისაგან არის მარხვა მოცემული... ოთხი კავშირი: ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი ხორცს შეამტკიცებს, ასევე კავშირი ოთხი სათნოებისა - სიბრძნე, სიმხნევე, სიწმინდე და სიმართლე შეამტკიცებს სულსა და ამათდა შესაწევნელად მარხვა მოგვცა ღმერთმა. როგორც უსაზრდელოდ ხორცი მოკვდება, ასევე მოკვდება სული - თვინიერ მარხვისა. წმ. ამბროსი ჭყონდიდელი მარადის ნაყროვანება არა არს გონებრივი მოქალაქეობა, არამედ მძოვართა ოთხფეხთა თანასწორობაა, უზომო ჭამითა და სმით უმრავლესობა სენთა მიერ მრავათა უდროვოდ დაიმკვიდრეს საფლავი... ვისაც გიყვართ სიცოცხლე, გიყვარდეთ მარხვა. ძალისაებრ თქვენისა... წმ. ალექსი ბერი (შუშანია) ვინაიდან არ ვმარხულობდით, გამოგვაძევეს სამოთხიდან! ამიტომ ვიმარხულოთ რათა კვლავ შევიდეთ სამოთხეში. წმ. ბასილი დიდი მარხვა ხორცისა საზრდოა სულისა. წმ. იოანე ოქროპირი შეუძლებელია, რომ ცეცეხლი წყალში ენთოს, ასევე შეუძლებელია სინანული - მარხვის გარეშე. წმ. იოანე ოქროპირი გემოთმოყვარეობა მრუშობის დედაა. (ძველი პატერიკი) გაიხსენე, რომ ადამი სამოთხეში შენზე ნაკლებად სრულყოფილი არ იყო. იფიქრა, რომ შეიძლება მარხვის გარეშეც იოლად გამოსვლა - და რა გამოვიდა ამით? წმ. იოანე ოქროპირი ლოთი შუაგულ სოდომში ყვაოდა სათნოებებით, სოდომის გარეთ კი შეწყვიტა მარხვა და შედეგად რა მოხდა?! წმ. იოანე ოქროპირი დროდადრო იმარხულე საზრდელისაგან ხოლო თავშეუკავებლობისაგან - გამუდმებით... ამბა სერაპიონი მოერიდეთ მარხვა შეაფასოთ უბრალოდ საჭმელის თავშეკავებით. ისისნი, ვინც თავს იკავებენ საწმლისაგან და ცუდად იქცევიან, მიემზგავსებიან ეშმაკს, რომელიც თუმცაღა არაფერს სჭამს, არ წყვეტს ცოდვას. წმ. ბასილი დიდი ბატონობ სტომაქზე? იბატონე ენაზეც, რათა როდესაც რჩები ერთის მონა, მეორისაგან მეორისაგან განთავისუფლებაც არ იქნებოდა ურიგო. წმ. ნილოს სინელი [b]დაწვრილებითი ინფორმაციაიხილეტ ამ ბმულზე [color=#FF0000]http://www.imeroni.ge/gverdebi/mamebimarxva/mamebi.htm -------------------- http://www.imeroni.ge/
|
+ვახტანგი+ |
Jun 4 2010, 02:27 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 272 რეგისტრ.: 25-March 09 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,721 |
წმინდა იოანე კიბისაღმწერელი (კლემაქსი; სიტყვა 14)
რამდენიე მუხლს დავაკოპირებ: 20. თვალყური ადევნე და ნახავ, რომ მრავალგვარი საჭმელი მუცელს რომ ბერავს, სიძვის ვნებას აღძრავს 25. ნაყროვანს გულში საჭმელი და ხორაგი ეზმანება, მგლოვარეთა გულებს კი მარად საშინელი სამსჯავრო და სატანჯველი ეჩვენებათ სიზმრად. 26. იბატონე შენს სტომაქზე, სანამ თვითონ გაგიბატონდება და მაშინ იძულებული გახდები, სირცხვილით მარხულობდე. 28. სტომაქი მომავალი ცეცხლის ხსენებით დავაოკოთ, ვინც მუცელს დაემონა, ზოგიერთმა საკუთარი ასონიც მოიკვეთა და ორმაგად მოკვდა. 30. მმარხველი გული ფხიზლად ლოცულობს, ხოლო თავშეუკავებელის გონება არაწმიდა ოცნებებითაა სავსე. 31. მუცლის გაძღომა ცრემლთა წყაროს დაშრეტს. 32. ვინც საკუთარ მუცელს ემსახურება და ამასთან სიძვის სულის დამარცხება სურს, იმას ჰგავს, ვინც ზეთით ცდილობს ხანძრის ჩაქრობას. 33. როცა მუცელს შევავიწროვებთ, გულიც დამდაბლდება; მაგრამ თუ სტომაქი საჭმლითაა სავსე, გულისთქმები ამაღლდებიან. 36. სტომაქი თავშეკავებით დაიოკე და შეძლებ, რომ საკუთარი ბაგეც მოზღუდო; რადგან საკვების სიმრავლე ენას გაამტკიცებს. 37. მთელი ძალებით აღუდექი წინ ამ მტანჯველს და მხნედ იყავ, რათა ყურადღება არ მოგიდუნდეს, რადგან თუ ცოტას მაინც გაირჯები, უფალი შეგეწევა. 55. მარხვა ბუნების იძულებაა, ყოველივე იმის უარყოფაა, რაც გემოს ატკბობს, ხორცთა აღძვრის დამახშობელი, მზაკვრულ ზრახვათა დამთრგუნველი, ბილწ სიზმართაგან დამხსენლი, ლოცვის სიწმინდე, სულის სინათლე, გონების დაცვა, გულის უგრძნობელობის მოკვდინება, ლმობიერების კარი, სინანულის ოხვრა, სასიხარულო შემუსვრილდება, მრავალსიტყვაობის ალაგმვა, დაყუდების მიზეზი, მორჩილების დარაჯი, ძილის შემამსუბუქებელი, სხეულის სიმრთელე, უვნებლობის მიზეზი, ცოდვათა მიტევება, სამოთხის კარიბჭე და ზეციური სიტკბოება პ.ს "კლემაქსი" ანუ "კიბე" წმიდა იოანე სინელმა დაწერა მონაზვნებისათვის, რომელთაც მკაცრი ტიპიკონი, მკაცრი ასკეზური ცხოვრება ჰქონდათ. თუ ვინმეს გადაწყვეტს რაიმეს შესრულებას ამ წიგნიდან , ჩემი აზრით, უნდა დაეკითხოს აუცილებლად მოძღვარს. -------------------- "ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 10:46 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი