![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ლილიანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 ![]() |
მებრძოლმა საჭურველი უნდა აისხას , ამასთანავე უნდა იცოდეს , ვის წინააღმდეგ იომოს და როგორ იომოს .....
ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლის საჭურველია :ლოცვა , ეკლესიაში სიარული , სრული მორჩილება( ღვთის მცნების )ღვთის სიტყვისა და წმინდა მამათა თხზულებების კითხვა , გონების სიფხილზე და ყურადღება თავის მიმართ ,ხორციელი შრომა , მრვიძარება , მუხლმოდრეკა , განმარტოება , საცნობელთა დაცვა , თავშეკავება , მარხვა.მაგრამ მათი არაკეთილგონივრული გამოყენება და ჯეროვანი მიზნისკენ მიუმართაოვა ცოდვის ძლევის ძალას გართმევთ . აღჭურვის მიზნად ჩვენში დამკვიდრებული ცოდვის განსაზღრა და ძლევა უნდა დავისახოთ რომელი ცოდვა მკვიდრობს ჩვენში ? - თავისმოყვარეობა , მისგან გამომდინარე ცნებათა მთელი ლაშქრით . თავისმოყვარება . მათგან ამოიზრდებიან რტოები - ამაო მედიდურება , სიძულვილი , შური , მრისხანება , მოწყინება , სურვილები . ვნებები რომ არ გვეუფლებოდნენ , ჩვენ მუდამ სწორად მოვიქცეოდით ახლა მოკლედ მიგითითებ , როგორ უნდა იბრძოლოთ ანუ როგორ აწარმოოთ სულიერი ბრძოლა და როგორ გამოიყენოთ სულიერ საჭურველი ... ნუ წამოიწყებთ ომს ვნებათა მთელი ლაშქრის წინააღმდეგ ვერაფერს გახდებით , არამდეს აღიჭურვეთ ყოველთვის ამ ვნებების წინააღმდეგ , რომელიც გმძლარობთ . სასწრაფოთ გაემიჯნეთ მტერს და დაუპირისპირდით სულიერი ბრძოლა არ ჰგავს ხორციელს : აქ მტერიც და ჩვენც ერთ სულში ერთ გულში ვიმყოფებით . ჩვენ გვგონია , რომ ჩვენ შემაშფოთებელი - ვნება ჩვენი ბუნებაა , და მისი დაკმაყოფილებისაკენ ამიტომაც ვისწრაფით , არადა ვნება არ არის ჩვენი ბუნება , არამედ მტერია ჩვენი . ვნების აღძვრისთანავე რომ ვასწრებდეთ ვნების ჩენგან გამიჯვნას , მის დაკმაყყოფილებისკენ სწრაფვის ნაცვლად , წინ აღვუდგებოდით მას . "ვნებებთან ბრძოლას სწავლა უნდა ამგვარი სწავლის დროს აი რა ღონე უნდა ვიხმაროთ : გონებით ჩაუღრმავდეთ ჩვენ შინაგან ადამიანში მასში ჩვენი შინაგანი მოწმე , ჩვენი გულის უტყუარი სარკე - სინდსი გვაქვს მაგრამ ის მიგდებულია და ხშირად გასვრილიც " -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
![]() ![]() |
iako |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ნონა ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 ![]() |
mampali
მოძღვართან მისვლა რატომღაც გვიძნელდება ადამიანებს. მაგრამ თუნდაც იგივე გონებით განიხილავ , რომ ის შენი მასწავლებელია და შენი სულისთვის სიმსუბუქის მოტანა შეუძლია, რომ განთავისუფლდე სიმძიმისგან, მაშინ რატომ ვამბობთ მასზე უარს. უნდა შეიცნო ადამიანმა რა არის ეკლესია და რისთვის დაგვიდგინა უფალმა და შემდეგ იქ მისვლა შვებასაც და სიხარულსაც მოგიტანს. რომელიც ჯერ გონებით აღიქმება და შემდეგ გულში გადავა. ან შეიძლება გონება ამას ვერ წვდებოდეს , მაგრამ გული საოცარი აღმაფრენით იყოს სავსე. ყოველი წირვის შემდეგ ენით აუღწერელი სიხარულით გამოვდიოდი ტაძრიდან, რომლის გაცნობიერება ბოლომდე არ შემეძლო.გული ხარობდა ჭეშმარიტად. უფალმა გაგაძლიეროს. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი