IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ვინც ცოდვას არ ებრძვის , მას ვერ სძლევს !, თეოფანე დაყუდებულის მიხედვით ...
ლილიანა
პოსტი Mar 8 2007, 10:01 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



მებრძოლმა საჭურველი უნდა აისხას , ამასთანავე უნდა იცოდეს , ვის წინააღმდეგ იომოს და როგორ იომოს .....


ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლის საჭურველია :ლოცვა , ეკლესიაში სიარული , სრული მორჩილება( ღვთის მცნების )ღვთის სიტყვისა და წმინდა მამათა თხზულებების კითხვა , გონების სიფხილზე და ყურადღება თავის მიმართ ,ხორციელი შრომა , მრვიძარება , მუხლმოდრეკა , განმარტოება , საცნობელთა დაცვა , თავშეკავება , მარხვა.მაგრამ მათი არაკეთილგონივრული გამოყენება და ჯეროვანი მიზნისკენ მიუმართაოვა ცოდვის ძლევის ძალას გართმევთ .
აღჭურვის მიზნად ჩვენში დამკვიდრებული ცოდვის განსაზღრა და ძლევა უნდა დავისახოთ
რომელი ცოდვა მკვიდრობს ჩვენში ? - თავისმოყვარეობა , მისგან გამომდინარე ცნებათა მთელი ლაშქრით . თავისმოყვარება . მათგან ამოიზრდებიან რტოები - ამაო მედიდურება , სიძულვილი , შური , მრისხანება , მოწყინება , სურვილები . ვნებები რომ არ გვეუფლებოდნენ , ჩვენ მუდამ სწორად მოვიქცეოდით

ახლა მოკლედ მიგითითებ , როგორ უნდა იბრძოლოთ ანუ როგორ აწარმოოთ სულიერი ბრძოლა და როგორ გამოიყენოთ სულიერ საჭურველი ...
ნუ წამოიწყებთ ომს ვნებათა მთელი ლაშქრის წინააღმდეგ ვერაფერს გახდებით , არამდეს აღიჭურვეთ ყოველთვის ამ ვნებების წინააღმდეგ , რომელიც გმძლარობთ .
სასწრაფოთ გაემიჯნეთ მტერს და დაუპირისპირდით სულიერი ბრძოლა არ ჰგავს ხორციელს : აქ მტერიც და ჩვენც ერთ სულში ერთ გულში ვიმყოფებით . ჩვენ გვგონია , რომ ჩვენ შემაშფოთებელი - ვნება ჩვენი ბუნებაა , და მისი დაკმაყოფილებისაკენ ამიტომაც ვისწრაფით , არადა ვნება არ არის ჩვენი ბუნება , არამედ მტერია ჩვენი .
ვნების აღძვრისთანავე რომ ვასწრებდეთ ვნების ჩენგან გამიჯვნას , მის დაკმაყყოფილებისკენ სწრაფვის ნაცვლად , წინ აღვუდგებოდით მას .




"ვნებებთან ბრძოლას სწავლა უნდა ამგვარი სწავლის დროს აი რა ღონე უნდა ვიხმაროთ : გონებით ჩაუღრმავდეთ ჩვენ შინაგან ადამიანში მასში ჩვენი შინაგანი მოწმე , ჩვენი გულის უტყუარი სარკე - სინდსი გვაქვს მაგრამ ის მიგდებულია და ხშირად გასვრილიც "








--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
leluka
პოსტი Mar 10 2007, 02:10 PM
პოსტი #2


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



მე ძალიან მიძნელდება ცოდვებთან ბრძოლა ვიცი რომ მაინც ვერ ვიქნები ისეთი როგორიც ჭეშმარიტ მართმადედებელი უნდა იყოს... ჩემი ხასიათიდან გამომდინარე კარგად ვიცი რომ ვერ გავუძლებ და რასაც ვუძლებ იმისდა მიხედვით ვცდილობ რაღაცას რომ გამომივიდეს

ეს მაგალითად ჩემთვის წარმოუდგენელიაა ვიცი შეიძლება რაღაც პერიოდი შევძლო ასე ცხოვრება მაგრამ ვიცი რომ დამანერვოზებს ეხლაც ეგრე ვარ არ ვიცი მირჩიეთ რამეე sad.gif




ქრისტიანის ყოველდღიური ცხოვრების წესი




1. აიძულე თავი ყოველთვის ადრე და განსაზღვრულ დროს ადგე.
2. განსაკუთრებული მიზეზის გარეშე შვიდ საათზე მეტს ნუ იძინებ.
3. გაღვიძებისთანავე აღმართე გონება შენი შმრთისაკენ, მოწიწებით გამოისახე პირჯვარი და იფიქრე ჯვარცმულ ღმერთზე - იესო ქრისტეზე - რომელიც ჩვენი ხსნისათვის შეიწირა ჯვარზე.
4. დაუყოვნებლივ წამოდექი, შეიმოსე და სარეცელზე დიდხანს ნებივრობის უფლებას ნუ მისცემ შენს თავს.
5. შემოსვისას გახსოვდეს, რომ ღვთისა და მფარველი ანგელოზის წინაშე დგახარ, მოიგონე ადამის დაცემა, რომელმაც ცოდვის გამო დაჰკარგა სამოსელი უმანკოებისა, და შესთხოვე უფალ იესო ქრისტეს, რათა სულიწმინდის მადლით შეგმოსოს.
6. შემდგომ, დაუყოვნებლივ დაიწყე დილის ლოცვითი კანონის შესრულება. მუხლმოდრეკილმა, ყურადღებით, მოწიწებითა და ღრმა სინანულის განცდით ილოცე, როგორც შეჰფერის ყოვლისშემძლის წინაშე მდგომს. გამოითხოვე მისგან სარწმუნოება, სასოება და სიყვარული, კურთხევა დამდეგი დღისათვის, ასევე ძალა ყოველივე იმის კეთილგანწყობით მიღებისათვის, რის გამოგზავნასა, ან დაშვებასაც იგი ინებებს და გადატანისათვის ყოველგვარი სიმძიმილისა, სიძნელისა, უბედობისა, მღელვარებისა, მწუხარებისა და ხორციელი და სულიერი უძლურებისა, უფალ იესო ქრისტესადმი სიყვარულის გამო.
7. მიიღე მტკიცე გადაწყვეტილება ყოველივე ღვთისათვის სათნოდ აღასრულო, ყოველივე მიიღო მის მამობრივ ხელთაგან და გამოთქვი განსაკუთრებული მზადყოფნა გააკეთო სწორედ ესა და ეს სიკეთე, ანდა თავი აარიდო სწორედ ამა და ამ ბოროტებას.
8. ყოველ დილით მეოთხედი საათი მაინც დაუთმე სარწმუნოების ჭეშმარიტებაზე ფიქრს (მოკლე განაზრებებს). განსაკუთრებით კი გონებისათვის მიუწვდომელ საიდუმლოებაზე ძე ღმერთის განკაცებისა და მის საშინელ მეორედ მოსვლაზე, ჯოჯოხეთსა და სასუფეველზე.
9. იფიქრე იმაზე, რომ ეს ეს დღე, შესაძლოა უკანასკნელი აღმოჩნდეს შენთვის - და ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც ისურვებდი გაგეკეთებინა მაშინ, დაუყოვნებლივ რომ წარმდგარიყავი ღვთის საშინელი სამსჯავროს წინაშე.
10. მადლობა შესწირე უფალს, რომ დაგიფარა განვლილ ღამეს და რომ ჯერაც ცოცხალი ხარ და არ მომწყდარხარ საკუთარ ცოდვებში. ვინ იცის, რამდენი ადამიანი წარსდგა გასულ ღამეს ღვთის საშინელი სამსჯავროს წინაშე. (იქნებ, სულ ახლოს არის ის დრო, როდესაც შენც იგივე სხვედრი მოგელის.)
11. ასევე მადლობა შესწირე უფალს იმისათვის, რომ ჯერ კიდევ გაქვს დრო მადლის შეძენისა და სათნოების ქმნისა, და საშუალება სინანულისა და ზეციური დიდების მოხვეჭისა.
12. ყოველ დილით იფიქრე, რომ მხოლოდ ახლა იწყებ და გსურს იყო ქრისტიანი, ხოლო წარსული დრო ტყუილად დაკარგე.
13. ლოცვისა და საღმრთო ფიქრის შემდეგ, თუკი დრო გაძლევს საშუალებას, იკითხე რაიმე სულისთვის სარგო წიგნი, მაგალითად წმ. დიმიტრის „სულიერი ანბანი“ ან წმ. ტიხონ ზადონელის „საუნჯე სოფლად შეკრებილი“, და იკითხე მანამ, სანამ შენი გული არ მოლბება. საკმარისად იფიქრებ რა ერთ ადგილზე, გააგრძელე კითხვა და ზედმიწევნით დაუკვირდი იმას, რასაც უფალი შენს გულს ეუბნება.
14. ამის შემდეგ, დაიწყე შენი საქმეების კეთება. დაე, ყოველი შენი საქმიანობა ღვთის სადიდებლად წარემართოს, გახსოვდეს, რომ უფალი ყველგან გხედავს, ხედავს ყველა შენს მოქმედებას, საქმიანობას, გრძნობას, აზრსა თუ სურვილს და უხვად გაჯილდოვებს ყოველი კეთილი საქმისათვის.
15. ნურცერთ საქმეს ნუ დაიწყებ ღვთისადმი ულოცველად, რამეთუ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ან ვამბობთ ლოცვის გარეშე, შემდეგში ან ცოდვის შემცველი აღმოჩნდება, ანდა მავნე და ჩვენდა შეუმჩნევლად გვამხელს საქმეთა წყალობით.
16. თავად უფალმა ბრძანა: „ჩემს გარეშე არარა ძალგიძთ ყოფად არცა ერთი“. მუშაკობისას ყოველთვის კეთილგანწყობილი იყავი და მისი წარმატება უფლის კურთხევას მიანდე. ყველაფერი, რისი გაკეთებაც გიმძიმს, შეასრულე როგორც ეპიტიმია შენი ცოდვებისათვის. სიმდაბლისა და მორჩილების სულით გამსჭვალულმა, შრომის დროს მოკლე ლოცვები წარმოსთქვი, განსაკუთრებით კი იესოს ლოცვა და გაიხსენე იესო, რომელიც საკუთარი ოფლით შოულობდა პურს არსობისა, მუშაობდა რა იოსებთან ერთად. თუკი შენი შრომა წარმატებულია და შენს გულის წადილს ეხმიანება, მადლობა შესწირე უფალს; თუ წარუმატებელი - გახსოვდეს, რომ ესეც ღმერთმა დაუშვა, ღმერთი კი ყოველივეს კეთილად იქმს.
17. სადილობისას გახსოვდეს, რომ ზეციური მამა გიწვდის თავის ხელს, რათა გამოგკვებოს; ნურასოდეს გამოტოვებ ლოცვას საზრდელის მიღების წინ, ნუ დაივიწყებ მოწყალების საქმეს და გლახაკებსაც უწილადე მცირედი რამ შენი სუფრიდან.
18. სადილობის შემდეგ ჩათვალე, რომ ერთი იმ ხუთიათასთაგანი ხარ, რომელიც სასწაულებრივად განაძღო იესო ქრისტემ; გულით შესწირე მადლობა უფალს და ევედრე, რომ არ მოგაკლოს ზეციური საზრდო - თავისი სიტყვა და თავისი უწმინდესი სისხლი და ხორცი.
19. თუ მშვიდი ცხოვრება გსურს, მაშინ მთლიანად მიენდე უფალს. სულის სიმშვიდეს მანამ ვერ ჰპოვენ, სანამ ერთარსება უფალში არ მოიპოვებ მას, გეყვარება რა ის ერთადერთი.
20. ყოველთვის და ყველაფერში გახსოვდეს უფალი ღმერთი და მისი წმიდა სიყვარული ჩვენ ცოდვილთადმი. შეეცადე ყოველივეში ღვთის ნება აღასრულო და მხოლოდ მას ერთადერთს სათნოეყო, ყველაფერი აკეთე და დაითმინე ღვთის გულისათვის. იმაზე კი ნუ ზრუნავ, რომ პატივს მოგაგებდნენ და უყვარდე გარშემომყოფებს, არამედ იმაზე, რომ სათნოეყო უფალს და სინდისი არ გამხელდეს ცოდვებში.
21. ფხიზლად იყავი საკუთარი თავის მიმართ და ულისთქმებსა და ვნებებს. ნურაფერს მიიჩნევ ნაკლებმნიშვნელოვნად, როდესაც საქმე საუკუნო ხსნას ეხება.
22. უფლის ხსოვნის ჟამს განამრავლე ლოცვა, რათა უფალმა მოგიხსენოს მაშინ, როდესაც შენ დაივიწყებ მას. დაე, შენი მსწავლელი ყველაფერში უფალი იესო ქრისტე იყოს, რომლის მიმართაც მიაპყრობ რა გონების თვალს, ხშირად ჰკითხე საკუთარ თავს: ამ შემთხვევაში რას იფიქრებდა, იტყოდა ან მოიმოქმედებდა იესო ქრისტე.
23. იყავი მდაბალი, მშვიდი და მორჩილი. დადუმდი და მოითმინე იესოს დარად. იგი არ მოგცემს ისეთ ჯვარს, რომლის ტარებაც არ შეგიძლია: ის თავად შეგეწევა ჯვრის ზიდვაში.
24. ნუ იფიქრებ რაიმე სათნოების შეძენას მწუხარებისა და სულიერი ტკივილების დაუთმენელად.
25. გამოითხოვე უფლისაგან მადლი, რათა რაც შეიძლება უკეთ აღასრულო მისი ღვთაებრივი ნება, მისი უწმინდესი მცნებები, რაც არ უნდა მძიმედ გეჩვენებოდნენ ისინი.
26. ღვთის რომელიმე მცნების აღსრულების შემდეგ ელოდე ცდუნებას, რამეთუ სიყვარული ღვთისა, სიძნელეთა გადალახვის გზით განიცდება.
27. მცირე დროითაც კი ნუ განლაღდები, არამედ იყავი ყოველთვის შრომასა და მეცადინეობაში. რამეთუ უსაქმური არ არის ადამიანად წოდების ღირსი და უეჭველად დაიღუპება.
28. დღის მანძილზე ეცადე გამონახო დრო განმარტოებისათვის, იესოს მსგავსად, რომელიც კაცთაგან მოშორებით ლოცულობდა თავისი ზეციური მამის მიმართ.
29. სულიერი სიმძიმილისა, თუ ლოცვისა და ყველა სხვა კეთილკრძალული საქმიანობისადმი განგრილების ჟამს, ნუ მიატოვებ ღვთივსათნო საქმეებს, - ასე ილოცა სამჯერ უფალმა იესო ქრისტემ, როდესაც მისი სული შეწუხებული იყო თვით სიკვდილამდე.
30. ყოველივე უფალი იესოს სახელით აკეთე და ამრიგად ყოველი შენი საქმე ღვთივსათნო იქნება.
31. გაექეცი უმცირეს ცოდვებსაც კი, რათა უმცირესიდან უდიდეს და მომაკვდინებელ ცოდვებში არ ჩავარდე.
32. თუ გსურს არ შეგაწუხონ ბოროტმა გულისთქმებმა, მიიღე დამდაბლება სულიერი და შეჭირვება ხორციელი, არა ერთ რომელიმე დროს, არამედ ყოველ ჟამს და ყოველგვარ საქმეში.
33. ყოველი ფიქრი, რომელიც ღმერთს განგაშორებს, განსაკუთრებით კი ბილწი, ხორციელი გულისთქმები, რაც შეიძლება სწრაფად განაგდე გულიდან, როგორც განაგდებდი ტანსაცმელზე მოხვედრილ ერთ ნაპერწკალსაც კი.
34. როდესაც ამგვარი გულისთქმა გეწვევა, გულმოდგინედ წარმოსთქვი ლოცვა: „უფალო შემიწყალე“, ან „უფალო შემეწიე“, ან „უფალო ნუ დამიტევებ მე“ და სხვა ამდაგვარნი.
35. ცდუნების ჟამს ნუ შეცბუნდები. ვინც ბრძოლის შემთხვევას გიგზავნის, ის გამარჯვების ძალასაც მოგცემს. შეინარჩუნე სულიერი სიმშვიდე და მთელი სასოება ღმერთზე დაამყარე. თუკი უფალი შენთანაა, ვის შეუძლია წინ აღგიდგეს?
36. გამოითხოვე ღვთისაგან, რომ განგაშოროს ყოველივეს, რაც შენს სიამაყესა და თავმოყვარეობას კვებავს, თუნდაც ეს შენთვის ძალზედ მწარე იყოს.
37. ისურვე იცხოვრო და მოკვდე მხოლოდ ღვთის გულისათვის და განუყოფლად მას ეკუთვნოდე.
38. როდესაც ადამიანები რაიმეთი შეურაცხგყოფენ, იფიქრე, რომ უფალმა ეს შენს განსადიდებლად დაუშვა და ამგვარად, უპატიობაში მყოფი შინაგანად უშფოთველი იქნები და დიდებაში.
39. თუკი საზრდელი და სამოსელი გაქვს, ამითაც კმაყოფილი იყავი იესოს მსგავსად, რომელიც ჩვენს გამო გლახაკ იქმნა.
40. ნურასოდეს იკამათებ და ნუ მოყვები თავის დაცვასა და მართლებას.
41. ნურაფერს იტყვი შენი უფროსების ან მოყვასის საწინააღმდეგოს საჭიროების ან ვალდებულების გარეშე.
42. იყავი გულწრფელი და უბრალო გულით, სიყვარულით მიიღე დარიგება, შენიშვნები და მხილება სხვათაგან, თუნდაც ძალზედ ჭკვიანი იყო.
43. ნუ იქნები მოძულე, შურიანი და ზედმეტად მკაცრი სიტყვასა და საქმეში.
44. რაც შენთვის არ გსურს, სხვას ნუ გაუკეთებ და რაც სხვათაგან გსურს შენთვის, უწინ შენ გაუკეთე სხვებს.
45. თუკი ვინმე გეწვევა, მიაქციე გული შენი ღვთისაკენ და ითხოვე მოგმადლოს სული სიმდაბლისა, მორჩილებისა და ყურადღებისა; იყავი ალერსიანი, თავმდაბალი, ფრთხილი, კეთილგონიერი, ბრმა და ყრუ გარემოებისდა შესაბამისად.
46. იფიქრე, რომ იესო იმყოფება მათ შორის, ვისთანაც შენ იმყოფები და საუბრობ.
47. ნურაფერს იტყვი დაუფიქრებლად. მტკიცედ გახსოვდეს, რომ დრო ცოტაა და ადამიანმა პასუხი უნდა აგოს ყოველი უსარგებლო სიტყვისთვის.
48. საუბარს გარკვეული მიზანი დაუსახე და ეცადე წარმართო იგი სულის ხსნისაკენ.
49. ჯობია უსმინო, ვიდრე ილაპარაკო. მრავალსიტყვაობისას ცოდვას ვერ გადაურჩები.
50. გამოითხოვე უფლისაგან მადლი კეთილგონივრული დუმილისა და საუბრისა და ნუ იქნები ცნობისმოყვარე ახალი ამბების მიმართ, რადგან ისინი ართობენ სულს და განაშორებენ ღმერთის ხსოვნას.
51. თუკი შენი სიტყვებით ვინმეს სარგებლობას მოუტან, დაინახე ამაში მადლი ღვთისა.
52. მარტო ყოფნისას გამოიკვლიე საკუთარი თავი, ხომ არ გახდი უფრო უარესი, ვიდრე იყავი, ხომ არ ჩავარდი ისეთ ცოდვებში, რომელთაც ადრე არ იქმოდი?
53. თუკი შესცოდავ, დაუყოვნებლივ ითხოვე ღვთისაგან პატიება სიმდაბლით, შემუსვრილი გულითა და სასოებით მის სახიერებაზე და იჩქარე შეინანო სულიერი მამის წინაშე, რამეთუ ყოველი უნანელი ცოდვა არის სასიკვდილო, რომელზეც წმინდანმაც რომ ითხოვოს სხვისთვის, არ შეისმინება. ამასთან, თუკი არ ნანობ შენს მიერ ჩადენილ ცოდვას, მალევე ჩავარდები მასში ხელმეორედ.
54. ეცადე ყველას სიკეთე გაუკეთო, როგორც და სადაც კი შეგიძლია და ნუ იფიქრებ იმაზე, დააფასებს თუ არა იგი მას, იქნება თუ არა შენი მადლობელი. და გიხაროდეს არა მაშინ, როდესაც სხვას სიკეთეს გაუკეთებ, არამედ მაშინ, როდესაც ბოროტების ხსოვნის გარეშე გადაიტან შეურაცხყოფას სხვისაგან, განსაკუთრებით კი მისგან, მისაც კეთილს იყოფდი.
55. თუკი ვინმე ერთ ნათქვამს არ შეისმენს, ნუ აიძულებ ამას კამათის გზით, არამედ თავად ისარგებლე მადლით, რომელიც მან დაკარგა. რამეთუ ირისხველობა დიდ სარგებელს მოგიტანს, მაგრამ თუკი ერთიდან მრავალზე ვრცელდება, ნუ მოითმენ მას და ეძიე სარგებელი არა საკუთარი თავისთვის, არამედ მრავალთათვის. საერთო კეთილდღეობა პირადულზე უპირატესია.
56. ვახშმობის დროს გაიხსენე იესო ქრიტეს უკანასკნელი მწუხრი და ევედრე, რომ ღირსი გაგხადოს ზეციური მწუხრისა.
57. დაწოლის წინ გამოსცადე საკუთარი სინდისი, ილოცე, რომ განგინათლდეს გონება საკუთარი ცოდვების შესაცნობად, იფიქრე მათზე, ითოხვე პატიება, აღუთქვი გამოსწორება, ჩამოაყალიბებ რა მკაფიოდ და ზუსტად, თუ რაში და როგორ აპირებ გამოსწორებას.
58. შემდეგ საკუთარი თავი ღმერთს შეავედრე ისე, თითქოს ამავე ღამეს აპირებდე მის წინაშე წარდგომას; შეავედრე თავო ღვთისმშობელს, მფარველ ანგელოზს, წმინდანს, რომლის სახელსაც შენ ატარებ.
59. წარმოიდგინე, რომ შენი საწოლი კუბოა, გადასაფარებელი კი სუდარა.
60. თუკი ვერ იძინებ, ან ფხიზლობ ღამით, გაიხსენე ის უკანასკნელი ღამე, როდესაც იესო ევედრებოდა ზეციურ მამას თვით სისხლის დათხევამდეც კი.
61. ილოცე მათთვის, ვინც ღამით მძიმე სნეულებით იტანჯება და სასიკვდილო აგონიაშია, ილოცე მწუხარეთათვის და მიცვალებულთათვის.
62. ევედრე უფალს, რათა საუკუნო წყვდიადმა არ შთანთქას სული შენი.


ეს ყველაფერი მაშინებს sad.gif მარხვაში ვარ და იმის მაგივრად რომ მშვიდად ვიყო შიშები მაქვს sad.gif რავიცი ხალხო თქვენ როგორ ხართ ამ მხრივ ?


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ლილიანა   ვინც ცოდვას არ ებრძვის , მას ვერ სძლევს !   Mar 8 2007, 10:01 PM
მაეასი   ლილი,გაიხარე,საკმა...   Mar 8 2007, 10:03 PM
მნათე   პრობლემა იმაზე დიდ...   Mar 8 2007, 10:03 PM
ლილიანა   ჩემი აზრით ძალიან ...   Mar 8 2007, 10:18 PM
მნათე   რა სწორად მიაგნებ ...   Mar 8 2007, 10:20 PM
ლილიანა   ღრმა ძილით სძინავს...   Mar 8 2007, 10:45 PM
mampali   ჩემი ცხოვრება ყოვე...   Mar 8 2007, 11:02 PM
მნათე   იშვიათობაა... მაგრ...   Mar 8 2007, 11:05 PM
ლილიანა   ამაზე ისევ თეოფან...   Mar 9 2007, 08:00 PM
შევრდომილი   ღმერთს ვევედრები რ...   Mar 9 2007, 08:04 PM
ლილიანა   " ასე რომ მტკიცედ ...   Mar 9 2007, 08:11 PM
mampali   ლილიანა გმადლობ ა...   Mar 10 2007, 02:10 AM
ლილიანა   წმინდა მამები პირ...   Mar 10 2007, 01:32 PM
iako   mampali მოძღვართან მ...   Mar 10 2007, 01:59 PM
leluka   მე ძალიან მიძნელდე...   Mar 10 2007, 02:10 PM
mampali   ლილიანა სიყვარული...   Mar 10 2007, 03:57 PM
ლილიანა   ჩემო კარგო სწორედ ...   Mar 10 2007, 06:49 PM
shota1   ჰო საინტერესო თეორ...   Mar 15 2007, 10:48 PM
BERO   chemi azrit adamians unda gaachndes sinanuli sityv...   Mar 16 2007, 01:25 AM
ლილიანა   ამ ყვალაფერს მოპო...   Mar 16 2007, 10:15 AM
შოთა   leluka მაგ ყველაფრის შ...   Mar 16 2007, 11:11 AM
ninca   სინანული დაცემული ...   Mar 18 2007, 08:07 PM
shota1   პასუხი ვერ მივიღე :)...   Mar 19 2007, 11:38 AM
ninca   მართალი ხარ, ერთს დ...   Mar 19 2007, 08:25 PM
ლილიანა   "ვინც გადაწყვიტა ...   Mar 19 2007, 08:28 PM
ნოდარიკო   "ვინც გადაწყვიტა...   Mar 19 2007, 08:30 PM
shota1   ჰო მტკიცე გადაწყვე...   Mar 21 2007, 12:56 PM
მნათე   მაგისთვის რწმენა...   Mar 21 2007, 01:00 PM
მაიკო   ზიარებიდან ერთი კვ...   Mar 21 2007, 03:47 PM
makuna7474   ქრისტეს მიერ დებო ...   Mar 21 2007, 07:48 PM
ninca   ახლა იოანე კიბისაღ...   Mar 21 2007, 11:33 PM
ლილიანა   "ის ვინც ჯერ კიდე...   Mar 23 2007, 08:47 PM
takusha   დღეს ჩემი ტაძრის წ...   Mar 25 2007, 10:04 PM
natia.   ვინც ცოდვას არ ებრ...   Jun 2 2008, 01:02 PM
-tamar-   ქრისტიანის ყოველდ...   Jun 21 2008, 10:37 PM
ქევანა   ხო, უნდა აიძულო თავ...   Apr 28 2009, 10:14 PM
llaasshhaa   დიდი მადლობა ყველა...   Apr 28 2009, 11:41 PM
betaneli luka   მადლობა ლილია რატ...   May 1 2009, 10:59 PM
cinemamu   შევეცდები ჩემი მოს...   May 30 2009, 10:53 AM
KAIROS   ნუ ეს კაცი (მამრი ხ...   May 30 2009, 11:52 AM
cinemamu   KAIROS ჯიგარ რასაც მინ...   May 30 2009, 12:08 PM
KAIROS   ტაკს, გაბრაზდი :) არ ...   May 30 2009, 12:16 PM
cinemamu   კი არ გავბრაზდი აღ...   May 30 2009, 12:26 PM
მაშიკო   მებრძოლმა საჭურვ...   Jun 22 2009, 06:16 PM
llaasshhaa   ძალიან მიჭირს ძალ...   Jun 22 2009, 08:00 PM
მაშიკო   ისე მე რომელ ცოდვა...   Jun 24 2009, 10:31 AM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2025 - 07:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი