IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ღირსი საბა განწმენდილი, იუდას უდაბნოში
შოთა
პოსტი Sep 10 2006, 11:25 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



http://orthodoxy.wanex.net/tsmindanebi/saba_gantsmendili.htm

IPB-ს სურათი


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
მარიამი
პოსტი Sep 11 2006, 09:59 AM
პოსტი #2


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



გუშინ წავიკითხე დეკანოზ პეტრე კენჭოშვილის "მოგზაურობაში" წმინდა საბას ლავრის შესახებ. საბოლოოდ გავერკვიე მის ადგილმდებარეობაშიც და სხვა რამეებშიც smile.gif

იქნებ თქვენც დაგაინტერესოთ...

ლავრა წმიდა საბასი

ჩრდილო-აღმოსავლეთით ბეთლემიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთით იერუსალიმიდან, სამის საათის მანძილზედ ამ ქალაქებიდან, დასავლეთის კიდეზედ ცეცხლის მდინარისა, სალსა და ღადა-ღუდა კლდეებ შორის, გახურვებულის ცის ქვეშ იუდეანთა უდაბნოისა, არის გადმოკიდებულ, მსგავსად მოურევნელის გოლიათისა, თოთხმეტ საუკუნიანი ბურჯი მართლმადიდებლობისა პალესტინაში - ლავრა წმიდა საბასი, პირველ-სახე მოწამეობითის სისრულისა და სიბრძნისა ქრისტეანობითისა, სახედ თვისის დამფუძნებელისა საბა განწმედილისა და სახედ იოანნე დამასკელისა, უაღრესის ღვთის-მეტყველისა და გალობათა-აღმწერელისა ქრისტეანობრივის ეკკლესიისა.
ლავრა ესე იქმნა დაფუძნებულ წმ. საბას მიერ 502 წელსა და პირველ დაწყებით შესდგებოდა იგი რაოდენთამე სენაკთაგან, რომლებშიც სხცოვრობდა თვითონ დამფუძნებელი და მოწაფენი მისნი; ეკკლესია იყო მოთავსებული დიდს მღვიმეში, სადაცა აწ სამხრეა წმ. ნიკოლოოზისა. შემდეგ 27 წელთა სავანეს დაარსებიდან იმპერატორმა იუსტინიანემ, სცნა რა წმიდა სათნოებისათვის საბასი, გარეშემოზღუდა მონასტერი გალავნებითა და ციხეებითა, და განაშვენა სხვა შენობებითა და მდიდარის შეწირულებითა. წმ. საბა 529 წელსა, ვედრებისაებრ იერუსალიმის პატრიარქის პეტრესი, წარემართა კონსტანტინეპოლს, რათა ეშუამდგომლა წინაშე იმპეერატორისა მფარველობისათვის პალესტინის ქრისტეანეთა მიმართ. ამ დროდამ მრთელი სივრცე უნაყოფოთა მთათა და ხეობათა მკვდარის ზღვიდამ ბეთლემამდის, სადაც მხეცნიც კი არა სცხოვრობდნენ, დაშენებულ იქმნა გუნდთა მიერ განდეგილთა. ლავრა წმ. საბასი თვის არსებობის აღყვავილებულს დროსა დაიტევდა თავის ზღუდეთა შორის უმეტეს ხუთი ათას მონაზონთა, იმათ გარდა, რომელნიც მოღვაწეობდნენ გარემოს მღვიმეთა შინა. 614 წელსა სარკინოზთა ააოხრეს ეს ლავრა და მოსწყვიტეს მრავალი რიცხვი ძმათა. მეექვსე საუკუნიდამ მეათე საუკუნის დასასრულამდის ეს ლავრა წარმოადგენდა აკვანსა ქართულის საეკკლესიო მწიგნობრობისას. აქ იქმნა თარგმნილი მომეტებული ნაწილი საღმრთო და საეკკლესიო წიგნებისა ქართულს ენაზედ. აქვე ყოფილა დასრულებულ თარგმანი ქართულის დაბადებისა. შემდეგ ბურჯად ქართულის საეკკლესიო მწიგნობრობისა მეათე საუკუნის ნახევრიდამ შექმნილა ათონის ივერიის მონასტერი. აქ დაბოლოებულა სრულიად თარგმანი - დაბადებისა და ამ უკანასკნელთა მოღვაწეთა ძალა დაუტანებიათ საბა წმიდის მონასტრის ძმათათვის დაეწვათ მათ მიერ თარგმნილი დაბადება. ეს შემთხვევა სჩანს წარწერიდამ მცხეთის საპატრიარქო ტაძრის დაბადებისა, რომელზედაც უცნობი ვინმე მწუხარებით მიაწერს დაბადების კაბადონზედა: „წყეულ იყოს ღმრთისაგან, ვინც საბას დაბადება დააწვევინა“. ხოლო გარემოება ამ საქმისა, როდის მოხდა ეს სამწუხარო შემთხვევა, და რამ აიძულა ძმანი ათონის ივერიის მონასტრისა, რომ დააწვევინეს საბა წმიდელთა ქართველთა ძმათა დაბადება, არ არის მოხსენებული. ეს შემთხვევა მით უფრო გაუგებარია, რომ თვით ათონის ივერიის მონასტერში არა სჩანს აქამდის სრული ქართული დაბადება. ის დაბადება, რომელიც პლატონ იოსელიანს მოუტანია ათონიდამ 1850 წელსა და ტფილისში გადასწერეს ორ ცალად, არ არის სრული, თავიც აკლია, შუა წელიცა და ბოლოც.
რამდენჯერმე ააოხრეს წმ. საბას ლავრა სპარსთა, არაბთა და ბოლოს თურქთა. 1566 წელსა სულთან სელიმ მეორემ დაიპყრა პალესტინა და იერუსალიმში დაჰნიშნეს ახალი სანჯახი (გუბერნატორი). მაშინ მის წინაშე გამოსცხადნენ ძმანი ამ ლავრისა მოსაკითხავად და გამოსათხთონელად მფარველობისა მცირედის ძღვენით - ახალის ხილით და ბოსტნეულობით; ახალი მმართველი განცვიფრდა, როდესაც დაინახა 1000 კაცი მონაზონნი ღარიბად ერთგვარად მოსილნი; ამ ბარბაროსმა ძღვენი კი მიიღო და ბრძანა მათი ამოწყვეტა ოცს კაცს გარდა, რომელთაც ნება-დართო დაბრუნებისა მონასტერში.
უფრო ჩვეულებრივი გზა, წმ. საბას ლავრად მიმყვანებელი იერუსალიმიდან, იწყება. ნაძოვან ხევზედ ანუ იოსაფატის ღელეზედ მიყოლებული და ეს გზა სწყდება მკვდარ ზღვასთან. ეს ღელე შემდეგ სამის საათის გზისა გარდაიქცევა დაღრმავებულ ხეობად, რომელიც ორის მხრიდგან მოზღუდულია მაღალის სალის კლდეებითა, რომელსაც არაბნი უწოდებენ ამ ადგილას „ცეცხლის ხევად ანუ ცეცხლის ნაკაღბულად“, ხოლო ბერძნები უწოდებენ „ცეცხლის მდინარედ“, რასაკვირველია, მიზეზისა გამო საშინელ პაპანაქება სიცხეებისა, რომგლიც აქ იცის ზაფხულობით. ლავრასთან მიახლოვების დროს უპირველეს ყოვლისა მოსჩანს გუმბათი ეკკლესიისა და კოშკი ზედ მოწყობილის საათით, და შემდეგ დიდი გოდოლი იუსტინიანესი. ამ ციხეზედ ყარაულობს მორიგობით ერთი ბერთაგანი და ზარის ჩამორეკით აცნობებს მონასტრის ძმათა მოახლოვებისათვის მლოცავთა. და შემდეგ გააღებენ რკინის ბჭეთა, და შევლენ სტოვაში დიდის ეკკლესიისა, რომელიცა არს ღვთის-მშობლის ხარებისა. შუა ეზოში სდგას სამლოცველღ მარმარილოთი აღშენებული და დაგვირგვინებული მცირედის გუმბათით; აქ განისვენებდენ ნაწილნი წმ. საბასნი, რომელნიც საიდულოდ გარდაუტანიათ აქედგან ფრანგთა ვენეციაში. ეხლა მხოლოდ დაშთენილა აქ ლუსკუმა (საფლავი), რომელშიაც განისვენებდენ მის წმ. ნაწილნი, და მას ზედ ასვენია ხატი წმ. საბასი. დასავლეთის მხრივ, წმ. ნიკოლოოზის ეკლესიის ზემოდგან, არს სენაკი დიდის მნათობისა ეკკლესიისა იოანნე დამასკელისა. აქ მან აღსწერა თვისნი მიუბაძავნი საეკკლესიო გალობანი - ქრისტე მაცხოვრის აღდგომისა და ცხრა საუფლო და საღვთისმშობლო დღესასწაულთა, დიდად გულის აღმაფრთოეანებელნი, დამატკბობელნი, და ეგრეთვე მანუგეშებელნი და ლმობიერნი საგალობელნი, რომელნიც ანდერძის წესის შესრულების დროს იგალობებიან და წაიკითხებიან. ამ გვარის დიდის და წმიდა ღვაწლისთვის, რომ იოანნე დამასკელმა განაშვენა ეკკლესია ქრისტესი ფერადფერადთა საღმრთო საგალობელთა მიერ, მას უწოდა წმ. ეკკლესიამ „ოქროს-ნეკტარიანად“.
ღირსია ყურადღებისა წმ. საბას მონასტერში შემგომი არა ჩვეულებრივი მოვლენა, გარემოს მონასტრისა მრავლად დაჰფრინავენ პატარა ფრინველნი (კრასტელი), შროშნის მსგავსნი, რომელნიც იმ სახით ჰყავთ მიჩვეულნი ხელზედ ბერებსა, რომ პირველსავე მათ დაძახებას მოჰფრინდებიან და დასხდებიან ხელის გულზედ ანუ მხარხედ და დამშვიდებით ჰკენკავენ საჭმელსა, რომელიც ჩვეულებრავ შესდგება ქიშმიშისაგან. მთელი მონასტერი დაშენებულია ნაპრალებზედა და შიგ მონასტერში. სიარულის დროს ხან ზევით უნდა ახვიდე, ხან დაბლა ჩამოხვიდე.
წმ. საბას ლავრაში შესვლა დედათა სქესს აღკრძალული აქვს, თვით საბას აღთქმისაებრ. საბამ ამისათვის ნება არ მისცა იქ ყოფნისა თავის მოხუცებულს დედასა, რომელსაც სურდა ეცხოვრა თავის შვილთან ერთად და დაბინავებულიყო მონესტერში.
აქ, სადაც იწყება „ცეცხლის მდინარე“, არის ადგილი, წოდებული „მონაზონთა ფოლორცი“ (ბაზარი). ამ ადგილზედ გარემოს მცხოვრებნი ჰყიდიან ბერებზედა საზრდოსა, სამოსელსა და სხვათა, სცვლიან განდეგილთა ხელ საქმეზედ. ამ ადგილიდამ მიდის გზა აღმოსავლეთისკენ, რომელიც მიაღწვვს მკვდარ ზღვამდის. მარჯვენით ამ გზიდამ, საკმაოდ ამაღლებულს გორაკაზედ, მოსჩანან ნანგრევნი ყოფილის სავანისა აბბა (მამა) პასსარიონისა ხოლო ბორცვს ეწოდება გორად ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისა. ამ ბორცვიდამ სჩანს იორდანეს მდინარე და მკვდარი ზღვა.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
shota   ღირსი საბა განწმენდილი   Sep 10 2006, 11:25 PM
ალექსანდრე   shota ჩემი ერთ-ერთი სა�...   Sep 10 2006, 11:28 PM
salome   მეც ძალიან მიყვარს...   Sep 10 2006, 11:31 PM
shota   http://image.700up.com/uploads/f9d60b4f10.jpg [ur...   Sep 10 2006, 11:44 PM
salome   http://c.foto.radikal.ru/0609/257d68627aad.jpg �...   Sep 10 2006, 11:46 PM
მარიამი   ეგვიპტეშია არა საბ...   Sep 10 2006, 11:46 PM
ალექსანდრე   მარიამი იუდეის უდ�...   Sep 10 2006, 11:48 PM
მარიამი   მარიამი იუდეის უდ�...   Sep 10 2006, 11:49 PM
ალექსანდრე   მარიამი ეკატერინე...   Sep 10 2006, 11:50 PM
მარიამი   მარიამი ეკატერინ�...   Sep 10 2006, 11:52 PM
salome   ჰო, დავიბენი ცოტა. �...   Sep 10 2006, 11:54 PM
shota   მარიამი შეიძლება ს...   Sep 11 2006, 12:00 AM
shota   უნდა ავღნიშნო რომ �...   Sep 11 2006, 12:03 AM
shota   http://image.700up.com/uploads/85dfd21749.jpg   Sep 11 2006, 09:21 AM
მარიამი   გუშინ წავიკითხე დე...   Sep 11 2006, 09:59 AM
shota   მარიამ გაიხარე ინფ...   Sep 11 2006, 09:04 PM
მარიამი   1899 წლის ზაფხულში ე�...   Sep 11 2006, 09:15 PM
shota   მარიამი ხო მე ერთე�...   Sep 11 2006, 09:28 PM
მარიამი   მარიამი ხო მე ერთე�...   Sep 11 2006, 09:32 PM
shota   მარიამი სამწუხარო�...   Sep 11 2006, 09:40 PM
shota   http://image.700up.com/uploads/8b508c2c65.jpg   Sep 15 2006, 01:16 PM
mnate   ეს საოცარი მონასტე...   Sep 15 2006, 01:33 PM
shota   mnate ხო მართალი ხარ ლ�...   Sep 15 2006, 01:35 PM
mnate   საოცარი პირობები�...   Sep 15 2006, 01:38 PM
shota   http://image.700up.com/uploads/e175d99020.jpg   Sep 15 2006, 01:52 PM
shota   http://image.700up.com/uploads/886ccd9996.jpg   Sep 15 2006, 02:08 PM
shota   http://image.700up.com/uploads/b857ed399d.jpg მ...   Sep 15 2006, 02:26 PM
shota   თქვენი არ ვიცი მაგ�...   Sep 15 2006, 02:40 PM
salome   თქვენი არ ვიცი მაგ�...   Sep 16 2006, 02:13 PM
shota   gvirila_mari მადლობ.. :) მაღლ�...   Sep 15 2006, 02:49 PM
ალექსანდრე   shota ღმერთმა გაგახარ...   Sep 15 2006, 03:06 PM
solomony   http://image.700up.com/uploads/b7bf584b30.jpg htt...   Sep 18 2006, 01:26 AM
solomony   http://image.700up.com/uploads/2ecd4d8db5.jpg htt...   Sep 18 2006, 01:47 AM
solomony   http://image.700up.com/uploads/e015a47e3f.jpg htt...   Sep 18 2006, 02:37 AM
solomony   http://image.700up.com/uploads/66c04df3b66.jpg ht...   Sep 18 2006, 03:14 AM
tamuna_18   ღირსი საბა გამწმენ...   Mar 12 2009, 02:13 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th July 2025 - 03:24 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი

TOP.Internet.ge TOP.GE BOOM.GE