კიბე(ანუ კლემაქსი), იოანე სინელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კიბე(ანუ კლემაქსი), იოანე სინელი |
დავით ივერიელი |
Nov 21 2006, 12:21 AM
პოსტი
#1
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
იოანე სინელის წიგნი "კიბე" ეს არის ჩEმტვის მეორე სახარება და მეორე მოძღვარი... როგორც საკუთარი მოძღვარსი მამხლეს ცოდვაბში და მარცხვენს უფლის წინაშე იგიევს შვრება ეს წიგნიც... მინდა ნაწყვეტები მოვიყვანო აქ რათა გაგიზიაროთ ამ ჭიგნში გადმოცემული სიბრძნე მამა იონესი...
*მორჩილება არის ნების საფლავი და თავმდაბლობის აღდგომა *როცა მოძღვრის განკიტხვის ფიქრები მოდის, გაექეცი, როგორც სიძვას, და ამ გველს არანაირი ადგილი დაუთმო, არამედ უთხარი ვეშაპს:"ჰოი, მაცდურო! მე კი არა ვარ ჩემი წინამძღვრის მსაჯული, არამედ ის არის ჩემი მსაჯული, რადგან მე კი არ მიტვირთავს მისი ტვირთი, არამედ მან იტვირთა - ჩემი. *სიასნული ნათლისღების განმაახლებელია. სინანული არის ღვთის წინაშე ახალი აღთქმის დადება. მონანული ვაჭარი თავმდაბლობას ყიდულობს. *ვინც საკუთარ თავს გლოვობს, ის სხვას არ განიკითხავს არ არც დაცემის გამო განსჯის. *რამდენადაც ცეცხლი წვავს და ანადგურებს ფიჩხს, იმდენად წმინდა ცრემლები, იმდენად წმინდა ცრემლები უჩინარჰყოფს ყოველგვარ სულიერ შხამსა და ვნებას. *არ ენდო ცრემლებს, სანამ სრულიად არ განგწმენდს. ის ღვინო კი არა არის სანდო, რომელიც ეს-ესაა საწნახელიდან მოედინება, არამედ ის, რომელიც უკვე ზველია და არ არის გაფუჭებული. *როგორც სიბნელე უჩინარდება სინათლის გამოჩენისას, ისე უჩინარდება ყოველგვარი შფოთი და გუილსწყრომა თავმდაბლობის გამოჩენისას. *ერთხელ შევესწარი, მავანნი ვიღაცას რომ აძაგებდნენ გავუწყერი მათ და ვუთხარი, შეეწყვიტათ მსგავსი საუბარი. ამ ბოროტის მოქმედებმა კი მიპასუხეს, რომ ასე იმ პიროვნებისადმი სიყვარულისა და ზრუნვის გამო იქცეოდნენ. მე მივუგე:"თავი დაანებეთ ასეთ სისასტიკესა და ავ სიყვარულს, რათა არ გამტყუნდეს წინასწარმეტყველის სიტყვები:"რომელნი იტყუინ იდუმალ მოყვასისა თუისისა ძუირსა, ესე წარვდევნი"(ფსალმ. 100.5) *თუ ის გიყვარს, ილოცე მისთვის და ნუ აძაგებ, რადგან ლოცვით ღმერთი შეეწევა და შეიწყალებს. *განკითხვა მხოლოდშობილი ზის ღირსების მიტაცებაა და სულის დამღუპველია. *მრავლისმეტყველება ტახტრევანია, რომელზეც ზის თავს იწონებს ამპარტვანება. დანარჩენი მომავალში ... -------------------- მერე რა რომ . . .
|
+ვახტანგი+ |
Jun 5 2010, 12:52 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 272 რეგისტრ.: 25-March 09 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,721 |
სიმდაბლის შესახებ. რამდენიმე მუხლს დავაკოპირებ: 11. ერთ სულიერ მონაზონს პირისპირ ეჩვენნენ ეშმაკები და ნეტარს უწოდებდნენ მას. ამ ყოვლადბრძენმა ბერმა კი მიუგო: „თუ ქებას თავს ანებებთ და განმეშორებით, ეს მიმახვედრებს, რომ მართლაც დიდებულებისათვის მიმიღწევია, თუ ჩემს ქებას არ დაეხსნებით, სწორედ ეს დამარწმუნებს, რომ არაწმიდა ვყოფილვარ; რადგან „ყველა გულზვიადი სიბილწეა უფლის წინაშე“ (იგავ. 16.5). ამგვარად, ახლა ან განმშორდით, რომ თავი დიდებულ ადამიანად ჩავთვალო, ან მაქეთ და თქვენი საშუალებით უდიდეს სიმდაბლეს მოვიპოვებ“. ისინი განაცვიფრა მისმა სიბრძნემ და დამარცხებულნი მაშინათვე გაუჩინარდნენ. 17. ყოველივე ხილულს მზე ანათებს და სათნოების ყოველგვარ საქმეს სიმდაბლე განამტკიცებს. 18. თუ ნათელი არ არის, ყოველივე დაბნელებულია, ხოლო თუ სიმდაბლე არ არის, ყოველგვარი შრომა ამაოდ ჩაივლის. 44. ზოგიერთმა, მართალია, ცოდვათა მიტევება მიიღო, მაგრამ სიმდაბლის გამუდმებული იძულების შედეგად სიცოცხლის ბოლომდე ინახავს ადრეული ცოდვების ხსოვნას, სიმდაბლეს მათი საშუალებით ინარჩუნებს და შემუსრავს ამპარტავნებას; სხვები ქრისტეს ვნებებს იხსენებენ, მათ გამო თავს ყოველთვის მევალეებად გრძნობენ და ამით მოიპოვებენ სიმდაბლეს; კვლავ სხვები მომავალი ცოდვების გამო შეიმუსრავენ თავს; სხვებმა სათნოებათა ეს საოცარი მშობელი მათზე მოსული განსაცდელებისა და სნეულებების საშუალებებით შეიცნეს; სხვები თავს ყოველდღიურად გამოუსწორებელი ცხოვრების გამო განსჯიან; სხვებმა ვედრებით: რომ უფალმა ყოველგვარი ნიჭი წაიღოს მათგან, გაითავისეს სიმდაბლე; არიან ისეთებიც, თუმც, ზუსტად არ შემიძლია ვთქვა, კიდევ არიან თუ არა, რომლებიც მით უფრო მეტად იმდაბლებენ თავს ღვთის წინაშე, რაც უფრო წარემატებიან მისი წყალობით, ისინი თავს ამგვარი სიმდიდრის უღირსებად სცნობენ და ამგვარად სულში ინახავენ აზრს, თითქოს დღითი დღე ცოდვას იმრავლებდნენ; აი, სიმდაბლე, აი, ნეტარება, აი, სრუყოფილებ 45. თუ ნახავ ვინმეს, რომელმაც მაღალ უვნებლობას მიაღწია, ნუ იფიქრებ, რომ მან გამოიყენა რაიმე სხვა საშუალება, გარდა - ამ სანატრელი და შეუმცდარი გზისა. 57. ის ვირჩიოთ, ძმებო, რომ ღვთისათვის ვიყოთ სასურველნი და არა - კაცთათვის, რადგან ღმერთს უხარია, როდესაც ხედავს, რომ ჩვენ კაცთაგან შეურაცხყოფას ვეძებთ, რათა ამაო ამპარტავნება დავძლიოთ და გავანადგუროთ. 69. მდაბალი მუდამ მორჩილია. იგი უკეთეს სიტყვებს სხვებისგან ისმენს, რადგან არასოდეს ენდობა თავს, რომელზეც ზრუნვა მიუტევა უფალს - მას ვინც ბალამთან საუბარი ვირს შეაძლებინა. იგი ყველაფერს რომ ღვთის მიერ აკეთებდეს და ამბობდეს, საკუთარი გულისხმიერება მაინც არ სჯერა. რადგან, როგორც ამპარტავნისთვის მძიმეა სხვისთვის შეკითხვა, ასევე მძიმეა მდაბლისათვის თავის თავზე მინდობა. 70. ვფიქრობ, რომ მხოლოდ ანგელოზებს შეუძლიათ, უცოდველად დაიცვან თავი. რადგან მიწიერი ანგელოზის პავლესაგან მოვისმინე: „არარაი თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არა თუ ამით განვიმართლდები. ხოლო განმკითხველი ჩემი უფალი არს“ (1 კორ.4.4). ამიტომაა, რომ გამუდმებით უნდა განვიკითხავდეთ საკუთარ თავს და დამნაშავედ მიგვაჩნდეს იგი, რადგან ნებსით თავის დამდაბლებით უნებურ ცოდვებს განვეშოროთ; ხოლო თუ ასე არ მოვიქცევით, მათ გამო სიკვდილის ჟამს საშინელი ტანჯვა მოგველის. 81. თუ ამპარტავნებამ ანგელოზი ეშმაკად აქცია, სიმდაბლესაც შეუძლია, რომ ეშმაკები ანგელოზებად გარდაქმნას, ამიტომ დაცემულნი სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემიან. 84. როდესაც რომელიმე ვნების დასამარცხებლად იარაღს აისხამს, შემწედ სიმდაბლე წაიყვანე, რადგან მაშინ „ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი“ (ფს. 90.13); ანუ ამით ცოდვასა და სასოწარკვეთილებას გააქრობ და ქრისტეს ძალით ეშმაკსა და ვეშაპს, ანუ - ხორცს, დასთრგუნავ. 85. სიმდაბლე ცოდვის უფსკრულიდან სულის ცაში ამყვანებელი კიბეა სრულად იხილეთ წმიდა იოანეს კიბისაღმწერლის სათნოებათა "კიბის" 25-ე სიტყვაში წმიდა იოანეს 22-ე სიტყვიდანაც, რომელიც არის პატივმოყვარეობის შესაბ, დავაკოპირებ რამდენიმე მუხლს: 44. ერთხელ ერთი წმიდა და გამოცდილი ბერი მიამბობდა: ძმათა შორის ვიყავი და პატივმოყვარეობისა და ამპარტავნების ეშმაკები მოვიდნენ; ერთი მარჯვნიდან ამომიდგა, მეორე - მარცხნიდან; ერთი პატივმოყვარეობით თითით გვერდში მირტყამდა და მიწვევდა, რომ იქ მყოფთათვის მეთქვა რაიმე ჩვენების ან ჩემი უდაბნოში მოღვაწეობის შესახებ, მე კი განვდევნე და ვუთხარი: „მართლუკუნიქცენ და სირცხვილეულიქმნენ, რომელთა უნდა ბოროტი ჩემი“ (ფს. 39.15); იმ წუთასვე ჩემგან მარცხნივ მყოფმა მითხრა ყურში: ვაშა, ვაშა, კეთილად ქმენ და განდიდდი, როდესაც უსირცხვილო დედას ჩემსას, სძლიე. - მაშინ მისკენ მივბრუნდი და წარმოვთქვი სიტყვები, რომლებიც პირდაპირ მოსდევდა ზემოთქმულს: „მიიღეთ მეყსეულად სირცხვილი მათი, რომელი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა!“ 45. მაშინ ვკითხე ამ ბერს, თუ რად ითვლება პატივმოყვარეობა ამპარტავნების დედად; ხოლო მან მიპასუხა; ქება ადამიანის სულს აამაღლებს და როდესაც სული თავს აიმაღლებს, მაშინ მას ამპარტავნება შეიპყრობს, ცამდე აიტაცებს მას და შემდეგ უფსკრულში და ჯოჯოხეთის ქვესკნელში ჩააგდებს. -------------------- "ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th May 2024 - 11:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი