IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ტრადიციონალიზმი და მოდერნიზმი
(Νικόλαος)
პოსტი Jun 5 2010, 04:09 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 179
რეგისტრ.: 18-May 10
წევრი № 8,853



მე მინდა შემოგთავაზოთ ალექსნდერ ლებდეფის რომელიც სასულიერო პირი იყო (არ ვიცი ახლაც არის თუ არა) რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში რუსეთის გარეთ (ROCOR) სტატია ტრადიციონალიზმსა და მოდერნიზმზე მართლმადიდებელ ეკლესიაში. (სტატია ცოტა შევამოკლე და სრულად არ არის)

მეცხრამეტე საუკუნეში რუსულ ეკლესიაში ლიბერალურმა იდეებმა იღვივა და ბევრმა სასულიერო პირმა მოინდომა ეკლესიის ''გალიბერალება'' (რასაც ალბათ ხელს უწყობდა მოახლოებული რევოლუციის ალბათობა) რაც გამოიხატებოდა შემდეგში: ახალი კალენდრის შემოღება, ქორწინების უფლება ეპისკოპოსებისთვის, მეორედ დაქორწინების უფლება სასულიერო პირებისთვის, საეკლესიო მსახურების დროის შემოკლება, მარხვის სიმკაცრის და დროის შემოკლება, სასულიერო პირებისთვის საერო ტანსაცმლის ტარების უფლება ეკლესიის გარეთ, წვერის პარსვაზე და თმის შეკვეცაზე ნების დართვა და ასე შემდეგ.

ამ დროს ეკუმენური პატრიარქი იყო მელეტიოს მეხატაკისი, (რომელზეც ეჭვები და მგონი დოკუმენტებიც აქვთ რაღაც საკითხზე რომელსაც შეგნებულად არ ვწერ და ვისაც სურვილი გაქვთ ამ ადამიანზე პიემში დაგელაპარაკებით), რომელიც ასევე რეფორმისტი იყო. სწორედ იგი იყო ერთერთი ინიციატორი ახალი კალენდრის შემორებისა.

1923 წელს ცონსტანტინეპოლის სინოდზე ეს იდეა სისრულეში მოიყვანეს და ახალი, ე.წ ''განახლებული იულიანური'' კალენდარი ბევრმა ეკლესიამ მიიღო. მაგრამ ამას კარგი შედეგი ნამდვილად არ მოუტანია. ამან დიდი ზიანი მიაყენა ბევრ ადგილობრივ ეკლესიას და სქიზმები წარმოშვა.

დღეს-დღეობით მოდერნისტულ ეკლესიებში ხშირ შემთხვევებში მდგომარეობა ასეთია: ეკლესიებში დგას სკამები, ზოგგან ორღანიც, მღვდლების უმეტესობას და ხანდახან ეპისკოპოსებსაც აცვიათ კოსტიუმები და უკეთიათ კოლარები, (თეთრი საყელო რომელსაც კათოლიკე და პროტესტანტი სასულიერო პირები ხმარობენ) მთლიანად იპარსავენ წვერს, სასულირო პირებს კი მიმართავენ შემოკლებული სახელიტ მაგალითად: ''მამა ტომ!''მსახურება შემოკლებულია და ასე შმედეგ. ამ ყველაფერმა არაფერი მოიტანა გარდა პრობლემებისა.


ამის შემდეგ მიჩნდება კითხვა, ოღონდ არა ნიშნის მოგებით რადგან მე ქართულ სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიას ვეკუთვნი და არავითარი სურვილი არ მაქვს სხვა ეკლესიას ვეკუთვნოდე, მაგრამ მაინტერესებს რაში არიან ე.წ ძველი კალენდარისტები არასწორი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
კანუდოსელი
პოსტი Jun 5 2010, 10:37 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა((Νικόλαος) @ Jun 5 2010, 04:09 PM) *

ახალი კალენდრის შემოღება

ვეთანხმები

ციტატა((Νικόλαος) @ Jun 5 2010, 04:09 PM) *

ქორწინების უფლება ეპისკოპოსებისთვის

პრინციპში ამასაც დავეთანხმები (თურქეთში კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში უკვე არის პრეცენდენტი - უცოლო ადამიანი ხდება ეპისკოპოსი - დონე ეცემა ამის გამო)

ციტატა((Νικόλαος) @ Jun 5 2010, 04:09 PM) *

მეორედ დაქორწინების უფლება სასულიერო პირებისთვის

არ მგონია სწორი ამ ეტაპისთვის...

ციტატა((Νικόλαος) @ Jun 5 2010, 04:09 PM) *

საეკლესიო მსახურების დროის შემოკლება

ვეთანხმები

ციტატა((Νικόλαος) @ Jun 5 2010, 04:09 PM) *

მარხვის სიმკაცრის და დროის შემოკლება

ვეთანხმები, მით უმეტეს, როცა ისეთი შემთხვევუთი ისტორიული დანალექი გვაქვს, როგორიც პეტრე პავლობის მარხვაა..

ციტატა((Νικόλαος) @ Jun 5 2010, 04:09 PM) *

სასულიერო პირებისთვის საერო ტანსაცმლის ტარების უფლება ეკლესიის გარეთ, წვერის პარსვაზე და თმის შეკვეცაზე ნების დართვა

არც ესაა პრობლემა

ციტატა((Νικόλαος) @ Jun 5 2010, 04:09 PM) *

მაგრამ მაინტერესებს რაში არიან ე.წ ძველი კალენდარისტები არასწორი?

მთავარში - რომ მთელ ვიტამინებს კალენდარში ხედავენ

პ.ს.
რევოლუციური არ ვარგა არაფერი...ყველა ცვლილებას წინ უუნდა უძღვოდეს განმანათლებლობითი ეტაპი


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st June 2024 - 12:23 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი