![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ცნობილია, რომ პირჯვარს სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები სხვადასხვა მიმართულებით იწერენ
ამ საკითხზე ერთადერთი განმარტება, რაც გამიგია, არის თბილისის სურბ გევორქის ეკლესიის მოძღვრის მამა აბგარის მოსაზრება, რომელმაც ეს შემდეგნაირად ახსნა: ძველი წარმოდგენით, ადამიანის სული მდებარეობდა გულში, ამიტომ წმინდა სამების მოხსენიების დროს სიტყვა "სული" უნდა ეთქვათ ხელის გულზე, ანუ მარცხნივ დადების დროს. გათვალისწინებით იმისა, რომ ზოგ ენაში მსაზღვრელი წინ უსწრებს საზღვრულს და ზოგში პირიქით, და შესაბამისად ზოგ ენაზე ითქმის წმიდა სული და ზოგზე სული წმიდა, ხელსაც შუბლსა და მუცელზე დადების შემდეგ იდებენ ან ჯერ მარცხნივ, ან მარჯვნივ მაგალითად, ბერძნულად: Doxa Patri ke Yio ke Agio Pneumati ქართულად: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა სლავურად: Слава Отцу и Сыну и Святому Духу ანუ ხელს მართლმადიდებლები ვიდებთ ჯერ მარჯვნივ და წარმოვთქვამთ "წმიდასა" და მერე მარცხნივ - და "სულსა" პირიქითაა ლათინურსა და სომხურში: Gloria Patri et Filio et Spirito Sancti ფარგ ჰორ იევ ვორთ იევ ჰოგუ სურფ ამიტომ, ისინი ხელს ჯერ მარცხნივ იდებენ თქვენ როგორ იცით? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
მშვიდობას გისურვებ, მეგობარო!
საქართველოში ძველმართლმადიდებელთა არსებობას აზრი მისცა: 1) კათალიკოს ანტონ I-ის რეფორმატორულმა მოღვაწეობამ (იხ. ეპ. პავლე. "ქართული ეკლესიის რუსული ფიზიონომიის შემოქმედი. კათალიკოსი ანტონ I". დევს საიტზე: http://www.oldorthodox.ge/ist_arx_pavle_qa...shemoqmedi.html ), რომელმაც, როგორც ცნობილი მეცნიერი, კორნელი კეკელიძე ამბობს, ყველა სალიტურგიკო წიგნი გადააკეთა რუსულის მიხედვით (ცხადია ნიკონ პატრიარქის მიერ გადაკეთებული წიგნების მიხედვით). ანუ, ანტონის და მის მოწაფეთა ხელით, იმდროინდელი ქართული, მართლმადიდებლური ეკლესია გახდა რუსულის ასლი. და 2) საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამ (რაშიც იმავე ანტონს უდიდესი წვლილი მიუძღვის. იხ. დასახ. ნაშრ.), რომლის შემდეგაც ის რუსეთის სინოდალური ეკლესიის დაქვემდებარებაში გადავიდა, გაუუქმეს საპატრიარქო მმართველობა და გახადეს საეგზარქოსო. აი, რუსმა ეგზარქოსებმა კი, რომლებსაც ორგანულად სძულდათ ქართული ენაც და ხალხიც, დაასრულეს ის, რაც ანტონმა წამოიწყო. ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ძველი მართლმადიდებლობა, დავითისეული, თამარისეული, ძველი, დიდი რჯულისკანონის დამცველი. ძველი ქართული და საყოველთაო მართლმადიდებლური საეკლესიო ტრადიციებისა და ლიტურგიკული პრაქტიკის მქონე ეკლესია. მზა სახით, უდიდესი გმირობის და სისხლის ფასად, ეს შენარჩუნდა რუს ძველმოწესეებში. (ისტორიული მასალები იხ. საიტზე: www.oldorthodox.ge . ის პრაქტიკა, რომელსაც ჩვენ მივსდევთ, არსებობდა ძველ ქართულ ეკლესიაშიც (მაგალითად, ორი თითით პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემა, სამგზის შთაფლვით ნათლობა და სხვა). ოფიციალური პროპაგანდა ძველმართლმადიდებელთა ძაგების მეტს არაფერს აკეთებს და ხალხს უმალავს იმ ჭეშმარიტ მიზეზებს, რის გამოც ქართველმა ქრისტეანებმა მიმართეს ამ ეკლესიას. აი, ასეთია, ძალზედ მოკლედ, ის მიზეზი, თუ რატომ დაფუძნდა საქართველოში ძველმართლმადიდებლობა. რაც შეეხება ამბაკუმისა და ნიკონის "ევქარისტულ ერთობას". თქვენ ამას წერთ ერთგვარი მამხილებელი ტონით, თითქოსდა აქ რაიმე ცთომილება იყოს... თუ ვცდები, მომიტევეთ... უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ევქარისტული ერთობა რეფორმის პირველ წლებში არ გაწყვეტილა, მაგრამ 1667 წლის მოსკოვის კრების შემდეგ (რომელსაც, სხვათა შორის, ესწრებოდა საქართველოს წარმომადგენელიც), სადაც ძველ, სრულიად მართლმადიდებლურ საეკლესიო გადმოცემებს წყევლა-კრულვა შეუთვალეს და სახელმწიფოსგან ძველი გადმოცემების დევნა მოითხოვეს, - გაწყდა ევქარისტული კავშირი. კანუდოსელი ხო,. ვიცი სტარავერები. ირაკლი წერეთელიც, როგორც მახსოვს ერტი პერიოდი სტარავერი იყო და დიდი წვერით დადიოდა მაგრამ ეს ვინ არის თვითონ ტქო? კანუდოსელი ხო,. ვიცი სტარავერები. ირაკლი წერეთელიც, როგორც მახსოვს ერტი პერიოდი სტარავერი იყო და დიდი წვერით დადიოდა მაგრამ ეს ვინ არის თვითონ ტქო? ჩემს ვინაობას რაც შეეხება, განა საკმარისი არ არის რომ ვარ მართლმადიდებელი ქრისტეანი? სხვას რას ეძებ მეგობარო? კეთილი მსურს და არა ბოროტი. -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
(Νικόλαος) |
![]()
პოსტი
#3
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 179 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,853 ![]() |
ის პრაქტიკა, რომელსაც ჩვენ მივსდევთ, არსებობდა ძველ ქართულ ეკლესიაშიც (მაგალითად, ორი თითით პირჯვრისწერისა და კურთხევის გაცემა, სამგზის შთაფლვით ნათლობა და სხვა). კი, ძველმართლმადიდებელს აქვთ ძველი კანონები მაგალითად ძველი ქრისტიანები მართლაც ორი თითით იწერდნენ პირჯვარს, მაგრამ სამი თითით გადაწერა უფრო ადვილი იყო და ის სიმბოლო და დატვირთვა მაინც არ შეცვლილა, ისევ სამი თითი შეტყუპებულია რაც სამების ერთიანობას გამოხატავს და ორი თითი ქრისტეს ბუნებას, რომელის დახრაც თავმდაბლობას გამოხატავს. უბრალოდ შეიცვალა კომბინაცია, რაც არ არის არანაირი დოგმატური დარღვევა. პატარ-პატარა შტრიხები იხვეწებოდა ეკლესიაში, მაგრამ დოგმები იგივე რჩება, მაშინ რომ მივყვეთ უძველესი წესები დღეს რასაც თქვენ იყენებთ იმისგანაც განსხვავდებოდა, არ ვიცი რის გამო მოხდა სქიზმა, მაგრამ თუ დღესდღეობით მხოლოდ პირჯვრის გადაწერა და ასეთი რამაა პრობლემა, მგონი ამისთვის ეკლესიისგან გამოყოფა არ ღირს, მითუმეტეს როცა ბევრი ძველმართლმადიდებელი შეუერთდა მოსკოვის საპატრიარქოს. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th September 2025 - 08:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი