![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
ცნობილია, რომ პირჯვარს სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები სხვადასხვა მიმართულებით იწერენ
ამ საკითხზე ერთადერთი განმარტება, რაც გამიგია, არის თბილისის სურბ გევორქის ეკლესიის მოძღვრის მამა აბგარის მოსაზრება, რომელმაც ეს შემდეგნაირად ახსნა: ძველი წარმოდგენით, ადამიანის სული მდებარეობდა გულში, ამიტომ წმინდა სამების მოხსენიების დროს სიტყვა "სული" უნდა ეთქვათ ხელის გულზე, ანუ მარცხნივ დადების დროს. გათვალისწინებით იმისა, რომ ზოგ ენაში მსაზღვრელი წინ უსწრებს საზღვრულს და ზოგში პირიქით, და შესაბამისად ზოგ ენაზე ითქმის წმიდა სული და ზოგზე სული წმიდა, ხელსაც შუბლსა და მუცელზე დადების შემდეგ იდებენ ან ჯერ მარცხნივ, ან მარჯვნივ მაგალითად, ბერძნულად: Doxa Patri ke Yio ke Agio Pneumati ქართულად: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა სლავურად: Слава Отцу и Сыну и Святому Духу ანუ ხელს მართლმადიდებლები ვიდებთ ჯერ მარჯვნივ და წარმოვთქვამთ "წმიდასა" და მერე მარცხნივ - და "სულსა" პირიქითაა ლათინურსა და სომხურში: Gloria Patri et Filio et Spirito Sancti ფარგ ჰორ იევ ვორთ იევ ჰოგუ სურფ ამიტომ, ისინი ხელს ჯერ მარცხნივ იდებენ თქვენ როგორ იცით? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
დიახ, ცოდვა მოსკოვმა უნდა შეინანოს, ამას, სხვათა შორის, ამბობდა სოლჟენიცინიც, რომელიც რუსეთის უმთავრეს ცოდვას მეფის მკვლელობას კი არა, ნიკონის მიერ, მე-17 საუკუნეში განხორციელებულ რეფორმას და უდანაშაულო მართლმადიდებელი ქრისტეანების ამოხოცვას მიიჩნევდა დანაშაულად.
ისიც სწორია, რომ განხეთქილება დაიწყო მოსკოვის ე. წ. 1667 წლის დიდი კრების შემდეგ. არსებობს აზრი, რომ ორივე მხარე (ნიკონის მომხრეებისა და ძველმოწესეების) შეეწირა გაუნათლებლობას, ანუ მათ არ იცოდნენ, რომ წესების ცვლილება არ იწვევდა დოგმატურ ცვლილებებს. მაგრამ, აქ უნდა ითქვას შემდეგი: ჯერ ერთი: ვფიქრობ დამეთანხმებით, რომ პატრიარქმა და მთელმა ეპისკოპატმა, რომელიც ნიკონის მხარეს დადგა, უფრო მეტი უნდა იცოდეს დოგმატების შესახებ, ვიდრე უდაბლესმა იერარქიამ და უბრალო ხალხმა. ამიტომაც, მათ მეტი მოეთხოვებათ და მეტია მათზე პასუხისმგებლობა, ვიდრე ძველმოწესეებზე. არადა აკეთებენ პირიქით... და მეორე: წეს-ჩვეულებებში ჩადებულია დოგმატური შინაარსი. ამის შესახებ მე მოვამზადებ სპეციალურ წერილს და დავდებ ფორუმზე. წმ. ბასილი დიდიც ბრძანებს, რომ საეკლესიო სიმბოლოებსა და წეს-ჩვეულებებში ჩადებულია დოგმატური შინაარსი. ამდენად, თუ ეს შინაარსი ირღვევა, ის გარკვეულწილად ეხება მის მიერ გამოხატულ დოგმატს. და ბოლოს: 1971 წელს, რუსეთის ადგილობრივმა კრებამ სცნო ძველი წესების მაცხოვნებლობა (სხვათა შორის, ამ კრებას ესწრებოდა საქართველოს ოფიციალური ეკლესიის დღევანდელი პატრიარქი ილია II-ც). კრება მოეწყო რუსეთის პატრიარქის პიმენის დროს (თუ არ ვცდები პიმენ II). ამდენად, აღმოჩნდა, რომ სულ ტყუილუბრალოდ გადაუციათ ანათემაზე მართლმადიდებლური წეს-ჩვეულებები და სულ ტყუილუბრალოდ დაუხოციათ მართლმადიდებელი ქრისტეანები. რუსეთში დღეს ცდილობენ ამ შეცდომის გამოსწორებას, ოღონდ ისე, რომ ოფიციალური ეკლესია არ დაზალდეს და ისევ წამყვან პოზიციაზე დარჩეს. თუმცა ეს უკვე სცილდება ჩვენი ფორუმის კონკრეტულ თემას. ძალიან დიდი მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის. ღმერთმა გაამთლიანოს საქართველო! -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th September 2025 - 08:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი