ჩანახატები, იყოს ლამაზი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩანახატები, იყოს ლამაზი |
გლახა |
Jan 16 2007, 01:27 PM
პოსტი
#1
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
მეგობრებო არ მახსოვს ჩანახატების თემა თუ არსებობს.
ერთმა ჩვენმა კარგმა მეგობარმა მთხოვა გამეხსნა.. აბა გაგვახარეთ |
T.L. |
Mar 10 2007, 09:20 PM
პოსტი
#2
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
გადიოდნენ დღენი და თვენი....ტყული ყოფილა დრო ყველაფრის მკურნალიაო-გულში სთვა და გულშივე დაიმარხა....აემღვრა პაწაწა გული.არ ეძინება,ან რა დააძინებს?....ოთახიდან გავიდა,დერეფანში დაჯდა,ორივე იდაყვით მუხლებს დაებჯინა და ფიქრმა წაიღო....ათასნაირი ფიქრი დატრიალდა ნაფოტივით გონებაში.ერთს ნატრობდა,თითქოს სხვა არაფერი ეხარბებოდა,არაფერი ენატრებოდა დედამიწის ზურგზე.უცებ თვალებიდან იელვა ზღვისფერმა სილურჯემ....ორი მსხვილი ცრემლი ჩამოუგორდა და გაფიტრებულ ლოყებზე დასტოვა კვალი...სახე კი არ უტიროდა, არა..... უცებ ისე დაჰკრა მიწას ხელი გეგონებოდა დედამიწა შუაგულამდე უნდა ჩაანგრიოსო.ყველაფერი გაქვავდა გარშემო... ღამე კი არ იცდიდა თავის გზას მიეშურებოდა.გვიანი მთვალე მთის წვერზე შედგა.ცოტა ხანში პირიქით გადაქანდება და კიდევ ერთი ღამეც მიიწურება.
ხშირად უცდია მის თვალებში სიმართლის ამოკითხვა,კითხვებზე პასუხის გაცემა,მაგრამ ამაოდ....მუდამ დაბინდული ეჩვენებოდა მისი თვალები,როგორც ნაავდრალი ზღვა....ფიქრთა ჭიდილში მოქანცულს ჩაეძინა...მტრედისფერმა გადაჰკრა ცის გუმბათს. იქნებ მის გულშიც ჩაეხედათ...მაგრამ,არა! უიღბლო აღმოჩნდა მისი სიყვარული.... მართალი უთქვამს ილიას:წუთისოფელი ზოგისთვის მამაა,ზოგისთვის კი-მამინაცვალიო.... -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი