სპორტის სახეობები, ყველა საჭირო რჩევით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სპორტის სახეობები, ყველა საჭირო რჩევით |
კანუდოსელი |
May 29 2010, 12:52 PM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ამ თემის გახსნის იდეა გამიჩნდა მოზარდების ძალადობის თემასთან კავშირში. მოკლედ, მე ვთვლი, რომ ძალადობას უნდა ვებრძოლოთ ორი ძირითადი მიმართულებით - სკოლაში სასწავლო დისციპლინების დონის აწევით და შეჯიბრების-კონკურენციის გაზრდით და აგრეთვე სპორტისადმი ინტერესის გაღვივებით
მე ვხსნი ძალოსნობის მიმართულებით თემას. მოკლედ თუ ვინმეს უნდა რომ ფიზიკურად იყოს ჯანმრთელი არსებობს რამდენიმე უმთავრესი ვარჯიში, რომელსაც თავისი სისტემა გააჩნია. ვინაიდან დიდ დრო არ მაქვს, ნაწილობრივ დავდებ თითოეული კუნთის განვითარების ვარჯიშებისთვის სისტემას. მკერდის კუნთის განვითარებისთვის უმთავრესია ე.ი. წოლჭიმის ვარჯიში (იხ. სურათი) წვები ჰორიზონტალურ სკამზე, იღებ შტანგას სადგამიდან, ხელებს ჰკიდებ ოდნავ უფრო განივად ვიდრე მხრების ზომაა და მკერდამდე ჩამოტანით და აზიდვით იმეორებ 15-ჯერ პირველი მისვლა არის კუნთებისთვის გასახურებელი, ამიტომ წონა უნდა შეარჩიო ისე, რომ 15 აზიდვა შეძლო თავისუფლად მეორე მისვლაზე ირჩევ წონას ისე, რომ განახორციელო უკვე 8 აზიდვა და მერვე იყოს რთულად მიღწევადი. შეიძლება რომ დაიხმაროთ მეწყვილე, რომ ბოლო აზიდვაში ოდნავ დაგეხმაროთ იგივეს იმეორებთ მეორედ, ოღონდ უკვე 6 აზიდვით. აქაც მეექვსე უნდა იყოს რთულად მიღწევადი - შესაბამისად წონას ზრდით იგივეს იმეორებთ მესამედ... დამწყებთათვის სამი მისვლა საკმარისია (გახურება ძირითად მისვლაში არ ითვლება), თუმცა შეიძლება აგრეთვე მეოთხედ მისვლა და უკვე ან ისევ 6 აზიდვას განახორციელებთ, ან წონას მოუმატებთ და 4 აზიდვას შეასრულებთ - ისე, რომ მეოთხე იყოს რთულად ასაწევი ანუ სისტემა ასეთია: 15, 8, 6, 6 (6, ან 4) შეიძლება ასეც: 15, 8, 8, 6, (6 ან 4) ან ასე: 15, 10, 8, 6, (6 ან 4) ზოგადად იდეოლოგია ასეთია: პირველი სამი მისვლა არის იმ წონებზე გავარჯიშება, რისი აწევაც ასე თუ ისე შეგიძლია და ერთგვარად კუნთების იმ წონებზე შეჩვევაა (რაც გამოიხატება კუნთის მოცულობის ზრდაში)...ბოლო მეოთხე მისვლა არის ისეთი წონის არჩევა, რაც გარკვეულ წილად ახალია, ანუ ყველაზე დიდია და კუნთის ამტანობაზე მუშაობას გულისხმობს გაგრძელება იქნება -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
Giorgi- |
Jun 10 2010, 11:14 AM
პოსტი
#42
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
ვეთანხმები ხელმძღვანელ - ამხანაგებს. პრესი იტანს დიდ დატვირთვას და ალბათ ერთადერთია რომელსაც მოთელვა არ სჭშირდება. პრესი უნდა ვაკეთოთ დრეში რამდენჯერმე სხვადასხვანაირი მიმართულებით. მაგალითად დილით, საღამოს, ან დილით უადღეს საღამოს, ან დილით და საღამოს 2-3-ჯერ
თითო "სეანსი" 100 ერთეულს უნდა აღემატებოდეს, ვისაც მუცლის ქონის გამოშრობა უნდა თავს უკან ჰანტელი და რაიმე სიმძიმე არ უნდა დაიდოს. მხოლოდ ზიმძიმეების გარეშე ვარჯიშითაა შესაძლებელი გამოშრობა ჰანტელები კარგია ხელის კუნთებისთვის, ტონუსისთვის, გულის კუნთისთვის ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ: ნებისმიერი ვარჯიშის შემდეგ რომელ კუნთზეც გვქონდა აქცენტი, აუცილებლად უნდა გაიჭიმოს ის ადგილი, მაგალიტად მუცლის პრესის შემდეგ აუცილებლად "ხიდზე" უნდა გადავიდეთ და მუცლის კუნთები გავჭიმოთ სირბილის და ჩაჯდომების შემდეგ ფეხის კუნთები უნდა გავჭიმოთ მსუბუქ ტკივილამდე ამ გზით ტანის გარდა მოქნილობა შეგემატებათ, სხვანაირად კი სიტლანქე და დამძიმება ვერცერთი ვარჯიში ვერ იქნება სრულყოფილი თუ კვირაში რამდენჯერმე 4-5 კმ მსუბუქი სირბილი არ დაახმარეთ. სირბილი პირველ ადგილზეა მეორეზეა ველოსიპედი, მაგრამ "კაცური" არ არის, თვალებს გამოგაყოლებენ დუქნების ფანჯრებიდან ცხიმიანტუჩებიანი რაინდები, მოცლია ამხელა კაცსო ერთხელ წავიკიტხე, რომ ცურვა რაც არ უნდა გაგვიკვირდეს მესამე ადგილზეა. თუმცა შეუდარებელია. თუ გავითვალისწინებთ რომ ოჯახის 2 წევრი მაინც ბასეინზე დადიხართ კვირაში სამჯერ მაგ ფასად ყოველ თვე კარგი რესტორნის დახურვა შეიძლება თავისი ყველაფრით მე ცურვას გირჩევთ ყოველ სეზონზე 1 თვე, მთელი წელი მაინც არავინ დადის. ოღონდ რამდენად დაზღვეულები ხართ სოკოვანი დაავადებებისგან არ ვიცი. გუშინ საღამოს იპოდრომზე ვიყავი. 1.8 კმ-ა ერთი წრე, არც აღმართი არც დაღმართი, ხალხი ვარჯიშობს გვიანობამდე, მოკლედ იდეალური ადგილია სარბენად და ტანის მსუბუქი ვარჯიშისთვის. აქამდე მხოლოდ კუს ტბაზე დავდიოდი მაგრამ იპოდრომი უკეთესია რაღაც მომენტში ასევე ძალიან კარგი ადგილია "ჯანმრთელობის ბილიკები", ვაკიდ პარკშია, მაგრამ ბევრმა არ იცის. 750 მ-ა ერთი წრე, ვარდების რევოლუციამდე საღამოობით ვარჯიში ცოტა ჭირდა, აღვირახსნილი ახალგაზრდები ისხდნენ და უსირცხვილოდ ტუჩებში კოცნიდნენ ერთმანეთს , მაგრამ ახლა ხალხი ვარჯიშობს ჰო და კიდევ ერთი იდეა მაქვს: ფორუმელები და სამაგალითო ხალხი შევიკრიბოთ კვირაში თუნდაც ერთი დღე მაგალითად იპოდრომზე და ჯგუფური სირბილი მოვაწყოთ ტერას მამისგან განსხვავებით თუ სწორად ვივარჯიშებთ და არ გადავიღლებით ყველაფერი ლამაზად მოგვეჩვენება და არც ამ ქვეყნის უსამართობაზე ვიდარდებთ დიდად აბა ვინ წამოვა სარბენად? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი