პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
KAIROS |
Feb 7 2007, 09:23 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვიწყებ მარიამის მიერ დასმული კითხვაზე ფიქრით...
http://church.ge/index.php?showtopic=576 "ლოცვა უცნობი ადამიანისათვის" მამაო პასუხში რამოდენიმე საინტერესო საკითხს აყენებს, განიხილავს რა ზოგადად ლოცვის არსს და აუცილებლობას, სცდება "უცნობი" ადამიანის თემას და "ნაცნობი " ანუ ჩვენს მიერ ნაცნობ ადამიანებს ახარისხებს, ვისზე უნდა ვილოცოთ და ვისზე არა, ბრძანებს: "... ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში..." და სხვაგან: " ... (თუ) ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით." ჯერ ერთი ამ ორ თეზისს შორის დაპირისპირებაა, რამეთუ სხვაა "ვერ იქნებიან მოხსენიებულნი" და სხვაა "განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით", რადგან მოყვასისათვის განსაცდელს რად უნდა ვერიდოთ? მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ დილა-საღამოს ვკითხულობთ: "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)" რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ... საკითხი ისევ ღიაა და დიდად დამავალებთ, თუკი მამებზე დაყრდნობით მშვიდად განვიხილავთ ამას, რამეთუ მაგ სიაში მოსახსენებელი ნაცნობები ბევრსა გვაყვს... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
იოანა |
Mar 11 2007, 02:04 AM
პოსტი
#2
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
KAIROS
დიდი ხანია მინდა გამოვეხმაურო შენს კითხევბს ლოცვასთან დაკავშირები, მაგრამ აქამდე ვერ მოვახერხე... მაგალითისთვის წარმოიდგინე ადამიანი თუ ადამაინები, რომლებიც ძალიან კარგად არაინ განსწავლულები მართლმადიდებლობაში... რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ცრუ სწავლება გაავრცელონ მართლმადიდებელ მრევლში... რომლებსაც შეცნობილი აქვთ ლოცვის ძალა და ეშინიათ ლოცვის... რომლებსაც ასევე შეცნობილი აქვთ ჯვრის ძალა, მაგრამ მაინც შეურაცხყოფენ... რომლებიც ესაუბრებიან ეშმაკს და შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ გარკვეული მოვლენები... რომლებიც საკუთარი ნებით და სრულიად გაცნობიერებულად მყოფობონ ეშმაკთან... რა უნდა ვთხოვო ღმერთს ასეთი ადამიანებისთვის? მართლა არ ვიცი რა ვთხოვო ... და თუ მაინც ვილოცებ მათთვის, ვუთანაგრძნობ მათ, მოვა ეშმაკი და მეტყვის: სინამდვილეში შენ მე მითანაგრძნობ... და მომიწევს თქმა: უარვყოფ ამ აზრს ღვთის წინაშე... და ეშმაკიც გაიძურწება, მაგრამ უხილავი ბრძოლა მაინც გაგრძელდება... ეს კი ძნელია და საშიში... მაგრამ ვიცი რა ვთხოვო ღმერთს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარი სურვილის მიუხედავად დღეს ასეთ ადამიანებს ემორჩილებიან... ასე ვიფიქრე რამდენიმე თვის წინ და დღესაც ასე ვფიქრობ... თუ სწორად აღვიქვი მამა ანდრიას ნაწერები, მგონი სწორად ვფიქრობ ადმინ, ძალიან გთხოვ არ წაშალო რაც დავწერე... -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 12:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი