აბორტის კანონით აკრძალვა გამოსავალია? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აბორტის კანონით აკრძალვა გამოსავალია? |
lutecia |
Jun 2 2010, 12:02 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 29 რეგისტრ.: 19-May 10 წევრი № 8,861 |
გამარჯობათ, ალბათ ყველამ იცით რომ აბორტი უმძიმესი ციდვაა რომ აგარაფერი ვთქვათ მის მორალურად მძიმე მხარეზე... აბორტი (აბორტუს) ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას. იგი მსოფლიოს 193 ქვეყნიდან 119 ქვეყანაშია ლეგალიზებული. მათ შორის აშშ-ი, კანადაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჩინეთში, რუსეთსა და ასევე საქართველოშიც. აბორტის ლეგალიზაცია გულისხმობს, რომ იგი ნებადართულია კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. (საქართველოში ეს შემთხვევები დადგენილია ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონით).ამ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია მხოლოდ ორსული ქალის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და სამართლებრივი დაცვის მიღმა რჩება ჩანასახის სიცოცხლე...
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 136-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს შვილების რაოდენობა და დაბადების დრო. სახელმწიფოს პრიორიტეტული ამოცანაა ქალის ჯანმრთელობის დაცვა აბორტების შემცირების გზით (მ139.პ.1). ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებული ექიმის მიერ, თუ ა) ორსულობის ხანგძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას და ბ) ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან გასულია 3 დღის მოსაფიქრებელი ვადა. ამასთან გასაუბრების დროს ექიმი ვალდებულია უპირატესობა მიანიჭოს ნაყოფის სიცოცხლის დაცვას და ყველანაირად შეეცადოს დაარწმუნოს ქალი ნაყოფის შენარჩუნების აუცილებლობაში. თუმცა ყველა შემთხვევაში “არჩევანი დედის პრეროგატივაა.” ბიბლიაში სიტყვა „აბორტი“ ან მისი სინონიმი არ გვხვდება, მაგრამ ამ დამღუპველ მოვლენასთან დაკავშირებით ჩვენ სრულიად ნათელი დასკვნების გამოტანა შეგვიძლია,ქვემოთ მოცემული ბიბლიური ციტატებიდან. ბიბლიაში სრულიად ცხადად და არაორაზროვნად განცხადებულია, რომ ადამიანის სიცოცხლე იწყება არა დაბადების წამიდან, არამედ მისი ჩასახვიდან: „ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი და დედის საშოში შენი გამომსახველი, რომელიც შეგეწევა შენ“ (ესაია 44, 2). „რამეთუ შენ დაჰბადენ თირკუმელნი ჩემნი და შემიწყნარე მე დედის მუცლით ჩემითგან. აღგიარო შენ, რამეთუ საშინელად საკვირველ იქმენ; საკვირველ არიან საქმენი შენნი, და სულმანცა ჩემმან უწყის ფრიად“ (ფსალმ. 138, 13-14). „ვიდრე მუცელში გამოგსახავდი, გამოგარჩიე; ვიდრე საშოდან გამოხვიდოდი წმიდა გყავი, ხალხების ქადაგად დაგადგინე“ (იერემია 1, 5). „...უფალმა მუცლიდან მომიწოდა, დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი... ახლა ამბობს უფალი, მუცლიდანვე ჩემი გამომსახველი თავის მორჩილად...“ (ისაია 49, 1-5). მოციქული პავლე ამბობს: „...ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა“ (გალატ. 1, 15). „განა ვინც მე შემქმნა მუცელში, მანვე არ შექმნა იგი? განა ერთმა არ გამოგვსახა საშოში?“ (იობი 31, 15). მიუხედავად იმასა,რომ აბორტი დიდი ცოდვაა იგი არა არის დასჯადი კანონით გარკვეული გარემოებების არსებობისას. თქვენი აზრით, შეამცირებს თუ არა ამ დიდ ცოდვას კანონის გამკაცრება. რას დაუმატებდით ან რას შეცვლიდით დღეს მოქმედ კანონში.ან საერთოდ თუ მიიჩნევთ აბორტს ცოდვად? მიმაგრებული სურათ(ებ)ი |
მხევალი ნინო |
Jun 13 2010, 09:17 PM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ikanosi
ციტატა რატომ მონარქია არ მოგწონს? ამ ფსევდო დემოკრატიულმა პრინციპებმა დაგვღუპა...უფრო სწორად სინდისის თავისუფლების ქადაგებამ როგორც დღეს დემოკრატია გვესმის ირაკლი, დემოკრატია სწორედაც რომ იცავს ადამიანის უფლებებს. სწორედაც, რომ დემოკრატიის დროს შეგიძლია იბრძოლო სოცოხლის უფლებაზე და არა მონარქიის დროს, როცა ერთპიროვნული მმარტველი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება თურმე, ერთი ადამიანის, მეფის ხელში იქნება და თურმე, როგო კანონებსაც უნდა, ისეთს დავიწესებს. გამოდით ეხლა აქედან ! გაშინებთ ტქვენ დემოკრატია და არ გესმით სწორედ. ყველა ვთანხმდებით ერთ საკიტხზე, რომ აბორტი არის მკვლელობა. ეხლა, კანონით რომ აიკრძალოს, ამისთვის იმ პატარა ადამიანის სიცოხლის უფლებაზე უნდა ვილაპარკოთ, რომელიც მუცელშია და ჯერ არ დაბადებულა. იმ ადამიანის სიცოხლის უფლების დაცვის სახელით უნდა აიკრძალოს აბორტი ქვეყანაში და ესაა სწორედ, ადამიანის უფლების დაცვა, რაც სწორედ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება და არა დესპოტიის ან ტირანიის დროს. მაგრამ, ეს არაა მარტივად მისაღწევი, რადგან ბევრი რამაა გასათვა;ლლისწინებელი და ყველას ვტხოვ, როცა საუბრობთ, სხვა ადამიანებზე, ჯერ მათ ადგილას წარმოიდგინეთ ტავი და ისაუბრეთ მათი ტყავიდან. გაითვლისწინეთ ის ფაქტორი, რომ ხალხი მოსამზადებელია იმ საკიტხისადმი, რომ ემბირონი არის ცოცხლი ადამიანი და მას კლავ. ეს რელიგიური თვალსზრისით. მეორე, ხალხი მოსამზადებელია იმისთვის, რომ ამ ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება და მას უსპობ. გაითვალსიიწნეთ ჩვენი სოციალური პირობები და 21-ე საუკუნე, როცა ქალ მეტი ასპარეზი აქვს ცხოვრებაში და შეუძლია ბევრს მიარწიოს, ძალიან ბევრს. ცხადია, ძალიან მცირე რაოდენობას უნდა, რომ იჯდეს სახლში და ყოველ წელიწადს აჩინოს ბავშვი. ანუ, ხალხს სჭირდება მომზადება ამ ოირი ფაქტორის აღსაქმელად. უცხოეთში არის სექსუალური ცხოვრების თავისუფლება, მაგრამ ძალიან სერიოზულად ეკიდებიან აბორტის საკითხს. ანუ, ჩვენთანაც, რამენაირად უნდა მივიდეს საზოგადოება ასეთივე დამოკიდებულებაზე. ყველაზე ხმამაღლა აბორტის საკითზე საუბრობენ კაცები, რომელთაც ეს ,,პრობლემა,, არ აქვთ და ვერც გებულობენ. აქვ მინდა ვტქვა, რომ აბორტების სულ ცოტა 60-70% სწორედ კაცების უპასუხიმგებლობის გამო კეთდება. მათ მორიგი შვილი არ უნდათ. დაიჯერეთ, ქალისტვის ყოველთვის უფრო მძიმე აბროტი, ვიდრე კაცისტვის. ქალს რომ მხარდაჭერა ჰქონდეს ოჯახიდან, აბორტების რიცხვი სპონტანურად შემცირდებოდა. ამიტომ, ნუ ლაპარაკობთ ძალის ნიშნებით, როცა ტქვენ არ გეხებათ საკიტხი და გაითვალისიწნეთ სხვისი უფლებებიც, უფრო სწორედ, სხვა ადამიანიც. ფეხმძიმობა შეიძლება მოხდეს ძალადობის დროსაც, ეს ძალიან მძიმეა ქალსითვის. შეიძლება ვინმეს სიცოცლხეს უქმნიდეს საფრთხეს. ხოდა, სანამ ძახილის ნიშნებით დაიწყებთ საუბარს, მანამდე დაფიქრდით წინ რამდენი პრობლემაა . პოირველ რიგში სწორი დამოკიდებულებაა საჭირო., ქალების ციხეში გაშვება არაა გამოსავალი. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი