მეცნიერული სიახლეები -, აღმოჩენები და მიღწევები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მეცნიერული სიახლეები -, აღმოჩენები და მიღწევები |
KAIROS |
Feb 2 2009, 08:59 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ძალიან საჭიროა ვიცოდეთ რა ხდება მეცნიერულ სამყაროში, გვქონდეს ახალი აღმოჩნების შესახებ ინფორმაცია და მიღწევებსაც ვეცნობოდეთ, ჩვენს რიგებში არიან უკვე ჩამოყალიბებული მეცნიერები, სხვადასხვა დარგში , ფიზიკა, ბიოლოგია და ა.შ. ბევრი საკმაოდ კარგადაა ჩახედული ამ საქმეებში და ნამდვილად წაგვადგება ერთმანეთისათვის ამ სიახლეების მიწოდება და მათზე საუბარი.
ახლა პირველს თავადვე დავწერ, იმდენად უცნაურად მომხვდა ყურში, რომ ლამის ალოგიკურადაც ჟღერდა ქრისტიანისათვის, ნუ ახლა თეოლოგიას შევეშვათ და მეცნიერულად ასეა, რომ აღმოაჩინეს... მედუზა , რომელიც ფაქტობრივად არ კვდება, ანუ უკვდავი მედუზა ახლა ამ უკვდავებას სულის უკვდავების რანგში ნუ გავიგებთ, ამას ქვია "ბიოლოგიური უკდავება", ანუ მეცნიერები ამბობენ, რომ ამ 4-5 მილიმეტრიან დიამეტრის მედუზას Turritopsis nutricula ახასიათებს მითიური გაახალგაზრდავების თვისება, Smithsonian ინსტიტუტის და ლეჩეს მეცნიერულ-საკვლევი უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით ეს გაახალგაზრდავება ხდება ბიოლოგიური ციკლის უკუცვალებადობის ხარჯზე... Cheating deth: the immortal life cycle of Turritopsis http://8e.devbio.com/preview_article.php?ch=2&id=6 რას გვეტყვიან საქმეში ჩახედული ხალხი იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
lingvo |
May 29 2010, 10:54 PM
პოსტი
#2
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
KAIROS
ვიტყვი, რომ დიდი საფრთხის შემცველია ეს გამოგონება, უჯრედის შექმნაში ადამიანი არ უნდა ერეოდეს. ისევე როგორც გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს არ უნდა ქმნიდეს. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
კანუდოსელი |
Jun 14 2010, 12:58 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ამას წინათ განხორიელებული პროექტი დედამიწისთვის შეამცირებს ასტეროიდების დაჯახების რისკს.
რამდენიმე დღის წინ ავსტრალიაში დაეშვა კაფსულა (ქვემოთ ნახატზე სქემატურად დაშვების ეტაპებია გამოსახული), რომელმაც სავარაუდოდ მოიტანა ინფორმაცია ერთერთი ასტეროიდიდან სახელად: იტოკავა. 2003 წელს განხორციელდა იაპონური კოსმოსური მისია ჰაიაბუსა, რომლის მიზანს წარმოადგენდა 500 მეტრი სიგრძის იტოკავას ასტეროიდის გამოკვლევა. სპეციალური კაპსულა გაიგზავნა ასტეროიდზე, (ეს ნახატია, ცხადია...) სადაც მან დაჰყო მთელი სამი თვე. კაპსულის მიზანს წარმოადგენდა სინჯების აღება ასტეროიდის ზედაპირიდან და მისი ჩამოტანა დედამიწაზე. ტექნიკური პრობლემების გამო კაფსულის დაბრუნება გაიწელა 3 წელი და 2007-ის მაგივრად ის დაბრუნდა წელს. მიუხედავად იმისა, რომ სინჯების აღების მექანიზმიც გამოვიდა წყობიდან, მეცნიერები იმედოვნებენ რომ ასტეროიდის მტვერი აუცილებლად დარჩებოდა კაფსულაში და ამიტომ მთელი სამეცნიერო საზოგადოება დიდი იმედებით შეჰყურებს კაფსულის კვლევის შედეგებს. ეს არის იტოკავას ახლო ფოტო გადაღებული ჰაიაბუსას მიერ ეს კვლევა უმნიშვნელოვანია ორი რამისთვის. 1. მზის სისტემის ფორმირების გაგებისთვის, რადგან ასტეროიდები უძველესი წარმონაქმნებია ამ სისტემისა და ამიტომაც მათი კვლევა ჩაგვახედებს ჩვენი სისტემის წარსულში. 2. ასეთი მისიები ხელს შეუწყობს დედამიწაზე ასტეროიდების დაცემის ალბათობის მინიმიზაციას, რადგან კვლევებისას შემუშავდება უამრავი აქამდე უცნობი მეთოდი http://www.sciencedaily.com/releases/2006/...60602073338.htm -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 01:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი