როგორ ვისწავლოთ მოყვასის ნაკლოვანებების დათმენა, წმ. მამათა მიხედვით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
როგორ ვისწავლოთ მოყვასის ნაკლოვანებების დათმენა, წმ. მამათა მიხედვით |
სოფი |
Jul 1 2009, 10:11 PM
პოსტი
#21
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
რა არის მოთმინება მოთმინება - ეს არის სათნოება,ყველა ტანჯვის დროს დამყარებული ღმერთის ნებასა და მის წმინდა განგებულებაზე. / წმ. ტიხონ ზადონელი/ მოთმინება ეს არის განუწყვეტელი სულიერი სიმშვიდე. /წმ. ნიკონ ოპტინელი/ მოთმინება იმაში მდგომარეობს,რომ ყველა სამწუხარო და მძიმე პირობებში არ დაითრგუნო და არ დანაღვლიანდე,როგორც მძიმე შრომის დროს ისე სულიერ ზრახვებში, მტკიცედ და სულიერი სიმშვიდით გადაიტანო ყველა სახის გაჭირვება,თვით სიკვდილიც კი, ღმერთის გულმოწყალების იმედით. ღმერთი ამბობს: მოვედით ჩემდა ყველანი მაშურალნი და ტვირთ-მძიმენი, და მე განგისუენო თქვენ (მთ. 11,28). და კიდევ: ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად,იგი ჰსცხონდეს (მთ. 10,22). /ღირსი თეოდორე სანაკსარელი/ მოთმინების სფერო ფართოა და ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება,ისევე როგორც მისით მოცულია ამ სამყაროში კაცობრიობის ბედი. მოთმინებით ადამიანი შეიძენს და შეინარჩუნებს ყველა სიკეთეს,სხვადასხვა საქმის წარმოებაში წარმატებულია,აღწევს სურვილების ასრულებას,უვნებლად იტანს ბოროტების შემოტევას. როგრც კი მოთმინებას დაკარგავს მაშინვე ექმნება საშიშროება,რომ დაკარგოს კეთილდღეობა და გაჭირვებაში ჩავარდეს,ან რაც უარესია თვითონ ჩაიდინოს ბოროტება. მოთმინების გარეშე არ არსებობს სათნოება და სულიერების მოხვეჭა,არ არის გადარჩენა რამეთუ "სასუფეველი ცათა იიძულების" (მთ. 11,12) /წმინდა ბერი ბონიფაცი/ -------------------- "Happiness only real when shared."
|
სოფი |
Jun 15 2010, 06:11 PM
პოსტი
#22
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
elusia
ციტატა ესეიგი გაბრაზება საერთოდ არ არის ადამიანის ადამიანური თვისება? და ეგ სად მიწერია? იქნებ მიმითითო. ადამიანის მთელი ცხოვრება დაკავშირებულია მოთმინებასთან,როგორც ქვის ნაგებობა კირის ხსნართან; რაც კირია აგურისათვის აშენების დროს,იგივეა ცხოვრების ყოველ ნაბიჯზე მოთმინება. ჯერ არ გაჩენილა ადამიანი ამ ქვეყანაზე,მაგრამ დედა უკვე ითმენს მის გამო,ასევეა ბავშვიც,მასაც საფენებიდანვე აჩვევენ მოთმინებას,ისევ თავის სასარგებლოდ და სიმშვიდისათვის.მთელი ცხოვრება დაბადებიდან უკანასკნელ კუბოს კარამდე ეწყობა მოთმინებაში: მოთმინება ასაკში,მოთმინება მეცნიერებაში,მოთმინება ადამიანებთან ურთიერთობაში,მოთმინება შრომასა და ავადმყოფობაში და ბოლოს მოთმინებით მოიპოვება ხსნა: რომელმან დაითმინოს სრულიად,იგი ჰსცხოვნდეს (მთ. 10,22) ამბობს ღმერთი. / ღირსი ანტონ რადონეჟელი / -------------------- "Happiness only real when shared."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 01:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი