აფხაზთა ეთნოსი, გადავარჩინოთ აფხაზური ფოლკლორი და კულტურა! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აფხაზთა ეთნოსი, გადავარჩინოთ აფხაზური ფოლკლორი და კულტურა! |
aragveli |
Jun 16 2008, 01:02 PM
პოსტი
#61
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 82 რეგისტრ.: 28-February 08 წევრი № 4,049 |
ყველა, ვინც ეთანხმებით ლოზუნგს ''გადავარჩინოთ აფხაზური ფოლკლორი და კულტურა'',შემოგვიერთდით და ლოზუნგი მიზნად ვაქციოთ!
დააფიქსირეთ თქვენი აზრი,როგორ წარმოგიდგენიათ ზემოთ ხსენებულის რეალობაში განხორციელება. ჩვენ ერთად უნდა დავიბრუნოთ ქართველები,რომ შევძლოთ საქართველოს დაბრუნება!!! |
abo |
Jun 17 2010, 01:03 AM
პოსტი
#62
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,533 რეგისტრ.: 20-March 07 წევრი № 1,441 |
გადავათვალიერე ეს თემა და გული დამწყდა როგორ გაუცხოვდა ახლანდელი ახალგაზრდობა ქართულ-აფხაზური ურთიერთობისათვის. ვიცი ჩემო კარგებო, რომ აფხაზეთი არ გინახავთ, ბევრმა ისიც არ იცის რომ ისინი ყველაზე ახლობელი ეთნოსია ჩვენთვის. ნამდვილი აფხაზი ახლაც ქართველად თვლის თავს. საქართველოს და აფხაზებსაც ერთმანეთის წინაშე დიდი დანაშაული გვაქვს ჩადენილი. მართალია ეს დანაშაული პროვოცირებული იყო სხვა ძალების მიერ და გათვლილი იყო საქართველოს და აფხაზეთის დასაღუპავად, მაგრამ მე იმედი მაქვს რომ დრო მოარჩენს ამ იარებს და ეს ურთიერთობა აუცილებლად აღდგება.
რაც შეეხება აფხაზური კულტურის აღორძინებას, ამაში ქართველებმა წვლილი აუცილებლად უნდა შევიტანოთ. ფოლკლორით ჩვენ განსაკუთრებით ვგავვართ ერთმანეთს. ხალხო ვიღაც ზულუსების რეპი ავიტაცოთ და ჩვენი ძმების აფხაზების ფოლკლორი და კულტურა დავივიწყოთ? აფხაზურას და აჩმას ხომ გადაწვდებით სუფრაზე მსუყედ? რაც მოხდა მოხდა. ახლა ჩვენთან უარესი მდგომარეობაა, ქართველები ორად გახლიჩა ჩვენმა მთავრობამ (პოლიტიკა პასსს.) მეტს აღარ ვიტყვი არაფერს, აქ არ სიამოვნებთ ადამიანის ცხოვრების ნირზე და წესზე საუბარი, რასაც პოლიტიკა ითვალისწინებს. და მერწმუნეთ ამ საკითხში აფხაზეთი არაფერ შუაშია. მიზეზი ჩვენ ცხოვრებაში უნდა ვეძებოთ. აფხაზეთის ტკივილიანი აბო. -------------------- არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 02:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი