ბანაკი პატრიოტი, შემეცნებით გასართობი და ახალგაზდული პროეტი. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბანაკი პატრიოტი, შემეცნებით გასართობი და ახალგაზდული პროეტი. |
უბისელი |
Jun 19 2010, 11:46 AM
პოსტი
#1
|
ჩაკრულო ჯგუფი: Members პოსტები: 148 რეგისტრ.: 9-October 07 მდებარ.: უბისა წევრი № 2,924 |
2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით უნდა გაკეთებულიყო ისეთი პროგრამა სადაც ახალგაზდობა შეძლებდა დასვენებას გართობას და დროის ტარებას ... ამასთან დაკავშორებით ჩამოყალიბდა კულტურის ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში ბ/ტ ლადო ვარძელაშვილის ხელმძღვანელობით ბანაკი პატრიოტი ... ეს პროეტი ითვალისწინებს სხვადასხვა კუთხის მცხოვრებლების ერთად შეკრებას გაცმობას და სხვა მრავალ დეტალს რაც ნელ ნელა საუბარში დაფიქსირდება
ბანაკ პატრიოტს აქ ბევრი დადებითი მხარე როგორც უარყოფითი მაგრამ დადებითი მხარეები იმდენად ბევრი აქ რო მის უარყოფითს ფარავს ... ამბობენ რო ბანაკ პატრიოტში ასწავლიან პატრიოტიზმს და საინტერესოა 10 დღეში შეილება ადამიანი პატრიოტად ჩამოყალიბდეს ? 2010 წელს ბანაკები გაიხსნება
შაორი ანაკლია საგარეჯო ყვავილნარი სქური ვარციხე მე პირადად ლიდერ ინსტრუქტორი ვარ ბანაკების . როგორ მოვხვდე ბანაკში? თუ ხარ 15-დან 23 წლის და გინდა საზაფხულო პატრიოტულ ბანაკში წასვლა, შენი ქალაქის/სოფლის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებში უნდა მიიტანო 1. ჯანმრთელობის ცნობა 2. პირადობის მოწმობა ან დაბადების მოწმობის ასლი. როდესაც საბუთებს მიითაანთ , ნაკადის დაწყებამდე 2 ან 3 დღით ადრე მოგცემენ ბანაკის საგზურს, რომლის ერთი ნაწილი დარჩება ადგილობრივი მმართველობის ორგანოში, ხოლო მეორე ნაწილს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან და ჯანმრთელობის ცნობასთან ერთად ბანაკში წაიღებ. ბანაკში სახლიდან უნდა წაიღო 1. თეთრეული. 2. პირსახოცი. 3. სპორტული ფეხსაცმელი. 4. კბილის ჯაგრისი და პასტა. 5. საპონი. 6. სავარცხელი და პირადი მოხმარების სხვა ჰიგიენური ნივთები. ბანაკში ადგილობრივი მმართველობის ორგანოები ჩაგიყვანენ თავიანთი ხარჯებით. სამწუხაროდ,ბანაკში ვერ წახვალ,თუ: » საგზური, რომლითაც ბანაკში მიდიხარ, სხვის სახელზეა შევსებული; » არ ხარ 15-23 წლის; » მიმდინარე წელს უკვე ნამყოფი ხარ ბანაკში და მეორეჯერ ცდილობ წასვლას; » ბანაკში ჩასვლისას თან არ გექნება გარკვევით შევსებული, ბეჭედდასმული საგზური და ჯანმრთელობის ცნობა; » შენი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს (ამ შემთხვევაში იმ ორგანიზაციის ხარჯით დაგაბრუნებენ სახლში, ვინც ბანაკში ჩაგიყვანა). ] ინფორმაცია დავაკოპირე ubisa.ge-დან სად გამეხსნა არ ვიცოდი და გავხესენი აქ იმედია არ მიწყენთ თუ გადატანა საჭირო გადაიტანეთ თუ გნნებავთ დახურეთ -------------------- ~~~ვიყოთ ერთობით თან გავერთობით ~~~ ~*~ ჩვენ ვართ გურჯები სამშობლოს ბურჯები ~*~ ~~ | ტაში ბიჭო ბანელებო თქვეპირდოუბანელებო | ~~ |
უბისელი |
Jun 19 2010, 10:34 PM
პოსტი
#2
|
ჩაკრულო ჯგუფი: Members პოსტები: 148 რეგისტრ.: 9-October 07 მდებარ.: უბისა წევრი № 2,924 |
http://www.myvideo.ge/?video_id=174209 ესა დოკუმენტური ფილმი ამ პროეტზე ნახეთ დაგაინტერესებთ.....
ბანაკის სტრუქტურა ბანაკის მმართველობითი ორგანოა ბანაკის საბჭო, რომელშიც გაერთიანებულნი არიან: ბანაკის უფროსი, ბანაკის უფროსის მოადგილეები, ბანაკის უფროსის თანაშემწე, ლიდერთა კოორდინატორი, სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორი, კულტ-მასობრივი ღონისძიებების ორგანიზატორი და ყველა ლიდერი. ბანაკის ხელმძღვანელობის ფუნქციური დატვირთვა ბანაკის უფროსი - ბანაკის სრულფასოვანი ფუნქციონირებისა და ბანაკის წევრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ბანაკის საბჭოს ხელმძღვანელობა ბანაკის უფროსის მოადგილეები - საორგანიზაციო-ტექნიკური საკითხების განხორციელება და მონიტორინგი ბანაკის უფროსის თანაშემწე - ბანაკის უფროსის დახმარება ბანაკის მართვასა და დასახული პედაგოგიური ამოცანების შესრულებაში ლიდერთა კოორდინატორი - ბანაკის ლიდერთა მუშაობაზე დაკვირვება, შეფასება და ჩანაწერების გაკეთება; ლიდერთა შერჩევაში მონაწილეობის მიღება; ბანაკის აქტივობებში ლიდერებისათვის დახმარების გაწევა ლიდერი - რაზმის საქმიანობის წარმართვა ბანაკის გრძელვადიანი და მიმდინარე გეგმების შესაბამისად, რაზმის რეგულარული შეკრების ჩატარება, ჩანაწერების გაკეთება, ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი - ბანაკის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების შინაარსობრივი და ტექნიკური, მხატვრულ-ესთეტიკური უზრუნველყოფა, რაზმების შემოქმედებითი აქტივობების კონსულტირება სპორტული ღონისძიებების ორგანიზატორი - ბანაკის სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობებისა და შეჯიბრებების დაგეგმვა და ჩატარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა _____ ბანაკური ცხოვრება ბანაკის ცხოვრება მიმდინარეობს სპეციალურად განსაზღვრული დღის განრიგის მიხედვით. დილა იწყება გამამხნევებელი ვარჯიშით, ახალგაზრდებს მთელი დღე დატვირთული აქვთ კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებებით. საყოფაცხოვრებო პირობები - ბანაკი ფუნქციონირებს საველე პირობებში და აგებულია კოტეჯების სისტემაზე. კვება - ბანაკში არის სამჯერადი კვება არსებული სტანდარტებისა და კალორაჟის დაცვით. პირადი ჰიგიენის საკითხები - ბანაკში მუდმივად მოდის ცივი და ცხელი წყალი, არსებობს კეთილმოწყობილი სველი წერტილები, ხდება ბანაკების სტერილიზაცია და დაქლორვა. იკრძალება ბანაკის ტერიტორიაზე ყველა სახის ალკოჰოლური სასმელის, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის შეტანა! საბანაკო ღონისძიებები გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით ბანაკებში განსხვავებული დღის განრიგი მოქმედებს, რომელიც ცხოვრების ჯანსაღ წესს ეფუძნება. მიმდინარეობს სხვადასხვა კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები. ბანაკში 10 დღის მანძილზე ხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: კულტურული გაცნობის საღამო - როგორც წესი, ტარდება პირველ დღეს და მისი მიზანია ბანაკის მონაწილეთა შესაძლებლობების გამოვლენა, ერთმანეთის უკეთ გაცნობა. ნომრებს ამზადებს ყველა რაზმი დამოუკიდებლად და ღონისძიებაზე, პირველი რაზმიდან ბოლო რაზმამდე, ყოველი მათგანი წარადგენს საკუთარი რაზმის სახელს, დევიზს და შეძახილს, შემდგომ კი რაზმის წევრები წარმოადგენენ მომზადებულ ნომრებს (ცეკვა, სიმღერა, ლექსი და სხვა). ბანაკის გახსნის საღამო - ტარდება მეორე დღეს. სხვადასხვა რაზმის წევრები კულტ-მასობრივი ღონისძიებების ორგანიზატორის ხელმძღვანელობით ერთობლივად ამზადებენ სხვადასხვა ნომრებს (ცეკვა, სიმღერა, ლექსი და სხვა). იუმორის საღამო - მონაწილეები იყოფიან გუნდებად და ერთმანეთს თავიანთ ინტელექტუალურ, იუმორისტულ, მუსიკალურ და სხვა შემოქმედებით შესაძლებლობებში ეჯიბრებიან. საქართველოს საღამო - ღონისძიების მიზანია საქართველოს სხვადასხვა მხარის ტრადიციების, გამორჩეული თავისებურებების და წეს-ჩვეულებების წარმოჩენა, ამიტომ ყველა ნომერი მხოლოდ და მხოლოდ ქართულია და პატრიოტული ხასიათისაა. ღონისძიება ხელს უწყობს ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის პოპულარიზაციას ახალგაზრდებში. ”აბა ლიდერებო” - ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მხოლოდ ლიდერები. ისინი წარმოადგენენ სხვადასხვა ნომრებს (ცეკვა, სიმღერა, ლექსი და სხვა) და ეჯიბრებიან ერთმანეთს საინტერესო და მხიარულ თამაშებში. ”აბა გოგონებო და აბა ბიჭუნებო” - დაახლოებით იგივე სახის ღონისძიებაა, როგორიც ”აბა ლიდერებო”, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მასში მონაწილეობენ ბავშვები. ეს საღამო განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს და ყველაზე დიდ მხიარულებას იწვევს. პოდიუმი - მონაწილეები წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ ნამუშევრებს ეროვნულ, კლასიკურ, სპორტულ და ავანგარდულ სტილში. სპორტული ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის შემდეგ იწყება საბანაკო ჩემპიონატი სპორტის სხვადასხვა სახეობებში. 10 დღის განმავლობაში შეჯიბრებები ტარდება ფეხბურთში, ფრენბურთში, კალათბურთში, მკლავჭიდში, პინგ-პონგსა და ჭადრაკში. ასევე სისტემატურად ტარდება შეჯიბრებები ”მხიარულ სტარტებში” როგორც რაზმის შიგნით, ასევე რაზმებს შორის. შემეცნებითი ”ბრეინ რინგი” - ინტელექტუალური თამაში, რომლის მიზანია ახალგაზრდობის ინტელექტუალურ განვითარების ერუდიციის გაღრმავების, სწრაფი აზროვნებისა და აზრის ლაკონურად გადმოცემის უნარის გამომუშავებისთვის ხელშეწყობა. -------------------- ~~~ვიყოთ ერთობით თან გავერთობით ~~~ ~*~ ჩვენ ვართ გურჯები სამშობლოს ბურჯები ~*~ ~~ | ტაში ბიჭო ბანელებო თქვეპირდოუბანელებო | ~~ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 07:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი