ქართული ხუროთმოძღვრება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ხუროთმოძღვრება |
ეკატო |
Nov 20 2009, 08:43 PM
პოსტი
#1
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
როგორც შეგპირდით წერა დავიწყებ მართლმადიდებლური ტაძრების არქიტექტურის მიმოხილვით
უფლის ტაძარი გარეგნულად არა ჰგავს სხვა ნაგებობებს. უმეტესად ტაძარი ჯვრის ფორმისაა, რაც მოგვაგონებს, რომ ჯვარზე წამებით გვიხსნა ჩვენ უფალმა იესო ქრისტემ ეშმაკის მეუფებისაგან. ხშირად ეკლესია ნავისებურია, რაც ნიშნავს იმას, რომ ტაძარი – მსგავსად ნოეს კიდობნისა – მიგვაცურებს ცხოვრების ოკეანეში სასუფევლის მყუდრო ნავსაყუდელისაგენ. ზოგჯერ ტაძარი წრიული ფორმისაა, რაც ქრისტეს ეკლესიის მარადიულობის სიმბოლოდ აღიქმება. ჩვეულებრივ, ტაძარს აგვირგვინებს გუმბათი, რომელიც ზეცის სიმბოლოა; გუმბათზე ჯვარია აღმართული – ეკლესიის თავის – იესო ქრისტეს სადიდებლად. ხშირად ტაძარს რამდენიმე გუმბათი აქვს (მრავალგუმბათიანობა უმტავრესად რუსული მართლმადიდებლური ტაძრის არქიტექტურას ახასიათებს, და საქართველოში გამონაკლისის გარდა (გურჯაანის ყველაწმინდა) თითქმის არ გვხვდება). ორი გუმბათი მიანიშნებს ქრისტეს ორბუნებოვნებას (ღვთაებრივსა და კაცობრივს); 3 გუმბათი – წმ. სამების სამსახოვნების მაჩვენებელია; 5 – იესო ქრისტესი და 4 მახარებლისა, 7 გუმბათი – 7 საიდუმლოსი და 7 მსოფლიო კრებისა, 9 გუმბათი – ანგელოსთა 9 დასისა, 13 – იესო ქრისტესი და 12 მოციქულის სიმბოლოა. ეს ტექსტი რომელიღაც ფორუმზე ვიპოვე და ძალიან მომეწონა, მოკლედ და კარგად არის ახსნილი რომ ტაძრის ფორმა მთლად ადამიანის უსაზღვრო ფანტაზიით არ შეიძლება შეიქმნას. ახლა კი განვიხილავ მართლმადიდებლური ტაძრების რამოდენიმე ტიპს, რომელებიც გავრცელებული საქართველოში ტეტრაკონქი ატენის სიონი (ტეტრა... და კონქი) ოთხაფსიდიანი ცენტრული ეკლესია (ან რაიმე სხვა შენობა), რომელშიც ნახევრად წრიული აფსიდები სიმეტრიულ-ჯვრისებრ არის განლაგებული ცენტრალური (ჩვეულებრივ, გუმბათქვეშა) სივრცის ირგვლივ. ტეტრაკონქი გავრცელებული იყო ადრინდელ ქრისტიანულ არქიტექტურაში (VI ს.), განსაკუთრებით კი — საქართველოსა და სომხეთში (ავანი, რიფსიმეს ეკლესია, ზვართნოცი). საქართველო ტეტრაკონქს უპირატესად VI-VII საუკუნეებში აშენებდნენ: ძველი გავაზის (ახალსოფელი), მანგლისის, თბილისის ქაშვეთის, ნინოწმინდის ეკლესიები, მცხეთის ჯვრის, ატენის სიონის ტიპის ტაძრები/ დარბაზული ეკლესია გავეთი საეკლესიო ნაგებობის ერთ-ერთი სახეობა. XI საუკუნიდან გავრცელდა ევროპის ქვეყნებში. ჩვეულებრივ შედგება საკურთხევლისა და ერთი ნავისაგან, რომელიც გადახურულია ორკალთიანი სახურავით და ზოგჯერ ეგვტერები (ამასაც დავწერ რა არის) და გარშემოსავლელიც აქვს. არის ისეთი დარბაზული ეკლესიებიც, რომლებსაც თანაბარი სიმაღლის ნაგები ან რამდენიმე მაღალი უსარკმლო შუა ნავი აქვთ. საქართველოში დარბაზული ეკლესიის ერთადერთი ტიპია, რომელიც არსებობდა მთელი შუა საუკუნეების მანძილზე. დარბაზული ეკლესიის ტიპს მიეკუთვნება ბევრი საყურადღებო ძეგლი: აკვანება, ოლთისი, ეხვევი, ხვისი, სავანე, მალაანთ ეკლესია, გავეთი და სხვა. ეგვტერი, ეკვდერი (ბერძნ. eukterion — სამლოცველო), ორი მნიშვნელობა აქვს: მცირე სამლოცველო სახლი; კერძო, კარის სამლოცველო. ეკლესიაზე მიშენებული მცირე სამლოცველო; ეკლესიაზე მინაშენი ან მახლობლად ცალკე აგებული მცირე ეკლესია — სამწირველო. შუა საუკუნეების საქართველოში ეკლესიებზე მიშენებული ეგვტერები უმთავრესად დიდ ფეოდალთა კერძო სამწირველო-ეკლესიები და იმავე დროს ამ ფეოდალთა საგვარეულო სასაფლაო იყო. აღმოსავლეთის ქრისტიანულ ქვეყნებში საეკლესიო კანონმდებლობა კრძალავდა სალოცავ ეგვტერში წირვის (ლიტურგიის) შესრულებას. მთავარი მიზეზი ამ აკრძალვისა იყო ეკონომიკური კონკურენციის თავიდან აცილება, რასაც ამ შემთხვევაში ეგვტერები უწევდნენ საერთო-კათოლიკე ეკლესიებს (ეკლესიას აკლდებოდა მწირველზე დაკისრებული შესატანი). VI მსოფლიო საეკლესიო კრებამ (680-681) ნება დართო ეგვტერეში წირვა შეესრულებინათ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანახმა იქნებოდა ადგილობრივი ეპისკოპოსი და ის ასეთ ეგვტერს ეკლესიად აკურთხებდა. საქართველოში ეს აკრძალვა IX-X საუკუნეებშიც იყო ძალაში. მაგ., ხანძთის მონასტერში წინამძღვარმა ბერებს წესად დაუდო ეგვტერები ააეგოთ სენაკებთან მხოლოდ სამლოცველოდ და არა საწირავად (ეკლესიად), მაგრამ XI საუკუნიდან საქართველოში ეგვტერები, როგორც სამწირველო-ეკლესიები, ფართოდ ვრცელდება, რასაც უკავშირდება ქართული ფეოდალიზმისათვის დამახასიათებელი საეკვდრო-საწინამძღვრო ფეოდალური მიწისმფლობელობის თავისებული ფორმის წარმოშობა. XV საუკუნიდან დიდ საეკლესიო სამონასტრო ცენტრებში — მცხეთაში, ალავერდში, შიომღვიმეში, გელათში, ბიჭვინთაში და სხვა. შეიქმნა რამდენიმე საეკვდრო ფეოდაური ორგანიზაცია მცირე სენიორიების სახით. თითოეულ ეგვტერს მთავარი დიდი ეკლესიისაგან დამოუკიდებლად ჰყავდა საკუთარი ქინამძრვარი და სხვა მსახური, ეგვტერში პატრონის, დიდი ფეოდალის — შემწირველის, სახელზე სრულდებოდა სხვადასხვა სახის რიტუალი (წირვა-ლოცვა და სხვა). ეგვტერს დამოუკიდებლად ჰქონდა შეწირულება გლეხებისა და მამულების სახით, რომლის შემოსავალი მხოლოდ ეგვტერის საჭიროებას ხმარდებოდა. XV საუკუნიდან ეგვტერს ეწოდება აგრეთვე „საწინამძღვრო“. ამ ფოტოზე ჩანს ყინწვისის ტაძრის გვერდით მიშენებული ეგვტერი სამეკლესიიანი ბაზილიკა ქვემო ბოლნისი საქართველოში შემუშავებული ბაზილიკის თავისებური ვარიანტი (აღმოაჩინა და შეისწავლა გ. ჩუბინაშვილმა). საქართველოს გარეთ უცნობია. გარედან არ განსხვავდება ჩვეულებრივი სამნავიანი ბაზილიკისაგან, მაგრამ შიგნით ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია არა ბოძებით, არამედ კედლებით, ე. ი. არსებითაფ აქ ერთ შენობაში გაერთიანებულია ერთმანეთთან კარებით დაკავშირებული 3 სამლოცველო ეკლესია, რომლებშიც დღის განმავლობაში ცალ-ცალკე რამდენჯერმე იხდიდნენ წირვას. სამეკლესიიანი ბაზილიკის პირველი ნიმუშები VI საუკუნის შუა წლებს მიეკუთვნება. თანდათან მან უფრო ჩამოყალიბებული და რთული სახე მიიღო. გვერდის ეკლესიები (ნავები) ერთმანეთს დაუკავშირდა დასავლეთი შემაერთებელი გალერეით და შუა ეკლესიაში (ნავში) შესასვლელიც ამ გალერეიდანაა. ამავე დროს ჩნდება ახალი მოტივი - გვერდის ეკლესიების ორი ან სამთაღიანი ღია შესასვლელები. სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპის საკულტო ნაგებობები X საუკუნემდეე არსებობდა, შემდეგ აქა-იქ გვხვდება. სამეკლესიიანი ბაზილიკის ცნობილი ნიმუშებია VI-VII საუკუნეების ეკლესიები ზეგანში, ნეკრესის მონასტერში, ქვემო ბოლნისში, დმანისსა და სხვა. სხვათაშორის ამ ტიპისაა ზუსტად ის ტაძარი, სადაც მე დავდივარ, თუ ვინმეს გინდათ რეალურად ნახოთ როგორია სამეკლესიანი ბაზილიკა, შორს წასვლა არ მოგიწევთ, მობრძანდით დიდ დიღომში 100 000 მოწამის სახელობის ტაძარში (მეორე ტაძარი წმ. ილია მართლის სახელობისაა, მესამე კი ანდრია პირველწოდებულის, რომელიც ჯერ დაუსრულებელია ) სამრეკლო ნიკორწმინდის სამრეკლო საქართველოში სამრეკლოები XIII საუკუნიდან ჩნდება. უძველესი დათარიღებული გუდარეხის სამრეკლო 1278 წელს არის აშენებული. ამ ხანის ნიმუშები წარმოადგენს გეგმით სწორკუთხა, ორსართულიან შენობას, რომლის კუბურ ქვემო სართულში გალავნის შესასვლელი იყო მოწყობილი, ხოლო მეორე სართულის მრავალწახნაგა, თაღებით გახსნილ გამჭოლ ფანჩატურში - საკუთრივ სამრეკლო. ხშირად სამრეკლო საცხოვრებელ ოთახებსაც შეიცავდა და თავდაცვით ფუნქციასაც ასრულებდა. დროთა განმავლობაში სამრეკლოები, როგორც ნაგებობის ტიპი, ევოლუციას განიცდის, იქმნება ახალი ტიპები. სამრეკლოების ცნობილი ნიმუშებია ვარძიის, იჯართის, გელათის მონასტრის, საფარის მონასტრის, ზარზმის მონასტრის, ნიკორწმინდის, ანჩისხატის, გრემისა და სხვა. პატრონიკე, მეორე სართული დონეზე მოთავსებული ზედა გალერეა. ჩვეულებრივ ეწყობოდა ქრისტიანულ ეკლესიებსა და საზეიმო დარბაზებში, ძირითადად შენობის დასავლეთ ნაწილში, ზოგჯერ მიეკვროდა ნავს სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან. პატრონიკე თავდაპირველად საზოგადოების მაღალი წრის წარმომადგენელთათვის იყო განკუთვნილი, მოგვიანებით კი — მგალობელთა, მუსიკოსთა და ორღანისათვის. პატრონიკე ქართულ ხუროთმოძვრებაში ცნობილია VII საუკუნიდან (წრომის ტაძარი). აქ არის საინტერესო ცნობები მართლმადიდებური ტაძრის მოწყობილობაზე -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
ეკატო |
Jun 19 2010, 11:12 AM
პოსტი
#2
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
აი ეს საიტი ნახე:
http://www.alaverdimonastery.com/iyalto.html ნახე რამდენი წიგნებია ბიბლიოთეკაში იყალთოს შესახებ, გირჩევ წახვიდე და ნახო 1.არჯევანიძე ი. თბილისიდან ალაზნის ველისაკენ.-თბ.,1958.-გვ.228-230. მოკლე ცნობები იყალთოს აკადემიისა და ღვთაების სახელობის სამონასტრო კიმპლექსის შესახებ. 2.ბარნაველი თ. ისტორიული ძეგლების წარწერები.-თბ.,1961.-გვ.96-106. იყალთოს ფერისცვალების, ღვთისმშობლის, წმინდა სტეფანეს, წმინდა შიოს სახელობის ეკლესიებისა და მათ მიდამოებში საფლავის ქვებზე შემორჩენილი წარწერების პალეოგრაფიული ანალიზი. 3.გიორგაძე მ. იყალთოს მონასტერი.-თბ.,1985. ტექსტი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ფოტოალბომი. 4.ციხე-გალავნები: იყალთო //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები.-თბ.,1988.-გვ.156-157. იყალთოს კომპლექსის მახლობლად მდებარე იყალთოს ციხე-გალავნის ნანგრევების აღწერილობა. 5.ციხე-გალავნები: იყალთო //ზაქარაია პ. კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი.-თბ.,1962.-გვ.132-134. რეზ. რუს. ენაზე. ცნობები იყალთოს ციხე-გალავნისა და სათოფურების სისტემის აღწერილობა.ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა (სურ.39). 6.იყალთო //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.V.-თბ.,1980.-გვ.286-287. მოკლე ცნობები იყალთოს სამონასტრო კომპლექსსა და იყალთოს აკადემიაზე. 7.იყალთო //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები.-თბ.,2003.-გვ.3. მოკლე ცნობები ქართულ და ინგლისურ ენებზე. 8.ლომიძე ზ. იყალთო.-თბ.,1963.-16 გვ. ასურელი მამის-ზენონის მიერ დაარსებულ ხუროთმოძღვრულ კომპლექსზე. 9.მამულაშვილი ა. იყალთოს აკადემია.-თბ.,1948.-32 გვ. 1938 წელს ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგები (საწნახლისა და სამჭედლოს აღმოჩენა). 10.იყალთოს მცირე მონასტერი //მოსულიშვილი ჰ. ქართული სტრუქტურა: IV-XIII სს. გუმბათოვანი არქიტექტურა.-თბ.,1983.-გვ.33-35;გვ.133-134. იყალთოს მცირე მონასტრის გეგმისა და შიდა სივრცის ანალიზი; ძეგლის კომპოზიციური სტრუქტურის ფორმირების კანონზომიერებათა შესახებ. მოცემულია სქემატური ჩანახატები. (ანაზომები: ჰ.მოსულიშვილი). 11.იყალთო. ფერისცვალების ეკლესია //ქართული წარწერების კორპუსი.I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-XII).-თბ.,1980.-გვ.310-312. მოკლე ცნობები იყალთოს ფერისცვალების სახელობის ეკლესიის შესახებ. ძეგლის აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილი IX-X საუკუნეების ორი წარწერის განხილვა, შესრულების სავარაუდო თარიღი. 12. განვითარებული ფეოდალიზმი: იყალთოს აკადემია //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1995.-გვ.107-108. აკადემიის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. 13.შმერლინგი რ. კანკელის ფრაგმენტი სოფ.იყალთოდან //ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XII სამეცნერო სესია. 1957 წლის 21,22 მაისი. მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები.-თბ.,1957.-გვ.9. თელავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული მწვანე ქვის ფილის ორნამენტული ფრაგმენტის ანალიზი: კომპოზიცია, კვეთისა და ფიგურების დამუშავების სტილი(ჩატანებული იყო ფერისცვალების ეკლესიის კედლებში). 14. ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია.ტ.I.-ტფ.,1936.-გვ.62. VI საუკუნეში ასურელი მამის-ზენონის მიერ დაარსებული იყალთოს მონასტრის პატარა ეკლესიის მოკლე აღწერილობა. 15. ჯანაშვილი მ. მოგზაურობა კახეთში //დროება.-1881(4 ივნ.).-N113.-გვ.1-3;N113(5ივნ.).-N1-3;N114(6ივნ.).-გვ.1-3;N115(7 ივნ.).-N116(9 ივნ.).-გვ.2-3;N117.-გვ.2-3. ცნობები იყალთოს შესახებ. 16.იყალთო //თაყაიშვილი ექვ. არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი. წიგნი პირველი.-ტფ.,1907.-გვ.253-258. იყალთოს მონასტერში დაცული სიძველეების აღწერილობა. 17.ციხე-გალავნები: იყალთო //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხსიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები.-თბ.,2001.-გვ.197-198. კვადრატული გეგმის მქონე ციხე-გალავნის ნანგრევების მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. 18.იყალთო //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.274-276. ასურელი მამის, ზენონის მიერ დაარსებული იყალთოს სამონასტრო კომპლექსის სამშენებლო პერიოდები. იყალთოს აკადემიის მწიგნობრულ-საგანმანათლებლო მუშაობის შესახებ. მოხსენიებულია არსენ იყალთოელი. ტექსტი ქართულ და ინგლ. ენებზე. დართული აქვს ტაძრის საერთო ხედისა და აკადემიის ნანგრევების ფოტოები. -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
likasani |
Jun 20 2010, 10:45 AM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 14 რეგისტრ.: 12-May 10 წევრი № 8,816 |
გაიხარე ჩემო კარგო ,ეჰ ბიბლიოთეკაში სიარულის დროც არ მაქვს და მაგიტომ გაწუხებთ ხოლმე
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 09:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი