IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> დიდაქე, მოძღვრება თორმეტი მოციქულისა
afxazi
პოსტი Jan 5 2010, 11:43 AM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



"დიდაქე" - მოძღვრება თორმეტი მოციქულისა
(მოძღვრება უფლისა თორმეტი მოციქულის მიერ წარმართთა მიმართ)



I. 1. გზა არის ორი: ერთი სიცოცხლისა და ერთი სიკვდილისა. ამ ორ გზას შორის დიდი სხვაობაა.

2. სიცოცხლის გზა ამგვარია: პირველად შეიყვარე ღმერთი, შემოქმედი შენი (11 სჯ. 6,5; ზირ. 7,30; მათე 22,37). მეორედ - მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი (ლევ. 19,18; მათე 22,39). ყველაფერი ის, რაც არ გსურს, რომ შეგემთხვეს შენ, არც შენ შეამთხვიო სხვას (ტობ. 4,15; მათე 7,12; ლუკა 6,31).
3. ამ სიტყვათა მოძღვრება ასეთია: აკურთხეთ თქვენი დამაწყევრები და ილოცეთ თქვენი მტრებისათვის, იმარხულეთ მათთვის, ვინც გდევნით თქვენ (მათე 5,44; ლკ. 6,28). რა მადლი იქნება, თუკი შეიყვარებთ თქვენს მოყვარულებს? ნუთუ ამასვე არ შვრებიან წარმართებიც (მათე 5,46 - 47; ლკ. 6,32 - 33)? ხოლო თქვენ შეიყვარეთ მოძულენი თქვენი და არ გეყოლებათ მტერი (მათე 5,44; ლკ. 6,27).
4. განეშორე ხორციელ და სხეულებრივ სურვილებს (შერ. 1 პეტრე 2,11). თუკი ვინმე მარჯვენა ყბაში გაგარტყამს, მიუშვირე მას მეორე (მათე 5,41) და იქნები სრული. თუ ვინმე ერთ მილიონს გაგარბენინებს, მასთან ერთად განვლე ორი (მათე 5,41). თუკი ვინმე მოსასხამს აგართმევს, უბოძე მას პერანგიც (მათე 5,40; ლკ. 6,29). თუ ვინმე შენგან რამეს წაიღებს, აღარ მოთხოვო, რადგან ვერ ძალგიძს (შდრ. ლკ. 6,30).
5. ყველას ვინც კი გთხოვს, მიუბოძე და აღარ მოთხოვო (მათე 5,42). მამას სურს, ყველას მიანიჭოს თავისი მადლი. ნეტარია ის, ვინც გასცემს თანახმად მცნებისა, რადგანაც არ განისჯება იგი. ვაი მას, ვინც თვით მიიღებს; თუ მოვალეა, რომ მიიღოს, არ განისჯება; თუკი არ არის მოვალე, განისჯება იმის გამო, რატომ მიიღო და რა მიზნით. საპყრობილეში მიყვანილს გამოჰკითხავენ მის საქმეებს და მანამდე არ გაუშვებენ, ვიდრე უკანასკნელ კოდრატსაც არ აზღვევინებენ (მათე 5,26; ლკ. 12,53).
6. ამის შესახებაც თქმულა: „გაიოფლოს მოწყალება შენი შენსავე ხელებში, ვიდრე შეიცნობ, თუ ვისთვის გასცემ“. (ზირ. 12,1).

II. 1. მოძღვრების მეორე მცნება:
2. არა კლა, (გამოსვლ. 20,15; 11 სჯ. 5,18), არა იმრუშო (გამოსვლ. 20,3; 11 სჯ. 5,17). გრძნეულებას, სიძვას, პარვას (გამსლ. 20,14; 11 სჯ. 5,19). გრძნეულებას, მეწამლეობას (11 სჯ. 18,10). არ მოკლა ჩვილი ნაადრევი შობით, არცთუ ნაშობი მოაკვდინო; ნურაფერი გწადია შენი მოყვასისა (გამოსლ. 20,17; სჯ. 5,21).
3. ნუ მისცემ ამაო ფიცს (მათე 5,33), ცრუდ ნურავის დაემოწმები (გამოსლ. 20,16; 11 სჯ. 5,20), ნუ ბოროტმეტყველებ (მათე 15,4), ნუღარ გახსოვს ცუდი (იგავ. 12,28).
4. ნუ იქნები ორგული და ორენოვანი (ზირ. 5,9; 5,14; 6,1), რადგანაც ორენოვნება მახეა სიკვდილისა (ტობ. 14,10; ფს. 17,6; იგავ 14,27; 21,6).
5. ნუ იქნება შენი სიტყვა ცრუ და ლიტონი, არამედ - საქმით აღსავსე.
6. ნუ იქნები ნაყროვანი, ხარბი, პირმოთნე, მზაკვარი, ანდა გოროზი. ნუ განიზრახავ ბოროტს შენი მოყვასისათვის.
7. არ შეიძულო არცერთი კაცი; ერთნი ამხილე, მეორეთათვის ილოცე. სხვანი კი შეიყვარე შენს სულზე მეტად.


III. 1. შვილო ჩემო, განეშორე ყოველგვარ სიავეს და ყოველივეს, რაც მისი მსგავსია.
2. ნუ განრისხდები, რადგან რისხვა დაღუპვისაკენ წაგიძღვება; ნუ იქნები შურიანი, ნურც მოკამათე, ნურც გულმწყრალი. ყველა მათგანი სიკვდილს შობს.
3. შვილო ჩემო, ნუ აღივსები გულისთქმით, რადგანაც გულისთქმა სიძვისაკენ წაგიძღვება; ნუ იქნები ურცხვადმეტყველი, ნურც ურცხცვადმჭვრეტი, რადგანაც მათგან ჩნდება მრუშობა.
4. შვილო ჩემო, ნუ იქნები ფრინველთგრძნეული, რადგანაც იგი კერპმსახურებისაკენ გიწინამძღვრებს; ნუ შელოცავ, ნუ ვარსკვლავთმეტყველებ, ნუ განწმედ, ნურც ისურვებ, იხილო ეს ყოველივე ანდა ისმინო მათთვის. კერპმსახურებას შობენ ისინი.
5. შვილო ჩემო, ნუ იცრუებ, რადგანაც სიცრუე ქურდობისაკენ მიგიძღვება; ნუ იქნები ვერცხლისმოყვარე, ნურც ცუდმედიდი, რადგანაც მათგან ქურდობა ჩნდება.
6. შვილო ჩემო, ნუ დრტვინავ, რადგანაც დრტვინვა ავსიტყვაობისაკენ გიწინამძღვრებს. ნუ იქნები თავმომწონე, ბოროტმზრახველი, რადგანაც მათგან ავსიტყვაობა იბადება.
7. იყავი მშვიდი, რადგანაც „მშვიდთა დაიმკვიდრონ ქვეყანა“ (ფს. 36,11; მათე 5,5).
8. იქმენ სულგრძელი, გულმოწყალე, უბოროტო, წყნარი, კეთილი; მარადის ძრწოდე იმ სიტყვათაგან, რომლებიც გესმა (ეს. 66,2).
9. ნუ აიმაღლებ თავს; ნურც კადნიერებას მისცემ შენს სულს. თავმოთნეებს ნუ შეერთვება შენი სული; მართალია და მდაბალთა შორის იმყოფებოდე.
10. ყველაფერი, რაც შეგემთხვა, მიითვალე, როგორც კეთილი და იცოდე, რომ ღვთის გარეშე არარა ხდება.


IV. 1. შვილო ჩემო, ვინც ღვთის სიტყვას გიქადაგებს, მოიხსენე იგი დღეცა და ღამეც; პატივი მიაგე მას როგორც უფალს: სადაც მეუფება იქადაგება, იქვეა უფალიც.
2. დღითიდღე ეძიე პირნი წმიდათანი, რომ შვება მოგცეს მათმა სიტყვებმა.
3. ნუ ქმნი განხეთქილებას; დაამშვიდე მოდავეები; სიმართლით საჯე და ნუ მიიღებ ისეთ სახეს, თითქოს ამხილებ ცთომათა გამო.
4. ნუ იეჭვებ, ასე იქნება, თუ არა.
5. ნუ გაშლი ხელებს, რათა მიიღო, და ნუ შეკრავ რათა არ გასცე (ზირ. 4,31).
6. თუკი მას გასცემ, რაც შენი ხელით მოიპოვე, გამოისყიდი შენსავე ცოდვებს.
7. გაცემის ჟამს ნუ შეეჭვდები და ნუღარ დრტვინავ, როდესაც გასცემ; შეიცნობ მას, ვინც კეთილად მოგიზღავს კუთვნილს (იგავ. 19,17).
8. ნუ გააბრუნებ გაჭირვებულს (ზირ. 4,5). შენსავე მოძმეს უწილადე ყოველივე; არკი უთხრა: ჩემია ეს ყველაფერი. თუ ზიარნი ხართ უკვდავებაში, რამდენად უფრო მოკვდავთა შორის?
9. ხელს ნუ ააღებ შენს ძეს თუ ასულს; სიყრმიდანვე შეასწავლე მათ შიში ღვთისა.
10. მონას თუ მხევალს, რომლებიც იმავ ღმერთს სასოობენ, გამკაცრებით ნუ უმბრძანებლებ, რომ არ დაკარგონ ზენა ღვთის შიში, რადგან ღმერთი მათთან მოდის ვისი სულიც თვით შეამზადა, პირისპირ კი არავის უხმობს.
11. თქვენ კი, მონებო, კრძალვით და შიშით მორჩილებდეთ თქვენსავე უფალთ, ვით სახეს ღვთისას.
12. გძულდეს ყოველი პირმოთნეობა, ყოველივე, რაც ართნავს უფალს.
13. არ დაივიწყო უფლის მცნებები და რაც მიიღე, დაიმარხე; არცრა შემატო, არცრა დააკლო (11 სჯ. 4,2; 13,1).
14. ეკლესიაში აღიარე ცთომანი შენი; ბოროტი გულით ნუ შეხვალ ლოცვად. აი, ეს არის გზა სიცოცხლისა.



V. 1. სიკვდილის გზა კი ამგვარი არის: უპირველესად, ბოროტია ეს გზა და წყევლით აღსავსე: მკვლელობა, მრუშობა, გულისთქმა, სიძვა, ქურდობა, კერპმსახურება, გრძნეულება, მეწამლეობა, ტაცება, ცრუმოწმეობა, პირმოთნეობა, ორგულობა, მზაკვრობა, ამპარტავნება, სიავე, თავმოთნეობა, ნაყროვანება, ურცხვადმეტყველება, მოშურნეობა, კადნიერება, გოროზობა, მედიდურობა, უკრძალველობა.

2. კეთილთა მდევნელნი, ჭეშმარიტების მოძულენი, სიცრუის მოყვარულები, რომლებსაც საზღაური სიმართლისა ვერ შეუცნიათ; განელტვიან სიკეთეს და მართლმსაჯულებას; კეთილის წილ სიბოროტეს ეშურებიან. შორს არის მათგან სიმდაბლე და მოთმინება; ამაოების მოყვარულნი მისაგებელს განიშორებენ; არ იწყალებენ დაცემულებს, არ ზრუნავენ დამაშვრალთათვის, ვერ შეუცნიათ შემოქმედი;

ჩვილთა მკვლელები, რომლებიც უკუმიაქცევენ მათდამი მთხოვნელს; ცოდვით სავსენი ჭირვეულებს შეაურვებენ, მდიდრებს იცავენ, არასაქმოსნებს ურჯულოდ სჯიან. განშორდით, შვილნო, ყველაფერს ამგვარს.



VI. 1. გაფრთხილდი, ვინმემ არ აგაცდინოს გზას მოძღვრებისას. ღვთის გარეშე გასწავლის იგი.
2. თუკი ძალგიძს, რომ სრულად იტვირთო უფლის უღელი, სრული იქმნები (მათე 11,29). თუ ეს არ ძალგიძს, რაც ძალგიძს ის ქმენ.
3. ხოლო ჭამადი, როგორც ძალგიძს, ისე იტვირთე. კერპშეწირულს ფრიად ეკრძალე, რადგანაც - მსახურებაა მკვდარი ღმერთების (საქმე 15,29).

VII. 1. ნათლისღებისათვის

ასე მონათლეთ: როცა წარმოთქვამთ ყველაფერს ამას, სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა მდინარი წყლით ნათელი ეცით. (შდრ. მათე 28,19).
2. თუ არა გაქვს მდინარი წყალი, მონათლე სხვა წყლით. თუკი ვერ ძალგიძს, რომ ცივში იყოს, თბილში მონათლე.
3. თუ არც ერთი გაქვს, არც მეორე, სამგზის დაასხი წყალი სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა (შდრ. მათე 28,19)
4. ნათლისღებამდე უნდა იმარხულონ ნათლისმცემელმაც და ნათლულმაც, ასევე სხვებმაც, თუკი ძალუძთ. ნათლულს უბრძანე, იმარხულოს ერთი-ორი დღე.


VIII. 1. პირმოთნეთა მარხულობას ნუ დაემთხვევით. მათი მარხვა ორშაბათსა და ხუთშაბათს ხვდება; თქვენ იმარხულეთ ოთხშაბათსა და პარასკებს.
2. ნუ ილოცებთ ისე, როგორც პირმოთნეები, არამედ როგორც უფალმა ბრძანა სახარებაში, ასე ილოცეთ:

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცასა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცასა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მოვუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან (მათე 6,9 - 13; ლკ 11,2-4). რამეთუ შენი არს ძალი და დიდება, უკუნითი უკუნისამდე!

3. დღეში სამგზის ილოცეთ ასე.


IX. 1. ევქარისტიისათვის:

ასე მადლობდეთ:

2. უპირველესად, სასმისის გამო: გმადლობთ, შენ, მამაო ჩვენო, დავითის შენი მსახურის, წმიდა ვენახისათვის, რომელიც გაგვიცხადე შენი ძის, იესუს მიერ. დიდება შენდა უკუნისამდე!
3. პურის განტეხვისათვის: გმადლობთ შენ უფალო, მამაო ჩვენო სიცოცხლისა და ცოდნისა გამო, რაც გაგვიცხადე შენი ძის18 იესუს მიერ. დიდება შენდა უკუნისამდე!
4. როგორც ეს პური, მთების ზემოთ მიმოფანტული, შეიკრიბა და ერთი გახდა, ამგვარადვე შეიკრიბოს კიდით-კიდე ეკლესია შენი სასუფეველში, რამეთუ შენი არს დიდება და ძალი იესუ ქრისტეს მიერ უკუნისამდე!
5. არავინ ჭამოს, არავინ შესვასთქვენეული ევქარისტია. თუ არა იმან ვინც ნათელიღო უფლის სახელით. ამის შესახებ თქვა უფალმა: „ნუ მისცემთ ძაღლებს მას, რაც წმინდაა“ (მათე 76)


X. 1. ავსების შემდეგ ასე მადლობდეთ:

2. გმადლობთ შენ, წმიდაო მამაო, შენი წმიდა სახელის გამო, ჩვენს გულებში რომ დაამკვიდრე; - ცოდნის, რწმენის, უკვდავების გამო, რაც გაგვიცხადე შენი ძის იესუს მიერ. დიდება შენდა უკუნისამდე!
3. შენ, უფალო ყოვლისმპყრობელო, დაბადე ყოველივე სახელისა შენისათვის საზრდელი და სასმელი მიანიჭე ადამიანებს, რათა იშვებდნენ და შენ გმადლობდნენ; ჩვენ კი მოგვმადლე სულიერი საზრდელ-სასმელი, და საუკუნო სიცოცხლე, შენი ძის, იესუს მიერ!
4. გმადლობთ შენ ყველაფრისთვის, რადგანაცძლიერ ხარ შენ! დიდება შენდა უკუნისამდე!
5. მოიხსენე, უფალო, ეკლესია შენი და იხსენ იგი ყოველგვარი ბოროტისაგან, შენს სიყვარულში სრულყავი იგი და წმიდაქმნილი ოთხივ ქარისგან შემოკრიბე სასუფეველში, რომელიც მასვე განუმზადე; რამეთუ შენი არს ძალი და დიდება უკუნისამდე!
6. მოვიდეს მადლი და გარდავიდეს ეს სამყარო; ოსანა ღმერთსა დავითისა (მათე 21,9; 21,15)! თუკი წმინდაა ვინმე, მოვიდეს! და თუ არ არის - შეინანოს! მარანათა (1 კორ. 16,22)! ამინ!
7. წინასწარმეტყველთ ნება დართეთ, აღავლინონ სამადლობელი, რამდენიც სურდეთ.


XI. 1. ვინც თქვენთან მოვა და გასწავლით ყველაფერ იმას, რაც ზემოთ ითქვა, მიიღეთ იგი.

2. იქნებ მოძღვარი თვით მიიქცეს სხვა სწავლებისკენ. თუ თქვენ წარწყმედას ცდილობს იგი, არაფერი ისმინოთ მისი, მაგრამ თუ სურს , კიდევ უფრო შეგემატოთ სიმართლე და ცოდნა უფლისა, შეიწყნარეთ, როგორც უფალი.
3. მოციქულებისა და წინასწარმეტყველების მიმართ სახარების მცნების თანახმად იმოქმედეთ.
4. ყოველი მოციქული, ვინც თქვენთან მოვა, შიწყნარეთ, როგორც უფალი.
5. არ დარჩება იგი ერთ დღეზე მეტად (თუ საჭიროა - მომდევნო დღესაც), და თუ სამი დღით დაყოვნდება, ცრუწინასწარმეტყველი ყოფილა იგი.
6. როცა დაგტოვებთ მოციქული, არაფერი წაიღოს საგზლად, გარდა პურისა; თუ ვერცხლს მოითხოვს, ცრუ წინასწარმეტყველი ყოფილა იგი.
7. ნუ გამოცდით და ნუ განსჯით წინასწარმეტყველს, როდესაც სულის მიერ გემეტყველებათ, რადგანაც ყოველი ცოდვა მიეტევება კაცს, ეს ცოდვა კი არ მიეტევება (მათე 12,31).
8. ყველა, ვინც სულის მიერ მეტყველებს, წინასწარმეტყველი ვერ იქნება, თუ უფლის წესებს არ ფლობს იგი. სწორედ წესთაგან შეიცნობა ცრუწინასწარმეტყველი და წინასწარმეტყველი.
9. ყოველმა წინასწარმეტყველმა, რომელმაც სულის მიერ განაწესა ტრაპეზი, არ ჭამოს მისგან; და თუ შეჭამს ცრუწინასწარმეტყველი ყოფილა იგი.
10. ყოველი წინასწარმეტყველი, რომელიც ჭეშმარიტებას ასწავლის, მაგრამ თავად არ მოქმედებს ისე, როგორც ასწავლის, ცრუწინასწარმეტყველია იგი.
11. თქვენ კი ნუ განსჯით იმ გამოცდილსა და ჭეშმარიტ წინასწარმეტყველს, რომელიც ეკლესიის ამქვეყნიური საიდუმლოს თანახმად მოქმედებს. მაგრამ არავის ასწავლის იმას, რასაც თავად იქმს. ღვთისაგან განისჯება იგი; ამასვე შვრებოდნენ ძველი წინასწარმეტყველებიც.
12. ვინმემ რომ გითხრათ სულის მიერ: „მომეცით ვერცხლი“, ან სხვა ამგვარი, არაფერი ისმინოთ მისი; ჭირვეულთათვის მისაცემად თუ გეტყვით ამას, ნუ განიკითხავთ.


XII. 1. ვინც თქვენთან მოვა უფლის სახელით, შეიწყნარეთ; შემდეგ გამოცდით მას და შეიცნობთ, რადგანაც იცით თქვენ გარჩევა მარჯვენისა და მარცხენისა.
2. თუკი მოსული მგზავრია ვინმე, შეეწიეთ, როგორც შეგეძლოთ, არ დაყოვნდება იგი თქვენთან, ან თუ დასჭირდა, დაიხანებს ორი-სამი დღე.
3. თუკი ისურვებს თქვენთან ყოფნას და თუ ხელობაც ეხერხება, იშრომოს და ისე ჭამოს.
4. თუკი არა აქვს რამ ხელობა, გონივრულად განჭვრიტეთ მისთვის: არავინ იყოს ქრისტიანი თქვენს შორის უქმად.
5. თუ არ ისურვებს ამგვარად ყოფას, ქრისტეს მოვაჭრე ყოფილა იგი. ეკრძალეთ მას.


XIII. 1. ყველა ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი , რომელიც თქვენთან დამკვიდრებას მოისურვებს, ღირსია თავისი საზრდელისა (შდრ. მათე 10,10; 1 ტიმ. 5,18).
2. ასევე, ჭეშმარიტი მოძღვარი, როგორც მუშა - კი, ღირსია თავისი საზრდელისა.
3. რასაც კი შეკრებთ საწნახელში თუ კალოზე, საქონლის ჯოგში თუ ცხვრის ფარაში, წინასწარმეტყველთ მიუბოძეთ პირველნაყოფი. მღვდელმთავრები არიან ისინი თქვენთვის.
4. თუკი არა გყავთ წინასწარმეტყველი, უბოძეთ გლახაკთ.
5. თუ პურს მოიწევ, გამოიღე პირველნაყოფი და მცნებისამებრ გაეცი იგი.
6. როცა თავს ახდი ღვინის ჭურჭელს ანდა ზეთისას, პირველთავი გამოიღე და უბოძე წინასწარმეტყველთ. ვერცხლის ფულის, სამოსელის, მთელი ქონების პირველთავი ისე აიღე, როგორც ისურვებ და გაეცი მცნების თანახმად.


XIV. 1. უფლის კვირადღეს შეიკრიბეთ, განტეხეთ პური და აღავლინეთ სამადლობელი, აღიარეთ შეცოდებანი რომ წმინდა იყოს მსხვერპლი თქვენი.
2. ვინც ექიშპება თავის მოყვასს, ვიდრე დაცხრება, ნუ მოვა თქვენთან, რომ არ შებილწოს მსხვერპლი თქვენი.
3. უფალმა ეს თქვა: :ყოველ ადგილას და ყოველ ჟამს შემომწირეთ მე წმიდა მსხვერპლი. მეუფე ვარ დიდი, - ამბობს უფალი - სახელი ჩემი საკვირველია წარმართთა შორის“. (მალ. 1,11).


XV. 1. დაადგინეთ თქვენთვის ეპისკოპოსები და დიაკვნები, ღირსნი უფლისა, კაცნი მშვიდნი და უვერცხლონი, ჭეშმარიტნი და გამოცდილნი. რომ წინასწარმეტყველთა და მოძღვართა ლიტურგია ამსახურონ მათაც თქვენს შორის.
2. არ მოიძაგოთ ისინი, რადგანაც თქვენს მიერ წინასწარმეტყველთა და მოძღვართა დარად არიან პატივდებულნი.
3. ამხილეთ ერთურთი, არა რისხვით არამედ დაწყნარებით, როგორც თქმულა სახარებაში. ხმა არ გასცეთ მას, ვინც სხვას აცდენს; არც არაფერი ისმინოთ მისი, ვიდრე თვით არ მოინანიებს.
4. თქვენი ლოცვები, მოწყალებანი და ყველაფერი, რასაც შვრებით, იმგვარად ქმენით, როგორც უფალმა დაგვიწესა სახარებაში.


XVI. 1. იფხიზლეთ თვენი ცხოვრებისათვის. ნუ ჩაქრება თქვენი სანთლები, ნურც სარტყლები შემოგერღვევათ (ლკ. 12,35); განემზადენით! არავინ იცით, როდის მოვა უფალი ჩვენი (მათე 24,42).
2. ხშირად და ხშირად შეიკრიბეთ; გამოძიეთ უმჯობესი თქვენი სულისა. ვერაფერს გარგებთ თქვენი რწმენის მთელი წინდა დრო, თუ არ იქნებით სრულყოფილნი ბოლო ჟამისთვის.
3. ბოლო დღეებში ცრუწინასწარმეტყველები და გამხრწნელები გამრავლდებიან; შეიცვლებიან ცხვრები მგლებად, სიყვარული კი სიძულვილად გადაიქცევა (მათე 24,11 - 12).
4. განივრცობა ურჯულოება (მათე 24,12) და ერთმანეთს მოიძაგებენ; განდევნიან და გასცემენ ერთურთს (მათე 24,10). სწორედ მაშინ გამოჩნდება ქვეყნისმაცდური, როგორც ძე ღვთისა, და ჰყოფს იგი ნიშნებსა და სასწაულებს (მათე 24,24). მიწაც მის ხელებს მიეცემა. იმგვარ ურჯულოებას აღასრულებს ქვეყნისმაცდური, რაც არ ქმნილა საუკუნიდან (შდრ. იოველ 2,2).
5. გამოცდის ცეცხლს მიეცემა კაცთა არსება. ბევრი მათგანი შეცდება და წარიწყმიდება, ხოლო ვინც რწმენით განიმტკიცდება, გამოიხსნება წყევლისაგან (შდრ. მათე 24,13; 10,22).
6. ჭეშმარიტების ნიშანდებაც სწორედ მაშინ გამოვლინდება: უპირველესად, ეს იქნება ნიშანი ცაში გავრცობისა27, შემდეგ - ნიშანი საყვირთა ხმისა (მათე 24,31), ხოლო მესამე - მკვდართა აღდგომა, -
7. არა ყველასი, არამედ ისე, როგორც თქმულა: „მოვა უფალი და მასთან ერთად ყველა წმინდანი“ (ზაქ. 14,5).
8. მაშინ იხილავს სამყარო უფალს „მომავალსა ღრუბელთა ზედა ცისათა“ (მათე 24,30)...

ვისაუბროთ ამ ძეგლის ირგვლივ. ქვემოთ მნიშვნელოვან ნაწილებს გამოვყოფ, რაც ყველასგან დასამახსოვრებელია.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
dzvelmartlmadidebeli
პოსტი Jun 20 2010, 02:24 PM
პოსტი #2


Oldbeliever
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 591
რეგისტრ.: 5-June 10
წევრი № 8,957



sopo...

ციტატა
ის ვთქვი რომ თუ ასეთი ზედაპირული შეიძლება ღვთის რისხვის მიზეზი იყოს რომელთა მცდრობასაც ვერ ვხედავ, , სიყვარულის ღმერთის რომელმაც პირველი ავაზაკი შეიყვანა სასუფეველში, არათუ თითები, ცოდვებიც არ დაუთვალა, მაშინ.. ნუ მოკლედ რაც ვთქვი.. ყოველშემთხვევაში თუ მე გადავწყვეტ, პასუხისმგებლობაც ჩემია, ნუ გეშინია.


მოდი, ეხლა არ ვიდაოთ ვის რა მიაჩნია "ზედაპირულად". თქვენი შეხედულებით თუ ეს ზედაპირულია, ჩვენი შეხედულებით არსებითია. ფორმობრივი ცვლილებებს თუ შინაარსობრივი მოსდევს, ეს "ზედაპირული" არ არის, რაც კარგად ჩანს პირჯვრისწერის მაგალითებზეც და ნათლობის შემთხვევაშიაც.

ავაზაკის მაგალითის მოტანა აქ სავსებით უადგილოა. ჯერ ერთი ჩვენ არ ვმსჯელობთ ღმრთის კაცთმოყვარეობაზე, ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, რომ თუ ფორმობრივი სახეცვლილება ეხება დოგმატურ სწავლებას, ხოლო ამგვარი ცვლილება შეიძლება ადამიანის სულის დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს, მაშინ ვაი იმ ადამიანს, რომელიც შეაცდენს თუნდაც "ერთ მცირედთაგანს".

საერთოდ კი უნდა ვიცოდეთ, რომ ფორმები, ლოცვები, მარხვები, ლიტურგია და ა. შ. ეს ყველაფერი ჩვენ გვჭირდება და არა ღმერთს. ეს ყველაფერი ჩვენი სულების საცხოვნებლად დააწესა ღმერთმა. სწორედ ამიტომ ებრძვის ეშმაკი უფლის დაწესებულ საიდუმლოებებს, ესწრაფვის ფორმობრივი სახეცვლილებებით მათ გაუქმებას, რომ ადამიანებმა ვერ შესძლონ სულის ცხოვნება.

ამდენი კანონია ბოძებული, ჩამოყალიბებულია ფორმობრივი მხარეც ღვთისმსახურებისა და საეკლესიო საიდუმლოებებისა, და ადამიანები მაინც ცდილობენ მათ დარღვევას. წარმოიდგინეთ, ღმერთს რომ ამგვარი მკაცრი ჩარჩოები არ მოეცა ჩვენი ვნებების მოსათოკად, როგორი გაურკვევლობა დაისადგურებდა და ვინღა შეძლებდა გადარჩენას?

ადამს ერთი მცნება მისცა ღმერთმა და ისიც დაარღვია. ძნელი იყო მისი შესრულება? ცხადია არა! მაგრამ, ხიბლმა და ამპარტავნებამ, რომელშიც ჩააგდო ადამი ეშმაკმა, მას სამოთხე დააკარგვინა. რადგან ცოდვისკენ არის მიდრეკილი, ადამიანი, თუ მას ხორცი ერევა, ცდილობს გვერდი აუაროს დაწესებულ კანონებს, უფლის მცნებებს, გაიადვილოს რელიგიური ცხოვრება, რაც მას სინდისის ქენჯნისგან გაათავისუფლებს. ამიტომაც, ასეთი ადამიანები ცდილობენ თავისებური, მათთვის სასურველი განმარტებები მისცენ ამა თუ იმ განწესებას, ჩვეულებას და სხვა, რომ ნაკლები ჰქონდეთ პასუხისმგებლობა. ცხადია, ამ საქმეში უდიდეს როლს თამაშობს დაცემულ ანგელოზთა ხროვა, რომელიც ათასგვარ სისულელეს ასწავლის ადამიანს, შთააგონებს მას, რომ ღმერთი კეთილია, უსაზღვროდ მიმტევებელია და უადვილებს ცოდვის ჩადენას.

ადამიანი გარკვეულ ჩარჩოებში რომ არ იმყოფებოდეს, სულის ცხოვნება ძლიერ გაძნელდებოდა. ჩვენ გვჭირდება ხილული ნიშნები, ორიენტირები იმისა, რამდენად სწორია საიდუმლოს ძალმოქმედება; გადმოდის თუ არა მადლი ადამიანზე, რომ ცხოვნდეს და ა. შ. სწორედ ამიტომ აქვს ფორმებს და სიმბოლოებს დიდი მნიშვნელობა. ამიტომაც, სრულიად მართებულად განმარტავს ნესტორ ყუბანეიშვილი საიდუმლოს არსს, როცა ამბობს:

ამ რიგად საიდუმლოში გაირჩევა: 1) საღმრთო დაწესება, 2) ხილული მოქმედება, 3) უხილავი მოქმედება ღვთის მადლისა.

მართლმადიდებელის ეკლესიის სწავლებით, საიდუმლო ნამდვილია და მადლი ღვთისა უეჭველად გადმოდის კაცზე მაშინ, როდესაც შესრულებულია წესიერად, სწორედ. სწორე და წესიერი შესრულება საიდუმლოსი ის არის, რომ შესრულების დროს დაცულ იქმნას ყოველივე მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით აღსრულების შესახებ" (სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეზიზმოს შესასწავლად. თბილისი. 1990 წ. გვ. 63).

საიდუმლოს აღსრულებისას არ შეიძლება დაირღვეს და არ აღსრულდეს ის, რაც არის ამ საიდუმლოში უცვალებელი, ღვთისგან მოცემული კუთვნილება. თითოეული საიდუმლოს შესრულების ჟამს უნდა გამოვიყენოთ ის ნივთიერება, რომელიც თვით საიდუმლოს დამწესებელმა დააწესა (მაგ.: ნათლისღებისთვის - წყალი, მირონცხებისთვის - მირონი, ზიარებისთვის - პური და ღვინო და სხვა) და განსაზღვრული ხილული ნიშანი (მაგ.: ნათლის-ღებაში სამგზის წყალში შთაფვლა და სხვა) (სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეზიზმოს შესასწავლად. თბილისი. 1990 წ. გვ. 63).



ასე, რომ საქმე არც ისე მარტივად არის, როგორც ეს შეიძლება ერთის შეხედვით ჩანდეს და იფიქრო, ღმერთი კეთილია და ნუთუ რაღაც თითების წყობის გამო ის სასუფევლის კარებს დაგვიკეტავს.... ღმერთი კი არა, ჩვენ თვითონ დავიკეტავთ და დავიხშობთ სასუფევლის კარებს თუ უგულებელვყოფთ იმ ფორმობრივ დაწესებებს, რომელიც თითოეულ საიდუმლოს ახლავს.

ციტატა
მოკლედ აქ ლაპარაკია იმაზე რომ სიტყვა "შთაფლვა" ბერძნული სიტყვა Baptizo გამოყენებულია სახარების სხვა ნაწილებშიც, კერძოდ ფარისევლების ჭამის წინ ხელის ბანის გამოსახატად, ანუ ამისთვის ხომ არ შთაეფლობოდნენ იგულისხმება დასხმა ..

http://bmu.li/HPV
აქ ლაპრაკია რომ პირველი შემთხვევა დასხმით ნათლობის 251 წელს გვხვდება.

და სხვა შემთხვევბიც ასეთი ფორმის ნათლობის მოციქულთა, ეპისკოპოსების წერილებში ,
და რომ არქეოლოგიურმა გამოკვლევამ დაადასტურა რომ ნათლობა ქრისტიანულ კატაკომბებში გამოსახულია - კაცი მუხლებამდე წყალში, და ჭურჭლით დასხმის პროცესი ნათლიის მიერ.. ასევე სანათლავები აღმოჩენილია ისეთი სიღრმის რომ ფიზიკურად შთაფლვა ვერ განხორციელდობოდა და სავარაუდოა ხდებოდა დასხმით,..


თქვენს მიერ დამოწმებული რუსულენოვანი წყარო წინააღმდეგობრივია, იქ ცდილობენ გაამართლონ პკურებითი ნათლობა, თუმცა ვერ უარყოფენ, რომ შთაფლვითი ფორმა უფრო ზუსტად და სრულად გამოსახავს ნათლობის საიდუმლოს არსს. კერძოდ იქ ვკითხულობთ:

2. Как же нам креститься: погружением или кроплением?

Иоанн 3:23 "А Иоанн также крестил в Еноне, близ Салима, потому что там было много воды; и приходили туда и крестились".
Как мы видим, Иоанн крестил там, где было много воды. Это может служить свидетельством того, что крещение производилось полным погружением в воду.

Деяния 8:38-39 "И приказал остановить колесницу, и сошли оба в воду, Филипп и евнух; и крестил его". Это показывает нам, что оба человека находились в воде в момент крещения.

Поскольку водное крещение символизирует смерть и воскрешение (Римлянам 6:4-5 и Колоссянам 2:12), то крещение погружением в воду больше всего отражает эту идею, чем крещение кроплением или поливанием.

ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია.

გარდა ამისა ნათლობის საიდუმლოში შთაფვლის აუცილებლობა სიტყვა "ბაპტიძოზე" კი არ არის დამოკიდებული, არამედ იმ სიმბოლოზე, რომელიც აკავშირებს მას უფლის სიკვდილთან და სამ დღე საფლავში დებასთან.

თქვენ აქცენტირება გადაგაქვთ ბერძნულ სიტყვა "ბაპტიძო"-ზე, და მის ორგვარ მნიშვნელობაზე მიანიშნებთ. ეს შეიძლება სადავო არ იყოს, მაგრამ ერთია სიტყვის ყოფითი მნიშვნელობით გამოყენება და მეორეა მისი საეკლესიო მნიშვნელობა.

საეკლესიო მნიშვნელობით "ბაპტიძო" გულისხმობს შთაფვლას.

და ბოლოს, ინგლისურენოვანი წყაროებიდან, თუ ინგლისური იცით, გადმოთარგმნეთ კონკრეტული ადგილი, თან მიგვითითეთ ეს ადგილი ძირითად ტექსტში სად იკითხება და მერე განვიხილოთ.

რაც შეეხება ძველ კატაკომბებში ისეთი ემბაზების არსებობას, სადაც დიდი კაცი ვერც ჩაეტეოდა, უნდა მოგახსენოთ, რომ ასეთი ემბაზები არც გამოიყენებოდა "დიდი კაცების" მოსანათლად, იქ ნათლავდნენ პატარებს. დიდ კაცები კი მდინარეში ჩაჰყავდათ.


--------------------
"ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").

"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Jun 20 2010, 06:03 PM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



dzvelmartlmadidebeli
ციტატა(dzvelmartlmadidebeli @ Jun 20 2010, 03:24 PM) *

რჯულისკანონს "დიდაქე" კატეხიზმოდ არ შეურაცხავს. თუ იმას გულისხმობთ, რომ წმ. ათანასე დიდმა ის საკითხავ წიგნთა შორის მოიხსენია, ხოლო ათანასეს ხსენებული ეპისტოლე (39-ე ეპისტოლე დღესასწაულთა შესახებ) დიდ რჯულისკანონში შეიტანა, სრულებითაც არ ნიშნავს, რომ "მოციქულთა მოძღვრება" ავტომატურად უნდა შეირაცხოს "კატეხიმოდ", რომელიც დიდმა რჯულისკანონმა დაამტკიცა. სხვათა შორის მას მოხსენიებული აქვს ჰერმესის "მწყემსი", მაგრამ ეს წიგნი "კატეხიზმოდ" არავის მიუჩნევია. თანაც, ათანასეს მიერ დასახელებული წიგნებიდან, რომლებიც ნებადართულია საკითხავად, კერძოდ, სოლომონის სიბრძნე, იესუ ზირაქის სიბრძნე, ესთერი, ივდითი და ტობია შეტანილია ბიბლიაში, საკითხავ წიგნებად. ჩვენ არ ვიცით ბიბლიის რომელიმე გამოცემა (ცხადია, მართლმადიდებლური გამოცემა), სადაც ათანასეს მიერ ჩამოთვლილი წიგნებიდან "დიდაქე" და "მწყემსი" შეეტანოს ბიბლიის შემადგენლობაში. ასე, რომ "დიდაქე" არ არის არავითარი კატეხიზმო. ან რა გარანტია გვაქვს, რომ, ჩვენამდე მოღწეული ძეგლი იმ ძველი თხზულების ზუსტი ასლია?

დიდაქეს სჯულისკანონში შეტანა :
რადგან აღნიშნული სიტყვები მნიშვნელოვანია, მოგვაქვს ახალქართული თარგმანი: „უფრო მეტი უცთომელობისთვის საჭიროდ მივიჩნიე იმის დამატებაც, რომ ზემოხსენებულთა გარდა (იგულისხმება ბიბლიის კანონთა წიგნები) არის სხვა წიგნებიც, არა განკანონებული, რომლებიც, აგრეთვე მამათა მიერ დაიწერა იმათ მიერ წასაკითხად, რომლებიც ახლახან შემოდიან და სურვილი აქვთ დაემოწაფონ სიტყვის (ე.ი ძე ღმრთის) კეთილმსახურებას: „სიბრძნე სოლომონისა“, „სიბრძნე ზირაქისა“, „ესთერი“, „ივდითი“, „ტობი“, „სწავლად მოციქულთა“ წოდებული და „პიმენი“.

და წმ ათანასეს სიტყვები

ეს პირდაპირაა თქმული წმ. ათანასეს მიერ: „დაწერილნივე მამათა მიერ საკითხავად მათთვის, რომელნი აწღა მოუხდებოდიან და ენების დამოწაფებაჲ კეთილად მსახურებისა სიტყვისაჲ“.

წმ ათანასე ახასიათებს დიდაქეს ახალმოქცეულთა საკითხავ წიგნად, აქედან ვასკვნით რომ მიჩნეულია კატეხიზმოდ, მასში არსებული ნათლობის ფორმის ასეთი დოგმატური ცდომილების არსებობის შემთხვევაში, რატომ მიიჩნევდა ასე წმ ათანასე
გარანტიას რაც შეეხება ზუსტი ასლია თუ არა, ასე ეჭვქვეშ, შეიძლება სახარებაც, სამოციქულო დავაყენოთ მაგრამ გვწამს რომ ეკლესიამ შეუცვლელად შემოგვინახა..
ციტატა
ბიბლიის რომელი რედაქცია დააყენა მეცნიერებამ ეჭვქვეშ? თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია, ლათინურისგან განსხვავებით, ხელმძღვანელობს ბიბლიის არა ერთი რედაქციით, ვულგატით, არამედ, მრავლით. რითაც მას შესაძლებლობა ეძლევა დაადგინოს ბიბლიის კრიტიკული ტექსტი და შეცდომა არ დაუშვას

ბიბლიის რედაქციის ეჭვქვეშ დაყენების შესახებ არვიცი, კონკრეტული პასაჟების განხილვა იყო , რომ ადამიანური შეცდომების, უზუსტობების გამო მხოლოდ ადამინის შექმნილია, ეს სხვა თემაშია და არ მაქვს სურვილი გამეორების თუ წინააღმდეგი არ იქნები..
ციტატა
თქვენ აქცენტირება გადაგაქვთ ბერძნულ სიტყვა "ბაპტიძო"-ზე, და მის ორგვარ მნიშვნელობაზე მიანიშნებთ. ეს შეიძლება სადავო არ იყოს, მაგრამ ერთია სიტყვის ყოფითი მნიშვნელობით გამოყენება და მეორეა მისი საეკლესიო მნიშვნელობა.

საეკლესიო მნიშვნელობით "ბაპტიძო" გულისხმობს შთაფვლას.

სახარებაში გამოყენებული სიტყვა საეკლესიო მნიშვნელობის იქნება სავარაუდოა, რავიცი რას ფიქრობ?
ციტატა
და ბოლოს, ინგლისურენოვანი წყაროებიდან, თუ ინგლისური იცით, გადმოთარგმნეთ კონკრეტული ადგილი, თან მიგვითითეთ ეს ადგილი ძირითად ტექსტში სად იკითხება და მერე განვიხილოთ.

რაც შეეხება ძველ კატაკომბებში ისეთი ემბაზების არსებობას, სადაც დიდი კაცი ვერც ჩაეტეოდა, უნდა მოგახსენოთ, რომ ასეთი ემბაზები არც გამოიყენებოდა "დიდი კაცების" მოსანათლად, იქ ნათლავდნენ პატარებს. დიდ კაცები კი მდინარეში ჩაჰყავდათ.

Then there is the artistic and archaeological evidence. If the recipient of the sacrament is in a river, he is always shown standing ankle deep while water is poured over his head from a cup or shell.... In every instance it is a shallow pool or basin in which the neophyte stands with feet immersed, while water is poured on him from an overhead stream or from a vase held by the person baptizing. . An early Christian baptistery was found in a church in Jesus' home town of Nazareth, yet this baptistery, which dates from the early second century, was too small and narrow to immerse a person in. The oldest western fonts are found in the Roman catacombs, cisterns hewn from the tufa in the floor of baptismal chapels. Examples are to be found in the Ostrian Cemetery, where in a small shallow basin in the floor a spring wells up in the Cemetery of Pontianus, where an oblong reservoir about eighteen square feet in surface area and three feet in depth, is yet filled with water (Marucchi, Archééologie Chréétienne, II, 63); that of St. Felicitas (ibid., 304); and of St. Priscilla, where in 1901 was found a basin of particular interest on account of its presumably high antiquity as a baptismal center (Marucchi in Nuovo Bullettino, 1901, 73). That pouring water on the from overhead was the ordinary mode of baptizing during the early centuries, is a view the acceptance of which is compelled by the studies in the archaeology of baptismal fonts (de Rossi, Bullettino di Archeol., 1876, 8-15; Duchesne, Les Eglises sééparéées, Paris, 1905, 89-96).
აქ ნათქვვამია არქეოლოგიურ მასალაზე რომ მოხატულია ნათლობა კაცის მუხლამდე წყალში დგომით და ჭურჭლით წყლის დასხმის სხვის მიერ, რამოდენიმე შემთხვევა ა მოთხრობილი მდინარეში და სანათლავში, მერე ჩამოთვლილია სანათლავები ნაზარეთში მეორე საუკუნით დათარიღებული ძალიან ვიწრო და პატარა, ერთი სანათლავი სამი ფუტის სიღრმის, და სხვები..
ციტატა
თქვენს მიერ დამოწმებული რუსულენოვანი წყარო წინააღმდეგობრივია, იქ ცდილობენ გაამართლონ პკურებითი ნათლობა, თუმცა ვერ უარყოფენ, რომ შთაფლვითი ფორმა უფრო ზუსტად და სრულად გამოსახავს ნათლობის საიდუმლოს არსს. კერძოდ იქ ვკითხულობთ:

2. Как же нам креститься: погружением или кроплением?

Иоанн 3:23 "А Иоанн также крестил в Еноне, близ Салима, потому что там было много воды; и приходили туда и крестились".
Как мы видим, Иоанн крестил там, где было много воды. Это может служить свидетельством того, что крещение производилось полным погружением в воду.

Деяния 8:38-39 "И приказал остановить колесницу, и сошли оба в воду, Филипп и евнух; и крестил его". Это показывает нам, что оба человека находились в воде в момент крещения.

Поскольку водное крещение символизирует смерть и воскрешение (Римлянам 6:4-5 и Колоссянам 2:12), то крещение погружением в воду больше всего отражает эту идею, чем крещение кроплением или поливанием.

ვფიქრობ, კომენტარი ზედმეტია.

რატომ წინაღმდეგობრივი, ეს ადასტურებს რომ ნათლობა ხდებოდა შთაფლვით, და რათქმა უნდა ასე იყო, კიარადა ორივე ხელით ვაღიარებ უპირატესობას შთაფლვით, თუმცა არ ვთვლი რომ დასხმით არ ჩაითვლება მონათლულად, რადგან კი, ნათლობა სიმბოლურად განასახიერებს ქრისტეს დაფლვას და აღდგომას, მაგრამ რატომ სამჯერ ეს ხომ ერთხელ მოხდა, რისი თქმა მინდა, რომ ნათლობის საფუძველი ქრისტეს სიტყვები სულისგან და წყლისგან შობაა, და მონათვლა მამის, ძის და სულიწმინდის სახელით როგორც მოციქულებს უქადაგა,

Св. Киприан Карфагенский (III в. н.э.) в письме к Магну писал: ""Ты спрашиваешь еще, возлюбленный сын, моего мнения относительно тех, которые получают благодать Божию в болезни и немощи: должно ли их почитать законными христианами, когда они не омыты, но только облиты спасительной водой? В этом отношении скромность и смирение наше никого не предупреждает своим мнением, предоставляя всякому думать как угодно и поступать как думает. Мы, сколько разумеет мерность наша, полагаем, что благодеяния Божии ни в чем не могут быть недостаточны // С. 647 и слабы, и что нельзя получить чего-либо меньше там, где с полной верой, и принимающего и подающего, приемлется то, что черпается от Божественных даров. В спасительном таинстве греховные язвы не так омываются как нечистоты кожи и тела в мирской и плотской бане... Иначе омывается сердце верующего; иначе очищается ум человека чрез заслугу веры. В спасительных таинствах, в случае крайней необходимости по щедроте Божией, и в сокращении даруется от Господа верующим все. И потому никого не должно смущать, когда видят, что больные принимают Божественную благодать чрез окропление или облитие, тем более что Священное Писание говорит чрез пророка Иезекииля: "и воскроплю на вы воду чисту, и очиститеся от всех нечистот ваших и от всех кумиров ваших; и очищу вас, и дам вам сердце ново и Дух нов дам вам" (Иез. 36:25-26). То же в книге Чисел: "кто не чист будет до вечера... сей да очистится (сею водою) в день третий и в день седьмый и чист будет; аще же не очистится ею в день третий и в день седьмый, нечист будет... и потребится душа та от Израиля, яко вода окропления не воскропися нань" (Числ. 19:10, 12-13). И еще: "и рече Господь к Моисею, глаголя: поими левиты от среды сынов Израилевых, и да очистиши я; и сице да сотвориши им очищение их: покропиши на них воду очищения" (Числ. 8:5-7). И еще: "вода окропления очищение есть" (Числ. 19:9). Отсюда явно, что и окропление воды действует наподобие спасительной бани, и когда это бывает в Церкви, при чистой вере и принимающего и дающего, то все может восполниться и совершиться величием Господним и истиною веры... // С. 648 ... И потому, сколько нам дано разуметь верой и мыслить, мое мнение таково, что всякого, кто получил Божественную благодать в Церкви по закону и праву веры, должно почитать законным христианином. И если кто считает их ничего не получившими, ничего не имущими, потому что они только облиты спасительною водою, то все же пусть не обольщают их, заставляя креститься по освобождении от тяготы болезни и выздоровлении. Не могут быть крещаемы те, которые уже освящены церковным крещением; так для чего же соблазнять их в вере и благости Господней? Или они и получили Господню благодать, но только сокращенною и меньшею мерою дарования Божественного и Святаго Духа, так что можно считать их христианами, но равнять с прочими не должно? Напротив, Дух Святый дается не мерою, но на каждого верующего изливается весь".
св. Киприан Карфагенский. Письмо к Магну о крещении новациан и о получивших крещение в болезни. N 62 (76)//Творения. М.:"Паломник", 1999. С. 646-648

წმ კვიპირანე ამბობს რომ დასხმით მონათლული ისევე ითვლება მონათლულად როგორც შთაფლვით
В спасительном таинстве греховные язвы не так омываются как нечистоты кожи и тела в мирской и плотской бане... Иначе омывается сердце верующего; иначе очищается ум человека чрез заслугу веры. В спасительных таинствах, в случае крайней необходимости по щедроте Божией, и в сокращении даруется от Господа верующим все.

და ბოლო ნათლობაზე რასაც დავესწარი შთაფლვით მოხდა, მოძღვარმა მიანიჭა უპირატესობა, უბრალოდ თუ არ არის სანათლავი, ან თუ ადამიანი გაიქცევა შთაფლვის მიზეზით, მოძღვარი სხვისი მონათვლის გარეშე დატოვების ცოდვას ერიდება.. ანუ მიზანი საბოლოოდ მეტი ადამიანის მიყვანაა ქრისტესთან, როცა ათეისტური პერიოდიდან, ტაძრების ნგრევიდან, მოძღვრების ლიკვიდაციის საშიშროებიდან არც დიდი ხანია გამოვედით..თან აფხაზმაც მოიყვანა ასეთი ნათლობის მაგალითი..

მე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ შთაფვლა არის იდეალური ფორმა, და მივესალმები მის დაბრუნებას, და გამონაკლისების მინიმუმამდე დაყვანას, თუმცა დღევანდელი ეკლესიის მიერ რიგ შემთხვევებში გამოყენებული ფორმაც ნათლობის ტოლფასია, და ამ მიზეზით კი ეკლესიის ზურგისშექცევის სიმძიმე შეიძლება უფრო სერიოზული იყოს ..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
afxazi   დიდაქე   Jan 5 2010, 11:43 AM
afxazi   [b]„დიდაქე“ (ადრექრი...   Jan 5 2010, 11:56 AM
afxazi   რაც შეეხება მნიშვნ...   Jan 5 2010, 12:16 PM
dzvelmartlmadidebeli   "შეიძლება ბევრს ა...   Jun 5 2010, 11:01 AM
agmsarebeli   "შეიძლება ბევრს ...   Jun 9 2010, 11:31 PM
iosebi1978   წყალი თუ არ არის წყ...   Jan 26 2012, 01:24 AM
netvorc   [b]"შეიძლება ბევრს...   Jun 17 2010, 12:57 PM
afxazi   მეორედ მოსვლის შეს...   Jan 6 2010, 09:52 AM
afxazi   dzvelmartlmadidebeli ხოოოო, ეს ნ...   Jun 5 2010, 12:51 PM
afxazi   netvorc იმედია კლიმენ...   Jun 17 2010, 01:25 PM
netvorc   netvorc იმედია კლიმენტ...   Jun 17 2010, 09:54 PM
dzvelmartlmadidebeli   netvorc იმედია კლიმენტ...   Jun 19 2010, 01:36 PM
afxazi   რაც შეეხება ნათლობ...   Jun 17 2010, 01:42 PM
netvorc   რაც შეეხება ნათლო...   Jun 17 2010, 09:02 PM
sopo...   რატომ? საქართველო ...   Jun 17 2010, 09:45 PM
netvorc   ნათლისღების შესახ...   Jun 17 2010, 10:07 PM
sopo...   50 კანონი ანუ სამი ...   Jun 18 2010, 12:31 AM
afxazi   sopo... ამაში ვერც ვერ...   Jun 18 2010, 01:42 PM
sopo...   afxazi ძალიან საინტერ...   Jun 18 2010, 10:58 PM
dzvelmartlmadidebeli   afxazi [b]"არის თუ არა ...   Jun 19 2010, 01:55 PM
dzvelmartlmadidebeli   sopo... ნათლობა რომ ყვ...   Jun 19 2010, 02:15 PM
afxazi   dzvelmartlmadidebeli მე გირჩევ,...   Jun 19 2010, 02:42 PM
sopo...   dzvelmartlmadidebeli ფაქტია რომ...   Jun 19 2010, 03:40 PM
dzvelmartlmadidebeli   sopo... არ შეიძლება სა...   Jun 19 2010, 03:49 PM
sopo...   dzvelmartlmadidebeli ღმერთმაბე...   Jun 19 2010, 10:39 PM
dzvelmartlmadidebeli   afxazi კეთილი. სხვაგვა...   Jun 19 2010, 04:04 PM
afxazi   dzvelmartlmadidebeli არ ვიცი რა...   Jun 19 2010, 05:32 PM
dzvelmartlmadidebeli   sopo... რჯულისკანონს ...   Jun 20 2010, 01:09 AM
dzvelmartlmadidebeli   afxazi როგორ გიყვარს ი...   Jun 20 2010, 01:27 AM
dzvelmartlmadidebeli   sopo... მოდი, ეხლა არ ვ...   Jun 20 2010, 02:24 PM
sopo...   dzvelmartlmadidebeli რჯულისკან...   Jun 20 2010, 06:03 PM
dzvelmartlmadidebeli   sopo... ძალიან ძნელია ...   Jun 21 2010, 12:29 AM
dzvelmartlmadidebeli   ვფიქრობ დროა გაკეთ...   Jun 21 2010, 10:19 AM
afxazi   dzvelmartlmadidebeli რატომ აძლ...   Jun 21 2010, 04:09 PM
sopo...   აქაც იგივეს ვიტყოდ...   Jun 22 2010, 10:17 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th September 2025 - 07:41 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი