![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
"დიდაქე" - მოძღვრება თორმეტი მოციქულისა (მოძღვრება უფლისა თორმეტი მოციქულის მიერ წარმართთა მიმართ) I. 1. გზა არის ორი: ერთი სიცოცხლისა და ერთი სიკვდილისა. ამ ორ გზას შორის დიდი სხვაობაა. 2. სიცოცხლის გზა ამგვარია: პირველად შეიყვარე ღმერთი, შემოქმედი შენი (11 სჯ. 6,5; ზირ. 7,30; მათე 22,37). მეორედ - მოყვასი შენი, როგორც საკუთარი თავი (ლევ. 19,18; მათე 22,39). ყველაფერი ის, რაც არ გსურს, რომ შეგემთხვეს შენ, არც შენ შეამთხვიო სხვას (ტობ. 4,15; მათე 7,12; ლუკა 6,31). 3. ამ სიტყვათა მოძღვრება ასეთია: აკურთხეთ თქვენი დამაწყევრები და ილოცეთ თქვენი მტრებისათვის, იმარხულეთ მათთვის, ვინც გდევნით თქვენ (მათე 5,44; ლკ. 6,28). რა მადლი იქნება, თუკი შეიყვარებთ თქვენს მოყვარულებს? ნუთუ ამასვე არ შვრებიან წარმართებიც (მათე 5,46 - 47; ლკ. 6,32 - 33)? ხოლო თქვენ შეიყვარეთ მოძულენი თქვენი და არ გეყოლებათ მტერი (მათე 5,44; ლკ. 6,27). 4. განეშორე ხორციელ და სხეულებრივ სურვილებს (შერ. 1 პეტრე 2,11). თუკი ვინმე მარჯვენა ყბაში გაგარტყამს, მიუშვირე მას მეორე (მათე 5,41) და იქნები სრული. თუ ვინმე ერთ მილიონს გაგარბენინებს, მასთან ერთად განვლე ორი (მათე 5,41). თუკი ვინმე მოსასხამს აგართმევს, უბოძე მას პერანგიც (მათე 5,40; ლკ. 6,29). თუ ვინმე შენგან რამეს წაიღებს, აღარ მოთხოვო, რადგან ვერ ძალგიძს (შდრ. ლკ. 6,30). 5. ყველას ვინც კი გთხოვს, მიუბოძე და აღარ მოთხოვო (მათე 5,42). მამას სურს, ყველას მიანიჭოს თავისი მადლი. ნეტარია ის, ვინც გასცემს თანახმად მცნებისა, რადგანაც არ განისჯება იგი. ვაი მას, ვინც თვით მიიღებს; თუ მოვალეა, რომ მიიღოს, არ განისჯება; თუკი არ არის მოვალე, განისჯება იმის გამო, რატომ მიიღო და რა მიზნით. საპყრობილეში მიყვანილს გამოჰკითხავენ მის საქმეებს და მანამდე არ გაუშვებენ, ვიდრე უკანასკნელ კოდრატსაც არ აზღვევინებენ (მათე 5,26; ლკ. 12,53). 6. ამის შესახებაც თქმულა: „გაიოფლოს მოწყალება შენი შენსავე ხელებში, ვიდრე შეიცნობ, თუ ვისთვის გასცემ“. (ზირ. 12,1). II. 1. მოძღვრების მეორე მცნება: 2. არა კლა, (გამოსვლ. 20,15; 11 სჯ. 5,18), არა იმრუშო (გამოსვლ. 20,3; 11 სჯ. 5,17). გრძნეულებას, სიძვას, პარვას (გამსლ. 20,14; 11 სჯ. 5,19). გრძნეულებას, მეწამლეობას (11 სჯ. 18,10). არ მოკლა ჩვილი ნაადრევი შობით, არცთუ ნაშობი მოაკვდინო; ნურაფერი გწადია შენი მოყვასისა (გამოსლ. 20,17; სჯ. 5,21). 3. ნუ მისცემ ამაო ფიცს (მათე 5,33), ცრუდ ნურავის დაემოწმები (გამოსლ. 20,16; 11 სჯ. 5,20), ნუ ბოროტმეტყველებ (მათე 15,4), ნუღარ გახსოვს ცუდი (იგავ. 12,28). 4. ნუ იქნები ორგული და ორენოვანი (ზირ. 5,9; 5,14; 6,1), რადგანაც ორენოვნება მახეა სიკვდილისა (ტობ. 14,10; ფს. 17,6; იგავ 14,27; 21,6). 5. ნუ იქნება შენი სიტყვა ცრუ და ლიტონი, არამედ - საქმით აღსავსე. 6. ნუ იქნები ნაყროვანი, ხარბი, პირმოთნე, მზაკვარი, ანდა გოროზი. ნუ განიზრახავ ბოროტს შენი მოყვასისათვის. 7. არ შეიძულო არცერთი კაცი; ერთნი ამხილე, მეორეთათვის ილოცე. სხვანი კი შეიყვარე შენს სულზე მეტად. III. 1. შვილო ჩემო, განეშორე ყოველგვარ სიავეს და ყოველივეს, რაც მისი მსგავსია. 2. ნუ განრისხდები, რადგან რისხვა დაღუპვისაკენ წაგიძღვება; ნუ იქნები შურიანი, ნურც მოკამათე, ნურც გულმწყრალი. ყველა მათგანი სიკვდილს შობს. 3. შვილო ჩემო, ნუ აღივსები გულისთქმით, რადგანაც გულისთქმა სიძვისაკენ წაგიძღვება; ნუ იქნები ურცხვადმეტყველი, ნურც ურცხცვადმჭვრეტი, რადგანაც მათგან ჩნდება მრუშობა. 4. შვილო ჩემო, ნუ იქნები ფრინველთგრძნეული, რადგანაც იგი კერპმსახურებისაკენ გიწინამძღვრებს; ნუ შელოცავ, ნუ ვარსკვლავთმეტყველებ, ნუ განწმედ, ნურც ისურვებ, იხილო ეს ყოველივე ანდა ისმინო მათთვის. კერპმსახურებას შობენ ისინი. 5. შვილო ჩემო, ნუ იცრუებ, რადგანაც სიცრუე ქურდობისაკენ მიგიძღვება; ნუ იქნები ვერცხლისმოყვარე, ნურც ცუდმედიდი, რადგანაც მათგან ქურდობა ჩნდება. 6. შვილო ჩემო, ნუ დრტვინავ, რადგანაც დრტვინვა ავსიტყვაობისაკენ გიწინამძღვრებს. ნუ იქნები თავმომწონე, ბოროტმზრახველი, რადგანაც მათგან ავსიტყვაობა იბადება. 7. იყავი მშვიდი, რადგანაც „მშვიდთა დაიმკვიდრონ ქვეყანა“ (ფს. 36,11; მათე 5,5). 8. იქმენ სულგრძელი, გულმოწყალე, უბოროტო, წყნარი, კეთილი; მარადის ძრწოდე იმ სიტყვათაგან, რომლებიც გესმა (ეს. 66,2). 9. ნუ აიმაღლებ თავს; ნურც კადნიერებას მისცემ შენს სულს. თავმოთნეებს ნუ შეერთვება შენი სული; მართალია და მდაბალთა შორის იმყოფებოდე. 10. ყველაფერი, რაც შეგემთხვა, მიითვალე, როგორც კეთილი და იცოდე, რომ ღვთის გარეშე არარა ხდება. IV. 1. შვილო ჩემო, ვინც ღვთის სიტყვას გიქადაგებს, მოიხსენე იგი დღეცა და ღამეც; პატივი მიაგე მას როგორც უფალს: სადაც მეუფება იქადაგება, იქვეა უფალიც. 2. დღითიდღე ეძიე პირნი წმიდათანი, რომ შვება მოგცეს მათმა სიტყვებმა. 3. ნუ ქმნი განხეთქილებას; დაამშვიდე მოდავეები; სიმართლით საჯე და ნუ მიიღებ ისეთ სახეს, თითქოს ამხილებ ცთომათა გამო. 4. ნუ იეჭვებ, ასე იქნება, თუ არა. 5. ნუ გაშლი ხელებს, რათა მიიღო, და ნუ შეკრავ რათა არ გასცე (ზირ. 4,31). 6. თუკი მას გასცემ, რაც შენი ხელით მოიპოვე, გამოისყიდი შენსავე ცოდვებს. 7. გაცემის ჟამს ნუ შეეჭვდები და ნუღარ დრტვინავ, როდესაც გასცემ; შეიცნობ მას, ვინც კეთილად მოგიზღავს კუთვნილს (იგავ. 19,17). 8. ნუ გააბრუნებ გაჭირვებულს (ზირ. 4,5). შენსავე მოძმეს უწილადე ყოველივე; არკი უთხრა: ჩემია ეს ყველაფერი. თუ ზიარნი ხართ უკვდავებაში, რამდენად უფრო მოკვდავთა შორის? 9. ხელს ნუ ააღებ შენს ძეს თუ ასულს; სიყრმიდანვე შეასწავლე მათ შიში ღვთისა. 10. მონას თუ მხევალს, რომლებიც იმავ ღმერთს სასოობენ, გამკაცრებით ნუ უმბრძანებლებ, რომ არ დაკარგონ ზენა ღვთის შიში, რადგან ღმერთი მათთან მოდის ვისი სულიც თვით შეამზადა, პირისპირ კი არავის უხმობს. 11. თქვენ კი, მონებო, კრძალვით და შიშით მორჩილებდეთ თქვენსავე უფალთ, ვით სახეს ღვთისას. 12. გძულდეს ყოველი პირმოთნეობა, ყოველივე, რაც ართნავს უფალს. 13. არ დაივიწყო უფლის მცნებები და რაც მიიღე, დაიმარხე; არცრა შემატო, არცრა დააკლო (11 სჯ. 4,2; 13,1). 14. ეკლესიაში აღიარე ცთომანი შენი; ბოროტი გულით ნუ შეხვალ ლოცვად. აი, ეს არის გზა სიცოცხლისა. V. 1. სიკვდილის გზა კი ამგვარი არის: უპირველესად, ბოროტია ეს გზა და წყევლით აღსავსე: მკვლელობა, მრუშობა, გულისთქმა, სიძვა, ქურდობა, კერპმსახურება, გრძნეულება, მეწამლეობა, ტაცება, ცრუმოწმეობა, პირმოთნეობა, ორგულობა, მზაკვრობა, ამპარტავნება, სიავე, თავმოთნეობა, ნაყროვანება, ურცხვადმეტყველება, მოშურნეობა, კადნიერება, გოროზობა, მედიდურობა, უკრძალველობა. 2. კეთილთა მდევნელნი, ჭეშმარიტების მოძულენი, სიცრუის მოყვარულები, რომლებსაც საზღაური სიმართლისა ვერ შეუცნიათ; განელტვიან სიკეთეს და მართლმსაჯულებას; კეთილის წილ სიბოროტეს ეშურებიან. შორს არის მათგან სიმდაბლე და მოთმინება; ამაოების მოყვარულნი მისაგებელს განიშორებენ; არ იწყალებენ დაცემულებს, არ ზრუნავენ დამაშვრალთათვის, ვერ შეუცნიათ შემოქმედი; ჩვილთა მკვლელები, რომლებიც უკუმიაქცევენ მათდამი მთხოვნელს; ცოდვით სავსენი ჭირვეულებს შეაურვებენ, მდიდრებს იცავენ, არასაქმოსნებს ურჯულოდ სჯიან. განშორდით, შვილნო, ყველაფერს ამგვარს. VI. 1. გაფრთხილდი, ვინმემ არ აგაცდინოს გზას მოძღვრებისას. ღვთის გარეშე გასწავლის იგი. 2. თუკი ძალგიძს, რომ სრულად იტვირთო უფლის უღელი, სრული იქმნები (მათე 11,29). თუ ეს არ ძალგიძს, რაც ძალგიძს ის ქმენ. 3. ხოლო ჭამადი, როგორც ძალგიძს, ისე იტვირთე. კერპშეწირულს ფრიად ეკრძალე, რადგანაც - მსახურებაა მკვდარი ღმერთების (საქმე 15,29). VII. 1. ნათლისღებისათვის ასე მონათლეთ: როცა წარმოთქვამთ ყველაფერს ამას, სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა მდინარი წყლით ნათელი ეცით. (შდრ. მათე 28,19). 2. თუ არა გაქვს მდინარი წყალი, მონათლე სხვა წყლით. თუკი ვერ ძალგიძს, რომ ცივში იყოს, თბილში მონათლე. 3. თუ არც ერთი გაქვს, არც მეორე, სამგზის დაასხი წყალი სახელითა მამისა, ძისა და სულიწმინდისა (შდრ. მათე 28,19) 4. ნათლისღებამდე უნდა იმარხულონ ნათლისმცემელმაც და ნათლულმაც, ასევე სხვებმაც, თუკი ძალუძთ. ნათლულს უბრძანე, იმარხულოს ერთი-ორი დღე. VIII. 1. პირმოთნეთა მარხულობას ნუ დაემთხვევით. მათი მარხვა ორშაბათსა და ხუთშაბათს ხვდება; თქვენ იმარხულეთ ოთხშაბათსა და პარასკებს. 2. ნუ ილოცებთ ისე, როგორც პირმოთნეები, არამედ როგორც უფალმა ბრძანა სახარებაში, ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცასა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცასა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მოვუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან (მათე 6,9 - 13; ლკ 11,2-4). რამეთუ შენი არს ძალი და დიდება, უკუნითი უკუნისამდე! 3. დღეში სამგზის ილოცეთ ასე. IX. 1. ევქარისტიისათვის: ასე მადლობდეთ: 2. უპირველესად, სასმისის გამო: გმადლობთ, შენ, მამაო ჩვენო, დავითის შენი მსახურის, წმიდა ვენახისათვის, რომელიც გაგვიცხადე შენი ძის, იესუს მიერ. დიდება შენდა უკუნისამდე! 3. პურის განტეხვისათვის: გმადლობთ შენ უფალო, მამაო ჩვენო სიცოცხლისა და ცოდნისა გამო, რაც გაგვიცხადე შენი ძის18 იესუს მიერ. დიდება შენდა უკუნისამდე! 4. როგორც ეს პური, მთების ზემოთ მიმოფანტული, შეიკრიბა და ერთი გახდა, ამგვარადვე შეიკრიბოს კიდით-კიდე ეკლესია შენი სასუფეველში, რამეთუ შენი არს დიდება და ძალი იესუ ქრისტეს მიერ უკუნისამდე! 5. არავინ ჭამოს, არავინ შესვასთქვენეული ევქარისტია. თუ არა იმან ვინც ნათელიღო უფლის სახელით. ამის შესახებ თქვა უფალმა: „ნუ მისცემთ ძაღლებს მას, რაც წმინდაა“ (მათე 76) X. 1. ავსების შემდეგ ასე მადლობდეთ: 2. გმადლობთ შენ, წმიდაო მამაო, შენი წმიდა სახელის გამო, ჩვენს გულებში რომ დაამკვიდრე; - ცოდნის, რწმენის, უკვდავების გამო, რაც გაგვიცხადე შენი ძის იესუს მიერ. დიდება შენდა უკუნისამდე! 3. შენ, უფალო ყოვლისმპყრობელო, დაბადე ყოველივე სახელისა შენისათვის საზრდელი და სასმელი მიანიჭე ადამიანებს, რათა იშვებდნენ და შენ გმადლობდნენ; ჩვენ კი მოგვმადლე სულიერი საზრდელ-სასმელი, და საუკუნო სიცოცხლე, შენი ძის, იესუს მიერ! 4. გმადლობთ შენ ყველაფრისთვის, რადგანაცძლიერ ხარ შენ! დიდება შენდა უკუნისამდე! 5. მოიხსენე, უფალო, ეკლესია შენი და იხსენ იგი ყოველგვარი ბოროტისაგან, შენს სიყვარულში სრულყავი იგი და წმიდაქმნილი ოთხივ ქარისგან შემოკრიბე სასუფეველში, რომელიც მასვე განუმზადე; რამეთუ შენი არს ძალი და დიდება უკუნისამდე! 6. მოვიდეს მადლი და გარდავიდეს ეს სამყარო; ოსანა ღმერთსა დავითისა (მათე 21,9; 21,15)! თუკი წმინდაა ვინმე, მოვიდეს! და თუ არ არის - შეინანოს! მარანათა (1 კორ. 16,22)! ამინ! 7. წინასწარმეტყველთ ნება დართეთ, აღავლინონ სამადლობელი, რამდენიც სურდეთ. XI. 1. ვინც თქვენთან მოვა და გასწავლით ყველაფერ იმას, რაც ზემოთ ითქვა, მიიღეთ იგი. 2. იქნებ მოძღვარი თვით მიიქცეს სხვა სწავლებისკენ. თუ თქვენ წარწყმედას ცდილობს იგი, არაფერი ისმინოთ მისი, მაგრამ თუ სურს , კიდევ უფრო შეგემატოთ სიმართლე და ცოდნა უფლისა, შეიწყნარეთ, როგორც უფალი. 3. მოციქულებისა და წინასწარმეტყველების მიმართ სახარების მცნების თანახმად იმოქმედეთ. 4. ყოველი მოციქული, ვინც თქვენთან მოვა, შიწყნარეთ, როგორც უფალი. 5. არ დარჩება იგი ერთ დღეზე მეტად (თუ საჭიროა - მომდევნო დღესაც), და თუ სამი დღით დაყოვნდება, ცრუწინასწარმეტყველი ყოფილა იგი. 6. როცა დაგტოვებთ მოციქული, არაფერი წაიღოს საგზლად, გარდა პურისა; თუ ვერცხლს მოითხოვს, ცრუ წინასწარმეტყველი ყოფილა იგი. 7. ნუ გამოცდით და ნუ განსჯით წინასწარმეტყველს, როდესაც სულის მიერ გემეტყველებათ, რადგანაც ყოველი ცოდვა მიეტევება კაცს, ეს ცოდვა კი არ მიეტევება (მათე 12,31). 8. ყველა, ვინც სულის მიერ მეტყველებს, წინასწარმეტყველი ვერ იქნება, თუ უფლის წესებს არ ფლობს იგი. სწორედ წესთაგან შეიცნობა ცრუწინასწარმეტყველი და წინასწარმეტყველი. 9. ყოველმა წინასწარმეტყველმა, რომელმაც სულის მიერ განაწესა ტრაპეზი, არ ჭამოს მისგან; და თუ შეჭამს ცრუწინასწარმეტყველი ყოფილა იგი. 10. ყოველი წინასწარმეტყველი, რომელიც ჭეშმარიტებას ასწავლის, მაგრამ თავად არ მოქმედებს ისე, როგორც ასწავლის, ცრუწინასწარმეტყველია იგი. 11. თქვენ კი ნუ განსჯით იმ გამოცდილსა და ჭეშმარიტ წინასწარმეტყველს, რომელიც ეკლესიის ამქვეყნიური საიდუმლოს თანახმად მოქმედებს. მაგრამ არავის ასწავლის იმას, რასაც თავად იქმს. ღვთისაგან განისჯება იგი; ამასვე შვრებოდნენ ძველი წინასწარმეტყველებიც. 12. ვინმემ რომ გითხრათ სულის მიერ: „მომეცით ვერცხლი“, ან სხვა ამგვარი, არაფერი ისმინოთ მისი; ჭირვეულთათვის მისაცემად თუ გეტყვით ამას, ნუ განიკითხავთ. XII. 1. ვინც თქვენთან მოვა უფლის სახელით, შეიწყნარეთ; შემდეგ გამოცდით მას და შეიცნობთ, რადგანაც იცით თქვენ გარჩევა მარჯვენისა და მარცხენისა. 2. თუკი მოსული მგზავრია ვინმე, შეეწიეთ, როგორც შეგეძლოთ, არ დაყოვნდება იგი თქვენთან, ან თუ დასჭირდა, დაიხანებს ორი-სამი დღე. 3. თუკი ისურვებს თქვენთან ყოფნას და თუ ხელობაც ეხერხება, იშრომოს და ისე ჭამოს. 4. თუკი არა აქვს რამ ხელობა, გონივრულად განჭვრიტეთ მისთვის: არავინ იყოს ქრისტიანი თქვენს შორის უქმად. 5. თუ არ ისურვებს ამგვარად ყოფას, ქრისტეს მოვაჭრე ყოფილა იგი. ეკრძალეთ მას. XIII. 1. ყველა ჭეშმარიტი წინასწარმეტყველი , რომელიც თქვენთან დამკვიდრებას მოისურვებს, ღირსია თავისი საზრდელისა (შდრ. მათე 10,10; 1 ტიმ. 5,18). 2. ასევე, ჭეშმარიტი მოძღვარი, როგორც მუშა - კი, ღირსია თავისი საზრდელისა. 3. რასაც კი შეკრებთ საწნახელში თუ კალოზე, საქონლის ჯოგში თუ ცხვრის ფარაში, წინასწარმეტყველთ მიუბოძეთ პირველნაყოფი. მღვდელმთავრები არიან ისინი თქვენთვის. 4. თუკი არა გყავთ წინასწარმეტყველი, უბოძეთ გლახაკთ. 5. თუ პურს მოიწევ, გამოიღე პირველნაყოფი და მცნებისამებრ გაეცი იგი. 6. როცა თავს ახდი ღვინის ჭურჭელს ანდა ზეთისას, პირველთავი გამოიღე და უბოძე წინასწარმეტყველთ. ვერცხლის ფულის, სამოსელის, მთელი ქონების პირველთავი ისე აიღე, როგორც ისურვებ და გაეცი მცნების თანახმად. XIV. 1. უფლის კვირადღეს შეიკრიბეთ, განტეხეთ პური და აღავლინეთ სამადლობელი, აღიარეთ შეცოდებანი რომ წმინდა იყოს მსხვერპლი თქვენი. 2. ვინც ექიშპება თავის მოყვასს, ვიდრე დაცხრება, ნუ მოვა თქვენთან, რომ არ შებილწოს მსხვერპლი თქვენი. 3. უფალმა ეს თქვა: :ყოველ ადგილას და ყოველ ჟამს შემომწირეთ მე წმიდა მსხვერპლი. მეუფე ვარ დიდი, - ამბობს უფალი - სახელი ჩემი საკვირველია წარმართთა შორის“. (მალ. 1,11). XV. 1. დაადგინეთ თქვენთვის ეპისკოპოსები და დიაკვნები, ღირსნი უფლისა, კაცნი მშვიდნი და უვერცხლონი, ჭეშმარიტნი და გამოცდილნი. რომ წინასწარმეტყველთა და მოძღვართა ლიტურგია ამსახურონ მათაც თქვენს შორის. 2. არ მოიძაგოთ ისინი, რადგანაც თქვენს მიერ წინასწარმეტყველთა და მოძღვართა დარად არიან პატივდებულნი. 3. ამხილეთ ერთურთი, არა რისხვით არამედ დაწყნარებით, როგორც თქმულა სახარებაში. ხმა არ გასცეთ მას, ვინც სხვას აცდენს; არც არაფერი ისმინოთ მისი, ვიდრე თვით არ მოინანიებს. 4. თქვენი ლოცვები, მოწყალებანი და ყველაფერი, რასაც შვრებით, იმგვარად ქმენით, როგორც უფალმა დაგვიწესა სახარებაში. XVI. 1. იფხიზლეთ თვენი ცხოვრებისათვის. ნუ ჩაქრება თქვენი სანთლები, ნურც სარტყლები შემოგერღვევათ (ლკ. 12,35); განემზადენით! არავინ იცით, როდის მოვა უფალი ჩვენი (მათე 24,42). 2. ხშირად და ხშირად შეიკრიბეთ; გამოძიეთ უმჯობესი თქვენი სულისა. ვერაფერს გარგებთ თქვენი რწმენის მთელი წინდა დრო, თუ არ იქნებით სრულყოფილნი ბოლო ჟამისთვის. 3. ბოლო დღეებში ცრუწინასწარმეტყველები და გამხრწნელები გამრავლდებიან; შეიცვლებიან ცხვრები მგლებად, სიყვარული კი სიძულვილად გადაიქცევა (მათე 24,11 - 12). 4. განივრცობა ურჯულოება (მათე 24,12) და ერთმანეთს მოიძაგებენ; განდევნიან და გასცემენ ერთურთს (მათე 24,10). სწორედ მაშინ გამოჩნდება ქვეყნისმაცდური, როგორც ძე ღვთისა, და ჰყოფს იგი ნიშნებსა და სასწაულებს (მათე 24,24). მიწაც მის ხელებს მიეცემა. იმგვარ ურჯულოებას აღასრულებს ქვეყნისმაცდური, რაც არ ქმნილა საუკუნიდან (შდრ. იოველ 2,2). 5. გამოცდის ცეცხლს მიეცემა კაცთა არსება. ბევრი მათგანი შეცდება და წარიწყმიდება, ხოლო ვინც რწმენით განიმტკიცდება, გამოიხსნება წყევლისაგან (შდრ. მათე 24,13; 10,22). 6. ჭეშმარიტების ნიშანდებაც სწორედ მაშინ გამოვლინდება: უპირველესად, ეს იქნება ნიშანი ცაში გავრცობისა27, შემდეგ - ნიშანი საყვირთა ხმისა (მათე 24,31), ხოლო მესამე - მკვდართა აღდგომა, - 7. არა ყველასი, არამედ ისე, როგორც თქმულა: „მოვა უფალი და მასთან ერთად ყველა წმინდანი“ (ზაქ. 14,5). 8. მაშინ იხილავს სამყარო უფალს „მომავალსა ღრუბელთა ზედა ცისათა“ (მათე 24,30)... ვისაუბროთ ამ ძეგლის ირგვლივ. ქვემოთ მნიშვნელოვან ნაწილებს გამოვყოფ, რაც ყველასგან დასამახსოვრებელია. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
dzvelmartlmadidebeli |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Oldbeliever ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 591 რეგისტრ.: 5-June 10 წევრი № 8,957 ![]() |
sopo...
ძალიან ძნელია ორი სიტყვით ილაპარაკო ისეთ რთულ და მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ნათლისღების საკითხი. ვფიქრობდი, საფუძვლიანად მომემზადებინა რაიმე წერილი ამ თემაზე, მაგრამ, სრულიად ბუნებრივად, ეს მოითხოვს გარკვეულ პერიოდს, ფორუმის წევრებსა და სტუმრებს კი შეიძლება იმის შთაბეჭდილება დარჩეთ, მე თავი ავარიდე ამ თემას და შენს არგუმენტებს ამიტომ, შევეცდები რაც შეიძლება მოკლედ გავცე პასუხი მთავარ საკითხებს. ნათლობის საკითხის განხილვისას ერთი რომელიღაც შემთხვევიდან არ უნდა გამოვიდეთ და ჩვენი მსჯელობა არ უნდა ავაგოთ იშვიათ და გამონაკლის შემთხვევებზე. რადგან, როგორც დიდ რჯულისკანონში, ასევე ცალკეული მამების მიერ არაერთხელ არის ნათქვამი, რომ "იშვიათად მომხდარი ამბავი ეკლესიისთვის კანონს არ წარმოადგენს". "კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების მე-17 კანონში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ "იშვიათად მომხდარი ამბავი არასოდეს უნდა ჩავთვალოთ საეკლესიო კანონად" (იხ. საქ. ეკლესიის კალენდარი. 1987 წ. გვ. 377). წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს: "როგორც ერთ მერცხალს არ მოჰყავს გაზაფხული ისე, იშვიათდ მომხდარი ამბავი ეკლესიისთვის კანონს არ წარმოადგენს" (св. Григорий Богослов. Слово 39, на святые светы явлений Господних//Собрание творений в 2-х т. Свято-Троицкая Сергиева Лавра, 1994. Т. 1. С. 540) (იხ. აგრეთვე: http://www.moral.ru/encyclopedia/r.htm#редко). წმ. ისააკ ასურელიც ბრძანებს, რომ: "საღმრთო განგებულებით დაშვებულ გამონაკლის შემთხვევებს, საერთო განაწესზე არ უნდა ჰქონდეთ ზეგავლენა (წმ. ისააკ ასურელი. ჰომილია 1). წმ. იოანე დამასკელის თქმით: "რაც იშვიათად ხდება ეკლესიისთვის კანონი არ არის და ერთ მერცხალსაც როდი მოჰყავს გაზაფხული, როგორც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს და ასეც არის. ერთ შეხედულებას როდი ძალუძს უარყოს მთელი ეკლესიის გადმოცემა..." (Три защитительных слова против порицающих святые иконы или изображения//пер. А. Бронзова. СПб.,1893. Слово 1, Гл. 25. С. 21-22). ამრიგად, "არ შეიძლება კანონად დავაწესოთ ის, რაც ხდება იშვიათ შემთხვევებში" (Дигесты Юстиниана//Памятники римского права М.:"Зерцало",1997. Кн. 1. Титул III. 4. С. 166). პატრიარქი თეოდორე ბალსამონი სარდიკიის კრების მე-18 კანონის განმარტებაში წერს: "თუ ვინმე მოინდომებს და წმ. ათანასე დიდის დროს მომხდარ ამბავს დამიპირისპირებს, - რამეთუ დაწერილია, რომ მის მიერ, ბავშობისას, ზღვის ქვიშაში, თამაშობით მონათლულნი შეწყნარებულ იქმნენ და აგრეთვე, იმას, რაც წმ. პორფირიზე აღსრულდა, როდესაც ხუმარას მიერ მსახრობით იქნა ნათელღებული და რის გამოც მოწამეობრივი გვირგვინის ღირსი გახდა, რამეთუ მყისიერ იხილა ზეციდან გარდამომავალნი, ნათელმოსილნი ანგელოზნი სანთლებით, რომლებიც გალობდნენ: "რომელთა ქრისტეს მიერ ნათელ-გვიღებიეს..." მე დავუპირისპირებ მას კანონიკურ განწესებას, რომელშიც ნათქვამია: "რაც კანონს ეწინააღმდეგება, მაგალითი ვერ იქნება ჩვენთვის...", რადგანაც განუხრელად ვიცავთ ღვთაებრივ და წმინდა განწესებებს". ამიტომაც, გამონაკლისი შემთხვევები, რომლებითაც ცდილობენ წყალპკურებითი "ნათლობის" "სჯულიერების" წარმოჩენას, კანონად არ მიიღება და მას სჯულიერ განაწესზე ზეგავლენა არ უნდა ჰქონდეს, რაც ნიშნავს, რომ საიდუმლოს სჯულიერი დადგინების შეცვლა გამონაკლის შემთხვევაში მოცემული ამა თუ იმ წესით - დაუშვებელია! ნათლად არის ასახული ეს VII მსოფლიო კრების საქმეებშიც, სადაც ნათქვამია, რომ ემრუშენი და მეძავნი ვერ ეღირსებიან საღმრთისმსახურო წოდებებს, თუ ეს ცოდვა მათ ნათლისღების შემდეგ ჩაიდინეს: "ვიცი, რომ მრუშები და მეზვერეებიც შეწყნარებულან სინანულის შემდეგ, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ღირსებია მღვდლობის პატივს, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ეს ცოდვა მათ ნათლისღებამდე ჰქონდათ ჩადენილი. ვიცი ზოგიერთი ბერი, რომლებიც, ერში ცხოვრებისას შეპყრობილ იყო სიძვა-მრუშობის ცოდვით, მაგრამ ბერად აღკვეცის შემდეგ ქვეყნიერების მნათობებივით გაბრწყინვებულა თავისი ასკეტური ცხოვრებით; თუმცა არც ერთ მათგანს არ მიუღია სამღვდლო ხელდასხმა და თუ ასეთი რამ იშვიათად მაინც მომხდარა, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის საზოგადო წესი" (Деяния VII всел. Собора. Деяния всел. Соборов; изд. 2-ое. Казань, 1891, т. 7, стр. 328)" (უფრო ვრცლად იხ. არქიეპისკოპოსი პავლე. "ეკლესიისთვის გამონაკლისი კანონი არ არის". http://www.oldorthodox.ge/apl_gamonaklisi_...ni_araris..html ). ზემოთდამოწმებული მაგალითები და აკრძალვები, რომ იშვიათად მომხდარი ამბავი არ უნდა იქნეს მიღებული საეკლესიო კანონად, საკმარისად გვეჩვენება იმისთვის, რომ უარვყოთ წყალპკურებითი თუ დასხმითი ნათლობის დამამტკიცებელი ის მაგალითები, რომლებიც ედ. ჭელიძეს და მის კვალობაზე მოჰყავს "აფხაზს". კიდევ გავიმეორებ, რომ ამჯერად მე ვცდილობ რაც შეიძლება მოკლედ გიპასუხოთ, რადგან ვრცელი სტატიის მომზადება დროს საჭიროებს. მაგრამ აუცილებელია მცირედი განმარტებაც, თუნდაც მომავლისთვის ამ საკითხის უკეთ შესასწავლად. იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ქრისტეანობის მიღების მოსურნე ადამიანი აუცილებლად უნდა მონათლოს წყალში სამგზისი შთაფვლით და არა რომელიმე ალტერნატიული ფორმით (ერთგზის შთაფვლით ან პკურებით, სხურებით ან თავზე დასხმით და ა. შ.) საჭიროა: 1) საფუძვლიანად შევსწავლოთ ნათლობის საიდუმლოს მნიშვნელობა. 2) გავერკვეთ თვით "საიდუმლოს" ცნების არსში, მივუყენოთ ის ნათლობას და გავერკვეთ, ის რასაც ჩვენ აღვასრულებთ, შეესაბამება თუ არა ამ ცნებას და ამ სახით შეიძლება თუ არა ის იწოდოს საიდუმლოდ ნათლობისა. 3) ტერმინებისა და ნათლობის საიდუმლოს სიმბოლიკის (მაგ. შთაფვლის) მნიშვნელობა ამა თუ იმ კონტექსტში. (მაგ. სიტყვა "ბაპტიზმას" მნიშვნელობა). 4) საჭიროა დავიმოწმოთ წმიდა მამათა სწავლებანი ამ საკითხზე და ვნახოთ როგორ ასწავლიდნენ ისინი ნათლობის აღსრულებას. არიან თუ არა მამები, რომლებიც შთაფვლით ნათლობასთანე ერთად თავზე დასხმით ან წყალპკურებით ნათლობასაც მართებულად მიიჩნევენ. 5) წყაროთა კრიტიკული ანალიზი. 6) ისტორიული მოწმობები და ადგილობრივ ეკლესიათა პრაქტიკა. ცხადია, მე არ მაქვს პრეტენზია, ეს ჩამონათვალი ჩავთვალო რაღაც იდეალად. ამ პუნქტებს შეიძლება კიდევ დავამატოთ სხვა პუნქტები, მაგრამ მიმაჩნია, რომ აქ ჩამოთვლილთაგან ყველა პუნტქი აუცილებელია. მაგალითად: 1) ნათლობა არის "ახალი შობა", "ახალი დაბადება", რომელიც აღესრულება ადამიანის საცხოვნებლად. როგორც ბრძანებს წმ. მახარობელი მარკოზი: "ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება" (მარკ. 16:16). გარდა ამისა, როდესაც განმარტავდნენ ნათლობის მადლმოსილ მნიშვნელობას, მოციქულები თავიანთ ეპისტოლეებში მიუთითებდნენ, რომ ჩვენ მისით "განვიბანებით", "განვიწმინდებით", "გავნმართლდებით" და "განვნათლდებით", რომ ნათლობაში "თანადავეფლებით ქრისტეს", ვკვდებით ცოდვისთვის და განახლებულნი, წყლისგან აღმოვიშობით და თანააღვსდგებით მასთან ერთად ახალი ცხოვრებისთვის. ქრისტემ ისე შეიყვარა ეკლესია, რომ "თავი გასწირა მისთვის", რათა "განემზადებინა იგი თავის დიდებულ ეკლესიად, ყოველგვარი ნაკლის, მანკის და სხვა მისთანათა გარეშე, არამედ რათა წმიდა და უმწიკვლო ყოფილიყო" (ეფეს. 5:25, 26). მოციქული პავლეც ამბობს: "განიბანეთ... განიწმიდეთ... გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით" (1 კორინთ. 6:11). "ან იქნებ არ იცით, რომ ვინც მოვინათლეთ იესო ქრისტეს მიერ, მის სიკვდილში მოვინათლენით? მასთან ერთადვე დავიმარხეთ სიკვდილში ნათლისღებით, რათა როგორც ქრისტე აღდგა მკვდრეთით მამის დიდებით, ჩვენც ასევე ვიარებოდეთ ახალ სიცოცხლეში. რადგან თუ სიკვდილის მსგავსებით მასთან თანაშეზრდილნი ვართ, აღდგომითაც მივემსგავსებით..." (რომ. 6:3-6). ნათლობა " ხელახლა შობის განბანვად" არის წოდებული (იხ. ტიტ. 3:5). 2) სანამ ნათლობის საიდუმლოზე ვილაპარაკებდეთ, უნდა გავარკვიოთ რა არის თვით საიდუმლო. რას ნიშნავს ეს სიტყვა? ვფიქრობ, ამ შეკითხვას შესანიშნავად პასუხობს მღვდლ. ნესტორ ყუბანეიშვილის კატეხიზმო, რომელიც ოფიციალურმა საპატრიარქომ რამოდენიმეჯერ გამოსცა. "საიდუმლო არის თვით იესო ქრისტესგან დაწესებული საღმრთო მოქმედება, რომლითაც მოქმედობს მორწმუნეზე მადლი და ძალი ღვთისა" (სახელმძღვანელო მართლმადიდებლური ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. თბილისი 1990 წ. გვ. 62). იქვე ვკითხულობთ, რომ: "საიდუმლოში გაირჩევა: 1) საღმრთო დაწესება, 2) ხილული მოქმედება და 3) უხილავი მოქმედება ღვთის მადლისა" (იქვე). ხსენებული კატეხიზმოს განმარტებით: "მართლმადიდებელის ეკლესიის სწავლით, საიდუმლო ნამდვილია და მადლი ღვთისა უეჭველად გადმოდის კაცზე მაშინ, როდესაც შესრულებულია წესიერად, სწორედ. სწორე და წესიერი შესრულება საიდუმლოსი ის არის, რომ შესრულების დროს დაცულ იქნას ყოველივე მოთხოვნა აღმასრულებელისა და თვით აღსრულების შესახებ. საიდუმლოს აღმასრულებლად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონიერად არჩეული და კანონიერად ხელ-დასხმული მღვდელმთავარი და მღვდელი. საიდუმლოს აღსრულების დროს უნდა დაცულ იქმნას და აღსრულებულ ის, რაც არის ამ საიდუმლოში უცვალებელი, ღვთისგან მოცემული კუთვნილება. თვითეულ საიდუმლოს შესრულების დროს უნდა იხმარებოდეს ის ნივთიერება, რომელიც ბრძანა თვით საიდუმლოს დამწესებელმა (მაგ. ნათლის-ღებისთვის წყალი...) საიდუმლოს სინამდვილისთვის სჭიროა კიდევ "მოწვევა სულისა წმიდისა და ცნობილი ფორმა სიტყვათა, რომლებითაც მღვდელი განსწმენდს საიდუმლოს ძალითა სულისა წმიდისათა" (ციტ. იქვე). ეს რაც შეეხეება ზოგადად საიდუმლოს არსს, ეხლა ვნახოთ რა არის ნათლისღების საიდუმლო და როდის არის ის შესრულებული წესიერად და სწორად, რათა დავრწმუნდეთ, რომ აღსრულებული საიდუმლო ნათლობისა "ნამდვილია და მადლი ღვთისა კაცზე უეჭველად გადმოვიდა". კატეხიზმოში ვკითხულობთ: "ნათლის-ღება არის საიდუმლო, რომელშიაც მორწმუნე სხეულის წყალში სამ-გზის შთაფლვით და მოწოდებით ღვთისა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა განიწმინდება ცოდვისგან და მეორედ იშვება ახალ სულიერ ცხოვრებისთვის" (იქვე). ცხადია, რომ ნათლისღების საიდუმლოს დამწესებელი არის მხოლოდ ქრისტე. როგორია ხილული მხარე ნათლის-ღებისა? "ნათლის-ღების საიდუმლოს ხილულ მხარეს ეკუთვნის: 1) მასალა საიდუმლოსთვის - წყალი, 2) შთაფვლა წყალში სამ-გზის და 3) სიტყვები: "ნათელს იღებს მონა ღვთისა სახელითა მამისათა ამინ, და ძისათა ამინ, და სულისა წმიდისათა, ამინ" (იქვე). უხილავი მოქმედება ნათლისღებისა არის ის, რომ მასში "მორწმუნე განმართლდება და განიწმინდება..." (იქვე). ამრიგად, ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ სადავო არ უნდა იყოს ის, რომ საიდუმლოს აღსრულებისას არ შეიძლება დაირღვეს და არ აღსრულდეს ის, რაც არის ამ საიდუმლოში უცვალებელი, ღვთისგან მოცემული კუთვნილება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის საიდუმლოდ ვერ იწოდება (იშვიათ და გამონაკლის შემთხვევებზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ). ნათლობის შედარება "სიკვდილთან" (ზოგიერთი მას "საფლავსაც" უწოდებდა, მასში ძველი კაცის დამარხვის ნიშნად) და "შობასთან", ბუნებრივად მიანიშნებს შთაფლვით ნათლობას. თვით სიტყვა "ბაპტიძო" შთაფლვას ნიშნავს. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ედ. ჭელიძის განმარტებით, ბერძნული სიტყვა "ბაპტიზმა", ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საღვთისმეტყველო სიტყვა ორგვარი ხმარებისაა: 1) ყოფითი, ცხოვრებისეული შინაარსით და 2) საეკლესიო შინაარსით. ხსენებული სიტყვა "ბაპტიზმა" "შთაფვლას" ნიშნავს ოდენ ყოფითი აზრით, თანაც "შთაფვლა" არის მისი ერთადერთი ყოფითი მნიშვნელობა" (ედ.ჭელიძე. "ეკლესია - სძალი უფლისა". თბ.1990 წ. გვ. 85). ეს არის მიზეზი, რომ შენს მიერ დამოწმებულ წყაროებში ნათქვამია, რომ "ბაპტიზმა" მარტო შთაფვლას როდი ნიშნავს. როგორ, ჩანს ზოგიერთი მკვლევარი არ აქცევს ყურადღებას იმ გარემოებას, რომ "ნებისმიერი საღვთისმეტყველო სიტყვა ორგვარი შინაარსისაა". რაც შეეხება შთაფლვას ნათლისღების საიდუმლოში, ეკლესიის ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ პირველი ეკლესია ნათლავდა წყალში შთაფვლით და ეს იყო პირველდაწყებითი ეკლესიის საყოველთაო პრაქტიკა. ჰერმესი ლაპარაკობს მხოლოდ შთაფვლით ნათლობაზე, ხოლო ირინეოსი († 202) თავის თხზულებებში უარყოფდა დასხმით ნათლობას ან წყალპკურებას. ტერტულიანე († 220) ასწავლიდა შთაფვლით ნათლობას, რომელიც ამბობდა, რომ ნათლობის საიდუმლოს ეს ფორმა განწესებულია მოციქულთაგან, თუმცა ყრმათა ნათლობას უარყოფდა. წმ. კვიპრიანე კართაგენელი არის დასხმითი ნათლობის ერთადერთი დამცველი, თუმცა შთაფვლვას ისიც ძირითად ნათლობად მიიჩნევდა. დასხმით ნათლობას აღიარებს ე. წ. "დიდაქე", რომელიც ამგვარ ნათლობას დასაშვებად მიიჩნევს იმ შემთხვევაში, როცა ახლო-მახლო წყალი არ არის. "მოციქულთა განწესებებში" ნათლისღების საიდუმლოში ასევე განწესებულია შთაფვლა და სხურებაზე თუ დასხმაზე იქ სიტყვაც არ არის ნათქვამი. რაც ერთგვარად წინააღმდეგობრივია "დიდაქესთან", რომელიც მრავალს "მოციქულთა" მოძღვრებად მიაჩნია. გარდა ამისა, როგორც ერთი მკვლევარი ბრძანებს, არ არის გამორიცხული ინტერპოლაციაც (მანუსკრიპტის შენიშნვებში ან ტექსტში საკუთარი შეხედულებების ჩასმა). საეკლესიო ისტორიის შესახებ ინფორმაცია აღებულია მანუსკრიპტებიდან, რომლებიც იწერებოდა და გადაიწერებოდა ასეული წლების განმავლობაში. მრავალ შემთხვევაში ასლის გადამწერთ შეჰქონდათ საკუთარი "კორექტივები" ნაწერში, რითაც ცვლიდნენ თვით სწავლების შინაარსს. მაგალითად, არსებობს მოციქულთა შემდგომი პერიოდის მამათა ეპისტოლეების მრავალი სხვადასხვა, მოკლე და ვრცელი რედაქცია. გვიანდელი, სრული რედაქციები მოწმობენ იმ შევსებებზე, რომლებიც იმავე ეპისტოლეთა ადრინდელ ვერსიებში შეუტანიათ. მაგალითისთვის შეგვიძლია დავიმოწმოთ "დიდაქე", რომელიც, სავარაუდოდ, დაწერილია ქრისტეს შობიდან II საუკუნეში. ამ ხელნაწერის მხოლოდ ერთი მანუსკრიპტია დაცული, რომელიც მე-11 საუკუნით თარიღდება. ეს ნიშნავს, რომ არსებობს უზარმაზარი ალბათობა იმისა, რომ 900 წლის განმავლობაში მასში შესაძლოა შეტანილ ყოფილიყო მრავალგვარი დამატება დაცვლილება. ამ ძეგლშია მოხსენიებული წყალდასხმითი ნათლობის შესახებ. მაგრამ ვის აქვს გარანტია, რომ მის თავდაპირველ რედაქციებში ეს სწავლება არსებობდა, თუკი ჩვენ მას ვიცნობთ მხოლოდ იმ რედაქციით, რომელიც აღმოაჩინეს ლათინებმა. რაც შეეხება წმ. კვიპრიანე კართაგენელს, მისი შეხედულება კერძოა და არა ეკლესიის ზოგადი სჯულმდებლობა. როგორც წმ. იოანე დამასკელი ბრძანებს: "ერთ შეხედულებას როდი ძალუძს უარყოს მთელი ეკლესიის გადმოცემა". თანაც, როგორც ეს შენს მიერ მოტანილი წყაროდანაც ჩანს, წმ. კვიპრიანე თავს არავის ახვევს საკუთარ შეხედულებას და მას მხოლოდ მის კერძო აზრად წარმოაჩენს. ამიტომაც, ნუ მოვინდომებთ იმას, რაც თვით კვიპრიანეს არ მოუნდომებია. სხვათა შორის კვიპრიანეს საკმაოდ მკაცრი დამოკიდებულება ჰქონდა მწვალებელთა საზოგადოებებში აღსრულებულ ნათლობათა მიმართ და მიიჩნევდა, რომ მწვალებლებიდან გადმოსულები უნდა მონათლულიყვნენ თავიდან. მსოფლიო ეკლესიამ მისი ეს შეხედულება არ გაიზიარა და დააწესა მწვალებელთაგან მოქცეულთა მიღების ორი კატეგორია: სრული ნათლობით და მირონცხებით (არსებობს მესამეც, ლოცვით, მაგრამ ეს ფორმა ძირითადად კიდეშესაკრებელთ ეხება). 3) წმიდა მამათა განმარტებების შესწავლა ამ საკითხზე აუცილებელია. ჩვენ შეგვიძლია მოკლედ წარმოვადგინოთ მამათა სწავლება ამ საკითხზე (ცხადია, სია არასრულია): Блаж. Иероним, часть 17, стр. 280, изд. 1905 г. Он получает крещение от раба: но при этом раздается свыше голос Божий. Погружается в воды: но сходит с неба голубь, именно, Дух в виде голубя. Св. Амвросий Медиоланский, Поучительныя слова, слово 10, на Крещение Господне, стр. 80, 81, изд. 1838 г. в Москве. Для того Христос крещается, не да омоется от воды, но да сам освятит воду, и погружением своим в струях оныя очистит. Св. Ефрем Сирин, часть 8, стр. 64. Голиаф убит был мечем, которым сам убивал, а сатана плотью, которую погубил, был побежден и изобличен в том, что он не Бог. По подобию трех погружений, посредством коих крестился Спаситель, он был трижды и искушаем. Св. Ефрем Сирин, на послание к евреом, часть 7, глава 2, стих 17, стр. 263. Первосвященником же назвал Его не ради того, что сообщается нам посредством жертвоприношений, но по причине того, что в Нем дается нам духовно, то есть тем, чтобы Он был очистителем чрез крещение погружение, а не окропление. Св. Иоанн Златоуст, том 7, Беседа о вере, стр. 290. Христос преподал своим ученикам крещение с троекратным погружением тела, сказав: шедше научити вся языки, крестяще их во имя Отца и Сына и Святаго Духа. Ветринский, Памятники древности. Письма св. папы Пелагия, том 2, стр. 511, изд. 1830 г. Многие крестятся во имя одного Христа и однажды погружаются. Но евангельская заповедь, преподанная самим Богом и Господом Спасителем нашим Исусом Христом, убеждает нас, во имя Троицы преподавать всякому святое крещение с троекратным погружением, по словам Господа к Его ученикам: шедше научите вся языки, крестяще их во имя Отца и Сына и Святаго Духа. Катехизис Большой, глава 73, лист 364 обор. Вопрос. Кий есть вид, или видотворение сея тайны; Ответ. Оная словеса, имиже Господь повеле крестити, сиречь, во имя Отца и Сына и Святаго Духа, вкупе со тремя погружениями. Сими бо глаголы божественными, и силою их крещение кончается и свершенно бывает. Св. Афанасий Александрийский, древлеписьменные ответы, ответ 94. Что мы трижды младенца погружаем в купель, и трижды из оной вынимаем, сим знаменуется смерть Христова и Его тридневное воскресение. Евангелие недельное, на Крещение Господне, слово 68, лист 476. Потом же на купель ведоми бывают хотящии креститися, якоже и Христос от креста на гроб ведом бяше, а еже трижды в воду погруженным бывати и возгруженным, тридневное Христово погребение являет. Якоже бо Христос три дни и три нощи в земном сердце сотвори, тако и крещаемии треми погруженьми и воздруженьми, яже во гробе три дни и три нощи Господни образует. Св. Василий Великий, часть 3, глава 15, стр. 231, изд. 1891 г. Посему великое таинство крещения совершается тремя погружениями, и равночисленными им призываниями, чтоб и образ смерти отпечатлелся в нас, и просветились души крещаемых чрез предание им боговедения. Блаж. Иероним, часть 17, книга 2, глава 4, стр. 299. И крещение едино, потому что одинаково мы крещаемся в Отца и в Сына и в Духа Святаго. Мы и погружаемся трижды, чтобы явилось одно таинство Святой Троицы. Св. Кирил Иеросалимский, тайноводственное слово о крещении 2-е, параграф 4, стр. 287, издан. 1893 г. После сего приведены вы были к святой купели божественнаго крещения, как Христос со креста несен был к предлежащему гробу. И каждый был вопрошаем: веруете ли во имя Отца и Сына и Святаго Духа; Произносили вы спасительное исповедание, и трижды погружались в воду, и снова изникали из воды, сим прознаменуя и давая разуметь тридневное Христово погребение. Ибо как Спаситель наш три дня и три нощи совершил во чреве земли. Греческая Кормчая, правило святых апостол 50, стр. 93-94. Аще кто епископ, или пресвитер, совершит не в три погружения единаго тайнодействия, но едино погружение, даемое в смерть Господню да будет извержен. Ибо не рек Господь: в смерть Мою крестите, но шедше научите вся языки, крестяще их во имя Отца и Сына и Святаго Духа (Матф. гл. 28, ст. 19). Зонар. Три погружения здесь правило называет тремя крещениями в едином тайнодействии, то есть в едином крещении. Таким образом крестящий при каждом погружении произносит едино имя Святыя Троицы. А погружать крещаемаго в святую купель единожды, и это единое погружение совершать в смерть Господню, нечестиво: и совершающий крещение таким образом будет подлежать извержению. Вальсамон. Итак, правило говорит, что извергается тот, кто крестит одним погружением в смерть Господню, ибо делает так вопреки учению Господа и явно нечестиво. Матфей Властарь, состав b, глава 1, лист 48 обор., изд. 1858 г. 50-е правило святых апостолов повелевает совершать три крещения единаго тайнодействия, то есть, три погружения в едином крещении, и при каждом погружении произносить едино имя Святыя Троицы, а не едино крещение, даемое в смерть Господню, то-есть, единожды погружать крещаемаго и единым погружением возвещать смерть Господню, как предлагает преисполненная неистовства ересь евномиан, о которой упоминает и 8-е правило 2-го собора: ибо не рек Господь: в смерть Мою крестити, но: шедше научите вся языки, крестяще их во имя Отца и сына и Святаго Духа (Матф., гл. 28, ст. 19), а не так делающаго епископа или презвитера правило наказывает отнятием священства. Блаж. Феофилакт, на послание к колоссаем, глава 2, ст. 12, стр. 38, изд. Казань, 1887. Спогребшеся Ему крещением. Толкование: Итак, крещенный спогребается Христу, троекратным погружением изображая трехдневное погребение Господа и умирая, как ветхий и греховный человек. Преп. Максим Грек, часть 1, слово 11, стр. 215. И еже тем же крещением во триех погружениях совершатися и яко во имя Отца и Сына и Святаго Духа, и яко в воде, а не во иной вещи. Св. Иоанн Дамаскин, кн. 4, гл. 9, лист 109, о вере и крщении. Исповедуем же едино крещение во оставление грехов и в жизнь вечную… Ибо чрез трищное погружение три дни погребения Господня крещение знаменует. Св. Никифор Константинопольский, часть 1, стр. 214. Может быть, эти слова пророка указыают на благодать божественнаго омовения, которым просвещаемыя очищаются от скверн греха, ибо чрез троекратное погружение, при коем призывается Пребожественная Троица, исповедуется троичность ипостасей и единство Преестественнаго Божества, погружаются и спогребаются омытые чистой и святой водой. Св. Феодор Студит, том 2, стр. 103, изд. 1908 г. Что означает и тройное возлияние воды на жертвенник и жертву Илии; думаю, что означает возглашение Троичности лиц Блаженнаго Бога над крещаемым, или же тройное погружение крещаемаго в воду. Иеремия Константинопольский. Ответ лютераном, глава 2, стр. 15, изд. 1866 г. Впрочем, что касается до возрождения чрез божественное крещение, о котором во исповедании символа сказано: исповедую едино ркещение во оставление грехов, то мы крестим чрез троекратное погружение, а латиняне не хорошо делают, крестя чрез одно поливание. Ибо в едином Божестве надобно проповедывать три ипостаси, а посему должны быть и три погружения и выгружения, с произнесением имени Отца и Сына и Святаго Духа, так как это есть древнее обыкновение, преданное церкви. А вместе тремя погружениями и выгружениями знаменуется тридневное погребение и воскресение плотию за нас Распятаго и Воскресшаго. Там-же, стр. 223, о таинствах. Крещение дает бытие и действительно существование по Христе. Мы в нем умираем в смерть Исуса Христа, дабы и воскреснуть Его воскресением, и соделаться наследниками царствия, трижды венчаясь при возглашении Троицы, чрез троекратное погружение, а не чрез троекратное поливание. Ибо древние крестили, не своими руками возливая воду на крещаемых, но чрез троекратное погружение, следуя божественному евангелию, в котором сказано: взыде от воды (Матф., 3, 16). Очевидно, что прежде вошел в воду, а потом вышел из нея. Итак, вот погружение, а не поливание. Послание святейшаго Иосифа патриарха к королевичу Вальдемару, глава 83. Едино крещение во Отца и Сына и Святаго Духа. Единаго Бога в триех лицех с треми погружении, а не обливании, по апостолу: елицы во Христа крестистеся, во имя триех ипостасей, рекше: во имя Отца погружение, и паки во имя Сына погружение и потом во имя Святаго Духа погружение. У всех триех испостасей погружение прилагающе аминь. И то истинное есть едино крещение во оставление грехов. По тридневной смерти Спасове и по тридневном востании Его от мертвых, погружаемся и паки востаем. То есть тайна нашего крещения, а не обливаемся, якоже римляне и иныя отпадшие веры от праваго крещения обливают… А се есть еретическое крещение, еже обливати во крещении, и евномиянския ереси, я коже пишет Епифаний Кипрский. ამრიგად, საკუთარ კატეხიზმოში მოცემული განმარტების საპირისპიროდ, ოფიციალურმა ეკლესიამ ისე დაამახინჯა სწავლება ნათლობის შესახებ, რომ უკვე გამონაკლისად ნათლობის კანონიკური ფორმა, წყალში სამჯერადი შთაფვლა იქცა, ხოლო წყალპკურება, პირიქით, აღიარებულია საყოველთაო წესად. მეტიც, ამ ბოლო დროს ბერძნები უკვე ამკვიდრებენ ე. წ. "აერობაპტიზმას". ანუ ჰაერში "ნათლობას". პანაიოტოს ი. ბუმისი, ათენის უნივერსიტეტის პროფესორი, თავის ნაშრომში "კანონიკური სამართალი", რომელიც ქართულ ენაზეც გამოიცა პროფ. ექვთიმე კოჭლამაზაშვილისა და დეკანოზ იოანე მამნიაშვილის რედაქტორობით, საგანგებო შემთხვევებში, "თუკი არსებობს საშიშროება, რომ ჩვილი მოკვდეს", დასაშვებად მიიჩნევს ე. წ. ჰაერით ნათლობას, ანუ "ჩვილს სამჯერ აამაღლებენ ჰაერში ყოვლადწმიდა სამების სახელით" (პანაიოტოს ი. ბუმისი. "კანონიკური სამართალი", თბილისი 2007 წ., გვ. 80). იხილეთ, კიდევ ერთი ცნობა: Оказывается, в Греческой ПЦ существует обычай в случае невозможности совершить крещение как полагается совершать т.н. "αεροβάπτισμα" - "воздушное крещение": ребенок трижды возносится на руках к небу с призыванием Святой Троицы - после чего ребенка поминают на проскомидии и Церковь уже молится о нем. Интересно, что это: из разряда "священненьких преданий", или же действительно освященная и благословленная традиция поместной Православной Церкви? Βάπτισμα: Το πρώτο και βασικό ιερό Μυστήριο της Εκκλησίας, με το οποίο ο άνθρωπος απαλλάσσεται από την ενοχή του προπατορικού αμαρτήματος και γίνεται μέλος της Εκκλησίας του Χριστού. ‘Σύμφυτος’ με το θάνατο, την ταφή και την Ανάσταση του Σωτήρα (Ρωμ. στ΄, 3, 4΄Κολ. Β΄, 12). Πραγματοποιείται με την τριπλή κατάδυση και ανάδυση στο αγιασμένο νερό της κολυμβήθρας ή του βαπτιστηρίου στο όνομα της Αγίας Τριάδος. (Η κατάδυση συμβολίζει το θάνατο και την ταφή του Χριστού και η ανάδυση την ανάσταση μαζί Του). Με το βάπτισμα ο πιστός γίνεται ναός του Αγίου Πνεύματος (Α΄ Κορ. στ; 19), το θετό παιδί του Πατέρα (Γαλ. δ΄, 5 καί εξ.), ο αδελφός και συγκληρονόμος του Χριστού, που ζει από τη ζωή του Χριστού και μέλλει να μοιραστεί τη δόξα Του (Ρωμ.η΄, 2.9.10.17΄ Εφ. β΄, 6). Το όνομα στο παιδί δίνεται, (πρέπει να δίνεται), την όγδοη ημέρα από τη γέννησή του. Το βάπτισμα ανάγκης, (το αεροβάπτισμα), γίνεται στον αέρα, όταν το παιδί κινδυνεύει να πεθάνει. Υψώνεται τρίς στο όνομα του Πατρός και του Υιού και του Αγίου Πνεύματος, ενώ προηγουμένως έχουμε πει: βαπτίζεται ο δούλος του Θεού τάδε. Τελείται από κάθε πιστό άνδρα ή γυναίκα. საინტერესოა ეს მოწმობაც: 10.06.2004. ОДЕССА. По благословению Правящего архиерея крещения в епархии будут совершаться только полным погружением. Вопросу о совершении таинства крещения в приходах Одесской епархии Украинской Православной Церкви было посвящено архипастырское послание митрополита Одесского и Измаильского Агафангела духовенству епархии. Духовенству Одесской епархии: «Духовенству Одесской епархии Всечестные отцы! По долгу архипастырского служения мы обязаны наблюдать за всем, что относится к православному учению, дабы оно сохранялось здраво и неповрежденно. И, прежде всего, обращаем ваше внимание на святое крещение, являющееся дверью всех таинств, началом нашего спасения, отпущения грехов и примирения с Богом. Оно есть дар усыновления, потому что в крещении мы становимся сынами Божиими и сонаследниками Христу, облекаясь во Христа, Господа нашего, по слову святого апостола Павла: “Елицы во Христа крестистеся, во Христа облекостеся”. Без сего и спастись никто не может, по слову Господа нашего Иисуса Христа: “Аминь, глаголю вам: аще кто не родится водою и Духом, не может внити в Царствие Божие” (Иоан. 3, 5). Рассуждая об этом святом таинстве, должен заметить вам следующее. 1. Самое слово “крещение” в переводе с греческого языка, на котором было написано Священное Писание Нового Завета, означает “погружение”, а не обливание или окропление. 2. Первый Узаконитель крещения, Господь наш Иисус Христос, крестился, войдя в реку Иордан и погружаясь. 3. Святой апостол Филипп снисшел в воду вместе с евнухом, чтобы крестить его: “Снидоста оба на воду, - говорит Священное Писание, - Филипп же и каженик и крести его” (Деян. 8, 38). 4. Православная Церковь всегда крестила через погружение, неукоснительно следуя Преданию Апостольскому. Это видно из 7 правила II Вселенского Собора, в котором говорится о погружении; из 2 тайноводственного поучения святителя Кирилла Иерусалимского, в котором также точно сказано: “Вы исповедали спасительное исповедание, и погрузившись трижды в воде, опять вынырнули”; и из слов святого Василия Великого: “тремя погружениями и столькими же призываниями совершается великое таинство крещения”. 5. Погружение в воду, и притом троекратное, и троекратное же восхождение от воды установлено не произвольно и не случайно, но во образ тайны тридневного Воскресения Христова. 6. Православная Церковь везде и всегда крестила и крестит через троекратное погружение в воду и возведение от воды. Так крестят Церкви Элладская, Болгарская, Сербская и др. Так крестит и Русская Церковь. Так называемое же “обливательное” крещение, противоречащее Священному Писанию и Преданию, появилось на Украине от униатов, которые восприняли его от латинян. Именно под униатским влиянием, идущим сегодня из Западной Украины, многие священники Одесской Митрополии продолжают и сейчас кощунственную практику крещения через обливание. Некоторые настолько закоснели в этом грехе, что при совершении крещения даже не снимают с крещаемого ползунков. 7. Святейший Патриарх Московский и всея Руси Алексий II неоднократно указывал на необходимость крещения через погружение и на недопустимость обливательного крещения. “Сейчас, - говорит Его Святейшество, - крестится много взрослых, и им необходимо создать все условия, чтобы это таинство совершалось в соответствии с Апостольскими правилами, через полное погружение…; Поступающие жалобы свидетельствуют о том, что крещение совершается небрежно, поспешно, сокращаются часто, причем, сакраментальные его части…; Больше всего поступает жалоб и прошений о приведении в каноническое соответствие совершения православных таинств и треб. В первую очередь, это крещение, совершаемое порой обливанием одной только головы крещаемого вместо полного погружения. В некоторых храмах сооружены баптистерии для крещения детей и взрослых, но ряд храмов с этим не торопится. Считаю, что не следует в таких храмах крестить взрослых, а для катехизации направить их в тот храм, где есть баптистерий…; Священнослужитель во всем должен быть примером для своей паствы”. Ввиду вышеперечисленного, на основании Священного Предания и канонических правил Святой Православной Церкви, благословляю. I. В каждом храме Одесской Митрополии приобрести, установить надлежащего размера крестильную купель, в которой крестить младенцев только через полное троекратное погружение. II. Крещение через обливание или окропление исключить совершенно. Священники, произвольно совершающие обливание, должны подлежать запрещению в священном сане, если не прекратят эту погибельную практику небрежения, как призывающую проклятие Божие. (“Проклят, кто де -------------------- "ვინცა ვინ, არა ნათელს სცემდეს სამგზისი შთაფვლითა და მოწოდებითა სახელისა მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, იყავნ შეჩუენებულ" (არსენ იყალთოელი. "დოგმატიკონი").
"ვინცა ვინ, არა დასწერდეს ჯუარსა ორითა თითითა, ვითარ ეგრე ქრისტეცა, შეჩუენება"(არსენ იყალთოელი. დოგმატიკონი) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th September 2025 - 07:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი