პირველი კლასიდან ინგლისური და კომპიუტერი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პირველი კლასიდან ინგლისური და კომპიუტერი |
მმკ |
May 29 2010, 05:57 PM
პოსტი
#121
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 43 რეგისტრ.: 27-May 10 წევრი № 8,912 |
მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრებს განათლების რეფორმის მიზნით ახალი ინიციატივა გააცნო საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრებს განათლების რეფორმის მიზნით ახალი ინიციატივა გააცნო. ინიციატივის თანახმად, პირველი სექტემბრიდან საქართველოს ყველა სკოლაში იმუშავებს ინგლისური ენის მაწავლებელი, რომელიც ინგლისურენოვანი ქვეყნიდან იქნება. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ინგლისური ყველამ უნდა ისწავლოს. ამ მიზნით, მიხეილ სააკაშვილმა კერძო ტელეკომპანიებსა და "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მოუწოდა, ყველა ინგლისურენოვანი ფილმი გაუშვან სუბტიტრებით, რათა ინგლისური ენა ქვეყნის მასშტაბით შეისწავლონ. პრეზიდენტის გადაწყვეტილებითვე, ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს საჯარო სკოლებში ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდან დაიწყება. გარდა ამისა, პრეზიდენტის განცხადებით, ნებისმიერი საგნის პედაგოგს, რომელმაც იცის ინგლისური ენა და კომპიუტერი, ხელფასზე დანამატი დაერიცხება იმისათვის, რომ ინგლისურად საუბრობს. ასევე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა პირველკლასელს ახალი სასწავლო წლიდან საჩუქრად გადასცემენ საბავშვო კომპიუტერს, რომელიც სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვის დამზადდა და მასში ჩატვირთულია ახალი სასწავლო წლის მთლიანი პროგრამა. იმისათვის, რომ პირველკლასელებმა ძვირადღირებული წიგნები აღარ შეიძინონ, ყველა ბავშვს ექნება კომპიუტერი. აღნიშნული საბავშვო კომპიუტერის ნიმუში პრეზიდენტმა დღეს მთავრობის სხდომაზე წარმოადგინა. მისი განცხადებით, კომპიუტერი წყალში არ იძირება, დასველების დროს არ ფუჭდება და დავარდნის დროს არ ტყდება. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა, თანამედროვე საბავშვო კომპიუტერები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ბავშვებსაც გადასცეს. როგორც პრეზიდენტმა დღეს ქუთაისში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებას სთავაზობს, კომპიუტერები ბავშვებს შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით გადასცეს. "ჩვენი ახალი სტრატეგიის ფარგლებში მზად ვართ ეს განვახორციელოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური http://www.president.gov.ge/index.php?lang...26&info_id=4893 რა აზრის ხართ ამ საკითხზე? აუცილებელია პირველი კლასიდან ინგლისურის სწავლება? ხომ არ აჯობებდა არჩევანის გზით ყოფილიყო ინგლისურის შესწავლა? -------------------- "არა გეცრუვნეთ შენ ჩვენო სიწმინდით მშობელო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, ჩვენო სიქადულო-მართლმადიდებლობავ!" წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირი |
A.v.B |
Jun 23 2010, 02:09 AM
პოსტი
#122
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 427 რეგისტრ.: 8-March 10 წევრი № 8,338 |
fiore
თუ პირველი კლასიდან დაიწყო სხვა ენების სწავლა არ გამოდის...რუსულამდე ჯერ ინგლისური ასწავლონ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 03:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი