![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ქავთარაძე |
![]()
პოსტი
#1
|
დაურეგისტრირებელი ![]() |
ამ თემაში ჩვენ დავდებთ მხატვრულ ლიტერატურას, ეს ჩემი და კაიროსის იდეაა, უფრო სწორედ კაიროსმა მომიწონა.
აქ იქნება როგორც ქართული სხვა ენოვანი ნაწარმოებები. მალე გავხსნი თემას სადაც ჩვენ დავუპირისპირებთ თანამედროვე და "მამათა" მწერლობას. |
![]() ![]() |
marine |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მ_ა_კ_ა ![]() ![]() ![]() ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 61,981 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 ![]() |
ეს პაწია მოთხრობა ჯემალ მონიავას, ყოფილი მსახიობის, დაწერილია და ძალიან მომეწონა. ამოვიკითხე ჟურნალში "ჩვენი მწერლობა".
ბაბუ სულ ველზე იყო გავარდნილი. ჭაბურღილების ოსტატს სხვა რა ექნა? იშვიათად ვხვდებოდი. სევდანარევი სიყვარულით მოგვიკითხავდა კლასელებს. "აბა, ეს საქმეა? თქვენ სადაცაა შვილიშვილებსაც მოესწრებით, მე კი ისევ ტყვე-ღრეში დავწოწიალობ. განა არ ვიცი, რომ გვიან ოჯახს მოკიდებული კაცი შვილებს ადრე აობლებს, მაგრამ რა ვქნაო?.." როგორც იქნა, ცოლიც შეირთო. ბედის ირონია იყო თუ რა - ბავშვი შეუგვიანდათ. ბოლოს ეყოლათ მწყაზარი, ანგელოზი გოგო. იმას შეჰფოფინებდნენ, ახლა იმისი ადრე გათხოვების იმედით ცოცხლობდა. "თქვენ უკვე შვილიშვილების დაბინავებას იწყებთ, ჩემმა კი, ჯერ ასპირანტურა მოინდომა, მერე ბარემ დისერტაციასაც მოვიმთავრებო. რა მეშველებაო", - წუწუნებდა. ქალიშვილიც გაათხოვა, შვილიშვილიც შეეძინა, ლუკა, მკვირცხლი, გონიერი ვარსკვლავბიჭუნა. რუსთაველზე შემხვდა. ნეტარი ღიმილი გადაჰფენოდა სახეზე. "იცი რა ბიჭია? ღმერთმა იქნებ მაგის შვილსაც მომასწროსო." მობილური აუხმინად ჯიბეში. "ბაბუ, ბაბუ, ბაბუ, ბაბუ!!!" - მოშიებული ბარტყის თავგადაკლული აბეზრობით ჭყლოპინებდა ბავშვის ხმა. "ლუკაა, ზარის მაგივრად მყავს ჩაწერილიო", - გაკრეჭილი დასჩერებოდა. "მერე გაეპასუხე, ცოდოა-მეთქი." "რას ქვია ცოდოა? იძახოს ცოტა ხანს, რომ ვუსმენ მიხარიაო." "ბაბუ, ბაბუ, ბაბუ, ბაბუ!!!" - არ ცხრებოდა ტელეფონი. ეს კი დასჩერებოდა ბედნიერი, სახეგასხივოსნებული. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th July 2025 - 01:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი