IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> აიურვედა (მეცნიერება ჯანსაღი ცხოვრების შესახებ)
Atman
პოსტი Sep 10 2009, 09:23 AM
პოსტი #1


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



არ ვიცი რამდენად "გაქაჩავს" ეს თემა, მაგრამ შევეცდები სუფთა მეცნიერული თვალსაზრისით (და არა რელიგიური ან მითუმეტეს სექტანტური) წარმოგიდგინოთ ცოდნა. თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა შემიძლია ავუხსნა რა მნიშვნელობა აქვს დროის და კვების რეჟიმის სწორად განაწილებას. მაგალითად რატომაა მზის ამოსვლამდე ადგომა კარგი და დილით ლოცვა ყველაზე საუკეთესო სულიერი განვითარებისთვის. აიურვედა ამაზე იძლევა ლოგიკურ და დამაჯერებელ პასუხებს. ძნელია რაღაცის ბრმად დაჯერება და გაკეთება თუ საკმაო არგუმენტაცია არ გაქვს ამისთვის. ტყუილად ლაპარაკი რომ არ გამომივიდეს შემომთავაზეთ წინადადებები და კითხვები, რაზე ვილაპარაკო...



--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
Atman
პოსტი Jun 24 2010, 08:50 AM
პოსტი #2


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ახლა ცოტას კიდევ ვილაპარაკებ დღის რეჟიმის შესახებ:

აიურვედაში არსებობს ისეთი ცნება როგორიცაა დოშები. მათ ახსნას არ დავიწყებ ახლა, მაგრამ მოკლედ ვიტყვი რომ არსებობს სამი დოშა:

ვატა, პიტა და კაპჰა. 24 საათიც ამ დოშების მიხედვითაა დაყოფილი. დავიწყოთ ღამიდან:

ღამის 2-დან 6 საათამდე მოქმედებს დოშა ვატა. ვატა უმეტესწილად დაკავშირებულია ჰაერის ელემენტთან და ამ დროს გონება და ჭკუა უფრო ლაბილორი და მოძრავია. ამ შუალედში გაღვიძება ყველაზე კარგია (და მე თუ მკითხავთ აუცილებელიც), იმიტომ რომ რა პარადოქსულიც არ უნდა იყოს ამ დროს უფრო ადვილია ადგომა, ვიდრე მაგალითად 7 საათზე. თანაც 3-დან 5 საათამდე არის ე.წ. ბრაჰმა-მუჰურტას პერიოდი, როცა მატერიალური გუნები არ მოქმედებენ და ჭკუა ყველაზე გაწონასწორებულია, შესაბამისად ეს ყველაზე საუკეთესო დროა ლოცვისთვის და სხვა სულიერი პრაქტიკისთვის. 5 საათიდან უკვე ძალაში შემოსვლას იწყებს სათნოების გუნა. ამ დროს იღვიძებს ბუნება (ჩიტებიც ამ დროს იწყებენ ჭიკჭიკს biggrin.gif

6-დან 10 საათამდე მოქმედებს კაპჰა. კაპჰა დაკავშირებულია სიმყარესთან, გამაგრებასთან. ეს დრო ყველაზე საუკეთესოა რაიმეს დამახსოვრებისთვის და სწავლისთვის, იმიტომ რომ რაც შედის ჭკუაში მყარად ჯდება ამ დროს. ასევე შეამჩნევთ, რომ ამ დროს გეძინებათ, იმიტომ რომ კაპჰას დამახასიათებელი თვისება ძილისადმი მიდრეკილებაცაა (მაგრამ ამ დროს ძილი არ შეიძლება).

საუზმობა ყველაზე კარგი 7-8 საათის შუალედშია. საუზმე აუცილებლად უნდა შეიცავდეს ტკბილ გემოს. კარგია მაწონი, იოგურტი და ზოგიერთი სხვა რძის პროდუქტი (რძის, და ყველის გარდა). ძალიან კარგია თაფლი. ხილი კი დილის პროდუქტად ითვლება და მისი საღამოს ჭამა არ შეიძლება.

10-დან 14 საათამდე მოქმედებს პიტა, რომელიც ცეცხლთანაა დაკავშირებული. ცეცხლი კი ტრანსფორმაციასთან, ცვლილებასთან. ამ დროს ძალაში შედის ვნების (რაჯა) გუნა, რომელიც საღამომდე გრძელდება.

სადილობა ყველაზე კარგი 11-დან 1 საათამდეა, იმიტომ რომ ამ დროს მზის ენერგია მაქსიმალურად გვეხმარება საჭმლის მონელებაში. სხვა დროს კი (მაგალითად ღამე ან საღამოს ჭამისას) ჩვენი სასიცოცხლო ენერგია დიდი რაოდენობით იხარჯება მონელებაზე.

14-დან 18 საათამდე ისევ ვატა შემოდის ძალაში.

შემდეგ 18-დან 22 საათამდე ისევ კაპჰა (და ამ დროს დაძინება ყველაზე საუკეთესოა, იმიტომ რომ ჯანმრთელი დანორმალური ფსიქიკის ადამიანს ამ დროს აქვს ძილისკენ მიდრეკილება. თუ 22 საათს გადაცდა, უკვე გვიჭირს დაძინება, იმიტომ რომ ისევ პიტა შემოდის ძალაში. პიტა კი ცეცხლია, აქტიურობაა.

ასევე 18 საათიდან შემოდის ძალაში უმეცრების (ტამა) გუნა. როგორც ვიცით დასავლეთში სწორედ მაგ დროს იწყება "ცხოვრება" და "გართობა" (თუკი რა თქმა უნდა ძალა შემორჩათ მონური მუშაობის შემდეგ).

18 საათის შემდეგ საჭმლის ჭამა აღარ შეიძლება, და ისედაც ვახშამი ძალიან მსუბუქი უნდა იყოს, ბოსტნეულისგან და ადვილად მოსანელებელი პროდუქტისგან შემდგარი. მამაკაცებისთვის საღამოს ტკბილის ჭამა არ შეიძლება. ქალებისთვის შეიძლება ოღონდ ცოტა. ასევე გავიმეორებ, რომ ცომეულის და მარცვლეულის ჭამა მხოლოდ სადლზე შეიძლება, დილით და საღამოს კუჭს უჭირს მათი მონელება.

როგორც უკვე ავღნიშნე 22 საათიდან ძალაში შედის პიტა და გრძელდება ღამის 2 საათამდე.

რამდენიმე საყურადღებო ინფორმაცია:

ჭკუა ისვენებს (მთვარის ენერგიის გავლენით) მხოლოდ 22-დან 24 საათამდე შუალედში. მაგის მერე რამდენიც არ უნდა გვეძინოს ჭკუა ვერ ისვენებს და ვერ აღიდგენს ენერგიას, ისვენებს მხოლოდ სხეული. ხოლო იმ 2 საათის შუალედში დასვენება სრულიად საკმარისია ჭკუისთვის.

ზრდასრულ ადამიანს უნდა ეძინოს 6 საათი. 20-დან 2-3 საათამდე, 21-დან 3 საათამდე ან 22-დან 4 საათამდე. გაღვიძების ნორმალური მაქსიმუმი მამაკაცებისთვის 5 საათია, ქალებისთვის კი 6. (მნიშვნელობა არა აქვს ზამთარია თუ ზაფხული). ძილის წინ ცოტა ძროხის რძის დალევის სარგებლობაზე უკვე ბევრი ვისაუბრე.


თუკი ამ რეჟიმს დაიცავთ გარანტიას გაძლევთ მცირედ ავადმყოფობებსაც თავისით განიკურნავს ორგანიზმი და ასევე საუკეთესო პროფილაქტიკაა ყველანაირი ავადმყოფობისთვის.

ისევ ვიმეორებ: ხორცის ჭამა აიურვედის მიხედვით დაუშვებელია (თანამედროვე აიურვედა უშვებს, მაგრამ ეს მხოლოდ კომერციის და სიტუაციაზე მორგების გამო მოხდა).

ასევე აიურვედა არ გირჩევთ კოფეინის შემცველი და სხვა აღმაგზნებელი სასმელის ან საჭმელის მიღებას.

ქართველებს რომ იცნობდეს აიურვედა ღვინის დალევას (ზომიერად) დაუშვებდა biggrin.gif მაგრამ ლუდი და არაყი დროა ამოიღოთ რაციონიდან.


ყველა ეს პრინციპი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და როცა ერთს ვიცავთ, ეს მეორეს დაცვაშიც გვეხმარება და პირიქით.

ვინც დროს სწორად ანაწილებს ყველაფერს ასწრებს: ღმერთისთვისაც, სხვებისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Atman   აიურვედა (მეცნიერება ჯანსაღი ცხოვრების შესახებ)   Sep 10 2009, 09:23 AM
arizona   Atman აი დილის ლოცვაზ...   Sep 10 2009, 09:42 AM
Atman   arizona რამდენიმე სიტყ...   Sep 10 2009, 09:53 AM
Atman   ღორის გრიპის პროფი...   Dec 16 2009, 11:29 PM
protestanti   Atman აიურვედა და გუნ...   Dec 17 2009, 01:22 AM
Atman   protestanti აიურვედას რა...   Dec 17 2009, 10:29 AM
self   Atman დამაინტერესე ხო ...   May 2 2010, 12:23 AM
.zakaria.   არ ვიცი რამდენად ...   May 2 2010, 01:42 AM
syd   საკმარისია სათაურ...   May 2 2010, 02:24 AM
Atman   self სიტყვა აიურვედა...   May 2 2010, 07:34 PM
ქევანა   შენ თუ დაგილევია? :) ...   May 3 2010, 03:56 PM
Atman   ქევანა ავად რომ ვი...   May 3 2010, 04:01 PM
newbie   მეც წამოვალ მოწმედ...   May 3 2010, 04:25 PM
Atman   თეთრი (რაფინირებულ...   May 10 2010, 11:24 AM
ქევანა   Atman ცოტა რომ ჭამოს ...   May 10 2010, 03:44 PM
Atman   ქევანა თუ ძალიან გ...   May 10 2010, 05:34 PM
izi-bartki   Atman ეე ბალღო შენ სად...   May 10 2010, 09:39 PM
Atman   [size=3]გადავწყვიტე და...   May 12 2010, 11:25 AM
Atman   ვედებში აღწერილია ...   May 12 2010, 12:32 PM
Atman   მატერიალური გონებ...   May 12 2010, 02:30 PM
თამარ   Atman თემა ნამდვილად ს...   May 12 2010, 03:22 PM
Atman   თამარ ვფიქრობ სიტ...   May 12 2010, 03:36 PM
ქევანა   ვა, ეს რა საინტერეს...   May 12 2010, 09:44 PM
Atman   ქევანა აუცილებლა...   May 12 2010, 09:50 PM
ქევანა   Atman ხო, ჯერ ვეცნობი, კ...   May 12 2010, 10:04 PM
Molen   Atman გამიჩნდა ასეთი კ...   May 13 2010, 10:34 AM
Atman   Molen პასუხი ასეთი იქ...   May 13 2010, 10:43 AM
Atman   სემინარის მეორე დღ...   May 13 2010, 11:20 AM
Atman   4. დაეჭვება (სამშაია...   May 13 2010, 03:08 PM
Atman   სემინარის მესამე დ...   May 14 2010, 12:02 PM
Atman   სემინარის მეოთხე დ...   May 15 2010, 06:20 PM
Atman   პასუხები შეკითხვე...   May 15 2010, 06:41 PM
.zakaria.   პავლე მოციქული ავა...   May 15 2010, 07:43 PM
Atman   .zakaria. ხო და წმინდანე...   May 15 2010, 08:03 PM
Atman   ისა ხალხო, ჯერ ეს სე...   May 15 2010, 09:27 PM
ქევანა   დასდე ეს :D ფილოსოფ...   May 15 2010, 09:30 PM
Atman   .   May 15 2010, 09:34 PM
Atman   სემინარის მეხუთე დ...   May 17 2010, 05:53 PM
Atman   სემინარის მეექვსე ...   May 18 2010, 09:45 AM
self   Atman ფსიქოლიგია :) [b]ს...   May 18 2010, 09:47 PM
Atman   self არ ვიცი, მაგ დონე...   May 18 2010, 10:11 PM
Atman   კიდევ ერთი რჩევა: წ...   Jun 15 2010, 11:34 AM
Atman   ვინმეს ხომ არ გაქვ...   Jun 24 2010, 08:13 AM
Atman   ახლა ცოტას კიდევ ვ...   Jun 24 2010, 08:50 AM
Fee   Atman ძალიან გთხოვ სხ...   Jun 24 2010, 06:50 PM
Atman   Fee http://golosved.com/ ქართულ...   Jun 24 2010, 06:58 PM
ქევანა   ატმან, ანუ შენ გინ...   Jun 24 2010, 09:27 PM
Atman   ქევანა ყოფნით ზოგ...   Jun 25 2010, 04:31 AM
Fee   ატმან მადლობ ლინკი...   Jun 25 2010, 04:38 PM
Atman   Fee ჰერკულესი კარგი...   Jun 25 2010, 04:52 PM
Fee   მთაში მივდივარ, არ ...   Jun 26 2010, 12:27 PM
Atman   Fee რომ ჩამოხვალ მთი...   Jun 26 2010, 12:30 PM
Fee   :D:D:D   Jun 26 2010, 01:09 PM
Atman   [b]World According to Monsanto სამყარ...   Jun 30 2010, 08:25 AM
Atman   „დიროლი“ ბავშვებშ...   Jun 30 2010, 12:26 PM
Atman   ვიწყებ წიგნის თარგ...   Jul 5 2010, 10:17 AM
Atman   მკითხველი: ბოლო დრ...   Jul 6 2010, 08:35 AM
Atman   ახლა ვისაუბროთ დილ...   Jul 8 2010, 09:13 AM
Atman   ძალიან მაგარი ვიდე...   Jul 9 2010, 01:07 PM
აკაკი   ატმან შენ გეცოდინე...   Jul 12 2010, 12:46 AM
Atman   აკაკი ქართულ მითო...   Jul 12 2010, 05:46 AM
self   რაც ატმანი წავიდა ...   Jul 25 2010, 06:22 PM
Atman   self http://www.torsunov.ru/ru/downloads/lections...   Aug 10 2010, 06:43 PM
ikanosi   Atman ერთი ორი სიტყვით...   Aug 10 2010, 06:46 PM
Atman   ikanosi ყველანაირი მედ...   Aug 10 2010, 07:13 PM
ikanosi   Atman კონკრეტულად რომ...   Aug 10 2010, 07:22 PM
Atman   ikanosi თითქმის ყველა დ...   Aug 10 2010, 07:24 PM
ikanosi   Atman და რომ არ გაამარ...   Aug 10 2010, 07:43 PM
Atman   ikanosi ყოველთვის არაფ...   Aug 10 2010, 07:56 PM
ikanosi   Atman ქვები მე უნდა მი...   Aug 10 2010, 08:11 PM
Atman   ikanosi შენ არ უნდა მიუ...   Aug 10 2010, 08:18 PM
Atman   [size=4]Обеты истинного врача. ...   Aug 11 2010, 07:49 AM
Atman   [img]http://s48.radikal.ru/i121/1008/89/d01b05b833...   Aug 11 2010, 01:27 PM
Atman   ძალიან მნიშვნელოვ...   Aug 12 2010, 10:27 AM
ლურჯი ბუ   Atman, მაგარი ხარ :) კი გ...   Aug 12 2010, 01:31 PM
terra   Atman, მაგარი ხარ :) კი ...   Aug 12 2010, 03:21 PM
Atman   ლურჯი ბუ terra ტყუილთ...   Aug 12 2010, 03:34 PM
terra   Atman განსაკუთრებით ა...   Aug 12 2010, 03:36 PM
Atman   terra ამპარტავნება უ...   Aug 12 2010, 04:00 PM
Atman   [b]ეს არის ცხრილი, სა...   Aug 12 2010, 07:04 PM
Atman   [b][size=4]აქ არის დოშები...   Aug 16 2010, 12:23 PM
Atman   ნაწყვეტი ცნობილი ი...   Aug 21 2010, 03:54 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st June 2025 - 02:09 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი