პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
KAIROS |
Feb 7 2007, 09:23 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვიწყებ მარიამის მიერ დასმული კითხვაზე ფიქრით...
http://church.ge/index.php?showtopic=576 "ლოცვა უცნობი ადამიანისათვის" მამაო პასუხში რამოდენიმე საინტერესო საკითხს აყენებს, განიხილავს რა ზოგადად ლოცვის არსს და აუცილებლობას, სცდება "უცნობი" ადამიანის თემას და "ნაცნობი " ანუ ჩვენს მიერ ნაცნობ ადამიანებს ახარისხებს, ვისზე უნდა ვილოცოთ და ვისზე არა, ბრძანებს: "... ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში..." და სხვაგან: " ... (თუ) ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით." ჯერ ერთი ამ ორ თეზისს შორის დაპირისპირებაა, რამეთუ სხვაა "ვერ იქნებიან მოხსენიებულნი" და სხვაა "განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით", რადგან მოყვასისათვის განსაცდელს რად უნდა ვერიდოთ? მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ დილა-საღამოს ვკითხულობთ: "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)" რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ... საკითხი ისევ ღიაა და დიდად დამავალებთ, თუკი მამებზე დაყრდნობით მშვიდად განვიხილავთ ამას, რამეთუ მაგ სიაში მოსახსენებელი ნაცნობები ბევრსა გვაყვს... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Mar 12 2007, 01:31 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
არ უნდა წაშალოს ადმინმა, მხოლოდ იმისათვის, რომ მთელი სიმცდარე რაც მაგ "ქრისტიანულ არლოცვაშია" ( ისე ნუთუ არ გეხამუშება არვილოცოთ მოყვასისათვის? ნუთუ ეს ქრისტიანული სიყვარულის გამომჟღავნებად მიგაჩნია?) შენ აქ დაწერე და აჩვენე, ბევრი თავისი მცდარი კუთხით, ვიცოდი, მე რასაც ფიქრობენ ამ უცნაური სიახლის მიმდევარნი, მაგრამ მთლად ასე შორს თუ წავიდოდნენ და ქრისტიანობას მაგიას დაამსგავსებდნენ არ მეგონა...
მოდი, ახლა მე აქ გიპასუხებ, მერე ვიცი აქაური გამოცდილებით, რომ არ დამეთანხმები და შემეკამათები, ამიტომ, იქნებ შემდგომში გახსნა თემა "ლოცვისათვის" და იქ გავაგრძელოთ ამ თემაზე საუბარი , უბრალოდ ეს კუთხე დავუთმე უშუალოდ მამაოსთან ერთად ზოგიერთ საკითხის ჩაღრმავებას... იმედია ამაში ბატონი ადმინიც დაგვეთანხმება, რომ იმ შენს ახლადგახსნილ თემაში ეს შენი კითხვაც და ჩემი პასუხიც იქნეს გადატანილი! მადლობა! ახლა პასუხი: იწყებ იმ ადამიანთა ტიპების დახასიათებით, რომლებისათვის ლოცვა "არაქრისტიანულად " მიგაჩნია: 1) ციტატა ადამაინები, რომლებიც ძალიან კარგად არაინ განსწავლულები მართლმადიდებლობაში... რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ცრუ სწავლება გაავრცელონ მართლმადიდებელ მრევლში ამათ ექსპერტი ანუ ძლიერი სექტანტები ან სხვა რელიგიის წევრები ჰქვია, მაგრამ მათთვის ლოცვას არ გვიშლის ეკლესია, პირიქით მათ ჩვენ დილის ლოცვებში ვიხსენებთ, მამაოს არგუმენტი, რომ იქ მხოლოდ "შეცდომილებზეა" საუბარიო, სუსტია, რადგან ყველა ვინც არაა ჭეშმარიტებაში, შეცდომილია და არანაერი გარჩევა იქ, სექტის უბრალო წევრები მოვიხსენოთ თუ მათი წინამძღოლები არ არის! 2) ციტატა რომლებიც ესაუბრებიან ეშმაკს და შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ გარკვეული მოვლენები... რომლებიც საკუთარი ნებით და სრულიად გაცნობიერებულად მყოფობონ ეშმაკთან... მოდი ახლა, სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებდე, ერთი გულახდილად მითხარი, რა საჭიროა ამდენი კამათი, რატომ უნდა ვაბრკოლებდეთ ქრისტიანული სიყვარულით ანთებულ მრევლს, იმის სწავლებით,რომ არიან ადამიანები ვინც არ უნდა უყვარდეთ? და თუკი ამას არ ვეუბნებით, მაშინ რასა გავს ეს წესდება, მიყვარს მაგრამ არ ვლოცულობ? თუ გიყვარს შე კაი ადამიანო, მაშინ კეთილი რომ უსურვო, ეშმაკის მახიდან გამოხსნა და გონების განათლება რომ უსურვო ეს ცოდვად გეჩვენება? ეს არაა ქრისტიანობა! და კიდევ, დავიჯერო, ასეთ სუპერსატანისტებს იმდენს იცნობ, რომ მოსახსენებლის გადახედვა გჭირდება შენ ან უბრალო მრევლის წევრებს? ან ღირს კი ამდენ კამათად? ეს ტიპი ადამიანებისა, რომელიც შენ დაწერე, არიან პროფესიონალი სატანისტები ( რომლებიც ცოტაა, არც იცნობ ალბათ და საერთოდ არ მესმის რაზე მეკამათები!) , მაშინ კითხვა ასე უნდა დაისვას, როგორც გამოჩნდა, მწვალებელთა მოქცევაზე ვლოცულობთ, მაშინ შეიძლება თუ არა რომ ვილოცოთ ჯადოქარზე, მჩხიბავზე, ან თუნდაც სატანისტზე? აქ ბუნებრივია კითხვა, დავიჯერო, თქვენი მოსახსენებლები სავსეა ასეთი ხალხით? ( არაა და ღია კარებს რატომ ამტვრევთ მაინც ვერ გავიგე), ახლა აქ შენ ამბობს უარს, მაგრამ შენს არგუმენტს ამის შესახებ არაფერი ესაქმება ქრისტიანობასთან, არის წმინდა წყლის მაგია: " ციტატა და თუ მაინც ვილოცებ მათთვის, ვუთანაგრძნობ მათ, მოვა ეშმაკი და მეტყვის: სინამდვილეში შენ მე მითანაგრძნობ... და მომიწევს თქმა: უარვყოფ ამ აზრს ღვთის წინაშე... და ეშმაკიც გაიძურწება, მაგრამ უხილავი ბრძოლა მაინც გაგრძელდება... ეს კი ძნელია და საშიში... რა დაწერე ეს? რა ეშმაკი მოვა? რა თანაგრძნობა, რის გაძურწვა? ვფიქრობ სულ თავიდან უნდა ისწავლო რაა ლოცვა და რაა ეშმაკი, ღმერთთან მოსაუბრესთან ეშმაკს რა ესაქმება? ან რა მოტივია ეგ შენ მას თანაუგრძნობ? აქ ვერც გავიგე რა იგულისხმე? რათქმაუნდა რომ თანაუგრძნობ, მისი ტკივილი და დაბრკოლება შენი ტკივილია, ქრისტიანობა აბა რა გგონია? მარტო წმიდანებისათვის უნდა ილოცო? თუ მართლაც მადლით მოსილ ადამიანებზე? წმ.ნიკოლოზ მოიხსენე ყველა ვინც ჭეშმარიტებაში მყარადაა, ვინც არაა კი კისერიც უტეხია, როგორ მოგწონს? თუკი, თანაგრძნობაში მისი ბოროტი საქმეების გაზიარება იგულისხმე ( აქ ტერმინი შეგშლია ე.ი.), მაშინ ეგ ტყუილია, და რომელ აზრს განაგდებ ეგეც ვერ გავიგე, და კიდევ ხშირად გესაუბრება ასე ეშმაკი, როცა ადამიანების ხსნაზე ლოცულობ? ან იქნებ ვინმემ მოგიყვა ეგ? მაშინ გეტყვი, რომ ის ხიბლში ყოფილა, იქნებ აქ პატერიკი მომიყვანო, რომელიმე ,როდესაც წმ. მამას ( და არა იოანას ან კაიროსს, ან ნებისმიერს აქ მყოფს! ) ლოცვისას ეშმაკი გამოეცხადა, მაგრამ ვერცერთ შემთხვევას ვერ ნახავ, სადაც ეშმაკი აგულიანებდეს აბა ილოცეო, პირიქით ყველაგან ფიქრობს ცოდვაში ჩააგდოს, ლოცვას განაშოროს, გონება გაუფანტოს, ხიბლში შეიყვანოს! რომელი მამა წაგიკითხავს, ცოდვილის მოხსენების რომ ეშინოდეს, არიქა ეშმაკი არ მოვიდესო ? რა საოცრებები დაწერე? როცა ადამიანის მოქცევაზე, მისი გონების განათლებაზე და ხსნაზე ლოცულობ, ეშმაკს თანაუგრძნობ? აქ უმარტივესი ლოგიკაც არ არსებობს, არათუ ქრისტიანობა! და ბოლოს გამოარჩიე ის კატეგორია, რომელებზეც ლოცვა თურმე უკვე ნებადართული ყოფილა: ციტატა მაგრამ ვიცი რა ვთხოვო ღმერთს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარი სურვილის მიუხედავად დღეს ასეთ ადამიანებს ემორჩილებიან... ეგ საკუთარი სურვილის გარეშე დამორჩილება რაღა უბედურებაა? რა მაგიებს წერ აქ? ე.ი. ვინც საკუთარი სურვილით არის ჯადოქარი ის არ უნდა მოიხსენო, მაშინ არასაკუთარი სურვილით სატანისტი ვინღამ მოიგონა? თუკი ნება არ გამოუხატვს, მაშინ რომელ მორჩილებაზე წერ? უზარმაზარი და უამრავი შეცდომები გიწერია, ასეთ პატარა პოსტში, იონა! ამ საოცარ ჩახლართულ აზროვნებაში, ცოტა არ იყოს და ადამიანი ხომ არ შემოგისატანდა ხელში? ღვთის ცოცხალი შვილი, რომელსაც ყოველწამს აქვს შანსი, რომ შენზე ადრე შევიდეს სამოთხეში, და შენზე მეტად წმიდანი იყოს, როგორ გაბედე და ლოცვის ობიექტიდან გამორიცხე? ან საერთოდ არ მოგსვლია აზრად რომ გაგეხსენებინა წმ. კვიპრიანე მღვდელმოწამე? აკი ეს ატრიბუტიკა: ციტატა რომლებიც ესაუბრებიან ეშმაკს და შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ გარკვეული მოვლენები... ზუსტად მიდიოდა მასზე? და რა მისნაერების მოქცევაზე ლოცვა არ შეიძლება? ღმერთს რომ ვთხოვო, რომ ამ საწყალ, ეშმაკის დამონებულ ადამიანსაც, რომ თავისი იუსტინა გამოუჩინოს, ცოდვაა? თუ ასე ფიქრობ, მაშინ მძიმედაა სიტუაცია, მაშინ მოყვასის გაგება საერთოდ არ გაგიგია, რას ნიშნავს ქრისტიანობაში!ციტატა ძნელია და საშიში და ამით მოვრჩები: აბა ადვილი და უზრუნველი იცი რაცაა შენც, ფეხის ფეხზე გადადობა და წუთისოფლით ტკბობა, მოყვასის ეგოისტურად გამორჩევა და ლოცვა იმაზე ვინც გაწყობს და ვინც "დაფრინავს", ქრისტიანობა კი ერთურთის ტვირთის ზიდვაა, შიშების და სიძნელის მიუხედავად, სიყვარულით ლოცვა ყველასათვის, რამეთუ ღმერთი სიყვარულისა უძლეველია და ყველგანმყოფია! ციტატა მგონი სწორად ვფიქრობ არა მგონია, ახლაც ასე ფიქრობდე, ყოველშემთხვევაში იმედს ვიტოვებ, მკითხველი მაინც არ იფიქრებს ისე, როგორც შენ დაწერე... საუკეთესო სურვილებით და ლოცვაში მოხსენიებით: კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 12:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი