ჩემი სოფელი, გაგვაცანით თქვენი სოფელი და მისი ისტორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩემი სოფელი, გაგვაცანით თქვენი სოფელი და მისი ისტორია |
Amuza |
Feb 2 2008, 10:41 PM
პოსტი
#1
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
საეკლესიო სოფელი აკურა
სოფ. აკურა, რომელიც ქ. თელავს დაშორებულია 16 კმ-ით, გაშენებულია ავტომაგისტრალის ორივე მხარეს. ვახუშტის აღწერაში ნათქვამია `... მოერთვის ალაზანს დასავლეთიდამ აკურის ხევი, გამოსდის გომბორისა და ცივის მთას~. აკურის მოსაზღვრე ვანთის ხევს ეწოდება `ვანთურა~, თვითონ სოფელს კი ვანთა. დღევანდელ საცხოვრისში ჩამოსახლებამდე (ჩამოსახლება იწყება XIX საუკუნიდან) აკურელები ცხოვრობდნენ ამავე ხეობაში, ოღონდ ზემოთ, მთის ძირას, ამ ადგილს ახლაც სოფლელები `ნამოსახლარს~ ეძახიან. დღეს, რომ სოფლის თავია, იგი ძველად სოფლის ბოლო იყო. იმ ადგილს სადაც ახლა სასაფლაო მდებარეობს, ვანთის მხარეს ღვთისმშობლის სახ. ეკლესია, ხოლო აკურის მხარეს წმ. ელია წინასწარმეტყველის სახ. ეკლესია, შუა სოფელი ეწოდებოდა; ხოლო მთის ძირს, სადაც მდებარეობს დავით გარეჯის დედათა მონასტერი ვანთის ხევის მხარეს, ხოლო წმ. გიორგის სახ. ეკლესია აკურის ხევის მხარეს – ზედა სოფელი ეწოდებოდა. აკურაში შემონახულია გადმოცემა, რომ ძველად სოფ. აკურა კიდევ უფრო ზემოთ – აკურის ხევის სათავის ახლოს `ნახიზნარში~ მდებარეობდა. ამ ადგილებში დღესაც შეინიშნება სოფლის ნაკვალევი, რომელსაც ახლაც `ნაკალოვრებს~ ეძახიან, იქვეა `ნამარნევი~, რომელსაც ამავე სახელით იცნობენ, მის ახლომახლო შემორჩენილია `საწნახელები~ და სამეურნეო კულტურის კიდევ სხვა ნაშთები. იმავე არემარეში, ძნელად მისადგომ კლდეში, არის გამოქვაბული, რომლის შესახებ ხალხში შემონახულია გადმოცემა: ერთი ვარიანტით, იქ ცხოვრობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, მეტწილად ქართლიდან ბატონებისაგან გამოქცეული ხალხი, რომლებიც ამ გამოქვაბულში იმალებოდნენ; გადმოცემის მეორე ვარიანტის მიხედვით გამოქვაბულში შიშიანობის – ლეკიანობის დროს იხიზნებოდა სოფელი და აქვე მალავდნენ ქონებას. გადმოცემის ორივე ვარიანტის სინამდვილე არაა შესაძლებლობას მოკლებული, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ გამოდგება დასკვნის საბუთად. დღემდე შემორჩენილი ისტორიული მასალების მიხედვით დგინდება, რომ სოფ. აკურა იყო ერთ-ერთი უძველესი სოფელი, რომელიც მიწის ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა. მეცნიერების მიერ შესწავლილი მასალების მიხედვით შესაძლებელია საკვირველმოქმედი წმინდა მამის ილარიონ ქართველის მშობლიურ სოფლად აღნიშნული სოფელი მივიჩნიოთ. თუ ვიხელმძღვანელებთ `ძველი ათონური~ ხელნაწერებით და გავეცნობით წმ. მამის ბიოგრაფიას, თვალნათლივ დასტურდება, რომ იგი იყო დიდგვაროვანი წრიდან, დაიბადა კახეთის მხარეში. თავის მამულთან ახლოს დედას და დას 855 წელს აუშენა დავით გარეჯელის სახელობის დედათა მონასტერი, შესწირა დიდძალი ქონება და რამოდენიმე სოფელი, სავარაუდოთ სოფ. აკურა, ვანთა, ბუშეტი. ეს სოფლები საარქივო დუკუმენტებში გასაბჭოებამდე მოიხსენიებოდა საეკლესიო სოფლებად. 1923 წლიდან დაიწყო ეკლესია-მონასტრის დანგრევა, გაძარცვა, ნაწყალობელი მიწების ჩამორთმევა (იმ დროისათვის 3000 ჰექტარი); შეწყდა ბერმონაზვნური ცხოვრება, ხალხში დაისადგურა ათეიზმმა; დაიწყეს სასულიერო პირების დევნა-დაპატიმრებები, უკრძალავდნენ მსახურებას, ბოლშევიკებმა 1923 წლის 4 მაისს წვერი გაპარსეს და მღვდელმსახურების ჩატარება აუკრძალეს წმ. ილია წინასწარმეტყველის სახ. ეკლესიის მღვდელს ლავრენტი გუგუტიშვილს. ე.წ. `კომსომოლებმა~ ამ ეკლესიას ჩამოხსნეს ზარები და დაანგრიეს სამრეკლო. ბოლო წლებში ხალხის მონდომებით დაიწყო ამ ეკლესიის აღდგენა, აღდგენილია ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაც. დღეს-დღეობით სავალალო მდგომარეობაშია აკურის `დავით-გარეჯის~ დედათა მონასტერი, რომელსაც მცირე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 1956 წელს. მოსახლეობის დიდი სურვილის მიუხედავად, კულტურის სამინისტრომ დღემდე ვერ შეძლო აღდგენა – რეკონსტრუქციისათვის საჭირო თანხის მოძიება. დღემდე შემორჩენილია: სამნავიანი ბაზილიკა, ნამარნევი. ტაძარი გადახურულია ქართული კრამიტით, რომელიც ნაწილობრივ შესაკეთებელია და გასაწმენდია ხე – მცენარეებისაგან; ბზარები აქვს მიღებული ყველა კედელს, მათ შორის კანკელს; კარების გარეშეა ტაძარში შესასვლელი და გამოსასვლელი; აღსადგენია ჯერ კიდევ შემორჩენილი ფრესკები. აღმოსავლეთის ფასადზე შემორჩენილია ორსაფეხურიანი მრგვალი ნიში, რომელშიც ჩახატულია ქრისტეს თავი უნიმბოდ, დისკოს მინდვრებზე დიაგონალურად გამოსახულია ოთხი ანგელოზი უფრთებოდ. მათ შორის, საშუალო მედალიონის რადიალურად ერთურთისაგან დაცილებადი (განშორებადი) ქვების კიდეებზე სწორხაზოვნადაა დახატული წითელი სხივები. სტილისტიკურად ეკლესიის მოხატულობის სახეებს თვისი ინდივიდუალური ხასითი აქვთ, ისინი ვარდისფერისანი იყვნენ, ეს ფერი ქრისტეს პირისახეზეა შენარჩუნებული, რომელიც ნიშშია (წალოშია). დღემდე სოფლის მოსახლეობა აღნიშნავს `დავითობას~ - სოფლის დღესასწაულს, რომელიც იმართება ამაღლების შემდგომი კვირის ხუთშაბათს. ხალხი თანდათან უბრუნდბა ეკლესიურ ცხოვრებას და იმედი აქვს ერთადერთი ღმერთის და კეთილი ადამიანების, რომ დაეხმარებიან ამ უძველისი მონასტრის აღდგენა – ამოქმედებაში. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ახლახანს აღმოაჩინეს წმ. ილარიონ ქართველის მიერ დაარსებული მამათა მონასტერი, რომელიც აკურის დედათა მონასტრიდან 4-კმ მანძილზე მდებარეობს. იქნებ, ახლა მაინც მიექცეს ყურადღება ამ კომპლექსს -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
irakli_89 |
Jun 25 2010, 01:23 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 24-June 10 წევრი № 9,057 |
სოფელი თლუღი
სოფელი თლუღი მდებარეობს ამბროლაურის მუნიციპალიტეტეში და ეკუთვნის ჭელიაღელის თემს. რეგიონის ცენტრიდან, ქალაქ ამბროლაურიდან სამხრეთ-დასავლეთით 15 კმ-ით არის დაშორებული. ზღვის დონიდან 1000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელი შედგება ორი ნაწილისგან: ქვედა და ზედა თლუღისგან, ორივე ნაწილის მუდმივ მაცხოვრებელთა რაოდენობა კომლობრივად 172 კომლს შეადგენს (2010 წლის მონაცემით): კერძოდ, ქვედა თლუღიში - 132, ზედა თლუღიში 40 კომლია. სოფელს ემსახურება ერთი საჯარო სკოლა, სადაც 24 მოსწავლე სწავლობს. მოსახლეობის ძირითადად საქმიანობას წარმოადგენს სოფლის მეურნეობა, კერძოდ, განვითარებულია მიწათმოქმედება. სოფლის შუაგულში მდებარეობს ნაყოფიერი სახნავ-სათესი მიწა, რომელსაც “ტბას” ეძახიან. ეს ტერიტორია ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს დაფარული ყოფილა ჭაობით, რაც გაუსაძლის მდგომარეობაში აგდებდა ადგილობრივ მკვიდრთ. სოფლის ერთ-ერთ მესვეურს ოქრუა მუსერიძეს საკუთარი ხარჯებით გაუყვანია გვირაბი და ჭაობი დაუშრია. ნაჭაობარი ტერიტორია, ე.წ. “ნატბაურა” ანუ “ტბა” სოფელმა სახნავ-სათესად გამოიყენა. აქ მოჰყავთ ლობიო, სიმინდი, გაშენებულია საუკეთესო ჯიშების ვაშლის ბაღი. სოფელში, აგრეთვე, განვითარებული მებოსტნეობა, ასევე მეცხოველეობა. ძირითადად, მოშენებულია მსხვილფეხა პირუტყვი. მისდევენ მეღორეობას, მეფრინველეობას. აღსანიშნავია, რომ სოფელში განვითარებულია მეფუტკრეობა, ხელშემწყობი პირობების შემთხვევაში ეს დარგი კიდევ უფრო პერსპექტიულია. სოფელ თლუღს სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება რაჭის ქედი – “საწალიკის მთა.” სწორედ აქ ხარობს უძვირფასესი ჯიშის კავკასიური ნაძვი, რომელიც საუკეთესო საშობაო ხედ არის მიჩნეული ევროპაში. კავკასიური ნაძვის გირჩების ექსპორტი ხდება დანიაში. მის წარმოებაში ჩართულია სხვადასხვა კომპანია. ადგილობრივი მოსახლოება კი, დაკავებულია გირჩების შეგროვებით, რაც მნიშვნელოვან სეზონურ შემოსავალს აძლევთ. სოფლის მიმდებარე ტერიტორიები ძალიან თვალწარმტაცია. სამხრეთით თლუღს ესაზღვრება შაორის ტბა, რომლის საკურორტო განვითარებით თავად საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია დაინტერესებული. შექმნილია შესანიშნავი ბიზნეს-პროექტები, რომელიც ელოდება ინვესტორებს, პროექტის მიხედვით შესაძლებელია როგორც საზაფხულო, ასევე ზამთრის კურორტის მოწყობა. სოფლის ტერიტორიაზე “არსებობს ბუნებრივი გამოქვაბულები ,,საკიშორე”, ,,კიდობანა” და ,,საყინულე,” რომელშიც მუდმივად არის ყინული. აღსანიშნავია ვერტიკალური მღვიმე ,,ცივი კლდე,” რომლის მსგავსი იშვიათია. ეს მღვიმეები ჯერ კიდევ შეუსწავლელია.. თლუღის ტერიტორიაზე ე. წ. ,,ჭიჭინაძეების უბანში”_ ,, სალხინოში” მთავარანგელოზის სახელობის სალოცავი, რომელიც მხოლოდ ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. აღსანიშნავია, რომ სალხინოს ეკლესია მოხსენიებული აქვს თავის ნაშრომში გიორგი ბოჭორიძეს ,,რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველენი,” მაგრამ მის მიერ მოთხრობილი ისტორია არ არის ზემოთ ხსენებული ეკლესიის შესახებ. სალხინოს უბანი ძველად მდებარეობდა შაორის მარჯვენა მხარეს და იქ არსებობდა ეკლესიაც. ეს უბანი თანდათან გადმოსახლდა სოფლის ტერეიტორიაზე და მათ გადმოჰყვათ თავიანთი ტოპონიმი ,,სალხინო,” იმ ტერიტორიას, სადაც ძველი ეკლესია მდებარეობდა ახლა ,,ნასაჯვარევს” ეძახიან. სოფლის მაცხოვრებელთა სურვილია, აქ კვლავ აღდგეს ეკლესია. Gგიორგი ბოჭორიძე თვლიდა, რომ სწორედ ეს ადგილი მოხსენიებულია ვახუშტის გეოგრაფიაში და დახასიათებულია შემდეგნაირად: “აგარის…... ხევის შესართავს ზეით არის შაორი. აქა ყოფილა საზაფხულო სასახლე აწინდელთა მეფეთა, ადგილის შვენიერებისათვის, კეთილ-აგარაკოვანი” არსებული ტერიტორია უკვე 1925 წლისათვის დაქცეული და მიწაგადაყრილი ყოფილა. ეკლესიის ქვები და სვეტები კი სოფელში გამოუყენებია რამდენიმე ოჯახს საშენ მასალად. ზემო თლუღის ტერიტორიაზე, ძალზედ თვალსაჩინო ადგილზე მდებარეობს “ტეხისის” წმ გიორგის სახახელობისEეკლესია, რომელიც აგრეთვე დაუნგრევით 1927 წელს ახალგაზრდებს, კედლების გახვრეტის საშუალებით, მისი მასალა I სოფლის სკოლის მშენებლობისათვის გამოუყენებიათ, საძირკველში ჩუქურთმიანი ქვები ჩაუყოლებიათ. სკოლის ეს შენობა დაინგრა 1991 წლის მიწისძვრის შედეგად. თავდაპირველად ეკლესია ყოფილა ერთნავიანი, ნაგები თლილი ქვისა და კირისგან. ეკლესია აშენებული უნდა ყოფილიყო XVII საუკუნეში, XIX საუკუნეში კი გადაუკეთებიათ, მიუმატებიათ დასავლეთი ნაწილი და სამრეკლო; კედლები ყოფილა მოხატული. ამჟამად ეკლესია აღდგენილია, არის ისევ ერთნავიანი ბაზილიკის ტიპის შენობა XVII ს-ის შენობის საძირკველზე. ეკლესია საბოლოოდ არ არის დასრულებული. სოფელში აღინიშნება ადგილობრივი საეკლესიო დღესაწაული “ტეხისობა.” დღესასწაული არის მოძრავი და აღდგომიდან მესამე კვირას აღნიშნავენ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 01:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი