პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
KAIROS |
Feb 7 2007, 09:23 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვიწყებ მარიამის მიერ დასმული კითხვაზე ფიქრით...
http://church.ge/index.php?showtopic=576 "ლოცვა უცნობი ადამიანისათვის" მამაო პასუხში რამოდენიმე საინტერესო საკითხს აყენებს, განიხილავს რა ზოგადად ლოცვის არსს და აუცილებლობას, სცდება "უცნობი" ადამიანის თემას და "ნაცნობი " ანუ ჩვენს მიერ ნაცნობ ადამიანებს ახარისხებს, ვისზე უნდა ვილოცოთ და ვისზე არა, ბრძანებს: "... ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში..." და სხვაგან: " ... (თუ) ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით." ჯერ ერთი ამ ორ თეზისს შორის დაპირისპირებაა, რამეთუ სხვაა "ვერ იქნებიან მოხსენიებულნი" და სხვაა "განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით", რადგან მოყვასისათვის განსაცდელს რად უნდა ვერიდოთ? მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ დილა-საღამოს ვკითხულობთ: "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)" რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ... საკითხი ისევ ღიაა და დიდად დამავალებთ, თუკი მამებზე დაყრდნობით მშვიდად განვიხილავთ ამას, რამეთუ მაგ სიაში მოსახსენებელი ნაცნობები ბევრსა გვაყვს... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ლეონტი |
Mar 12 2007, 05:45 PM
პოსტი
#2
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
აი ვისთვის არ შეიძლება ლოცვა:
Святитель Петр (Могила), Патриарх Адриан (в Указных ст. Правило 24, 698 г.) и многие святитель всех времен, обращая свой голос к священникам, которых прежде всего просят родственники совершить отпевание и молитвы о самоубийцах, взывают: “О иерей! О самоубийцах сказал Христос в Евангелии, когда говорит: “Кто будет хулить Духа Святаго, тому не будет прощения вовек, но подлежит он вечному осуждению...” (Мк. III, 28). Церковь заповедала и утвердила не совершать молитв о самоубийцах. Помни, иерей: всю силу зла направляет сатана на тех, кто совершает поминовение самоубийц. Им пользы никакой, а тебе великий вред. Ты ли милосерднее Бога? Что же на деле свидетельствуешь это, молишь Господа и самой молитвой говоришь: вот я милосерднее Тебя. Ложное милосердие. И за это Бог попускает диаволу возобладать и душой твоей и телом”. მაგრამ ამავ დროს თვითმკვლელია მამათა სწავლებით ის ცოცხალი ადამიანიც, ვინც შეგნებულად განეშორება და თავს არიდებს (მამათა განმარტებით შეგნებულად ხელს კრავს ანუ გმობს) სულიწმინდის მადლს, ანუ ფიზიკურად ცოცხალია მაგრამ თავს იკლავს და ხდება მოსიარულე გვამი. სწორედ ამაზე საუბრობს მამა ანდრია (ციტატა): " მაგრამ არიან სხვაგვარი ადამიანები, რომლებიც შეგნებულად განადიდებენ მანკიერებას, თვლიან მას ადამიანის ნორმალურ მდგომარეობად. ასეთები ნებით კლავენ სულს. " ხოლო თუ ვინმე "ძაან" ქრისტიანია და "ძაან" უყვარს ამ კატეგორიის "მოყვასი" და მისთვის ილოცებს, მერე არ თქვას არავის უთქვია და არ ვიცოდიო. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 04:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი