მზის ამოსვლამდე..., რატომ ვერ ვდგებით? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მზის ამოსვლამდე..., რატომ ვერ ვდგებით? |
Atman |
Jun 26 2010, 10:26 AM
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა ცალკე გავაკეთო აქცენტი ამაზე.
მითუმეტეს რომ პატრიარქმა "ოფიციალურად" მოუწოდა მრევლს, მას შემდეგ რაც გერმანიაში იყო, რომ ადრე ადგომაა საჭირო და ამაში უნდა მივბაძოთ გერმანელებს. მე პირადად გამოვცადე რა განსხვავებაა თუნდაც 6 საათზე და 7 საათზე ადგომას შორის. აღარაფერს ვამბობ უფრო გვიან ადგომაზე. რატომ გვიჭირს ადრე ადგომა? ვისაუბროთ ამაზე. უბრალოდ მინდა დაგარწმუნოთ ამის აუცილებლობაში, მეტი არაფერი... აქ ხო მაინც არ ვქადაგებ ვედებს დრო ღმერთის ყველაზე პირველადი იარაღია მატერიალურ სამყაროში და როცა პატივს არ ვცემთ მის კანონებს, შესაბამისად ვისჯებით. მოხუცებს ნაკლები ენერგია აქვთ და გრძნობენ, რომ თუ ადრე არ ადგებიან, რესურსი არ ეყოფათ, ამიტომაც მოხუცების უმეტესობა თავისთავად იღვიძებს ადრე (და ცოტა ძინავს). ჩვენ კი ახალგაზრდები უაზროდ ვფლანგავთ ამ რესურსებს. ადრე ამდგარსა კურდღელსა ვერ დაეწევა მდევარიო (თუ მწევარიო) ჩნდება კითხვა: რა უნდა ვაკეთო ადრე რომ ავდგე? სოფელში ძროხა ყავთ მოსაწველი, ბევრი საქმე აქვთ, ქალაქში კი სხვანაირადაა ყველაფერი. მართლმადიდებელისთვის პასუხი მარტივია, პირველ რიგში უნდა ვილოცოთ, მერე ვარჯიშიც შეიძლება (დილის გამამხნევებელი ). მოკლედ დააყენეთ ბუდილნიკები მაქსიმუმ 6 საათზეეეეეეე! გაჩნდება კიდევ ერთი კითხვა: რა საჭიროა ამისთვის ცალკე თემის გახსნა? პასუხი: საჭიროა! მეორე პასუხი: რა ხანია თემა არ გამიხსნია! მესამე პასუხი: თუ თემა არ გაუხსენი ისე ბევრის გონებამდე არ დადის (ჭკუამდე დადის მარტო)! პ.ს. ადამიანის ტიპები: ბუ და ტოროლა, არის შეთითხნილი და აბსოლუტური სისულელე. უმჯობესია დავარქვათ: ზარმაცები და მარჯვეები; ან ჩატავშიკები, ფორუმშიკები, აბანოიდები და დილის მორბენლები, იოგურტები, მლოცველები -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Atman |
Jun 26 2010, 12:46 PM
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ცოტას შეგაშინებთ (ოღონდ არ მოგატყუებთ). როდესაც მზე ამოსულია და ჩვენ გვძინავს, მაშინ ერთი მხრივ არ ხდება იმ ტოქსინების გამოსვლა, რომლებიც წინა დღიდან (და საერთოდ ცხოვრებიდან) გვაქვს ორგანიზმში, მეორე მხრივ კი წარმოიქმნება ახალი ტოქსინები, რაც აბინძურებს პრანას.
დაუჯერებელია, მაგრამ დილას 1 საათსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და სულ სხვადასხვანაირად მუშაობს პრანა როცა ვიღვიძებთ 5-ზე, 6-ზე ან 7-ზე. აიურვედის უძველეს სახელმძღვანელოში ნათქვამია, რომ ბედნიერი ვერ იქნება ის ადამიანი, ვინც მზის ამოსვლის შემდეგ დგება (ბედნიერების აიურვედული და ჩვენი გაგება კი ცალკე თემაა). თუ 7 საათზე ვდგებით, გვექნება ტონუსი, მაგრამ ჭკუა და გონება შედარებით მძინარე მდგომარეობაში იქნება მთელი დღის განმავლობაში. აქვე დავამატებ, რომ გაღვიძებისთანავე უნდა ავდგეთ და ლოგინში არ ვინებივროთ, იმიტომ რომ ეს ძალიან აგდებს ტონუსს. გაღვიძებიდან 5 წუთი თუ წევხარ, კარგავ დღიური ტონუსის დაახლოებით 10-30%-ს, ხოლო ხოლო თუ მეტი, ვკარგავთ დღიური ტონუსის ნახევარს ან მეტს. რთული დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია. გონებაზე მოქმედებს ეს უფრო, გონება კი ძალიან ნატიფი სტრუქტურაა და ამის გაცნობიერება ძნელია. საერთოდ ჩვენს ნორმას ვაფასებთ იმით, როგორც ახლა ვართ და ავადმყოფური მდგომარეობაც ნორმა გვგონია, მაგრამ თანამედროვე ადამიანის ჯანმრთელობა ნორმისგან ძალიან შორს დგას (ვგულისხმობ როგორც ფსიქიკურს, ასევე ფიზიკურს). მეც ვდგებოდი 12 საათზე და კარგად ვგრძნობ განსხვავებას. ახლაც, როდესაც იშვიათად მიწევს ხოლმე გვიან გაღვიძება (გვიან დაძინების ან "პახმელიის" გამო), მთელი დღე ჩემთვის დაკარგულია და უაზროა (ძირითადად ყველა სისულელეს ეგეთ დღეებში ვაკეთებ ხოლმე) -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 09:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი